მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."

მო­სა­ლო­ცად გაქვთ საქ­მე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ნა­თე­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. მარ­ტი­ვად მი­იქ­ცევთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. და არც თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ ვინ­მეს გუ­ლის და­პყრო­ბა. მი­აღ­წევთ იმას, რაც გსურთ და ეს მხო­ლოდ პი­რად ცხოვ­რე­ბას არ ეხე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ნამ­დე­ბო­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა ან მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი.

2020 წელს მე­ტად ცივ­სის­ხლი­ა­ნი და გა­აზ­რე­ბუ­ლი უნდა იყოთ. ნუ აჰ­ყვე­ბით ემო­ცი­ებს. ყვე­ლა, ვინც გი­ღი­მით, მე­გო­ბა­რი და თქვენ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არაა. შე­საძ­ლოა, ზოგს თა­ვი­სი მზაკ­ვრუ­ლი მიზ­ნე­ბი ჰქონ­დეს. გა­ა­უმ­ჯბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­როს­თან. ეთათ­ბი­რეთ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე. ამან შე­იძ­ლე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი პრე­მი­აც და შვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

ზა­ფხუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. გა­იძ­ლი­ე­რეთ ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­ცი­ვე­ბა და ვირუ­სე­ბი გა­გა­წა­მებთ. ყური და­უგ­დეთ ნა­თე­სა­ვე­ბის რჩე­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ასა­კოვ­ნებ­სა და გა­მოც­დი­ლებს.

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში უამ­რა­ვი წვრილ-წვრი­ლი საქ­მე გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. აგ­რეთ­ვე გექ­ნე­ბათ წვრილ-წვრი­ლი შე­მო­სა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან. წლის ბო­ლოს კი შე­მო­სა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა. რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, სა­ჩუქ­რე­ბი უყი­დოთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. სა­სურ­ვე­ლია, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ცოტა და­ის­ვე­ნოთ. მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას, აქ­ტი­უ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტრავ­მე­ბი, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი.

  • სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პროგ­ნო­ზი 2020 წლის­თვის

რო­მან­ტი­კის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხის შექ­მნის წე­ლია. ზოგ­ჯერ ისე იქ­ნე­ბით პი­რა­დი გრძნო­ბე­ბით აღ­სავ­სე, რომ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც კი და­ი­ვი­წყებთ. ეცა­დეთ, და­ა­რე­გუ­ლი­როთ გრა­ფი­კი. მეტი დრო და­უთ­მეთ გა­რეგ­ნო­ბას. ზო­გი­ერ­თი სა­მო­სის, თმის ფე­რის, წო­ნის შეც­ვლას გა­და­წყვეტს.

მარ­ტო­ხე­ლა ლო­მებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ შეხ­ვდნენ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. ეს შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­მა მო­გი­წყონ ან მე­გობ­რებ­თან გარ­თო­ბის დროს გა­იც­ნოთ. თქვენს აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე ბევ­რი იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, გა­აქ­ტი­ურ­დით. ეცა­დეთ, ყვე­ლა პი­რო­ბა შე­უქ­მნათ ადა­მი­ანს, რომ თქვენ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს.

და­ქორ­წი­ნე­ბულ ნიშ­ნებს ისე იდე­ა­ლუ­რად გექ­ნე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, რომ შე­იძ­ლე­ბა, მო­სა­წყე­ნე­ბა­დაც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ. იყა­ვით მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი მე­უღ­ლი­სად­მი. ეს მხო­ლოდ ფი­ნან­სურ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს არ გუ­ლის­ხმობს. ნა­თე­სა­ვე­ბი დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ვინც ავა­დაა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს.

  • 2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი ლო­მე­ბის­თვის

კე­თილ­დღე­ო­ბის წელი და­გიდ­გათ. ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა, ყვე­ლა ნერ­ვი­უ­ლო­ბა, პრობ­ლე­მა წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა და ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­გეც­ვლე­ბათ. მთა­ვა­რია, არ იზარ­მა­ცოთ, იყა­ვით იმე­დი­ა­ნი. რაც უფრო მეტ სირ­თუ­ლეს დაძ­ლევთ, უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბით. ზო­გი­ერთს პრო­ფე­სი­ის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა. კარ­გი წე­ლია სწავ­ლი­სა და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, რო­გორც საქ­მი­ან სფე­რო­ში, ისე სა­სიყ­ვა­რუ­ლო­ში.

მეტი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. იყა­ვით პრაქ­ტი­კუ­ლი ახა­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნი­სას. მარ­ტო­ხე­ლა ლომი მა­მა­კა­ცე­ბი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­იც­ვლი­ან ბედს. შეხ­ვდე­ბით ქალს, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა თქვენს მო­თხოვ­ნებს. ის თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და ვნე­ბი­ა­ნი საყ­ვა­რე­ლი გახ­დე­ბა.

  • 2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი ლო­მე­ბის­თვის

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში ჭირ­ვე­უ­ლო­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ. თუ კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა გსურთ. შე­იძ­ლე­ბა ხში­რად მო­გი­წი­ოთ იმის გა­კე­თე­ბა, რაც არ გსურთ, მაგ­რამ ეს პა­ნი­კის ჩა­ვარ­დნის მი­ზე­ზი არ უნდა გახ­დეს და ნურც სა­ი­მე­დო მე­გობ­რებ­სა და საქ­მი­ან კო­ლე­გებს შე­აქ­ცევთ ზურგს. ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენს მხა­რეს არი­ან და თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კაშ­კა­შა იქ­ნე­ბით თუ - მი­ნავ­ლე­ბუ­ლი. მო­ი­წეს­რი­გეთ აზ­რე­ბი, რათა ეჭ­ვებ­მა და ფიქ­რე­ბის აყო­ლამ დეპ­რე­სი­ამ­დე არ მი­გიყ­ვა­ნოთ.

იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და თა­ვად გა­ი­ცა­ნით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­გე­წო­ნე­ბათ. გა­ზა­ფხუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის სე­ზო­ნია. ზა­ფხულ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბას შეძ­ლებთ. თუ მარ­ტო ყოფ­ნა არ გსურთ, მე­გო­ბა­რი ან ნა­თე­სა­ვი გა­ი­ყო­ლეთ.

  • 2020 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით. იმ­დე­ნად, რომ სა­კუ­თარ თავს არც მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, არც რეს­ტორ­ნებ­სა და ბუ­ტი­კებ­ზე ეტყვით უარს. თუმ­ცა, ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში გმარ­თებთ. სა­სურ­ვე­ლია, ფული სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ნივ­თებ­ზე და­ხარ­ჯოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ტე­რი­ე­რის შეც­ვლა, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ავე­ჯის გა­ნახ­ლე­ბა, სწავ­ლის ან მკურ­ნა­ლო­ბის და­ფარ­ვა. უფრო სწო­რად, ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ.

ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ წვრილ­მა­ნებ­ზე. ჩა­ე­წე­რეთ ფიტ­ნეს­ზე ან იო­გა­ზე. უყუ­რეთ პო­ზი­ტი­ურ ფილ­მებს, იყა­ვით მე­ტად ხა­ლი­სი­ა­ნი და ხში­რად გა­უ­ღი­მეთ ადა­მი­ა­ნებს. და­ი­ცა­ვით რე­ჟი­მი, მუ­შა­ო­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ. ებ­რძო­ლეთ მავ­ნე ჩვე­ვებს, ზედ­მეტ წო­ნას. გახ­სოვ­დეთ, რომ სა­კუ­თარ თავს თქვენ­ზე უკეთ ვე­რა­ვინ უშ­ვე­ლის. ზო­გი­ერ­თი ვე­ლო­სი­პე­დის, გორ­გო­ლა­ჭე­ბის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მო­ა­წყვეთ თევ­ზა­ო­ბის, პიკ­ნი­კის დღე­ე­ბი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა იმ ლო­მებს, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლად აწუ­ხებს ხერ­ხე­მა­ლი, სა­სუნ­თქი სის­ტე­მა. ბო­ნუ­სად ძლი­ერ იმუ­ნი­ტეტს და სხე­უ­ლის კარგ ფორ­მებს მი­ი­ღებთ.

ზა­ფხულ­ში გა­ემ­გზავ­რეთ სამ­ხრე­თით. თუმ­ცა ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან სო­ფელ­შიც სა­უ­კე­თე­სოდ და­ის­ვე­ნებთ.

  • 2020 წლის კა­რი­ე­რის პროგ­ნო­ზი

ბუ­ნე­ბით ამა­ყი და კე­თილ­შო­ბი­ლი ხართ და მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბებს არ და­თან­ხმდე­ბით. სამ­სა­ხურ­შიც ისე­თი მწვერ­ვა­ლე­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, გარ­შე­მო მყო­ფებს რომ გა­ა­ო­ცებს. ვირ­თხის წე­ლი­წად­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა მარ­თლაც გე­ლით თუმ­ცა, ბევ­რი მუ­შა­ო­ბაც მო­გი­წევთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიტს საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან. ნუ ჩა­ე­რე­ვით ჭო­რებ­სა და სკან­და­ლებ­ში.

უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, მის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევთ. გა­თა­ვი­სუფ­ლდით იმ ყვე­ლა­ფე­რის­გან, რაც მოგ­ბეზ­რდათ, "თა­ვი­სი დრო მო­ჭა­მა". არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ზე ნუ იქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, იცხოვ­რეთ დღე­ვან­დე­ლი დღით.

  • 2020 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე არ გე­ლით, მაგ­რამ ეცა­დეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ე­ბის­გა­ნაც და­იც­ვათ თავი. გა­იძ­ლი­ე­რეთ ენერ­გე­ტი­კა, იმუ­ნი­ტე­ტი, და­ი­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­ვით, გა­ი­კა­ჟეთ სხე­უ­ლი. ხში­რად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, წყლის ნა­პირ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, გარ­შე­მო მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გყავ­დეთ. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, თავი იგ­რძნოთ მე­ტად ბედ­ნი­ე­რად და ჯან­მრთე­ლად.

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბიც, ტრავ­მე­ბიც და ჯა­რი­მე­ბიც. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი, გაფრ­თხილ­დით, ზედ­მეტ­მა ფი­ზი­კურ­მა აქ­რი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა და­გი­ზი­ა­ნოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი. და­ი­ცა­ვით კვე­ბის რე­ჟი­მი, დი­ე­ტა. სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ე­წე­როთ აუზ­ზე ან სპორტდარ­ბაზ­ში.

  • რა გე­ლით ლო­მებს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

იან­ვა­რი - მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­დე­ბით.

თე­ბერ­ვა­ლი - მი­ი­ღებთ ყვე­ლა­ფერს, რაც გსურთ.

მარ­ტი - გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან.

აპ­რი­ლი - ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გამო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვერ მო­იც­ლით.

მა­ი­სი - და­აგ­რო­ვეთ ენერ­გია.

ივ­ნი­სი - ნუ ჩა­ერ­თვე­ბით კონ­ფლიქ­ტებ­ში.

ივ­ლი­სი - ვერ ვი­ტყვით, რომ მშვი­დი თვე გე­ლით.

აგ­ვის­ტო - ყვე­ლა დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მას მარ­ტო­ვად გა­უმკლავ­დე­ბით.

სექ­ტემ­ბე­რი - და­ი­წყეთ ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა.

ოქ­ტომ­ბე­რი - მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი.

ნო­ემ­ბე­რი - უმ­ჯო­ბე­სია მე­ტად და­ის­ვე­ნოთ. შე­ამ­ცი­რეთ სა­მუ­შა­ოც და სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბიც.

დე­კემ­ბე­რი - წლის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და ბედ­ნი­ე­რი თვეა.

Goha
2

Rac ak ceria amis naxevari amisryldes gaixare madloba

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."

მოსალოცად გაქვთ საქმე, პირადი ცხოვრება ნათელი და დასამახსოვრებელი მომენტებით იქნება აღსავსე. მარტივად მიიქცევთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ყურადღებას. და არც თქვენ დაგჭირდებათ ვინმეს გულის დაპყრობა. მიაღწევთ იმას, რაც გსურთ და ეს მხოლოდ პირად ცხოვრებას არ ეხება. ეს შეიძლება იყოს თანამდებობა, ავტორიტეტის ამაღლება ან მაღალი ხელფასი.

2020 წელს მეტად ცივსისხლიანი და გააზრებული უნდა იყოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. ყველა, ვინც გიღიმით, მეგობარი და თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი არაა. შესაძლოა, ზოგს თავისი მზაკვრული მიზნები ჰქონდეს. გააუმჯბესეთ ურთიერთობა უფროსთან. ეთათბირეთ ნებისმიერ საკითხზე. ამან შეიძლება კარდინალურად შეცვალოს თქვენი პრემიაც და შვებულების რაოდენობაც.

ზაფხული დაუვიწყარი იქნება, საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვის სანაპიროზე. გაიძლიერეთ ჯანმრთელობა, გაცივება და ვირუსები გაგაწამებთ. ყური დაუგდეთ ნათესავების რჩევებს. განსაკუთრებით, ასაკოვნებსა და გამოცდილებს.

ვირთხის წელიწადში უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. აგრეთვე გექნებათ წვრილ-წვრილი შემოსავალი სხვადასხვა წყაროდან. წლის ბოლოს კი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც საშუალებას მოგცემთ, საჩუქრები უყიდოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. სასურველია, ამავე პერიოდში ცოტა დაისვენოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, აქტიური სპორტის სახეობებს. მოსალოდნელია ტრავმები, დაჟეჟილობები.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

რომანტიკის, სიყვარულისა და ოჯახის შექმნის წელია. ზოგჯერ ისე იქნებით პირადი გრძნობებით აღსავსე, რომ სამსახურის საქმეებსა და ვალდებულებებსაც კი დაივიწყებთ. ეცადეთ, დაარეგულიროთ გრაფიკი. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობას. ზოგიერთი სამოსის, თმის ფერის, წონის შეცვლას გადაწყვეტს.

მარტოხელა ლომებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ საინტერესო ადამიანს. ეს შეხვედრა შეიძლება მეგობრებმა მოგიწყონ ან მეგობრებთან გართობის დროს გაიცნოთ. თქვენს აქტიურობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ამიტომ, გააქტიურდით. ეცადეთ, ყველა პირობა შეუქმნათ ადამიანს, რომ თქვენთან ყოფნის სურვილი გაუჩნდეს.

დაქორწინებულ ნიშნებს ისე იდეალურად გექნებათ ყველაფერი, რომ შეიძლება, მოსაწყენებადაც კი მოგეჩვენოთ. იყავით მეტად რომანტიკული მეუღლისადმი. ეს მხოლოდ ფინანსურ მოულოდნელობებს არ გულისხმობს. ნათესავები დახმარებას საჭიროებენ. განსაკუთრებით, ვინც ავადაა. ზოგიერთს შეიძლება შინაური ცხოველის გაჩენის სურვილი გაუჩნდეს.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი ლომებისთვის

კეთილდღეობის წელი დაგიდგათ. ყველა უსიამოვნება, ყველა ნერვიულობა, პრობლემა წარსულში დარჩება და ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. მთავარია, არ იზარმაცოთ, იყავით იმედიანი. რაც უფრო მეტ სირთულეს დაძლევთ, უფრო გაძლიერდებით. ზოგიერთს პროფესიის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. კარგი წელია სწავლისა და ახალი ინფორმაციის მისაღებად. იყავით აქტიური, როგორც საქმიან სფეროში, ისე სასიყვარულოში.

მეტი სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. იყავით პრაქტიკული ახალი ნივთების შეძენისას. მარტოხელა ლომი მამაკაცები ძირფესვიანად შეიცვლიან ბედს. შეხვდებით ქალს, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ის თქვენი ერთგული მეგობარი და ვნებიანი საყვარელი გახდება.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი ლომებისთვის

ვირთხის წელიწადში ჭირვეულობისა და პრინციპებისგან უნდა გათავისუფლდეთ. თუ კომფორტული ცხოვრება გსურთ. შეიძლება ხშირად მოგიწიოთ იმის გაკეთება, რაც არ გსურთ, მაგრამ ეს პანიკის ჩავარდნის მიზეზი არ უნდა გახდეს და ნურც საიმედო მეგობრებსა და საქმიან კოლეგებს შეაქცევთ ზურგს. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და თქვენზეა დამოკიდებული კაშკაშა იქნებით თუ - მინავლებული. მოიწესრიგეთ აზრები, რათა ეჭვებმა და ფიქრების აყოლამ დეპრესიამდე არ მიგიყვანოთ.

იყავით ყურადღების ცენტრში, გამოიჩინეთ ინიციატივა და თავად გაიცანით ადამიანი, რომელიც მოგეწონებათ. გაზაფხული სიყვარულისა და ბედნიერების სეზონია. ზაფხულში საზღვარგარეთ დასვენებას შეძლებთ. თუ მარტო ყოფნა არ გსურთ, მეგობარი ან ნათესავი გაიყოლეთ.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

მატერიალურად მოძლიერებული იქნებით. იმდენად, რომ საკუთარ თავს არც მოგზაურობაზე, არც რესტორნებსა და ბუტიკებზე ეტყვით უარს. თუმცა, ზომიერება ყველაფერში გმართებთ. სასურველია, ფული სასარგებლო და საჭირო ნივთებზე დახარჯოთ. ეს შეიძლება იყოს ინტერიერის შეცვლა, ძვირფასეულობა, ავეჯის განახლება, სწავლის ან მკურნალობის დაფარვა. უფრო სწორად, ის პროცედურები, რაც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ.

ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე. ჩაეწერეთ ფიტნესზე ან იოგაზე. უყურეთ პოზიტიურ ფილმებს, იყავით მეტად ხალისიანი და ხშირად გაუღიმეთ ადამიანებს. დაიცავით რეჟიმი, მუშაობისას აუცილებლად დაისვენეთ. ებრძოლეთ მავნე ჩვევებს, ზედმეტ წონას. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს თქვენზე უკეთ ვერავინ უშველის. ზოგიერთი ველოსიპედის, გორგოლაჭების შეძენას გადაწყვეტს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მოაწყვეთ თევზაობის, პიკნიკის დღეები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ლომებს, ვისაც ქრონიკულად აწუხებს ხერხემალი, სასუნთქი სისტემა. ბონუსად ძლიერ იმუნიტეტს და სხეულის კარგ ფორმებს მიიღებთ.

ზაფხულში გაემგზავრეთ სამხრეთით. თუმცა ბებია-ბაბუასთან სოფელშიც საუკეთესოდ დაისვენებთ.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

ბუნებით ამაყი და კეთილშობილი ხართ და მცირე გამარჯვებებს არ დათანხმდებით. სამსახურშიც ისეთი მწვერვალების მიღწევა გსურთ, გარშემო მყოფებს რომ გააოცებს. ვირთხის წელიწადში კარიერული წინსვლა მართლაც გელით თუმცა, ბევრი მუშაობაც მოგიწევთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიტს საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. ნუ ჩაერევით ჭორებსა და სკანდალებში.

უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, იყავით დაკვირვებული, მის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. გათავისუფლდით იმ ყველაფერისგან, რაც მოგბეზრდათ, "თავისი დრო მოჭამა". არ გაუშვათ ხელიდან ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურ წარმატებას მოგიტანთ. ამასთანავე, ძალიან შორეულ მომავალზე ნუ იქნებით ორიენტირებული, იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

სერიოზული საფრთხე არ გელით, მაგრამ ეცადეთ უმნიშვნელოებისგანაც დაიცვათ თავი. გაიძლიერეთ ენერგეტიკა, იმუნიტეტი, დაიმუხტეთ პოზიტივით, გაიკაჟეთ სხეული. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წყლის ნაპირზე. სასურველია, გარშემო მხოლოდ საყვარელი და კეთილი ადამიანები გყავდეთ. ეს დაგეხმარებათ, თავი იგრძნოთ მეტად ბედნიერად და ჯანმრთელად.

ვირთხის წელიწადში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მოსალოდნელია უსიამოვნებებიც, ტრავმებიც და ჯარიმებიც. მიიღეთ ვიტამინები, გაფრთხილდით, ზედმეტმა ფიზიკურმა აქრიურობამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები. დაიცავით კვების რეჟიმი, დიეტა. სასურველია, ჩაეწეროთ აუზზე ან სპორტდარბაზში.

  • რა გელით ლომებს თვეების მიხედვით

იანვარი - მეტად თავდაჯერებული და მიზანმიმართული გახდებით.

თებერვალი - მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ.

მარტი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენს საყვარელ ადამიანებთან.

აპრილი - ახალი პროექტების გამო სიყვარულისთვის ვერ მოიცლით.

მაისი - დააგროვეთ ენერგია.

ივნისი - ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში.

ივლისი - ვერ ვიტყვით, რომ მშვიდი თვე გელით.

აგვისტო - ყველა დაგროვილ პრობლემას მარტოვად გაუმკლავდებით.

სექტემბერი - დაიწყეთ ფულის დაგროვება.

ოქტომბერი - მეტი ყურადღება გმართებთ პროფესიული საქმიანობისადმი.

ნოემბერი - უმჯობესია მეტად დაისვენოთ. შეამცირეთ სამუშაოც და სასიყვარულო შეხვედრებიც.

დეკემბერი - წლის ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი თვეა.

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

როგორი იქნება მომდევნო თქვე კუროებისთვის - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "სიურპრიზებითა და პოზიტიური ცვლილებებით დატვირთული თვე გელით"