წლის დასაწყისშივე სარფიან და საინტერესო პროექტებში ჩაერთვებით. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესძლებლობა. ზოგიერთმა სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ რომანტიკისთვისაც მოიცალოთ. მეტად უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას, აკონტროლეთ წნევა და ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი.
წლის დასაწყისში საშუალება მოგეცემათ შეიცვალოთ ან სამსახურის ადგილი, ან საცხოვრებელი მისამართი. თუმცა, ისე სარფიანად, რომ კმაყოფილი დარჩებით და ძველ ადგილს აღარც გაიხსენებთ. ფული ზომიერად უნდა ხარჯოთ. საყვარელ ადამიანთან არსებული უსიამოვნებები რომ დაამარცხოთ, გულახდილად უნდა ესაუბროთ ერთმანეთს.
ზაფხულში აუცილებლად უნდა დაისვენოთ, თუ მალდივებზე ვერ გაემგზავრებით, ნათესავებს მაინც ესტუმრეთ სოფელში. მთავარია, გარშემო ლამაზი ბუნება და სუფთა ჰაერი გქონდეთ. გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი. მოეშვით თვითმკურნალობას, გამოყავით თანხა და სპეციალისტს მიმართეთ. წლის ბოლოს მოდუნებას ვერ შეძლებთ. გლობალური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ახალ პროექტებშიც უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ეცადეთ, მეტად მიაქციოთ ყურადღება ცხოვრების ნათელ წერტილებს.
2020 წელს არ უნდა დახარჯოთ ძალა, დრო და ფული იმ ადამიანებსა და საქმეებზე, რომლებიც ჩირადაც არ ღირან თქვენთვის. სანამ გონებას არ მოუხმობთ, არაფერი შეიცვლება. საყვარელი ადამიანის მიმართაც დაკვირვებული უნდა იყოთ. თუ ხვდებით, რომ გიყენებთ, მის გვერდით არ უნდა გაჩერდეთ. კარგი წელია თვითგანვითარებისთვის. რაც უფრო განათლებული იქნებით, მით მარტივად მოიცილებთ ყველაფერ ზედმეტს. გამორიცხული არაა, რომ რომანი გააბათ კოლეგასთან ან ხელმძღვანელთან.
შეყვარებული კუროები დაქორწინებას გადაწყვეტენ. მარტოხელები კი, თუ განსაკუთრებით წინააღმდეგ იქნებიან დაწყვილების, მთელ დროსა და ენერგიას საქმეებს მოახმარენ. შეიძლება ფლირტსაც დათანხმდენენ, საკურორტო რომანსაც, მაგრამ კისერზე უღელს არ დაიდგამენ. ეცადეთ, ხშირად მოინახულოთ ნათესავები, დაეხმაროთ მათ ფინანსური საკითხების მოგვარებაში.
თავადაც ახლობლების დახმარებით მოაგვარებენ ყველა უსიამოვნებას ახალდაქორწინებული კუროები. თუმცა, ეცადეთ, მხოლოდ მათ იმედათ არ იყოთ და თავადაც იაქტიუროთ. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის დაბრუნება. დაფიქრდით, გიღირთ ამ ურთიერთობის გაგრძელება?
2020 წელს შეძლებთ მეუღლესთან ჰარმონიული კავშირი დაამყაროთ. ეცადეთ, მეტად დაუთმოთ, არ იკამათოთ. იყოთ მზრუნველი და მოსიყვარულე. თუ ხვდებით, რომ არსებულმა კავშირმა დაგღალათ, უმჯობესია, ცოტა ხანი დაშორდეთ ერთმანეთს, ისე, რომ ბავშვებმა, თუ ისინი გყავთ, მშობლების განქორწინებით ტრავმა არ განიცადონ. შეხედეთ ერთმანეთს შორიდან. რაც უფრო მეტად მოგენატრებათ ერთმანეთი მით უკეთესია.
ეცადეთ, მზრუნველი და გამგებიანი იყოთ ახლობლების მიმართ. მცირე შეცდომის გამო ადამიანს სამუდამოდ ნუ გადაიმტერებთ. ეს განსაკუთრებით ეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას და განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისას. ეცადეთ, ბინის, აგარაკის რემონტი ან მშენებლობა მშვიდად მოაგვაროთ. გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.
ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ წელს კარიერაშიც წარმატებული იყოთ და პირადი ცხოვრებაც იდეალური გქონდეთ. არ მოგერიდოთ და დახმარებისთვის ხშირად მიმართეთ მეგობრებს, სამსახურში - უფროსს, ოჯახში - ნათესავებს. ეცადეთ, ჰარმონია გქონდეთ სულშიც და გარშემოც. მოერიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. ექიმს უნდა მიმართოთ და არა ბალახებით მკურნალ ბებიებს. არც ინტერნეტში ამოკითხული რჩევები მოგიტნათ შვებას. შვებულება მშვიდ ადგილას გაატარეთ და ეცადეთ, არ მოიშალოთ წვრილმან უსიამოვნებაზე ნერვები. ეს ყველა სფეროს ეხება.
2020 წელს ცოტა მეტად ავანტიურისტი და რომანტიკული უნდა იყოთ. თუმცა, თავქარიანი ნუ გახდებით. თუ რომანებზე იქნებით გადაყოლილი, საქმეების გრაფიკიდან ამოვარდებით. ზომიერება გმართებთ შოპინგის დროსაც. დაქორწიებულება წლის დასაწყისშივე დაიწყეთ ფულის მოგროვება, რომ შვებულება ერთად და რომანტიკულ ადგილზე გაატაროთ.
კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ხართ. სიყვარულში უამრავი თავბრუდამხვევი მომენტი გელით. ეცადეთ, დრო და ენერგია მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს მოახმაროთ, ტყუილად ნუ დახარჯავთ. გაზაფხულზე მარტოხელა კუროები ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან. დაიფარეთ ეს გრძნობა ჭორებისა და ცრურწმენებისგან.
ვირთხის წელიწადში მსხვილი საყიდლები გელით ბინისთვის. აგრეთვე, ფულის ხარჯვა დაგჭირდებათ მოგზაურობისა და ქორწინებისთვის. დიდი ხნის მეგობრისგან ახალ შემოთავაზებას მიიღებთ და ერთად მსხვილ, საინტერესო პროექტს განახორციელებთ. აკონტროლეთ შეგრძნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ყველაფერს ერთდროულად ნუ გამოეკიდებით.
გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებად, რემონტისა და აგარაკის მშენებლობისთვის. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მშვიდად მიიღეთ ყველაფერი, რასაც იღბალი გთავაზობთ. დაქორწინებულებმა მეუღლე არც უსაფუძვლოდ და არც საფუძვლიანად არ აეჭვიანოთ. უმჯობესია, რომანტიკული სიუპრიზებით გაანებივროთ, ერთად დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
უმჯობესია, დაიწყო ფულის დაგროვება. სულ მცირე თანხის გადადება მაინც დაიწყეთ. აგრეთვე, ფული მაქსიმალურად გათვლილად და ზომიერად უნდა ხარჯოთ. განსაკუთრებით, თუ ზაფხულში ზღვაზე დასვენებას აპირებთ. შესაძლებელია, კარგად შესრულებული საქმისთვის კვლავ მიიღოთ პრემია და ბონუსები. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც გამოგიჩნდეთ. ნათესავებს მატერიალურ დახმარებაზე უარი არ უთხრათ, მაგრამ აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ.
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და ეცადეთ, არც ჯარიმები "აიკიდოთ". ბიზნესმენი ნიშნები მაქსიმალურად მოერიდეთ კონკურენტებთან კამათს. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ გარშემო მუდამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვის ხარჯზე სურთ ცხოვრება. და ეცადეთ, არავინ შეისვათ კისერზე.
ზომიერების დაცვა გმართებთ მუშაობასა და დასვენებაში. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმ საკითხებს, რომელთა მოგვარება დღესაც შეგიძლიათ. რაც უფრო მიზნამიმართული და დაკვირვებული იქნებით, მით მეტ ჯილდოს მიიღებთ ვირთხისგან. ბიზნესმენი ნიშნები მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებში გახვევას. კარგ შედეგებს მოგიტანთ მივლინება. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. საბუთებზე ხელის მოწერამდე აუცილებლად გადაიკითხეთ პირობები. შეიძლება მეგობრებმა ახალ პროექტებში ჩართვა შემოგთავაზონ. დააკვირდით, თუ თქვენთვის სარფიანია და ტყუილად დროისა და ენერგიის დარღვევა არ მოგიწევთ.
დასვენების დროს უნდა დაისვენოთ და მუშაობის დროს იმუშაოთ. შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ შვებულების დროსაც გახასიათებთ მუშაობა და სავენების დრო - სიზარმაცე. გამონახეთ დრო და მიმართეთ მკურნალ ექიმს, ჩაიტარეთ ყველა ორგანოს გამკვლევა. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს გულ-სისხლძარღვები. საკუთარ თავზე ზრუნვა ყველასა და ყველაფერზე წინ დააყენეთ.
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სასურველია, სამსახურის შემდეგ რამდენიმე წუთი, თუნდაც ერთი გაჩერება, ფეხით გაისეირნოთ. დაკავდით სპორტით, ცურვით. ეკონტაქტეთ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს. თავადაც ეცადეთ, პოზიტიური იყოთ. ასე აირდებთ დეპრესიის შემოტევებს.
კარგ შედეგებს მოგიტანთ კუნგ-ფუ და იოგა. გამონახეთ დრო იმ საქმისთვის, რაც სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ზაფხულში იცურეთ და ველოსიპედით ისეირნეთ. მოძრაობა დაგიცავთ სერიოზული დაავადებებისგან და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. იკვებეთ რეჟიმის მიხედვით. კუჭი რომ არ დაიზიანოთ, მავნე საკვების ჭამას უნდა მოერიდოთ. მიიღეთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით.
იანვარი - ცვლილებები და გადაადგილებები გელით.
თებერვალი - ზოგიერთი ახალ საქმეს დაიწყებს, ზოგიც პირად ბიზნესს წამოიწყებს.
მარტი - ბინის კეთილმოსაწყობად საუკეთესო თვეა. ზოგმა შეიძლება სხვა ქალაქში/ქვეყანაში მოისურვოს გადასვლა.
აპრილი - აკონტროლეთ ემოციები.
მაისი - ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, იბრძოლეთ კარიერული წინსვლისთვის.
ივნისი - მოერიდეთ ფულის გამო ჩხუბს.
ივლისი - არავის დახმარება არ გჭირდებათ, ყველა უსიამოვნებას დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.
აგვისტო - სულიერი სიმშვიდისა და ნათესავებთან ურთიერთობების გაუმჯობესების თვეა.
სექტემბერი - ფული ზომიერად ხარჯეთ.
ოქტომბერი - დახმარებას ნათესავებისგანაც მიიღებთ.
ნოემბერი - პრობლემების მოგვარებას დიდი დაკვირვებით და ყურადღებით უნდა მოიდგეთ.
დეკემბერი - სულიერად მშვიდი თვე გელით. ხშირად შეხვდით მეგობრებს და გაერთეთ.