ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ"

მეტად უნდა გააქტიურდეთ პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. ნუ ეცდებით სხვისი გამარჯვების მითვისებას, ეს ძვირად დაგიჯდებათ. 2020 წელს წარსულში დაშვებული შეცდომების საზღაურს მიიღებთ. შეიძლება კარმული ვალების დაბრუნებამაც კი მოგიწიოთ.

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, უცხოელ პარტნიორებთან. მოსალოდნელია ხშირი მოლაპარაკებები და მივლინებები. არ დააგდოთ ტემპი, სწორ გზაზე დგახართ და დაწინაურებას და გამარჯვებასაც მოიპოვებთ. ოჯახური ცხოვრება მაქსიმალურ მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს. ნუ აირიდებთ პასუხისმგებლობას. საყოფაცხოვრებო საკითხები ახლო ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ.

ზაფხულში განსაკუთრებით იგრძნობთ აღმაფრენას. ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლას შეძლებთ. არც თაყვანისმცემლები მოგაკლდებათ. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ადამიანს აღარ სჭირდებით, ამაყად, თავაწეულმა მიატოვეთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შემოქმედებითი საქმიანობისგანაც გელით. ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოგიყალიბდებათ ადამიანთან, რომელთნაც თინეიჯერობის დროს რომანტიკული თავგადასავალი გაკავშირებდათ. მას შეიძლება მოულოდნელად შეხვდეთ.

წლის ბოლო მოვლენებით დატვირთული იქნება. შეიძლება ყველამ ვერ გაგიგოთ. ეცადეთ, არ გაჩერდეთ მიღწეულზე და მეტად წინსვლა დაისახოთ მიზნად. წინასაახალწლო დღეებში მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ გზებზე, ახლობლებთნ ურთიერთობისას, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისას. მოსალოდნელია უსიამოვნებები და საქმეების გარჩევები.

სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

2020 წელი მრავალფეროვან პერიოდს გპირდებათ პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. საინტერესო შთაბეჭდილებებიც გელით და ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილებიც. ნუ იქცევით ისე, თითქოს არავინ გჭირდებათ. იყავით გულახდილი სიმპათიური კოლეგის ან მეზობლის მიმართ.

დაოჯახებულ მერწყულებს სასიამოვნო და სასიხარულო მომენტები ელით. მეტად იკონტაქტეთ ნათესავებთან. ხანდახან შეიძლება წვრილმანებმა მოგიშალოთ ნერვები, მაგრამ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მოერიდეთ კრიტიკულ გამონათქვამებს. ნუ ჩაერევით სხვათა საქმეებში დაუკითხავად. ეცადეთ მეტად გაააქტიუროთ ცოლქმრული ცხოვრება. მეტად გამოავლინეთ ვნება, ფანტაზიის უნარი.

განსაკუთრებით რბილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ შვილების მიმართ. ცელქობისთვის ნუ დასჯით. წაახალისეთ კარგი სწავლისთვის. დაუმეგობრით მას. ერთად ისეირნეთ ან საერთო ჰობით დაკავდით.

2020 წელს მხოლოდ მუშაობით ნუ მოკლავთ დროს. თავს უფლება მიეცით, რომ იმოგზაუროთ, დაისვენოთ. მოგეცემათ ფულის დაბანდების საშუალებაც, სწავლაში.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი მერწყულებისთვის

ნაკლები იოცნებეთ და იფრინეთ ღრუბლებში და მეტი იშრომეთ, მიწაზე მყარად დგომისთვის. ვირთხა უსაქმურებს ვერ იტანს. საინტერესო და სარფიან შემოთავაზებებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თუ პირად ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, მესამეს და სხვა დამნაშავეს ნუ ეძებთ, საკუთარ თავს მოჰკითხეთ პასუხი. ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. კრიტიკულ მომენტში მარტოს არ დაგტოვებენ. აი, ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ გაგივათ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება ალერგიამ შემოგიტიოთ. ჩააბარეთ ანალიზები. ეცადეთ, პრობლემების მოგვარება მომავლისთვის არ გადადოთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი მერწყულებისთვის

მუდამ სადღაც გარბიხართ, ჩქარობთ, არავის უსმენთ და ვირთხის წელიწადშიც ასე იქნებით. თუ კვლავაც ასე მოიქცევით, პირად ურთიერთობებს ვერ ააწყობთ. ხშირად უნდა შეისვენოთ, დააკვირდეთ გარემოს მოვლენებს. ხშირად გადახედეთ კოლეგებისა და მეგობრების ცხოვრებას. აიღეთ მათგან მაგალითი, დაგეგმვასა და ოსტატობაში.

იყავით რაციონალური საყიდლებისას. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. ისწავლეთ ხალხის და რაც მთვარია, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მოსმენა. კარგი წელია იმიჯის, გარდერობის შესაცვლელად. ფუტკარივით შრომობთ და ფინანსურ სიდუხჭირეს ვირთხის წელიწადში ვერ იგრძნობთ. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და შვებულების მდიდრულად გატარების შესაძლებლობაც მოგეცემათ.

2020 წლის ფინანსური პროგნოზი

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შრომა მოგიწევთ. შეიძლება ზოგიერთმა კოლეგამ ან მეგობარმა საერთო ბიზნესის დაწყება შემოგთავაზოთ. უარს ნუ იტყვით. ნუ დადარდიანებით, თუ ყველაფერს სწრაფად ვერ მიაღწევთ. უკვე ზაფხულში ან შემოდგომაზე შრომის შედეგს მიიღებთ და გარკვეულ თანხასაც დააგროვებთ. გარდა ამისა, წვრილ-წვრილი შემოსავალიც გელით.

იყავით მეტად მიზანმიმართული. მართალია, ყველაფერზე ეკონომიას ვერ გააკეთებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფული აქვს მას, ვინც უფრთხილდება. 2020 წელი კარგია კონტრაქტების გასაფორმებლად. მათ შორის საერთაშორისო დონეზეც. ხშირად მოგიწევთ მივლინება.

შემოდგომის დასაწყისში ან ზამთარში ეცადეთ, არ გაასესხოთ თანხა და ფულიც მოზომილად ხარჯოთ. ამ პერიოდში მოერიდეთ კაპიტალდაბანდებასაც.

2020 წლის კარიერის პროგნოზი

ვერ გეტვით, რომ ყველაფერს უშრომველად მიიღებთ, თუმცა, შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. დაუმტკიცეთ უფროსს, რომ პროფესონალურად გაიზარდეთ. არ გამოტოვოთ სწავლა, სემინარები და დახელოვნების კურსები. ისინი მომავალში ახალი, კრეატიული პროექტების განსახორციელებლად დაგჭირდებათ. აკონტროლეთ ემოციები და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას "ცხელ გულზე". განსაკუთრებით, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

კარგი წელი ელით ბიზნესმენ ნიშნებს. მფარველებიც გამოგიჩნდებიან და საიმედო პარტნიორებსაც გაიჩენთ. პირად ურთიერთობაში, დაძაბულობისა და გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, შეიძლება შეგიფერხდეთ ახალი პროექტების განხორციელება. ზოგიერთი ინტერნეტს გამოიყენებს მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თუ გრანდიოზული გეგმის განხორციელება გსურთ, გრანდიოზულად მომზადებულიც უნდა იყოთ და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხშირად მოგიწევთ გადაადგილება. ოპტიმისტურად ჩაერთეთ მოლაპარაკებებსა და თათბირებში. იყავით მზად ახალი ადამიანების გასაცნობად, მათი მოსაზრებების მოსასმენად. ეცადეთ, გათავისუფლდეთ იმ ადამიანებისგან, ვინც გამარჯვების მოპოვებაში გიშლით ხელს. აქტიურად უნდა ებრძოლოთ კონკურენტებს.

2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

გაანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება ჯანმრთელობისადმი. ეცადეთ, დაუმეგობრდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, დააკვირდით ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს. დასვენება - კულტურული და სრულფასოვანი, აი, რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის.

სპორტი და სხეულის გაკაჟება პირველ ადგილზე დააყენეთ. ნუ გაინებივრეთ თავს ისეთი მავნე ნივთიერებებითა და პროდუქტებით, რაც ვნებს გულს, ღვიძლს, კუჭს. ხშირად გაისინჯეთ არტერიული წნევა, მიიღეთ დამამშვიდებლები. თუ ზედმეტმა წონამ შეგაწუხართ, შეიძინეთ ტრენაჟორი. აკონტროლეთ კვება. ნუ შეჭამთ ძილის წინ. აკონტროლეთ ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყების რაოდენობა. მიმართეთ წყლის პროცედურებს ორგანიზმის გასაძლიერებლად, იმუნიტეტის ასამაღებლად.

რა გელით მერწყულებს თვეების მიხედვით

იანვარი - ენერგიისა და ფულის ეკონომიურად ხარჯვა გმართებთ.

თებერვალი - საშუალებები და ძალა მხოლოდ პერსპექტიულ საქმეებს მოახმარეთ.

მარტი - მარტივად და სწრაფად შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას.

აპრილი - არაერთგვაროვანი თვეა. გაურკვევლობები და ფორიაქი მოგემატებათ.

მაისი - რომანტიკული ურთიერთობები გაგიუმჯობესდებათ და შემოქმედებითი იდეეbის განხორციელებას შეძლებთ.

ივნისი - რაც უფრო მეტად ჩაყოფთ ცხვირს სხვის საქმეებში, მით მეტად დაზარალდებით.

ივლისი - დილიდან დაღამებამდე მოგიწევთ შრომა.

აგვისტო - სასიამოვნო და სასურველი ცვლილებები გელით.

სექტემბერი - გარშემო ყველაფერი მკვეთრად შეიცვლება და ვერც თქვენ დარჩებით უცვლელი.

ოქტომბერი - მშვიდად ცურვის საშუალება მოგეცემათ.

ნოემბერი - აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში.

დეკემბერი - სასიამოვნო ცვლილებები გელით, დაგეგმეთ მომავალი.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"