მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით
11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 22:59-ზე, კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მთა­ვა­რი მნა­თო­ბე­ბი - მთვა­რე და მზე შე­ერ­თე­ბა­ში არი­ან. მთვა­რეს ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ორი დღით ადრე და მომ­დევ­ნო ორ დღეს ჩვენ ვერ ვხე­დავთ, რად­გან იგი მზის სხი­ვე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. მზე არის ის, რა­საც ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ჩვე­ნი ეგო. ხოლო მთვა­რე, რო­გორ აღ­ვიქ­ვამთ სამ­ყა­როს, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი. ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით. დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია იმუ­ნი­ტე­ტი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს უსა­ფუძ­ვლო ში­შე­ბი. ზოგი კი ახალმთვა­რე­ო­ბას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბით ხვდე­ბა.

ახა­ლი მთვა­რის თვე 10 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ახალმთვა­რე­ო­ბას სწო­რად შევ­ხვდეთ, ზო­გი­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე და­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი. ეცა­დეთ, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი და ვა­ლე­ბი მთვა­რის ახალ თვე­ში არ გა­და­ი­ყო­ლოთ. ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, გა­მოკ­ვე­თეთ შეც­დო­მე­ბი, რათა მო­მა­ვალ­ში უფრო გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დოთ.

აქვე გე­ტყვით, რომ კარ­გი პე­რი­ო­დი 22-23 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ამ პე­რი­ოდ­ში მო­აგ­ვა­როთ. 26 მა­ისს მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა. 30 მა­ისს კი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი (კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცია) რეტ­როგ­რა­დუ­ლი, უკან­მა­ვა­ლი გახ­დე­ბა (23 ივ­ნი­სამ­დე) და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რი აღარ იქ­ნე­ბა. 10 ივ­ნისს კი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლოვ­ნი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა - მზის დაბ­ნე­ლე­ბა. აი, ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი მთვა­რის ეს თვე.

ეცა­დეთ, 23 მა­ი­სი­დან 23 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით არ და­ი­წყოთ ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს, გა­ჯან­ჯლ­დეს, ვერ მი­ი­ღოთ შე­სა­ფე­რი­სი შე­დე­გი; ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს; მათ შო­რის ავ­ტო­მო­ბილს, ტექ­ნი­კას (კომ­პი­უ­ტე­რულ­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბოს). უმ­ჯო­ბე­სია, და­ას­რუ­ლოთ ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მშვი­დად და მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ას­რუ­ლეთ მიმ­დი­ნა­რე, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბი.

ახალმთვა­რე­ო­ბა ხდე­ბა კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში და და­აკ­ვირ­დით, რა პლა­ნე­ტე­ბი გყავთ ამ ნი­შან­ში, პლუს/მი­ნუს 3 გრა­დუ­სი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს არის კე­თი­ლი გრა­დუ­სი. თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა ლი­ლი­ტი (ცდუ­ნე­ბე­ბი) - შავი მთვა­რე, რო­მე­ლიც ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე-მთვა­რის გვერ­დით მდე­ბა­რე­ობს და რო­მელ­საც ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ზეც ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა, წი­ნა­ზეც და მომ­დევ­ნო­ზეც. ახლა უფრო მარ­ტი­ვად აგიხ­სნით: იმი­სათ­ვის, რომ შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვათ, კონ­ფლიქ­ტე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი აი­რი­დოთ, გირ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი არ და­ი­წყოთ 11-15 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი 16 მა­ი­სი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

მა­ი­სის ახ­ლამ­თვა­რე­ო­ბა მოგ­ვი­წო­დებს, და­ვა­მარ­ცხოთ, გა­დავ­ლა­ხოთ შიში და პა­ნი­კა და გა­მოვ­ნა­ხოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ რისი შეც­ვლაც შეგ­ვიძ­ლია, უნდა შევ­ცვა­ლოთ, რისი შეც­ვლაც ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, უნდა შე­ვე­გუ­ოთ, მი­ვი­ღოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გა­ნად დაგ­ვან­გრევს. ახალმთვა­რე­ო­ბის რუ­კა­ში მარ­სი (აქ­ტი­უ­რო­ბა, მოქ­მე­დე­ბა) კირჩხი­ბის (ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ვე­ბი) ნი­შან­შია. გირ­ჩევთ, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ბავ­შვე­ბის მი­მართ. იყოთ მო­მარ­თუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მერ­კუ­რის გავ­ლე­ნით კი მოგ­ვინ­დე­ბა სწავ­ლა, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა (ან უკვე არ­სე­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა), შე­იძ­ლე­ბა სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­როთ ან ონ­ლა­ინ მი­ი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ახლა კი ვნა­ხოთ, ვის­ზე იმოქ­მე­დებს მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

11 მა­ისს ახალმთვა­რე­ო­ბაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

11 მაისს ახალმთვარეობას ველოდებით 22:59-ზე, კუროს 22-ე გრადუსში. ახალმთვარეობაზე მთავარი მნათობები - მთვარე და მზე შეერთებაში არიან. მთვარეს ახალმთვარეობამდე ორი დღით ადრე და მომდევნო ორ დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან იგი მზის სხივებითაა დაფარული. მზე არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ამ ქვეყანაზე, ჩვენი ეგო. ხოლო მთვარე, როგორ აღვიქვამთ სამყაროს, ჩვენი ქვეცნობიერი. ახალმთვარეობის დღეებში ენერგიის ნაკლებობას განვიცდით. დაქვეითებულია იმუნიტეტი. ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს უსაფუძვლო შიშები. ზოგი კი ახალმთვარეობას გაძლიერებული თავის ტკივილებით ხვდება.

ახალი მთვარის თვე 10 ივნისამდე გაგრძელდება. იმისათვის, რომ ახალმთვარეობას სწორად შევხვდეთ, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. ახალმთვარეობამდე დაასრულეთ ყველა ადრე დაწყებული საქმე, გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. ეცადეთ, ძველი საქმეები და ვალები მთვარის ახალ თვეში არ გადაიყოლოთ. ობიექტურად შეაფასეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, გამოკვეთეთ შეცდომები, რათა მომავალში უფრო გონივრულად იმოქმედოთ.

აქვე გეტყვით, რომ კარგი პერიოდი 22-23 მაისამდე გაგრძელდება და სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ამ პერიოდში მოაგვაროთ. 26 მაისს მთვარის სრული დაბნელება გველოდება. 30 მაისს კი პლანეტა მერკური (კომუნიკაცია, ინფორმაცია) რეტროგრადული, უკანმავალი გახდება (23 ივნისამდე) და სოციალური ცხოვრება ძველებურად აქტიური აღარ იქნება. 10 ივნისს კი კიდევ ერთი მნიშვნელოვნი მოვლენა გველოდება - მზის დაბნელება. აი, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული მთვარის ეს თვე.

ეცადეთ, 23 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით არ დაიწყოთ ახალი და მნიშვნელოვანი საქმეები, ისინი შეიძლება გართულდეს, გაჯანჯლდეს, ვერ მიიღოთ შესაფერისი შედეგი; ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს; მათ შორის ავტომობილს, ტექნიკას (კომპიუტერულსა და საყოფაცხოვრებოს). უმჯობესია, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. მშვიდად და მაქსიმალური დაკვირვებით შეასრულეთ მიმდინარე, ყოველდღიური საკითხები.

ახალმთვარეობა ხდება კუროს 22-ე გრადუსში და დააკვირდით, რა პლანეტები გყავთ ამ ნიშანში, პლუს/მინუს 3 გრადუსი. საბედნიეროდ, ეს არის კეთილი გრადუსი. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ლილიტი (ცდუნებები) - შავი მთვარე, რომელიც ახალმთვარეობაზე მზე-მთვარის გვერდით მდებარეობს და რომელსაც ახალმთვარეობის დღეზეც ექნება გავლენა, წინაზეც და მომდევნოზეც. ახლა უფრო მარტივად აგიხსნით: იმისათვის, რომ შეცდომები არ დაუშვათ, კონფლიქტები და გაუგებრობები აირიდოთ, გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ დაიწყოთ 11-15 მაისის შუალედში. უმჯობესია, ყველაფერი 16 მაისიდან განახორციელოთ.

მაისის ახლამთვარეობა მოგვიწოდებს, დავამარცხოთ, გადავლახოთ შიში და პანიკა და გამოვნახოთ ალტერნატიული მეთოდი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. უნდა გავიაზროთ, რომ გარშემო ყველაფერი იცვლება. გახსოვდეთ, რომ რისი შეცვლაც შეგვიძლია, უნდა შევცვალოთ, რისი შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება, უნდა შევეგუოთ, მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგანად დაგვანგრევს. ახალმთვარეობის რუკაში მარსი (აქტიურობა, მოქმედება) კირჩხიბის (ოჯახი, ნათესავები) ნიშანშია. გირჩევთ, მეტი მზრუნველობა გამოავლინოთ თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, ბავშვების მიმართ. იყოთ მომართული საოჯახო ვალდებულებების შესრულებაზე. მერკურის გავლენით კი მოგვინდება სწავლა, ახალი ცოდნის მიღება (ან უკვე არსებულის განვითარება), შეიძლება სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ ან ონლაინ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია.

ახლა კი ვნახოთ, ვისზე იმოქმედებს მაისის ახალმთვარეობა ყველაზე მეტად. წაიკითხეთ სრულად

დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული, სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და სიყვარული