ადამიანებს შორის ხშირად მკურნალები ცხოვრობენ, რომლებსაც ხალხის სხვადასხვა დაავადებისგან განკურნება შეუძლიათ მზერით, ხელის შეხებით, ლოცვითა და რიტუალებით. ხშირად ადამიანი მკურნალია, მაგრამ ვერც კი ხვდება. გთავაზობთ 7 ნიშანს, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის ამოცნობაში დაგეხმარებათ.
როდესაც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ხედავთ ფოტოებზე ან ვიდეოებში და იცით, რომ მისი დისტანციურად დახმარება არ შეგიძლიათ, განწყობა გიფუჭდებათ. რაღაც მომენტში აცნობიერებთ, რომ თურმე, თავს დამნაშავედ გრძნობთ. თითქოს ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეთ და ამისთვის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ.
ცხოვრება რთული გზებით გატარათ. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ფეხისგულები სულ ეკალ-ბარდით დაგისერათ. აღარაფერი გაკვირვებთ, იშვიათად თუ შეგაშინებთ რაიმე, შეგიძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნოთ მაშინ, როცა ყველა პანიკაშია. თავიდანვე ასეთი გაწონასწორებული არ ყოფილხართ, ეს გამოცდილების შედეგია.
ინტროვერტი ხართ, ადამიანებში ტრიალს განმარტოება გირჩევნიათ. ამ დროს ბევრს ფიქრობთ, სიახლეს ეძებთ, საკუთარ თავს უღრმავდებით, ბევრ ისეთ საკითხზე ფიქრობთ, რომელიც შესაძლოა სხვას თავში აზრადაც არ მოუვიდეს. ჯერ კიდევ თინეიჯერმა აღმოაჩინეთ, რომ სხვებს არ ჰგავდით. თავიდან გმობდით საკუთარ თავს უცნაურობისთვის, შემდეგ კი შეეჩვიეთ, შეეგუეთ ან, უკეთეს შემთხვევაში, გააცნობიერეთ, რომ იყო გამორჩეული - ჯილდოა.
ძალიან სენსიტიური ხართ. გულთან ახლოს მიგაქვთ ყველას გასაჭირი. არ შეგიძლიათ ისე ჩაუაროთ ხელგამოწვდენილ მოცუხს ან ბავშვს, რომ ხურდა არ ჩაუგდოთ. არ გესმით იმ ადამიანების, რომლებიც არ იმჩნევენ სხვის უბედურებას. არც ცხოველებს ტოვებთ უყურადღებოდ. თუ საშუალება გაქვთ, აპურებთ მათ, ან ეფერებით მაინც.
ბუნება არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობთ თავს. გირჩევნიათ ტყეში იხეტიალოთ, მინდორში წამოწვეთ, დააკვირდეთ მცენარეებს, ყური დაუგდოთ ფლორასა და ფაუნას ხმაურს, ვიდრე ოთახში ჩაიკეტოთ, სამყაროს მოსწყდეთ.
გეხერხებათ ადამიანების ამოცნობა. ხვდებით, რა განზრახვა ამოძრავებს, რაზე ფიქრობს, რა აწუხებს. რთულია თქვენი მოტყუება. სხვათა სულებს აშიშვლებთ.
როცა დაშავებულ ადგილზე ადამიანს დიდხანს ადებთ ხელს ან კოცნით, მას ტკივილი ჯერ უმსუბუქდება, შემდეგ კი საერთოდ უქრება.