ზოდიაქოს ყველაზე უპრობლემო ბავშვები

 ზოდიაქოს ყველაზე უპრობლემო ბავშვები

მშობლის სტატუსი საკმაოდ რთული რეგალიაა და პატარას გაზრდას დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება. თუმცა, არსებობენ ბავშვები, ვისი აღზრდა-განათლებაც მშობლებს საკმაოდ დიდ ჯაფად და ნერვიულობად უჯდება. ჩვენი საიტის მკითხველებს უკვე ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ სტატიას, ყველაზე რთულად აღსაზრდელი პატარების შესახებ. ამჯერად კი გვინდა იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, ვისი აღზრდაც, ზოდიაქოს ნიშნის მთავარი მახასიათებლების მიხედვით გაცილებით იოლი და სასიამოვნოა.

ქალწული - მართალია, ღრმა ბავშვობაში ცოტა პრეტენზიული და მტირალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კვების საკითხებს ეხება, მაგრამ უკვე წამოზრდილი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარა დედ-მამისთვის ნამდვილი საჩუქარი შეიძლება გახდეს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები, იშვიათად გამოირჩევიან დაუმორჩილებელი ხასიათითა და თვითნებობით. ქალწული მზრუნველი და სხვების დახმარებაზე ორიენტირებული ნიშანია. ამიტომ თქვენი შვილი თამამად შეგიძლიათ დაიხმაროთ სხვადასხვა ტიპის საოჯახო საქმეების შესრულებისას, ან დაავალოთ უმცროსი და-ძმის მოვლა-პატრონობა. ერთსაც და მეორესაც იგი ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს.

თხის რქა - "პატარა დიდები" ასე ეძახიან ხუმრობით ასტროლოგები თხის რქის ნიშნით დაბადებულ ბავშვებს. ზოდიაქოს ამ ნიშანს, განსაკუთრებული ამტანობა და პასუხისმგებლობის უზომოდ დიდი გრძნობა ახასიათებს. ამიტომ ბავშვი თხის რქა, უდიდესი ერთგულებითა და სიყვარულით გამოირჩევა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. მისთვის ოჯახი წმინდათა წმინდაა, არამხოლოდ ბავშვობის ასაკში მთელი სიცოცხლის მანძილზე. პატარა თხის რქა სიამოვნებით ბაძავს დიდებს და მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მშობლები "დიდებისთვის განკუთვნილ" საქმიანობაში ჩართვის უფლებას აძლევენ ხოლმე. ეს შეიძლება იყოს დედასთან ერთად საყიდლებზე სიარული, ან მამასთან ერთად ავტომობილის შეკეთება.

თევზები - რბილი, მეოცნებე და ძალზე ემოციური ბავშვია. სამაგიეროდ, არასოდეს გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათის სირთულით ან ჭირვეულობით. უყვარს ზღაპრები და შეუძლია სახლში პერიოდულად თეატრალური სპექტაკლებიც დადგას, სადაც საყვარელ გმირებს განასახიერებს. იგი მოსიყვაურლე და დამყოლი პატარაა, დედის ან მამის გაბრაზებას ყოველთვის ერიდება. ამის გამო, ხშირად უჭირს საკუთარი მოთხოვნებისა და სურვილების გაჟღერება. თუმცა მშობლების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ სასურველია, მასში ამ თვისების გაძლიერებას ხელი შევუშალოთ და პატარა თევზს ვასწავლოთ საკუთარი შეხედულებების თამამად დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ასოციალური და გაუბედავი ადამიანი გაიზრდება, რომელსაც ძალიან გაუჭირდება სამომავლოდ ადგილის პოვნა ცხოვრებაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?