მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს 3 წყვილი, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო ელის განქორწინება
ზოდიაქოს 3 წყვილი, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო ელის განქორწინება

და დიდ კომ­პრო­მი­სებს მო­ი­თხოვს. თუმ­ცა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია ხოლ­მე. ზოგი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო ცილ­დე­ბა, ზოგი უყუ­რა­დღე­ბო­ბის ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გამო.

დღეს კი ისეთ წყვი­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ვისი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის, გან­ხეთ­ქი­ლე­ბი­სა და ძალ­ზე ხში­რად გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არის ფული. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რე რომ ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ამა­ზე არც არა­ვინ და­ვობს, თუმ­ცა ხომ ხდე­ბა ისეც, რომ ცოლ-ქმარს შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რის­ზე მეტი აქვს, მაგ­რამ დავა ფუ­ლის გამო მა­ინც ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად რჩე­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში. ჰოდა, ზუს­ტად ასე­თი ტი­პის წყვი­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ დღეს და გან­ვი­ხი­ლავთ იმას, თუ რა­ტომ აღიქ­ვამს ერთი ინ­დი­ვი­დი მე­ო­რეს მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნილ გო­ნივ­რულ ეკო­ნო­მი­ას სი­ძუნ­წედ, მა­შინ როცა ეს უკა­ნას­კნე­ლი პირ­ვე­ლის მიერ გა­მუდ­მე­ბით გა­მოვ­ლე­ნილ სი­კე­თეს და ხელ­გაშ­ლი­ლო­ბას უნი­ა­თო­ბას ან უთავ­ბო­ლო მფლან­გვე­ლო­ბას უწო­დებს.

ვერ­ძი & თხის რქა - ამ წყვილ­ში ორი­ვე მხა­რე უსაშ­ვე­ლოდ ჯი­უ­ტი და "რქი­ა­ნი" რო­მაა ამა­ზე მო­დით დღეს მა­ინც აღარ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი. მაგ­რამ ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, მათ­თვის რო­გორც წესი გა­მუდ­მე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ვის სა­გა­ნია. თხის რქა ბუ­ნე­ბით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლია, ვერძს კი არა­სო­დეს ახა­სი­ა­თებს შიში ხვა­ლინ­დე­ლი დღის გამო. ამას­თან ერ­თად, მის გა­ცო­ფე­ბას ისიც იწ­ვევს, რომ თხის რქა გა­მუდ­მე­ბით ას­წავ­ლის რო­გორ ხარ­ჯოს ეკო­ნო­მი­უ­რად მი­სი­ვე (დიახ, მისი სა­კუ­თა­რი გარ­ჯით!) ნა­შოვ­ნი ფული. ეს კი ვერძს სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს და აცო­ფებს. თა­ვად იგი იშ­ვი­ა­თად ჩა­ე­რე­ვა თხის რქის ბი­უ­ჯეტ­ში, თუ რა თქმა უნდა, თვი­თონ თხის რქამ არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ისარ­გებ­ლოს მისი სა­ბან­კო-საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი თხის რქას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ "ისარ­გებ­ლოს" სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვერ­ძი მას სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ა­გე­ბი­ნებს.

კურო & ლომი - ლო­მის მე­ფუ­რი ბუ­ნე­ბა ითხოვს ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ელე­მენ­ტებს, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი მამ­რი ლო­მის შემ­თხვე­ვა­ში იმით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს, რომ იგი თვე­ში ერთხელ რეს­ტო­რანს და­ხუ­რავს თა­ვი­სი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­მე­გობ­როს გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ამ ყვე­ლა­ფერს კი მისი მე­ო­ჯა­ხე კურო ცოლი პირ­ქუ­ში გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი­თა და ხან­გრძლი­ვი, ავ­ბე­დი­თი დუ­მი­ლით უპა­სუ­ხებს. უფრო უა­რე­სა­დაა საქ­მე, როცა ლომი ქა­ლია, კურო კი მა­მა­კა­ცი. ცოლი ლომი ერთ დღე­საც წავა და ჩი­ნე­თის იმ­პე­რი­ის მე­რო­მე­ლი­ღა­ცე დი­ნას­ტი­ის ნა­ქონ ლარ­ნაკ­ში მი­აფშვნი­ტავს ქმრის სამი ან ოთხი თვის და­ნა­ზოგს. ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ქმა­რი კუ­როს აღ­შფო­თე­ბა ამ ფაქ­ტის შემ­დეგ - ლარ­ნა­კი დი­ვა­ნი მა­ინც იყოს ან სუ­ლაც პუფი ან გემ­რი­ე­ლი ტოლ­მა... ვის რაში სჭირ­დე­ბა ამ­ხე­ლა ფუ­ლის გა­დახ­და ფა­ი­ფუ­რის (თუნ­დაც უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დით დამ­ზა­დე­ბუ­ლის) ლარ­ნაკ­ში? თქმა არ უნდა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ლო­მის თვალ­ში კურო ხეპ­რე და წუ­წუ­რა­ქი კა­ცის იარ­ლიყს მი­ი­კე­რებს. კურო კი თა­ვის მხრივ ლომს აღა­რა­სო­დეს ან­დობს სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯეტს.

მშვილ­დო­სა­ნი & ქალ­წუ­ლი - მათი პრობ­ლე­მა მარ­ტო ის კი არაა, რომ ქალ­წუ­ლი ში­ნა­ყუ­დაა, მშვილ­დო­სა­ნი კი მო­ხე­ტი­ა­ლე. ფუ­ლიც ძალ­ზე ხში­რად გახ­დე­ბა მათი ცხა­რე კა­მა­თი­სა და და­ვის მი­ზე­ზი. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით კო­ლექ­ტი­ვის­ტია, სა­მე­გობ­როს სული და გული. ამი­ტომ იგი არა­სო­დეს ეტყვის უარს დახ­მა­რე­ბა­ზე რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სულ რა­ღაც სამი სა­ა­თის წინ ჰყავ­დეს და­მე­გობ­რე­ბუ­ლი. ქალ­წულს, რაღა თქმა უნდა, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი აბ­სო­ლუ­ტურ ბავ­შვო­ბად ეჩ­ვე­ნე­ბა. თუმ­ცა, მშვილ­დოს­ნის ჭკუ­ა­ზე მოყ­ვა­ნას გა­უ­თა­ვე­ბე­ლი შე­გო­ნე­ბე­ბი­თა და კრი­ტი­კით სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გამ­დე შე­უძ­ლია მხო­ლოდ მი­იყ­ვა­ნოს სი­ტუ­ა­ცია. ის­რი­ა­ნი უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად აორ­თქლდე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დი ქალ­წუ­ლის ცხოვ­რე­ბი­დან, რათა სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი და ნერ­ვე­ბი ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით "გა­ა­ნი­ა­ვოს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ზოდიაქოს 3 წყვილი, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო ელის განქორწინება

ზოდიაქოს 3 წყვილი, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო ელის განქორწინება

და დიდ კომპრომისებს მოითხოვს. თუმცა, დაოჯახებული წყვილების განქორწინების მიზეზი სხვადასხვაგვარია ხოლმე. ზოგი ეჭვიანობის გამო ცილდება, ზოგი უყურადღებობის ან გადამეტებული კონტროლის მოთხოვნილების გამო.

დღეს კი ისეთ წყვილებზე ვისაუბრებთ, ვისი ოჯახური კონფლიქტის, განხეთქილებისა და ძალზე ხშირად განქორწინების მიზეზიც უმეტეს შემთხვევაში არის ფული. მატერიალური მხარე რომ ზოგადად, ნებისმიერი ოჯახის ჰარმონიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ამაზე არც არავინ დავობს, თუმცა ხომ ხდება ისეც, რომ ცოლ-ქმარს შემოსავალი საკმარისზე მეტი აქვს, მაგრამ დავა ფულის გამო მაინც ნომერ პირველ პრობლემად რჩება მათ ცხოვრებაში. ჰოდა, ზუსტად ასეთი ტიპის წყვილებზე ვისაუბრებთ დღეს და განვიხილავთ იმას, თუ რატომ აღიქვამს ერთი ინდივიდი მეორეს მხრიდან გამოვლენილ გონივრულ ეკონომიას სიძუნწედ, მაშინ როცა ეს უკანასკნელი პირველის მიერ გამუდმებით გამოვლენილ სიკეთეს და ხელგაშლილობას უნიათობას ან უთავბოლო მფლანგველობას უწოდებს.

ვერძი & თხის რქა - ამ წყვილში ორივე მხარე უსაშველოდ ჯიუტი და "რქიანი" რომაა ამაზე მოდით დღეს მაინც აღარ დავკონკრეტდები. მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, მათთვის როგორც წესი გამუდმებული და სერიოზული დავის საგანია. თხის რქა ბუნებით გაწონასწორებული და პრაქტიკულია, ვერძს კი არასოდეს ახასიათებს შიში ხვალინდელი დღის გამო. ამასთან ერთად, მის გაცოფებას ისიც იწვევს, რომ თხის რქა გამუდმებით ასწავლის როგორ ხარჯოს ეკონომიურად მისივე (დიახ, მისი საკუთარი გარჯით!) ნაშოვნი ფული. ეს კი ვერძს საშინლად აღიზიანებს და აცოფებს. თავად იგი იშვიათად ჩაერევა თხის რქის ბიუჯეტში, თუ რა თქმა უნდა, თვითონ თხის რქამ არ მისცა საშუალება საჭიროებისამებრ ისარგებლოს მისი საბანკო-საკრედიტო ბარათით. ამ შემთხვევაში კი თხის რქას უნდა ახსოვდეს, რომ "ისარგებლოს" სიტყვის მნიშვნელობას ვერძი მას სრულფასოვნად გააგებინებს.

კურო & ლომი - ლომის მეფური ბუნება ითხოვს ფუფუნებაში ცხოვრების ელემენტებს, რაც ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური მამრი ლომის შემთხვევაში იმით შეიძლება გამოიხატოს, რომ იგი თვეში ერთხელ რესტორანს დახურავს თავისი მრავალრიცხოვანი სამეგობროს გულის მოსაგებად. ამ ყველაფერს კი მისი მეოჯახე კურო ცოლი პირქუში გამომეტყველებითა და ხანგრძლივი, ავბედითი დუმილით უპასუხებს. უფრო უარესადაა საქმე, როცა ლომი ქალია, კურო კი მამაკაცი. ცოლი ლომი ერთ დღესაც წავა და ჩინეთის იმპერიის მერომელიღაცე დინასტიის ნაქონ ლარნაკში მიაფშვნიტავს ქმრის სამი ან ოთხი თვის დანაზოგს. ალბათ წარმოგიდგენიათ, ქმარი კუროს აღშფოთება ამ ფაქტის შემდეგ - ლარნაკი დივანი მაინც იყოს ან სულაც პუფი ან გემრიელი ტოლმა... ვის რაში სჭირდება ამხელა ფულის გადახდა ფაიფურის (თუნდაც უნიკალური მეთოდით დამზადებულის) ლარნაკში? თქმა არ უნდა, ასეთ შემთხვევაში ლომის თვალში კურო ხეპრე და წუწურაქი კაცის იარლიყს მიიკერებს. კურო კი თავის მხრივ ლომს აღარასოდეს ანდობს საოჯახო ბიუჯეტს.

მშვილდოსანი & ქალწული - მათი პრობლემა მარტო ის კი არაა, რომ ქალწული შინაყუდაა, მშვილდოსანი კი მოხეტიალე. ფულიც ძალზე ხშირად გახდება მათი ცხარე კამათისა და დავის მიზეზი. მშვილდოსანი ბუნებით კოლექტივისტია, სამეგობროს სული და გული. ამიტომ იგი არასოდეს ეტყვის უარს დახმარებაზე რომელიმე მეგობარს, რომელიც შესაძლოა სულ რაღაც სამი საათის წინ ჰყავდეს დამეგობრებული. ქალწულს, რაღა თქმა უნდა, ასეთი საქციელი აბსოლუტურ ბავშვობად ეჩვენება. თუმცა, მშვილდოსნის ჭკუაზე მოყვანას გაუთავებელი შეგონებებითა და კრიტიკით საპირისპირო შედეგამდე შეუძლია მხოლოდ მიიყვანოს სიტუაცია. ისრიანი უბრალოდ და მარტივად აორთქლდება რაღაც პერიოდი ქალწულის ცხოვრებიდან, რათა საკუთარი შემოსავალი და ნერვები ერთნაირი წარმატებით "გაანიავოს".

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?