Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო მეგობრები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო მეგობრები

კარ­გი მე­გობ­რო­ბა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია და იყო ჭეშ­მა­რი­ტად კარ­გი მე­გო­ბა­რი ესეც თა­ვი­სე­ბუ­რი ნი­ჭია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ან აქვს ან - არა. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ადა­მი­ა­ნებს გა­აჩ­ნი­ათ გარ­კვე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი ამ მხრივ. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს წარ­მო­გიდ­გენთ სამ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

ლომი

– ლო­მის ზო­დი­ა­ქო გუ­ლუხ­ვო­ბი­თა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ლო­მე­ბი გა­მორ­ჩე­ვით ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რე ხალ­ხია. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ უყ­ვარს ინ­ტრი­გე­ბი, ჭო­რე­ბი და ზურგს უკან ვინ­მეს­თვის მა­ხის და­გე­ბა. ლო­მე­ბი აღ­მერ­თე­ბენ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბას და მფარ­ვე­ლო­ბას. მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლო სტი­მუ­ლის მო­მა­ცე­მია ის ფაქ­ტი, რომ მე­გო­ბა­რი მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს მისი თა­ნად­გო­მის გამო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ლომს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას ერ­თი­ო­რად უმაღ­ლებს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რო­ბა და სა­ში­ში მტრო­ბა იცი­ან. ამი­ტომ თუკი მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მას რა­ი­მე ტი­პის ინ­ტრიგ­ნო­ბა მო­უ­წყვეთ, გწამ­დეთ, მისი სა­ხით სა­ში­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­ი­ძი­ნეთ და თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აღა­რა­სო­დეს აღ­სდგე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი – ეს ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად მე­გობ­რე­ბის­თვის ცო­ცხლობს. მშვილ­დოს­ნე­ბი ოპ­ტი­მიზ­მის, ხა­ლი­სი­სა და იუ­მო­რის აუ­რას ას­ხი­ვე­ბენ ყველ­გან. რა გა­საკ­ვი­რია, რომ მათ­კენ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის მი­ილ­ტვი­ან, – პო­ზი­ტი­უ­რი ინ­დი­ვი­დის გვერ­დით ყოფ­ნა ხომ ყვე­ლას უნდა. ამი­ტო­მაც არის, რომ მშვილ­დოს­ნებს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წრე­ში. ისი­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ერ­თვე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა მათ მე­გო­ბარს რა­ი­მე გა­სა­ჭი­რი ად­გას. ამას­თან ერ­თად, ამ დროს შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც კი და­ა­ზა­რა­ლონ. როცა მე­გო­ბარს სჭირ­დე­ბა მშვილ­დო­სა­ნი არა­სო­დეს და­ი­ხევს უკან. იგი იშ­ვი­ა­თი სი­ა­ლა­ლით და პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, იშ­ვი­ა­თად პირ­ფე­რობს მე­გობ­რებ­თან და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს (თუმც კი ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მწა­რედ) სი­მარ­თლე და რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ა­ნახ­ვოს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს.

მო­რი­ე­ლი – მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კითხს ეს ადა­მი­ა­ნი უზო­მოდ დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და მონ­დო­მე­ბით ეკი­დე­ბა. ამი­ტომ თუ კარ­გად არ "და­ტეს­ტა" ერ­თგუ­ლე­ბა­ზე ისეთს, არც მისი და მისი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს არა­სო­დეს გა­ა­ჭა­ჭა­ნებს. მო­რი­ე­ლი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რეა, ამი­ტომ მე­გობ­რებ­საც ისე აღიქ­ვამს რო­გორც სა­კუთ­რე­ბას. მას არ მო­ე­წო­ნე­ბა, თუკი მე­გო­ბა­რი ცოტა დროს და­უთ­მობს ან ზე­რე­ლედ მო­ე­კი­დე­ბა მის პრობ­ლე­მებს. სა­მა­გი­ე­როდ, იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვად მაქ­სი­მუმს გა­ი­ღებს თქვენ­თვის. მო­რი­ე­ლე­ბი არა­სო­დეს ივი­წყე­ბენ არა­ფერს. ამი­ტომ ჩა­დე­ნილ სი­კე­თეს და ბო­რო­ტე­ბას, ზუს­ტი ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი ოდე­ნო­ბით უბ­რუ­ნე­ბენ უკან ად­რე­სატს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სურ­ვე­ლია, თუნ­დაც მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მას­თან არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­რი­ე­ლის ნე­გა­ტი­ურ მხა­რეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნა­ხავთ... და მერ­წმუ­ნეთ, ეს სრუ­ლე­ბით არ მო­გე­წო­ნე­ბათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო მეგობრები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო მეგობრები

კარგი მეგობრობა ყველას არ შეუძლია და იყო ჭეშმარიტად კარგი მეგობარი ესეც თავისებური ნიჭია, რომელიც ადამიანს ან აქვს ან - არა. ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული თვისებები ამ მხრივ. შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ სამ ყველაზე საუკეთესო მეგობარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ლომი

– ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომაცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო. ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყვეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღსდგება.

მშვილდოსანი – ეს ხალხი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისისა და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, – პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა. ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას. ამასთან ერთად, ამ დროს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალონ. როცა მეგობარს სჭირდება მშვილდოსანი არასოდეს დაიხევს უკან. იგი იშვიათი სიალალით და პირდაპირობით გამოირჩევა. შესაბამისად, იშვიათად პირფერობს მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობს (თუმც კი ზოგჯერ ძალიან მწარედ) სიმართლე და რეალური სიტუაცია დაანახვოს ახლობელ ადამიანს.

მორიელი – მეგობრების შერჩევის საკითხს ეს ადამიანი უზომოდ დიდი სიფრთხილითა და მონდომებით ეკიდება. ამიტომ თუ კარგად არ "დატესტა" ერთგულებაზე ისეთს, არც მისი და მისი ახლობლების სიახლოვეს არასოდეს გააჭაჭანებს. მორიელი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ მეგობრებსაც ისე აღიქვამს როგორც საკუთრებას. მას არ მოეწონება, თუკი მეგობარი ცოტა დროს დაუთმობს ან ზერელედ მოეკიდება მის პრობლემებს. სამაგიეროდ, იმავე სიტუაციაში თავად მაქსიმუმს გაიღებს თქვენთვის. მორიელები არასოდეს ივიწყებენ არაფერს. ამიტომ ჩადენილ სიკეთეს და ბოროტებას, ზუსტი ექვივალენტური ოდენობით უბრუნებენ უკან ადრესატს. შესაბამისად, სასურველია, თუნდაც მეგობრის სტატუსით მასთან არაფერი შეგეშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიელის ნეგატიურ მხარეს აუცილებლად დაინახავთ... და მერწმუნეთ, ეს სრულებით არ მოგეწონებათ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?