მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ქალები, რომელთა სიყვარული კაცს ცვლის?
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ქალები, რომელთა სიყვარული კაცს ცვლის?

ყვე­ლა კაცს ჰგო­ნია, რომ ქა­ლე­ბის პირ­ვე­ლი ოც­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნა და და­ო­ჯა­ხე­ბაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის­კენ მი­ილ­ტვი­ან: სამ­სა­ხუ­რი, მე­გობ­რე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, სწავ­ლა. გთა­ვა­ზობთ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ბე­დის­წე­რო­ნი არი­ან და სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად ქვაბ­ში ვერ მო­ხარ­შავთ.

ვერ­ძი - იგი მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის სი­ჭარ­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტომ გარ­და იმი­სა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად აუ­ტან­ლად უხე­ში, ხის­ტი და სწორ­ხა­ზო­ვა­ნია, მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სის წყა­ლო­ბით ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს შე­უძ­ლია გა­არ­თვას თავი, რაც, რო­გორც წესი, მა­მა­კა­ცის პრე­რო­გა­ტი­ვაა ყო­ველ­თვის. მას შე­უძ­ლია ოს­ტა­ტუ­რად შე­უ­ლა­ხოს კაცს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, არამ­ხო­ლოს სა­ხალ­ხოდ გა­მარ­თუ­ლი ჩხუ­ბი­თა და სკან­და­ლით (რისი მი­ზე­ზიც ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნო­ბაა), არა­მედ სა­კუ­თა­რი ზედ­მე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით. ის ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად უფუნ­ქციო თო­ჯი­ნად აგ­რძნო­ბი­ნებს მის გვერ­დით თავს, ნე­ბის­მი­ერ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს.

ტყუ­პი - ამ ქა­ლის პრობ­ლე­მა ზე­და­პი­რუ­ლო­ბაა. მარ­თა­ლია, იგი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნაზი, ქა­ლუ­რი, დახ­ვე­წი­ლი, სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი და მაც­დუ­ნე­ბე­ლი. მაგ­რამ მას ვე­რა­სო­დეს და­ი­ჭერს ხელ­ში ვერც ერთი მა­მა­კა­ცი, ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ქარი გა­მო­ამ­წყვდიო ქი­ლა­ში სწო­რედ იგი­ვე პრობ­ლე­მაა ტყუ­პთან. იგი ყვე­ლა­სია და ამავდრო­უ­ლად – არა­ვი­სი. ეს კი ნე­ბის­მი­ერ თავ­მოყ­ვა­რე მამრს შე­უ­ლა­ხავს ღირ­სე­ბას და და­უ­დაბ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბას. ამას­თან ერ­თად, ქალი ტყუ­პის­გან ყვე­ლა­ფერს უნდა ელო­დოთ. ღა­ლატს, ფლირტს, თავ­გა­და­სავ­ლებს. მას იმ­დე­ნად სძულს რუ­ტი­ნა და ერ­თფე­როვ­ნე­ბა, რომ ამ მი­ზე­ზით შე­უძ­ლია თავს ნე­ბის­მი­ე­რი უკი­დუ­რე­სო­ბის ჩა­დე­ნის უფ­ლე­ბა მის­ცეს, თუკი მა­მა­კა­ცი მას მო­წყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

მო­რი­ე­ლი - მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მძი­მე შემ­თხვე­ვაა ჩა­მოთ­ვლილ სა­მე­ულს შო­რის. ქალი მო­რი­ე­ლის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი მაქ­სი­მა­ლიზ­მია, რის გა­მოც მას ძალ­ზე ხში­რად უფუჭ­დე­ბა ან სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ომში გა­და­ეზ­რდე­ბა ხოლ­მე მო­რიგ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ მო­რი­ელს პა­ლიტ­რა­ში არა­სო­დე გა­აჩ­ნია ე.წ. "ნა­ხე­ვარ­ტო­ნე­ბი" – შე­სა­ბა­მი­სად, მას ან ძა­ლი­ან უყ­ვარს ვინ­მე, ან – და­სა­ნა­ხა­ვად ეჯავ­რე­ბა. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში დის­ბა­ლან­სის მი­ზე­ზიც ზუს­ტად ეს არის მის­თვის. იმი­ტომ რომ, მა­მა­კა­ცის­თვის ხში­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ამ ქა­ლის უკომ­პრო­მი­სო­ბა და სწორ­ხა­ზო­ვა­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, არც ერთი მო­რი­ე­ლი ქალი არ თმობს ბრძო­ლის ველს მარ­ტი­ვად და მშვი­დო­ბი­ა­ნად. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ღაც მი­ზე­ზით ვერ შედ­გა, ქალი მო­რი­ე­ლი ვე­რაფ­რით მო­ის­ვე­ნებს სა­ნამ "ყო­ფილს" დამ­სა­ხუ­რე­ბულ სა­მა­გი­ე­როს არ მი­უ­ზღავს. იგი უბ­რა­ლოდ ზედ­მე­ტად სა­მარ­თლი­ა­ნია სა­ი­მი­სოდ, რომ დამ­ნა­შა­ვე და­უს­ჯე­ლი და­ტო­ვოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ქალები, რომელთა სიყვარული კაცს ცვლის?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ქალები, რომელთა სიყვარული კაცს ცვლის?

ყველა კაცს ჰგონია, რომ ქალების პირველი ოცნება სიყვარულის პოვნა და დაოჯახებაა. სინამდვილეში, ქალები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებისკენ მიილტვიან: სამსახური, მეგობრები, მოგზაურობა, სწავლა. გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს, რომლებიც საბედისწერონი არიან და სხვა ქალებთან ერთად ქვაბში ვერ მოხარშავთ.

ვერძი - იგი მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით გამოირჩევა, ამიტომ გარდა იმისა, რომ პერიოდულად აუტანლად უხეში, ხისტი და სწორხაზოვანია, მმართველი პლანეტა მარსის წყალობით ნებისმიერ საქმეს შეუძლია გაართვას თავი, რაც, როგორც წესი, მამაკაცის პრეროგატივაა ყოველთვის. მას შეუძლია ოსტატურად შეულახოს კაცს თავმოყვარეობა, არამხოლოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და სკანდალით (რისი მიზეზიც ხშირად ეჭვიანობაა), არამედ საკუთარი ზედმეტი დამოუკიდებლობით. ის ხომ ფაქტობრივად უფუნქციო თოჯინად აგრძნობინებს მის გვერდით თავს, ნებისმიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელს.

ტყუპი - ამ ქალის პრობლემა ზედაპირულობაა. მართალია, იგი შეიძლება იყოს ნაზი, ქალური, დახვეწილი, საოცრად მომხიბვლელი და მაცდუნებელი. მაგრამ მას ვერასოდეს დაიჭერს ხელში ვერც ერთი მამაკაცი, ხომ შეუძლებელია ქარი გამოამწყვდიო ქილაში სწორედ იგივე პრობლემაა ტყუპთან. იგი ყველასია და ამავდროულად – არავისი. ეს კი ნებისმიერ თავმოყვარე მამრს შეულახავს ღირსებას და დაუდაბლებს თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ქალი ტყუპისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ. ღალატს, ფლირტს, თავგადასავლებს. მას იმდენად სძულს რუტინა და ერთფეროვნება, რომ ამ მიზეზით შეუძლია თავს ნებისმიერი უკიდურესობის ჩადენის უფლება მისცეს, თუკი მამაკაცი მას მოწყენის საშუალებას აძლევს.

მორიელი - მასთან ურთიერთობა ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევაა ჩამოთვლილ სამეულს შორის. ქალი მორიელის ყველაზე დიდი ნაკლი მაქსიმალიზმია, რის გამოც მას ძალზე ხშირად უფუჭდება ან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გადაეზრდება ხოლმე მორიგ პარტნიორთან ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ მორიელს პალიტრაში არასოდე გააჩნია ე.წ. "ნახევარტონები" – შესაბამისად, მას ან ძალიან უყვარს ვინმე, ან – დასანახავად ეჯავრება. ყოველდღიურ ცხოვრებაში დისბალანსის მიზეზიც ზუსტად ეს არის მისთვის. იმიტომ რომ, მამაკაცისთვის ხშირად მიუღებელია ამ ქალის უკომპრომისობა და სწორხაზოვანი შეხედულებები. გარდა ამისა, არც ერთი მორიელი ქალი არ თმობს ბრძოლის ველს მარტივად და მშვიდობიანად. შესაბამისად, თუკი ურთიერთობა რაღაც მიზეზით ვერ შედგა, ქალი მორიელი ვერაფრით მოისვენებს სანამ "ყოფილს" დამსახურებულ სამაგიეროს არ მიუზღავს. იგი უბრალოდ ზედმეტად სამართლიანია საიმისოდ, რომ დამნაშავე დაუსჯელი დატოვოს.

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

დიდი ემოციური ტრავმა, შეზღუდვები და ურთიერთობების მოულოდნელად დასრულება - რას პროგნოზირებს ავსტრიელი ასტროლოგი 2020-ის დაბნელებებზე

6 ყოველდღიური შეცდომა, რომელიც ბედნიერებაში ხელს გიშლით - ასტროლოგ რამაზ გიგაურის რჩევები