Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცეთან უნდა გქონდეთ რომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც?
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცეთან უნდა გქონდეთ რომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც?

ზო­გი­ერ­თი მამ­რი თუ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი, ზოგს მარ­ტო­ო­დენ ლა­მა­ზი "ლოვ-სთო­რის" გმი­რის სტა­ტუ­სის მორ­გე­ბა ეხერ­ხე­ბა მარ­ჯვედ. თუმ­ცა, ამა­შიც არის თა­ვი­სი ხიბ­ლი, და­მე­თან­ხმეთ...

მაშ ასე, იმ სა­მე­ულს წარ­მო­გიდ­გენთ, ვი­საც თქვენ­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის, და­უ­ვი­წყა­რი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის ან უბ­რა­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, მაგ­რამ სა­ოც­რად მხურ­ვა­ლე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ღა­მის მო­წყო­ბის უბად­ლო ნიჭი აქვს და ის თქვენ არა­სო­დეს, არა­სო­დეს და­გა­ვი­წყდე­ბათ. მოკ­ლედ, მა­მა­კა­ცე­ბის ტოპ ას­ტრო-სა­მე­უ­ლი, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს ივი­წყე­ბენ:

ლომი – ის ხომ მე­ფეა, თუ გა­რეგ­ნუ­ლად არა ში­ნა­გა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბით მა­ინც. ამი­ტომ ქალი, რო­მე­ლიც მისი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობს თავს მის გვერ­დით დე­დოფ­ლად. ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა მა­მა­კაც ლომს უყ­ვარ­ხართ, მის­თვის სამ­ყა­რო იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში თქვენ გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს და ეს ძალ­ზე თვალ­ში­სა­ცე­მია... ლომს არამ­ხო­ლოდ თქვენ, თა­ვად სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს. იგი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­წყობთ რო­მან­ტი­კულ პა­ე­მანს, გა­გა­ო­ცებთ მდიდ­რუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, უკან არ და­ი­ხევს არც ერთი თქვე­ნი თხოვ­ნის ას­რუ­ლე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი, ნაზი და მზრუნ­ვე­ლი... სა­ნამ თქვენ მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ზედ­მე­ტად არ შე­ე­ხე­ბით. გა­ივ­ლის დრო და ალ­ბათ იტყვით, რომ "ისე არას­დროს და არა­ვის ჰყვა­რე­ბი­ხართ, რო­გორც მას, თქვენ მის გვერ­დით დე­დო­ფა­ლი იყა­ვით".

მშვილ­დო­სა­ნი – ამ ნიშ­ნით გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მე­ქალ­თა­ნე და სა­ოც­რად ქა­რიზ­მა­ტუ­ლი მამ­რე­ბი იბა­დე­ბი­ან. მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან ძნე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ცივი გუ­ლის და არა­ნაკ­ლებ ცივი გო­ნე­ბის მქო­ნე ქა­ლის­თვი­საც კი მა­მა­კა­ცი მშვილ­დოს­ნის მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლი­სა და ქა­რიზ­მის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა. ამ კაცს გა­სა­ო­ცა­რი იდე­ა­ლის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა გა­აჩ­ნია, როცა ფიქ­რობს, რომ უყ­ვარ­ხართ (მარ­ტო კი არ ფიქ­რობს, ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბა!) იგი მთელ სამ­ყა­როს გა­გი­ფენთ ფერ­ხთით. მო­გი­წყობთ ამა­ღელ­ვე­ბელ და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ სა­ხალ­ხო აღი­ა­რე­ბებს სიყ­ვა­რულ­ში, მო­ი­ფიქ­რებს ათას­გვარ სა­სა­ცი­ლო ტრი­უკს თქვე­ნი გუ­ლის სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­გე­ბად და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეც­დე­ბა ამ მე­თო­დით სხვა, ნაკ­ლე­ბკ­რე­ა­ტი­უ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბას... და­მი­ჯე­რეთ, წლე­ბის შემ­დე­გაც ღი­მი­ლით გა­იხ­სე­ნებთ მას, იმი­ტომ რომ ცუდ­ზე მეტს პო­ზი­ტი­ურ მო­სა­გო­ნარს და­გი­ტო­ვებთ.

მო­რი­ე­ლი – ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი კა­ცია, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზეც წლე­ბის შემ­დე­გაც კი ტან­ში უსი­ა­მოვ­ნო ჟრუ­ან­ტე­ლი და­გივ­ლით და იტყვით – "მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა"... თუმ­ცა, გუ­ლის სიღ­რმე­ში თუ კარ­გად ჩა­ი­ხე­დავთ, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ხან­და­ხან მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თე­ბი მა­ინც გახ­სენ­დე­ბათ. მით უმე­ტეს, თუკი მის შემ­დეგ ბედი მშვიდ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ და ფლეგ­მა­ტურ მა­მა­კაცს და­უ­კავ­ში­რეთ. დიახ, მო­რი­ე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მტან­ჯვე­ლი, რთუ­ლი და ზოგ­ჯერ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუ­ტა­ნე­ლია. მაგ­რამ აქვს მას ის რა­ღაც აუხ­სნე­ლი ქა­რიზ­მა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც წლე­ბის გავ­ლის შემ­დე­გაც კი რომ მო­ინ­დო­მოს ეს კაცი ისევ ჩა­გიგ­დებთ ხელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცეთან უნდა გქონდეთ რომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცეთან უნდა გქონდეთ რომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც?

ზოგიერთი მამრი თუ ოჯახური ცხოვრებისთვისაა შექმნილი, ზოგს მარტოოდენ ლამაზი "ლოვ-სთორის" გმირის სტატუსის მორგება ეხერხება მარჯვედ. თუმცა, ამაშიც არის თავისი ხიბლი, დამეთანხმეთ...

მაშ ასე, იმ სამეულს წარმოგიდგენთ, ვისაც თქვენთვის რომანტიკული განწყობის, დაუვიწყარი საკურორტო რომანის ან უბრალოდ მოკლევადიანი, მაგრამ საოცრად მხურვალე სასიყვარულო ღამის მოწყობის უბადლო ნიჭი აქვს და ის თქვენ არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდებათ. მოკლედ, მამაკაცების ტოპ ასტრო-სამეული, რომელსაც ქალები ვერასოდეს ივიწყებენ:

ლომი – ის ხომ მეფეა, თუ გარეგნულად არა შინაგანი თვითშეფასებით მაინც. ამიტომ ქალი, რომელიც მისი ინტერესის საგანია აუცილებლად იგრძნობს თავს მის გვერდით დედოფლად. ლომი გულით იმართება. შესაბამისად, როცა მამაკაც ლომს უყვარხართ, მისთვის სამყარო იმ კონკრეტულ მომენტში თქვენ გარშემო ტრიალებს და ეს ძალზე თვალშისაცემია... ლომს არამხოლოდ თქვენ, თავად სიყვარული უყვარს. იგი აუცილებლად მოგიწყობთ რომანტიკულ პაემანს, გაგაოცებთ მდიდრული საჩუქრებით, უკან არ დაიხევს არც ერთი თქვენი თხოვნის ასრულებაზე და აუცილებლად იქნება რომანტიკული, ნაზი და მზრუნველი... სანამ თქვენ მის თავმოყვარეობას ზედმეტად არ შეეხებით. გაივლის დრო და ალბათ იტყვით, რომ "ისე არასდროს და არავის ჰყვარებიხართ, როგორც მას, თქვენ მის გვერდით დედოფალი იყავით".

მშვილდოსანი – ამ ნიშნით გამოუსწორებელი მექალთანე და საოცრად ქარიზმატული მამრები იბადებიან. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცივი გულის და არანაკლებ ცივი გონების მქონე ქალისთვისაც კი მამაკაცი მშვილდოსნის მომხიბვლელი ღიმილისა და ქარიზმის მიმართ გულგრილობის გამოჩენა. ამ კაცს გასაოცარი იდეალისტური ბუნება გააჩნია, როცა ფიქრობს, რომ უყვარხართ (მარტო კი არ ფიქრობს, ეჭვიც არ ეპარება!) იგი მთელ სამყაროს გაგიფენთ ფერხთით. მოგიწყობთ ამაღელვებელ და გულისამაჩუყებელ სახალხო აღიარებებს სიყვარულში, მოიფიქრებს ათასგვარ სასაცილო ტრიუკს თქვენი გულის საბოლოოდ მოსაგებად და მაქსიმალურად ეცდება ამ მეთოდით სხვა, ნაკლებკრეატიული თაყვანისმცემლების ჩამოშორებას... დამიჯერეთ, წლების შემდეგაც ღიმილით გაიხსენებთ მას, იმიტომ რომ ცუდზე მეტს პოზიტიურ მოსაგონარს დაგიტოვებთ.

მორიელი – ალბათ ერთადერთი კაცია, რომლის გახსენებაზეც წლების შემდეგაც კი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი დაგივლით და იტყვით – "მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა"... თუმცა, გულის სიღრმეში თუ კარგად ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ხანდახან მასთან გატარებული წუთები მაინც გახსენდებათ. მით უმეტეს, თუკი მის შემდეგ ბედი მშვიდ, გაწონასწორებულ და ფლეგმატურ მამაკაცს დაუკავშირეთ. დიახ, მორიელის სიყვარული მტანჯველი, რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელია. მაგრამ აქვს მას ის რაღაც აუხსნელი ქარიზმა, რომლის წყალობითაც წლების გავლის შემდეგაც კი რომ მოინდომოს ეს კაცი ისევ ჩაგიგდებთ ხელში.