ევროპულ ქვეყნებში ასტროლოგიის გავლენას ძალზე ხშირად იყენებენ დიდ კორპორაციებში კადრების დასაკომპლექტებლად. ეს იმიტომ, რომ ასტროლოგიურად 99% სიზუსტითაა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის დაჯილდოებული ლიდერის თვისებები და ვის შეეფერება ე.წ. "შემსრულებლის" პოზიცია. დღეს გვინდა მოგითხროთ ზოდიაქოს იმ ნიშნების შესახებ, რომელთა შორისაც ყველაზე მიზანსწრაფულ და ლიდერულ ადამიანებს ვხვდებით, ისინი ხშირად ნულიდან იწყებენ საკუთარ კარიერას და შემდგომში პრინციპულობისა და ენერგიულობის წყალობით ხშირად იკავებენ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებს...
როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად არიან ლიდერის პოზიციაზე ლომები 98% - ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა ორგანიზატორული ნიჭი, საკუთარი შესაძლებლობების ოსტატურად და სწორად აფიშირება, სხვებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.
ლომს გვერდს უმშვენებს ვერძის ნიშანი 90% - ვერძის ენერგიულობა, შემტევი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა, მუდმივი ოპტიმიზმი და შემართება ხშირად იწვევს უფროსობისგან მის დაფასებას მაღალი თანამდებობით.
მომდევნო ადგილი ვერძის შემდეგ ერგო თხის რქას 88% - ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ორგანიზებულობის, დისციპლინირებულობის, შრომისმოყვარეობის, უზომოდ დიდი პასუხისმგებლობს გრძნობის გამო თხის რქების დიდ ნაწილს სთავაზობენ ხოლმე ხელმძღვანელ პოსტს და თანამდებობას.