პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ზეგანვითარებული ინტუიცია, რის გამოც არასდროს ცდებიან?
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ზეგანვითარებული ინტუიცია, რის გამოც არასდროს ცდებიან?

ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილს მა­ინც უდა­ვოდ სჯე­რა ბე­დის­წე­რის. ზოგი ამას უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვას ეძა­ხის, ზოგი კოს­მო­სის ნი­შანს, ზოგს კი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ზღა­პა­რი ჰგო­ნია ფე­ნო­მე­ნი, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ინ­ტუ­ი­ცია ეწო­დე­ბა. ოდით­გან­ვე მიჩ­ნე­უ­ლი იყო, რომ ქა­ლე­ბი უფრო ძლი­ე­რი სენ­სი­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მათ გა­აჩ­ნდათ ე.წ. "მე­ექ­ვსე გრძნო­ბა" და მო­მავ­ლის ემო­ცი­უ­რად აღ­ქმის უარი. თუმ­ცა სა­ი­მი­სოდ, რომ ადა­მი­ან­ში წი­ნას­წარ­ხედ­ვის ნიჭი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყოს, სუ­ლაც არ არის ამის­თვის სა­ჭი­რო, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დეს სუსტ სქესს. ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ჯილ­დოვ­დე­ბა, თუკი მას ამა­ში შე­სა­ბა­მი­სი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნიც უწყობს ხელს. თუმ­ცა აქაც უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტი, რომ ე.წ. "ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის" ნიშ­ნე­ბი სჭარ­ბო­ბენ ყვე­ლა­ზე ინ­ტუ­ი­ცი­ურ­თა შო­რის.

კირჩხი­ბი - მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მთვა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც ემო­ცი­ე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ბა­დოა კირჩხი­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას გა­აჩ­ნია უდი­დე­სი ინ­ტუ­ი­ცია. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ამას სიზ­მრე­ბის სა­ხით ააქ­ტი­უ­რებს, ზოგს კი უბ­რა­ლოდ მთვა­რის ფა­ზე­ბი ეხ­მა­რე­ბა მო­მავ­ლის გა­მოც­ნო­ბა­ში. კირჩხი­ბის ინ­ტუ­ი­ცია ხში­რად ხა­სი­ა­თის ცვლა­ში ვლინ­დე­ბა. ამი­ტომ თუ უცებ მო­გეჩ­ვე­ნათ, რომ თქვე­ნი ნაც­ნო­ბი კი­ბორჩხა­ლა ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, იცო­დეთ, მას გული რა­ღაც უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის წი­ნა­პი­რო­ბას უგ­რძნობს. კირჩხი­ბე­ბი ხში­რად ვერ ხსნი­ან, რა­ტომ დგე­ბი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, ზუს­ტად გრძნო­ბენ, რომ მალე გან­საც­დე­ლი მო­დის და ასეთ დროს პა­ნი­კის შე­ტე­ვა უძ­ლი­ერ­დე­ბათ.

მო­რი­ე­ლი - მისი ინ­ტუ­ი­ცია კირჩხი­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად და ხელ­შე­სა­ხე­ბად მუ­შა­ობს. მო­რი­ე­ლი წი­ნას­წარჭვრე­ტის დი­დოს­ტა­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დე ცდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში და მუ­დამ ზუს­ტად აფა­სებს მო­სა­ლოდ­ნელ რის­კებს, ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. თუმ­ცა, ხში­რად ჰყვე­ბა ცდუ­ნე­ბას და რის­კავს, ბე­დის­წე­რის რინგზე გა­მოწ­ვე­ვა მო­რი­ე­ლის საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, მა­ში­ნაც კი როცა იცის, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლოდ დას­რულ­დე­ბა იგი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ჭი­დე­ბა სიძ­ნე­ლე­ებს.

მერ­წყუ­ლი - მისი ინ­ტუ­ი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა მო­რი­ე­ლი­სა და კირჩხი­ბის წი­ნას­წარ­ხედ­ვის ნი­ჭის­გან. მერ­წყულს ურა­ნი მარ­თავს, პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის სიხ­ში­რეს და ინო­ვა­ცი­ებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, მერ­წყუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ფლობს არა უშუ­ა­ლოდ ინ­ტუ­ი­ცი­ას, არა­მედ მო­მა­ვალ­ში "ჩა­ხედ­ვის" გა­სა­ო­ცარ უნარს, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ნა­თე­ბე­ბით, მო­მავ­ლის კად­რე­ბის ხილ­ვით ან მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბის უაზ­როდ, ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად გაჟ­ღე­რე­ბით ვლინ­დე­ბა. მერ­წყუ­ლი არ გა­ნიც­დის ემო­ცი­ურ დო­ნე­ზე ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის მოხ­დე­ნამ­დე რა­ი­მე ტი­პის წი­ნათ­გრძნო­ბას. სა­მა­გი­ე­როდ, მას შე­უძ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად გა­ახ­მო­ვა­ნოს ხვა­ლინ­დე­ლი, ზე­გინ­დე­ლი ან სუ­ლაც მომ­დევ­ნო თვე­ში მო­სახ­დე­ნი ამ­ბე­ბი.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ზეგანვითარებული ინტუიცია, რის გამოც არასდროს ცდებიან?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ზეგანვითარებული ინტუიცია, რის გამოც არასდროს ცდებიან?

ადამიანების რაღაც ნაწილს მაინც უდავოდ სჯერა ბედისწერის. ზოგი ამას უბრალოდ დამთხვევას ეძახის, ზოგი კოსმოსის ნიშანს, ზოგს კი აბსოლუტური ზღაპარი ჰგონია ფენომენი, რომელსაც სახელად ინტუიცია ეწოდება. ოდითგანვე მიჩნეული იყო, რომ ქალები უფრო ძლიერი სენსიტიურობით გამოირჩეოდნენ, მათ გააჩნდათ ე.წ. "მეექვსე გრძნობა" და მომავლის ემოციურად აღქმის უარი. თუმცა საიმისოდ, რომ ადამიანში წინასწარხედვის ნიჭი განვითარებული იყოს, სულაც არ არის ამისთვის საჭირო, რომ ეს უკანასკნელი აუცილებლად მიეკუთვნებოდეს სუსტ სქესს. ინტუიციური შესაძლებლობებით ნებისმიერი ჩვენგანი ჯილდოვდება, თუკი მას ამაში შესაბამისი ზოდიაქოს ნიშანიც უწყობს ხელს. თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ე.წ. "ქალური ენერგეტიკის" ნიშნები სჭარბობენ ყველაზე ინტუიციურთა შორის.

კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარის დამსახურებით, რომელიც ემოციების ჭეშმარიტი საბადოა კირჩხიბების უმეტესობას გააჩნია უდიდესი ინტუიცია. ზოგიერთი მათგანი ამას სიზმრების სახით ააქტიურებს, ზოგს კი უბრალოდ მთვარის ფაზები ეხმარება მომავლის გამოცნობაში. კირჩხიბის ინტუიცია ხშირად ხასიათის ცვლაში ვლინდება. ამიტომ თუ უცებ მოგეჩვენათ, რომ თქვენი ნაცნობი კიბორჩხალა ცუდ ხასიათზეა, იცოდეთ, მას გული რაღაც უსიამოვნო მოვლენის წინაპირობას უგრძნობს. კირჩხიბები ხშირად ვერ ხსნიან, რატომ დგებიან ცუდ ხასიათზე, სამაგიეროდ, ზუსტად გრძნობენ, რომ მალე განსაცდელი მოდის და ასეთ დროს პანიკის შეტევა უძლიერდებათ.

მორიელი - მისი ინტუიცია კირჩხიბისგან განსხვავებით ხშირად აბსოლუტურად ზუსტად და ხელშესახებად მუშაობს. მორიელი წინასწარჭვრეტის დიდოსტატია. შესაბამისად, არასოდე ცდება ადამიანების შეფასებაში და მუდამ ზუსტად აფასებს მოსალოდნელ რისკებს, ამა თუ იმ სიტუაციის მიმდინარეობისას. თუმცა, ხშირად ჰყვება ცდუნებას და რისკავს, ბედისწერის რინგზე გამოწვევა მორიელის საყვარელი საქმეა, მაშინაც კი როცა იცის, რომ ყველაფერი არცთუ სახარბიელოდ დასრულდება იგი აუცილებლად შეეჭიდება სიძნელეებს.

მერწყული - მისი ინტუიცია აბსოლუტურად განსხვავდება მორიელისა და კირჩხიბის წინასწარხედვის ნიჭისგან. მერწყულს ურანი მართავს, პლანეტა, რომელიც მომავლის სიხშირეს და ინოვაციებს განასახიერებს. შესაბამისად, მერწყულების დიდი ნაწილი ფლობს არა უშუალოდ ინტუიციას, არამედ მომავალში "ჩახედვის" გასაოცარ უნარს, რომელიც პერიოდული გამონათებებით, მომავლის კადრების ხილვით ან მოსალოდნელი ამბების უაზროდ, ანგარიშმიუცემლად გაჟღერებით ვლინდება. მერწყული არ განიცდის ემოციურ დონეზე ამა თუ იმ მოვლენის მოხდენამდე რაიმე ტიპის წინათგრძნობას. სამაგიეროდ, მას შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად გაახმოვანოს ხვალინდელი, ზეგინდელი ან სულაც მომდევნო თვეში მოსახდენი ამბები.

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ