პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ყველაზე პრანჭია და მოდური ქალები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდებიან
ზოდიაქოს ყველაზე პრანჭია და მოდური ქალები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდებიან

რო­გორ გგო­ნი­ათ, თა­ვის მოვ­ლი­სა და სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე ზრუნ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყვე­ლა ქალ­ში თან­და­ყო­ლი­ლი და ერ­თნა­ი­რია? ას­ტრო­ლო­გე­ბი, რო­მელ­თაც ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში სტი­ლის­ტებ­თან და იმი­ჯმე­ი­კე­რებ­თან ერ­თად უწევს ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მო­სის შერ­ჩე­ვა, ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც თან­და­ყო­ლი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ მო­იხ­დი­ნონ ყვე­ლა­ფე­რი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო და უფრო ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ნე­ბის­მი­ერ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლებ­მა შეძ­ლონ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის თავ­ბრუს დახ­ვე­ვა.

მათ შო­რის სამი ნი­შა­ნი ლი­დე­რობს:

ლომი - მარ­ტო იმის აღ­ნიშ­ვნაც კი, რომ მო­დის კა­ნონ­მდე­ბე­ლი და სა­ყო­ველ­თაო გურუ - კოკო შა­ნე­ლი და­ი­ბა­და ამ ნიშ­ნით უკვე თა­ვის­თა­ვად ქმნის ლომ ქალ­ზე და მის გე­მოვ­ნე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნას. ქალი ლო­მე­ბი ეპა­ტა­ჟის დე­დოფ­ლე­ბი არი­ან, მათ­თვის იმას თუ რო­გორ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დე­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი იმი­ჯით უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­აჩ­ნია. ამ ქა­ლებს უყ­ვართ წვე­უ­ლე­ბე­ბი, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლი. ამას­თან ერ­თად, რაც არ უნდა მოხ­დეს, მა­ნე­რე­ბით ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბით ქალი ლო­მის წარ­მო­მავ­ლო­ბას - იგი თავს ისე იჭერს, რო­გორც ნამ­დვი­ლი ცის­ფერ­სის­ხლი­ა­ნი მო­ნარ­ქი. ჩაც­მის სტი­ლი ლო­მებს მდიდ­რუ­ლი, ძვირ­ფა­სი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით ხაზ­გას­მუ­ლი და ეპა­ტა­ჟუ­რი ახა­სი­ა­თებთ. მათი საყ­ვა­რე­ლი ფერი ჩა­ლის­ფე­რია, მე­ტა­ლი კი - ოქრო.

სას­წო­რი - სი­კეკ­ლუ­ცე და დახ­ვე­წი­ლო­ბა ხა­სი­ათ­ში აქვს გამ­ჯდა­რი და­ბა­დე­ბი­დან. თუმ­ცა, ლო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი სტი­ლი არა­სო­დე­საა არც ეპა­ტა­ჟუ­რი, არც მკვეთ­რად ვულ­გა­რუ­ლი. სას­წო­რი ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბის დი­დოს­ტა­ტია, ფაქ­ტობ­რი­ვად მის ხელ­შია ჩაც­მის მხრივ სა­მო­სის "ფერ­თა პა­ლიტ­რა" და რო­გორც ნი­ჭი­ერ მხატ­ვარს შე­ე­ფე­რე­ბა, ყო­ველ ჯერ­ზე დიდ­ხანს ფიქ­რობს და არ­ჩევს რა, რო­გორ და რა ფერ­თან შე­ხა­მე­ბა­ში უნდა ჩა­იც­ვას. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფერ­თა გამა და გრა­და­ცია ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. არა­ნაკ­ლე­ბი სი­ნა­ტი­ფით არ­ჩევს იგი აქ­სე­სუ­ა­რებს, რო­მე­ლიც არა­სო­დე­საა თვალ­ში­სა­ცე­მი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­ო­ცებთ დახ­ვე­წი­ლო­ბით.

თევ­ზე­ბი - ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ამ ქალ­მა რაც არ უნდა ჩა­იც­ვას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მო­იხ­დენს, მა­ში­ნაც კი თუ იგი შიშ­ველ ტან­ზე უბ­რა­ლო ჭი­ლო­ფის ქსო­ვილს შე­მო­იხ­ვევს მხო­ლოდ. ქალი თევ­ზე­ბი ქა­ლუ­რო­ბის, სი­ნა­ზი­სა და დახ­ვე­წი­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. ის გა­სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით იხ­დენს ნე­ბის­მი­ერ სა­მოსს, თუნ­დაც მა­მა­კა­ცურს და ამით მის სი­ლა­მა­ზეს არა­ფე­რი აკ­ლდე­ბა. გარ­და ამი­სა, იგი ფაქ­ტუ­რე­ბი­სა და ქსო­ვი­ლე­ბის იშ­ვი­ა­თი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­უძ­ლია მოხ­დე­ნი­ლად ატა­როს ში­ფო­ნის კაბა და უხე­შად ნაქ­სო­ვი ჯემპრი, აბ­რე­შუ­მის სა­რა­ფან­ზე მო­იხ­ვი­ოს ფუ­ლეს შარ­ფი. მოკ­ლედ, მისი ხელ­წე­რა ყვე­ლა­ფერს ეტყო­ბა, მათ შო­რის იმ მა­მა­კა­ცებს, ვის­თა­ნაც თევზ ქალს კავ­ში­რი აქვს - დიახ, იგი ხში­რა­დაა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სტი­ლის თა­ნა­ავ­ტო­რიც.

ზოდიაქოს ყველაზე პრანჭია და მოდური ქალები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდებიან

ზოდიაქოს ყველაზე პრანჭია და მოდური ქალები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდებიან

როგორ გგონიათ, თავის მოვლისა და საკუთარ სხეულზე ზრუნვის განსაკუთრებული მოთხოვნილება ყველა ქალში თანდაყოლილი და ერთნაირია? ასტროლოგები, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში სტილისტებთან და იმიჯმეიკერებთან ერთად უწევს ამა თუ იმ ადამიანისთვის სპეციფიკური სამოსის შერჩევა, ირწმუნებიან, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც თანდაყოლილი და განსაკუთრებული მიდრეკილება გააჩნიათ მოიხდინონ ყველაფერი, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სამოსში გამოწყობილებმა შეძლონ საპირისპირო სქესისთვის თავბრუს დახვევა.

მათ შორის სამი ნიშანი ლიდერობს:

ლომი - მარტო იმის აღნიშვნაც კი, რომ მოდის კანონმდებელი და საყოველთაო გურუ - კოკო შანელი დაიბადა ამ ნიშნით უკვე თავისთავად ქმნის ლომ ქალზე და მის გემოვნებაზე წარმოდგენას. ქალი ლომები ეპატაჟის დედოფლები არიან, მათთვის იმას თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ საზოგადოებაზე საკუთარი იმიჯით უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამ ქალებს უყვართ წვეულებები, დღესასწაულების ორგანიზება და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. ამასთან ერთად, რაც არ უნდა მოხდეს, მანერებით ვერასოდეს მიხვდებით ქალი ლომის წარმომავლობას - იგი თავს ისე იჭერს, როგორც ნამდვილი ცისფერსისხლიანი მონარქი. ჩაცმის სტილი ლომებს მდიდრული, ძვირფასი აქსესუარებით ხაზგასმული და ეპატაჟური ახასიათებთ. მათი საყვარელი ფერი ჩალისფერია, მეტალი კი - ოქრო.

სასწორი - სიკეკლუცე და დახვეწილობა ხასიათში აქვს გამჯდარი დაბადებიდან. თუმცა, ლომისგან განსხვავებით, მისი სტილი არასოდესაა არც ეპატაჟური, არც მკვეთრად ვულგარული. სასწორი ფერების შეხამების დიდოსტატია, ფაქტობრივად მის ხელშია ჩაცმის მხრივ სამოსის "ფერთა პალიტრა" და როგორც ნიჭიერ მხატვარს შეეფერება, ყოველ ჯერზე დიდხანს ფიქრობს და არჩევს რა, როგორ და რა ფერთან შეხამებაში უნდა ჩაიცვას. მისთვის მნიშვნელოვანია ფერთა გამა და გრადაცია ჩაცმულობაში. არანაკლები სინატიფით არჩევს იგი აქსესუარებს, რომელიც არასოდესაა თვალშისაცემი, მაგრამ აუცილებლად გაგაოცებთ დახვეწილობით.

თევზები - ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ქალმა რაც არ უნდა ჩაიცვას ნებისმიერ შემთხვევაში მოიხდენს, მაშინაც კი თუ იგი შიშველ ტანზე უბრალო ჭილოფის ქსოვილს შემოიხვევს მხოლოდ. ქალი თევზები ქალურობის, სინაზისა და დახვეწილობის განსახიერებაა. ის გასაოცარი ოსტატობით იხდენს ნებისმიერ სამოსს, თუნდაც მამაკაცურს და ამით მის სილამაზეს არაფერი აკლდება. გარდა ამისა, იგი ფაქტურებისა და ქსოვილების იშვიათი კომბინაციების სიყვარულითაც გამოირჩევა. შეუძლია მოხდენილად ატაროს შიფონის კაბა და უხეშად ნაქსოვი ჯემპრი, აბრეშუმის სარაფანზე მოიხვიოს ფულეს შარფი. მოკლედ, მისი ხელწერა ყველაფერს ეტყობა, მათ შორის იმ მამაკაცებს, ვისთანაც თევზ ქალს კავშირი აქვს - დიახ, იგი ხშირადაა საყვარელი ადამიანის სტილის თანაავტორიც.