Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების "მფარველმა ანგელოზმა" ნიშანი შეიცვალა - ვინ მიიღებს ბედისგან საჩუქარს და ვის რაში მოემართება ხელი მომდევნო 7 თვე
ზოდიაქოს ნიშნების "მფარველმა ანგელოზმა" ნიშანი შეიცვალა - ვინ მიიღებს ბედისგან საჩუქარს და ვის რაში მოემართება ხელი მომდევნო 7 თვე

ივ­ლი­სი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვეა. 13 ივ­ლისს სე­ლე­ნამ, იგი­ვე თეთრმა მთვა­რემ (ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი) ნი­შა­ნი შე­იც­ვა­ლა და თხის რქა­ში გა­დაბ­რძან­და, სა­დაც 2022 წლის 12 თე­ბერ­ვლამ­დე დარ­ჩე­ბა.

სე­ლე­ნა გვაჩ­ვე­ნებს, რო­მელ სფე­რო­ში უნდა განვვი­თარ­დეთ, სად ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლე­ბი, რისი დახ­მა­რე­ბით შევ­ძლებთ ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თხის რქა, სა­დაც მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გა­დაბ­რძან­დე­ბა არის მი­წის სტი­ქი­ის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. ყვე­ლამ უნდა შევ­ძლოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა კა­რი­ე­რა­ში. და­წი­ნა­უ­რე­ბა­სა და მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ, თუ თხის რქა­სა­ვით პა­ტი­ო­სა­ნი და შრო­მის­მოყ­ვა­რე იქ­ნე­ბით. ყვე­ლას გირ­ჩევთ, და­ი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბით მი­უ­ახ­ლოვ­დეთ გა­მარ­ჯვე­ბის მწვერ­ვალს. სა­მუ­შაო გრა­ფი­კი და დის­ციპ­ლი­ნა უნდა იყოს გო­ნი­ე­რი. სე­ლე­ნა 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტურ­ნის სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა. სა­ტურ­ნი არის კარ­მა, დრო. მას უყ­ვარს შე­ზღუდ­ვა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­წე­სე­ბა. ყვე­ლას მოგ­ვე­თხო­ვე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა. გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლო და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან. კარ­გი პე­რი­ო­დია მშე­ნებ­ლო­ბის, რე­მონ­ტის, გა­და­კე­თე­ბის­თვის, კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

  • სე­ლე­ნას გავ­ლე­ნას და მხარ­და­ჭე­რას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვისი ასა­კი­ცაა: 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63 წელი და ა.შ.

პროგ­ნო­ზი ნა­ხეთ თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტი მი­ხედ­ვით.

ვერ­ძი

იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე. გე­ლით სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა. გა­გი­მარ­თლებთ, თუ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას გა­და­წყვეტთ. აი­მაღ­ლებთ სტა­ტუსს, მი­ი­ღებთ წო­დე­ბას. შე­ი­ძენთ ბი­ნას. ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­დე­ბით. მთა­ვა­რია, არ იყოთ ამ­ბი­ცი­უ­რი, არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ ეგო­იზ­მი, პა­ტი­ვი სცეთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თქვენ­ზე უფ­რო­სია ასა­კით ან სტა­ტუ­სით.

კურო

წარ­მა­ტე­ბა გე­ლით თუ ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში ხართ, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. კარ­გია უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა, თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ოც­ნე­ბობ­დით მიგ­რა­ცი­ა­ზე ან უცხო­ე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა­ზე და აგის­რულ­დე­ბათ. გა­გი­მარ­თლებთ ლი­ტე­რა­ტო­რებს, პე­და­გო­გებს, იუ­რის­ტებს, მეც­ნი­ე­რებს. თუ ამ პე­რი­ოდ­ში შვი­ლიშ­ვი­ლი შე­გე­ძი­ნე­ბათ, ის იქ­ნე­ბა სა­ჩუ­ქა­რი მთე­ლი თქვე­ნი გვა­რის­თვის.

ტყუ­პი

მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და­გი­ცავთ ყვე­ლა რთულ მო­მენ­ტში. მარ­ტი­ვად გა­მოძ­ვრე­ბით სა­ხი­ფა­თო, უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით კრი­ზი­სებს, მათი დაძ­ლე­ვით მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებთ. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ვა­ლე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის­გან. თუ პა­ტი­ოს­ნად ცხოვ­რობ­დით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­სა­ჩუქრდე­ბით.

კირჩხი­ბი

გა­გი­უმ­ჯობსდე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. იზ­რუ­ნეთ ახ­ლობ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, ამ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი სა­ბე­დოს მო­გიყ­ვანთ. თუ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნას აპი­რებთ, ის თქვენ­თვის ღვთის სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა.

ლომი

სე­ლე­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რის სა­კი­თხებ­ში. გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით, თუ რამე და­ა­ვა­დე­ბა გა­წუ­ხებ­დათ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ სა­ო­ჯა­ხო პი­რო­ბე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­მონ­ტი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, იშო­ვით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი.

ქალ­წუ­ლი

მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენს ცხოვ­რებ­ში სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი და­ი­სად­გუ­რებს. ბავ­შვე­ბი გა­გა­ხა­რე­ბენ თა­ვი­ან­თი ამ­ბე­ბით. თუ გსურთ, აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბით მშო­ბე­ლი. თქვე­ნი გული სიყ­ვა­რუ­ლით აივ­სე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით; და­წყვი­ლე­ბუ­ლებს - რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ.

სას­წო­რი

ოჯახ­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. ეცა­დეთ, მზრუნ­ვე­ლი იყოთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. გა­მო­ავ­ლი­ნეთ პა­ტი­ვის­ცე­მა მშობ­ლე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის მი­მართ. გა­ნა­ახ­ლეთ ოჯა­ხუ­რი და საგ­ვა­რე­უ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი. კარ­გი პე­რი­ო­დია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად, ქორ­წი­ნე­ბის­თვის. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი. შე­უკ­ვე­თეთ მათი სუ­ლე­ბის­თვის პა­რაკ­ლი­სი.

მო­რი­ე­ლი

და­უ­მე­გობ­რდე­ბით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს, მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. კარ­გი პე­რი­ო­დია სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­სა­წე­რად, მივ­ლი­ნე­ბის­თვის. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით პი­ა­რის, რეკ­ლა­მის, ვაჭ­რო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. ახა­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დე­ბათ, მოგ­ზა­უ­რო­ბას შეძ­ლებთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კ ო მ ბ ლ ე
2

ვაშააააა! ვარსკვლავები მამცნობენ, რომ ჩემი გულისიხარულით სავსეაააა, 

ჯემალას ბედდნი ერება მარსზეაააა.

ვახ საბრალო ჯემალა, ვერ მოასწარ გართობა და ვართანუშამ გაჯობააა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ზოდიაქოს ნიშნების "მფარველმა ანგელოზმა" ნიშანი შეიცვალა - ვინ მიიღებს ბედისგან საჩუქარს და ვის რაში მოემართება ხელი მომდევნო 7 თვე

ზოდიაქოს ნიშნების "მფარველმა ანგელოზმა" ნიშანი შეიცვალა - ვინ მიიღებს ბედისგან საჩუქარს და ვის რაში მოემართება ხელი მომდევნო 7 თვე

ივლისი ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული თვეა. 13 ივლისს სელენამ, იგივე თეთრმა მთვარემ (ზოდიაქოს ნიშნების მფარველი ანგელოზი) ნიშანი შეიცვალა და თხის რქაში გადაბრძანდა, სადაც 2022 წლის 12 თებერვლამდე დარჩება.

სელენა გვაჩვენებს, რომელ სფეროში უნდა განვვითარდეთ, სად ვიქნებით დაცულები, რისი დახმარებით შევძლებთ ცხოვრების გაუმჯობესებას. თხის რქა, სადაც მფარველი ანგელოზი გადაბრძანდება არის მიწის სტიქიის, ძალაუფლების სიმბოლო. ყველამ უნდა შევძლოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, წარმატების მიღწევა კარიერაში. დაწინაურებასა და მიზნების განხორციელებას შეძლებთ, თუ თხის რქასავით პატიოსანი და შრომისმოყვარე იქნებით. ყველას გირჩევთ, დაისახოთ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ, შეცდომების გამოსწორებით მიუახლოვდეთ გამარჯვების მწვერვალს. სამუშაო გრაფიკი და დისციპლინა უნდა იყოს გონიერი. სელენა 7 თვის განმავლობაში სატურნის სტუმარი იქნება. სატურნი არის კარმა, დრო. მას უყვარს შეზღუდვა და პასუხისმგებლობის დაწესება. ყველას მოგვეთხოვება გააზრებულობა, ზომიერება. გაუმჯობესდება ურთიერთობა სახელისუფლო და სახელმწიფო სტრუქტურებთან. კარგი პერიოდია მშენებლობის, რემონტის, გადაკეთებისთვის, კონსტრუქციისთვის, გაუმჯობესებისთვის.

  • სელენას გავლენას და მხარდაჭერას ყველაზე მეტად იგრძნობენ ისინი, ვისი ასაკიცაა: 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63 წელი და ა.შ.

პროგნოზი ნახეთ თქვენი მზისა და ასცენდენტი მიხედვით.

ვერძი

იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე. გელით სამსახურის მოძიება, დაწინაურება. გაგიმართლებთ, თუ ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტთ. აიმაღლებთ სტატუსს, მიიღებთ წოდებას. შეიძენთ ბინას. ოფიციალურად დაქორწინდებით. მთავარია, არ იყოთ ამბიციური, არ გამოავლინოთ ეგოიზმი, პატივი სცეთ ადამიანებს, ვინც თქვენზე უფროსია ასაკით ან სტატუსით.

კურო

წარმატება გელით თუ ტურისტულ ბიზნესში ხართ, მოგზაურობისას. კარგია უცხო ენების შესწავლა, თვალსაწიერის გაფართოება. შეიძლება ოცნებობდით მიგრაციაზე ან უცხოელებთან მუშაობაზე და აგისრულდებათ. გაგიმართლებთ ლიტერატორებს, პედაგოგებს, იურისტებს, მეცნიერებს. თუ ამ პერიოდში შვილიშვილი შეგეძინებათ, ის იქნება საჩუქარი მთელი თქვენი გვარისთვის.

ტყუპი

მფარველი ანგელოზი დაგიცავთ ყველა რთულ მომენტში. მარტივად გამოძვრებით სახიფათო, უსიამოვნო სიტუაციებიდან. ნუ შეუშინდებით კრიზისებს, მათი დაძლევით მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებთ. გათავისუფლდებით ვალებისა და კრედიტებისგან. თუ პატიოსნად ცხოვრობდით, მატერიალურად დასაჩუქრდებით.

კირჩხიბი

გაგიუმჯობსდებათ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იზრუნეთ ახლობლების კეთილდღეობაზე. თუ მარტოხელა ხართ, ამ 7 თვის განმავლობაში მფარველი ანგელოზი საბედოს მოგიყვანთ. თუ მეორე შვილის გაჩენას აპირებთ, ის თქვენთვის ღვთის საჩუქარი იქნება.

ლომი

სელენა დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სამსახურის საკითხებში. გამოჯანმრთელდებით, თუ რამე დაავადება გაწუხებდათ. გაგიუმჯობესდებათ საოჯახო პირობები. ეს შეიძლება იყოს რემონტი, საოჯახო ნივთების შეძენა. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, იშოვით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, სამუშაო პირობები.

ქალწული

მომდევნო 7 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებში სიხარული და სიყვარული დაისადგურებს. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი ამბებით. თუ გსურთ, აუცილებლად გახდებით მშობელი. თქვენი გული სიყვარულით აივსება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით; დაწყვილებულებს - რომანტიკული თავგადასავლები. შეიძლება საკუთარ თავში ახალი შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩინოთ.

სასწორი

ოჯახთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები გააქტიურდება. ეცადეთ, მზრუნველი იყოთ ოჯახის წევრების მიმართ. გამოავლინეთ პატივისცემა მშობლების, წინაპრების მიმართ. განაახლეთ ოჯახური და საგვარეულო ტრადიციები. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, ქორწინებისთვის. მოინახულეთ წინაპრების საფლავები. შეუკვეთეთ მათი სულებისთვის პარაკლისი.

მორიელი

დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს, მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სასწავლო კურსებზე ჩასაწერად, მივლინებისთვის. წარმატება გელით პიარის, რეკლამის, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს. ახალი იდეები დაგებადებათ, მოგზაურობას შეძლებთ. წაიკითხეთ სრულად

"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ნუ ისაუბრებ პირად პრობლემებზე... აღიარე, როდესაც ვინმე გაჯობებს... თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე..." - გურჯიევის გენიალური რჩევები ქალიშვილს