Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც თავგანწირული სიყვარული შეუძლია
ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც თავგანწირული სიყვარული შეუძლია

აღ­ქმა და ემო­ცი­უ­რი ველი გა­აჩ­ნია. ამი­ტომ პი­რად და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რებ­ში ზოგ­ჯერ, ერთი შე­ხედ­ვით ძლი­ე­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი საკ­მა­რის­ზე მე­ტად იტან­ჯე­ბი­ან...

კურო - ალ­ბათ გიკ­ვირთ, რო­გორ მოხ­ვდა ასეთ სა­მე­ულ­ში ეს ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, სა­ოც­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დინ­ჯი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი. მაგ­რამ ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ კურო ვე­ნე­რას "შვი­ლია" და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მის­თვის ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორც წესი, კუ­რო­ებ­მა იშ­ვი­ა­თად იცი­ან აჩ­ქა­რე­ბით ვინ­მეს შეყ­ვა­რე­ბა, თუმ­ცა თუკი პარტნი­ო­რით სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მო­ი­ხიბ­ლე­ნენ ამის შემ­დეგ რამ­დე­ნიც არ უნდა უკი­ჟი­ნოს უახ­ლო­ეს­მა გა­რე­მოც­ვამ, რომ მისი არ­ჩე­ვა­ნი მცდა­რი ან ნაჩ­ქა­რე­ვია, კურო არა­ვის აზრს არ მო­ის­მენს. სიყ­ვა­რუ­ლი ამ დინჯ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ხალ­ხს სა­ღად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რას აკარ­გვი­ნებს, რის გა­მოც არ­შემ­დგა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ან იმე­დის გაც­რუ­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (რა­საც კურო ძა­ლი­ან გვი­ან ამ­ჩნევს) კუ­როს მწვა­ვე დეპ­რე­სია ემარ­თე­ბა. კურო მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამი­ტომ იგი მარ­ტი­ვად და იო­ლად ვერ ახერ­ხებს "ყო­ფი­ლის" და­ვი­წყე­ბას. ამის გამო არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად იტან­ჯე­ბა ხოლ­მე სიყ­ვა­რულ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­დე­გად.

მო­რი­ე­ლი - თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი და ტან­ჯვა სი­ნო­ნი­მე­ბია. მო­რი­ე­ლი უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი, ვნე­ბი­ა­ნი და მგრძნო­ბი­ა­რე არ­სე­ბაა. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბა მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბი, დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი და გან­ცდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იგი ხში­რად, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რა­დაც კი ირ­ჩევს ისეთ პარტნი­ო­რებს, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ექ­სტრი­მი და "დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა" არ მო­აკ­ლდე­ბა. ამი­ტომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი, და­შო­რე­ბა-შე­რი­გე­ბის უწყვე­ტი ციკ­ლი და ხში­რად საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ქმე­დე­ბე­ბიც კი მო­რი­ე­ლის­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მარ­თა­ლია, იგი რე­ა­ლუ­რად იტან­ჯე­ბა ყვე­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ თუ მას ასე­თი სა­ხის "საწ­ვა­ვი" გა­მო­ე­ლია პარტნი­ორ­თან კავ­ში­რი­სას სიმ­შვი­დე მის­თვის შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით უფრო დამ­ღუპ­ვე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს. ან ის უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად შე­ეც­დე­ბა, იპო­ვოს ახა­ლი გა­სარ­თო­ბი "გვერ­დზე".

თევ­ზე­ბი - მისი ემო­ცი­ე­ბი ხში­რად არ ჩანს "ზე­და­პირ­ზე" და რო­გორც წესი, ბევრ თევზს პირ­ში წყა­ლი აქვს ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი მა­ში­ნაც კი, როცა სიყ­ვა­რულ­ში იტან­ჯე­ბა. ეს კი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და მი­ზე­ზი, ისევ და ისევ ჩვე­ნი "ოკე­ა­ნის ბი­ნა­და­რი" გახ­ლავთ - სხვა არა­ვინ. თევ­ზე­ბი ზო­დი­ა­ქოს და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებს შო­რის, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლონ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ინ­დი­ვი­დე­ბად და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისი­ნი ხში­რად მო­რი­ე­ლებ­საც კი არ უდე­ბენ ტოლს ამ მხრივ. ბევ­რმა მათ­გან­მა ხში­რად თა­ვად არ იცის რა უნდა და რა­ტომ. ეს პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხსაც ეხე­ბა. რო­გორც წესი, თევზს მზრუნ­ვე­ლი და თბი­ლი პარტნი­ო­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა გვერ­დით, მაგ­რამ თა­და­ყო­ლი­ლი მა­ზო­ხის­ტუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გამო, ბევ­რი მათ­გა­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რად იზი­დავს დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თის და უხეშ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ან­გრევს თევ­ზის ფი­სი­ქი­კას. ხოლო თა­ვად თევ­ზი, ხათ­რი­ა­ნი ბუ­ნე­ბი­სა და და­ნა­კარ­გის ში­შის გამო ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ამ­ჯო­ბი­ნებს აი­ტა­ნოს ემო­ცი­უ­რი ტე­რო­რი და ში­ნა­გა­ნი დის­კომ­ფორ­ტი. იმე­დით, რომ პარ­ტი­ო­რი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თა­ვად მიხ­ვდე­ბა შეც­დო­მებს და გა­მოს­წორ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც თავგანწირული სიყვარული შეუძლია

ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც თავგანწირული სიყვარული შეუძლია

აღქმა და ემოციური ველი გააჩნია. ამიტომ პირად და სასიყვარულო კავშირებში ზოგჯერ, ერთი შეხედვით ძლიერი და გაწონასწორებული ადამიანებიც კი საკმარისზე მეტად იტანჯებიან...

კურო - ალბათ გიკვირთ, როგორ მოხვდა ასეთ სამეულში ეს ერთი შეხედვით მშვიდი, საოცრად გაწონასწორებული და დინჯი ზოდიაქოს ნიშანი. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კურო ვენერას "შვილია" და სასიყვარულო ურთიერთობები, მისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში. როგორც წესი, კუროებმა იშვიათად იციან აჩქარებით ვინმეს შეყვარება, თუმცა თუკი პარტნიორით საფუძვლიანად მოიხიბლენენ ამის შემდეგ რამდენიც არ უნდა უკიჟინოს უახლოესმა გარემოცვამ, რომ მისი არჩევანი მცდარი ან ნაჩქარევია, კურო არავის აზრს არ მოისმენს. სიყვარული ამ დინჯ და გაწონასწორებულ ხალხს საღად აზროვნების უნარას აკარგვინებს, რის გამოც არშემდგარი ურთიერთობების ან იმედის გაცრუების შემთხვევაში (რასაც კურო ძალიან გვიან ამჩნევს) კუროს მწვავე დეპრესია ემართება. კურო მიწის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ იგი მარტივად და იოლად ვერ ახერხებს "ყოფილის" დავიწყებას. ამის გამო არცთუ იშვიათად იტანჯება ხოლმე სიყვარულში წარუმატებლობის შედეგად.

მორიელი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის სიყვარული და ტანჯვა სინონიმებია. მორიელი უზომოდ ემოციური, ვნებიანი და მგრძნობიარე არსებაა. ამიტომ ცხოვრებაში გამუდმებით ესაჭიროება მძაფრი ემოციები, დრამატული ისტორიები და განცდები. შეიძლება ითქვას, რომ იგი ხშირად, ინტუიციურადაც კი ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთან ურთიერთობაშიც ექსტრიმი და "დუღილის ტემპერატურა" არ მოაკლდება. ამიტომ ეჭვიანობის სცენები, დაშორება-შერიგების უწყვეტი ციკლი და ხშირად საყვარელი ადამიანის გამო ჩადენილი სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებებიც კი მორიელისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, იგი რეალურად იტანჯება ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ თუ მას ასეთი სახის "საწვავი" გამოელია პარტნიორთან კავშირისას სიმშვიდე მისთვის შესაძლოა გაცილებით უფრო დამღუპველიც აღმოჩნდეს. ან ის უბრალოდ და მარტივად შეეცდება, იპოვოს ახალი გასართობი "გვერდზე".

თევზები - მისი ემოციები ხშირად არ ჩანს "ზედაპირზე" და როგორც წესი, ბევრ თევზს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული მაშინაც კი, როცა სიყვარულში იტანჯება. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება და მიზეზი, ისევ და ისევ ჩვენი "ოკეანის ბინადარი" გახლავთ - სხვა არავინ. თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თამამად შეიძლება ჩაითვალონ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდივიდებად და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ხშირად მორიელებსაც კი არ უდებენ ტოლს ამ მხრივ. ბევრმა მათგანმა ხშირად თავად არ იცის რა უნდა და რატომ. ეს პარტნიორის არჩევის საკითხსაც ეხება. როგორც წესი, თევზს მზრუნველი და თბილი პარტნიორი ესაჭიროება გვერდით, მაგრამ თადაყოლილი მაზოხისტური მოთხოვნილებების გამო, ბევრი მათგანი ქვეცნობიერად იზიდავს დიქტატორული ხასიათის და უხეშ მეორე ნახევარს. რომელიც წლების მანძილზე ანგრევს თევზის ფისიქიკას. ხოლო თავად თევზი, ხათრიანი ბუნებისა და დანაკარგის შიშის გამო ხანგრძლივი დროის მანძილზე ამჯობინებს აიტანოს ემოციური ტერორი და შინაგანი დისკომფორტი. იმედით, რომ პარტიორი ერთ მშვენიერ დღეს თავად მიხვდება შეცდომებს და გამოსწორდება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"