ზოდიაქოს მსუნაგები - ანუ ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ

ზოდიაქოს მსუნაგები - ანუ ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ

ტკბილეულის დოზირებულად მიღებისას ორგანზმში ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, პირველ რიგში, ალბათ ამიტომ უყვართ ადამიანებს ნამცხვრების, სხვადასხვაგვარი შოკოლადის, ორცხობილას, ფუნთუშას, ნაყინის, ჟელიბონებისა და კანფეტების ჭამა. ესეც რომ არა, ტკბილეული ხომ ასეთი გემრიელია! ასტროლოგები გამოარჩევენ 5 ნიშანს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს პირის ჩატკბარუნება. ესენია:

კურო

კუროებს ტკბილი უყვართ, მაგრამ ყველაფერს არ ეახლებიან. იმისთვის, რომ კურომ ნამცხვარი შეჭამოს, მან პირველ რიგში ვიზუალით უნდა მიიზიდოს. კურო პირს არ დააკარებს ნამცხვარს, რომელიც გემრიელად არ გამოიყურება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ძალიან კრიტიკულია ტკბილეულის მიმართ, ლამის პროფესიონალი კონდიტერის დონეზე აფასებს მას. ხშირად მიირთმევს თუ არა ტკბილეულს კურო? რა თქმა უნდა, მისთვის ხომ ჭამის პროცესი სიამოვნებაა!

ტყუპი

ტყუპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს რა სახის ტკბილეულს ჭამს. მას ექსპერიმენტები უყვარს, ამიტომ თუ ბაზარში ან მაღაზიაში გაურკვეველი წარმოშობის დესერტს შესთავაზებენ, უარს არ იტყვის. ტყუპს ტრადიციულ ნამცხვრებსა და ტკბილეულს, ახალ-ახალი და ეგზოტიკური ურჩევნია, თუმცა თუ სიახლეს ვერსად წააწყდება, ყველაზე ბანალური ბრენდის შოკოლადს მაინც ჩაიგდებს ჩანთაში.

კირჩხიბი

კირჩხიბი არის ნიშანი, რომლის სახლსა და ოფისში ყოველთვის მოიძებნება ტკბილეული, ნამცხვრებისა და შოკოლადების გარეშე უბრალოდ ვერ ძლებს, განსაკუთრებით მაშინ თუ მისი სამსახური ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, ტკბილეული კი მას ნახშირწყლებით ამარაგებს. ფილმს უყრებს? წინ ტკბილი პოპკორნით სავსე ჯამი უდევს; მეცადინეობს ან მუშაობს? გვერდს შოკოლადების თეფში უმშვენებს;

თევზები

ამ ნიშნის ამაღლებული განწყობა პირდაპირპროპორციულადაა მიბმული ტკბილეულზე. თუ თევზს შინ შოკოლადი, ნამცხვარი ან ორცხობილა არ ეგულება, ბუზღუნებს და წუწუნებს. საქმე ისაა, რომ მისთვის ტკბილი საუკეთესო ანტიდეპრესანტია.

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"