მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე
"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი­სა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებს:

"მერ­კუ­რი თევ­ზე­ბი­დან ვერ­ძში გა­და­ვი­და და 19 აპ­რი­ლამ­დე აქ დარ­ჩე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მზეც იქაა და ვე­ნე­რაც (შე­ერ­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან). ჰოდა, ნა­მე­ტა­ნი ვერ­ძუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი გვექ­ნე­ბა და სა­უბ­რე­ბიც შე­საძ­ლოა აგ­რე­სი­უ­ლი გა­მოგ­ვი­ვი­დეს. მე­ტად­რე, თევ­ზებ­ში მერ­კუ­რის ყოფ­ნის დროს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს რომ აღ­მო­ვა­ჩენთ, ჩვენ­სას თუ სხვი­სას - სწო­რედ, მა­შინ. ეს კი სა­დღაც 6 აპ­რილს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რო­დე­საც მერ­კურს არ­ცერთ პლა­ნე­ტას­თან არ ექ­ნე­ბა ას­პექ­ტი. და მერე კი­დევ აპ­რი­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, (15-19 რი­ცხვე­ბი) პლუ­ტონ­თან და მარსთან რომ მოვა კავ­შირ­ში - მა­ში­ნაც.

ისე, სხვა დღე­ებ­ში ძი­რი­თა­დად ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი აქვს და მთე­ლი ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბი უბ­რა­ლოდ აქ­ტი­უ­რი და შე­მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. აგ­რე­სი­უ­ლი ნაკ­ლე­ბად, თუმ­ცა, მანდ უკვე პი­რა­დი ტრან­ზი­ტე­ბიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია... მო­დით ესეც ვთქვათ - საკ­მა­ოდ და­ძა­ბულ პე­რი­ოდს გა­დის სამ­ყა­რო, და ეს არც გუ­შინ და­წყე­ბუ­ლა, არც გუ­შინ­წინ და მერ­კუ­რი ვერ­ძის ბრა­ლი სულ არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ გა­სა­გე­ბია, რომ ნერ­ვე­ბი ყვე­ლას წკიპ­ზე აქვს. ჰოდა, მო­დით ცოტა მე­ტად გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს....

აპ­რი­ლის თვის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ფო­ნურ ას­პექ­ტად მარ­სი­სა და ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რო­მე­ლიც დღეს, 1 აპ­რილს ჩა­ირ­თო და 18 რი­ცხვის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა ძა­ლა­ში, თუმ­ცა პიკი ჩვენ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღ­ზე - 9 აპ­რილს მო­უ­წევს . კვად­რა­ტუ­რე­ბი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის, და­ძა­ბულ ას­პექ­ტე­ბად ით­ვლე­ბი­ან და ცხა­დია, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ეს შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა. ის გვა­ი­ძუ­ლებს ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი რა­ღაც ფა­რუ­ლი, შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. პირ­და­პი­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ პე­რი­ოდ­ში არ ჭრის. აქ შე­საძ­ლოა წა­მო­იჭ­რას ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ილუ­ზი­ე­ბი, გა­და­საჭ­რე­ლი საქ­მის, პერ­სპექ­ტი­ვის არას­წო­რი შე­ფა­სე­ბა, რაც შემ­დგომ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა, თუმ­ცა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლოა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც აღ­მოჩ­ნდეს.

ასეთ დროს კი­დევ უფრო არა­სა­სურ­ვე­ლია არა­ფხი­ზელ გო­ნე­ბა­ზე, ალ­კოჰო­ლის თუ სხვა გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი სა­შა­ლე­ბე­ბის ქვეშ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ახლა არაა დრო რა­ღაც ეი­ფო­რი­უ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბის ძი­ე­ბის, მათ შო­რის არც სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში, - თქვე­ნი ავან­ტი­უ­რა, ღა­ლა­ტი და სიც­რუე ძა­ლი­ან მალე გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა. მა­კომ­პრო­მენ­ტი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია უსა­თუ­ოდ გა­ჟო­ნავს. ამი­ტომ "სტოპ". უა­მი­სო­დაც კი შე­საძ­ლოა ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი და ჭო­რე­ბი, ნუ გა­ირ­თუ­ლებთ საქ­მეს უა­რე­სად.

არა­სა­სურ­ვე­ლი პე­რი­ო­დია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გეგ­მი­უ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი­სათ­ვის, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას, მკაც­რად აკონ­ტრო­ლეთ დო­ზე­ბი. ასე­ვე აკონ­ტრო­ლეთ მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი, რად­გან სწო­რედ მათ შე­უძ­ლი­ათ ახლა ლო­გი­კურ აზ­როვ­ნე­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა.

ძალ­ზე პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა 9 აპ­რი­ლი . წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
1

რავი, ქართველები სულ ბეწვის ხიდზე დავდივართ და დავიჯერო, სულ ვერძში გადადის თევზებიდან ამომხტარი მერწყული?!...

მარი
2

მოკლედ, ყველანაირი შამანები და აფერისტები ჩვენ გვაშინებენ.ხან მეორედ მოსვლაო, ხან ბეწვის ხიდებიო... თავად კვარცხლბეკზე დგანან, არაფრის ეშინიათ, გარდა იმისა, რომ ხალხი დაჭკვიანდება, ამათ ბჟუტურს აღარ დაიჯერებს და შემოსავალი მოაკლდებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეებისა და თვეების განმავლობაში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს:

"მერკური თევზებიდან ვერძში გადავიდა და 19 აპრილამდე აქ დარჩება. მოგეხსენებათ, მზეც იქაა და ვენერაც (შეერთებულები არიან). ჰოდა, ნამეტანი ვერძული ხასიათები გვექნება და საუბრებიც შესაძლოა აგრესიული გამოგვივიდეს. მეტადრე, თევზებში მერკურის ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებს რომ აღმოვაჩენთ, ჩვენსას თუ სხვისას - სწორედ, მაშინ. ეს კი სადღაც 6 აპრილს იქნება ყველაზე მოსალოდნელი, როდესაც მერკურს არცერთ პლანეტასთან არ ექნება ასპექტი. და მერე კიდევ აპრილის მეორე ნახევრიდან, (15-19 რიცხვები) პლუტონთან და მარსთან რომ მოვა კავშირში - მაშინაც.

ისე, სხვა დღეებში ძირითადად ჰარმონიული ასპექტები აქვს და მთელი ჩვენი საუბრები უბრალოდ აქტიური და შემართებული იქნება. აგრესიული ნაკლებად, თუმცა, მანდ უკვე პირადი ტრანზიტებიც გასათვალისწინებელია... მოდით ესეც ვთქვათ - საკმაოდ დაძაბულ პერიოდს გადის სამყარო, და ეს არც გუშინ დაწყებულა, არც გუშინწინ და მერკური ვერძის ბრალი სულ არ იქნება. ამიტომ გასაგებია, რომ ნერვები ყველას წკიპზე აქვს. ჰოდა, მოდით ცოტა მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს....

აპრილის თვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონურ ასპექტად მარსისა და ნეპტუნის კვადრატი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც დღეს, 1 აპრილს ჩაირთო და 18 რიცხვის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა პიკი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან თარიღზე - 9 აპრილს მოუწევს . კვადრატურები ნეგატიური გამოვლინების, დაძაბულ ასპექტებად ითვლებიან და ცხადია, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. ის გვაიძულებს ჩვენი ქმედებები რაღაც ფარული, შემოვლითი გზებით განვახორციელოთ. პირდაპირი აქტივობა ამ პერიოდში არ ჭრის. აქ შესაძლოა წამოიჭრას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ილუზიები, გადასაჭრელი საქმის, პერსპექტივის არასწორი შეფასება, რაც შემდგომში აუცილებლად გამომჟღავნდება, თუმცა დაშვებული შეცდომების გამოსწორება შესაძლოა უკვე დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.

ასეთ დროს კიდევ უფრო არასასურველია არაფხიზელ გონებაზე, ალკოჰოლის თუ სხვა გამაბრუებელი საშალებების ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები. ახლა არაა დრო რაღაც ეიფორიული შეგრძნებების ძიების, მათ შორის არც სასიყვარულო სფეროში, - თქვენი ავანტიურა, ღალატი და სიცრუე ძალიან მალე გამომჟღავნდება. მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია უსათუოდ გაჟონავს. ამიტომ "სტოპ". უამისოდაც კი შესაძლოა ცილისწამებები და ჭორები, ნუ გაირთულებთ საქმეს უარესად.

არასასურველი პერიოდია ჰოსპიტალიზაციისა და გეგმიური ქირურგიული ჩარევებისათვის, სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების მიღებისას, მკაცრად აკონტროლეთ დოზები. ასევე აკონტროლეთ მოჭარბებული ემოციები, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ ახლა ლოგიკურ აზროვნებაში ხელის შეშლა.

ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი . წაიკითხეთ სრულად

ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

13-14 აპრილი ასტროლოგიური "ამაღლების" დღეებია - რას ნიშნავს ეს და რისთვის უნდა გამოიყენოთ ეს 2 დღე

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს