ააქტიურებს შინაგან ენერგეტიკას და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ბიოველში. ეს ყველაფერი კი შესაბამისად მოქმედებს ადამიანის ბედსა და მის ცხოვრებაზე. ბეჭდის გავლენა შესაძლოა იყოს ნეგატიურიც და პოზიტიურიც. გამომდინარე იქედან, თუ კონკრეტულად რომელ ხელზე უკეთია ამა თუ იმ ადამიანს ბეჭედი.
მარჯვენა ხელი ეზოთერიკოსების აზრით, ე.წ. "მამაკაცური ენერგეტიკის" მატარებელი ხელია. ამიტომ ქალისთვის ამ ხელზე ბეჭდის ტარება მის ხასიათში მამაკაცური თვისებების გააქტიურებას იწვევს (სიმამაცე, შემტევობა, აქტიურობა, ბრძოლის უნარი და ა.შ.).
მარცხენა ხელი ქალური ენერგეტიკის სიმბოლოა, რაღა თქმა უნდა, საპირისპირო ქმედების ეკვივალენტურია - ამიტომ იგი ადამიანს სირბილეს, შემწყნარებლობასა და სიმშვიდის უნარს ანიჭებს თუკი ბეჭედი ინტენსიურად გვიკეთია ზუსტად ამ ხელის რომელიმე თითზე.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, თუ კონკრეტულად რომელ თითზე გვიკეთია ბეჭედი დ ა რა სახის მეტალისგანაა იგი დამზადებული. ოქრო მაგალითად ამბიციურობას მატებს ადამიანს, თუმცა გარშემო მყოფებზე დომინირების უნარსაც ანიჭებს ამასთან ერთად.
მარჯვენა ხელის, ცერი თითი მამაკაცურ ენერგეტიკასთან, ლოგიკურ უნარ-ჩვევებთან და გონიერებასთან ასოცირდება. ამიტომ კარიერისტი ადამიანებისთვის სასურველია ამ თითზე ოქროს ან მოყვითალო-ოქროსფერი ქვებით გაწყობილი ბეჭდის ტარება. ხოლო ვერცხლის სამკაული ამ თითზე იძლევა ძლიერ ინტუიციას და ხელს უწყობს ადამიანში ექსტრასენსორული თვისებების გამომუშავებას.
თუკი მარცხენა ხელის ცერზე ატარებთ ოქროს ბეჭედს, ეს კარგია ლექტორის ან ფსიქოლოგის პროფესიის ასათვისებლად.
საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარება ადამიანს აძლევს უნარს, საკუთარ თავში სულიერების დონე განავითაროს. ამიტომ ამ თითზე მხოლოდ ვერცხლის სამკაულის ტარებაა მიზანშეწონილი.
შუათითი ბედისწერაზე აგებს პასუხს. იგი ე.წ. "კარმული დატვირთვის მქონე" თითად ითვლება. ამიტომ შუა თითზე აჯობებს ატაროთ საგვარეულო ბეჭდები, რომელიც დიახაც გენეტიკურად დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავებაში დაგეხმარებათ, იმ ინფორმაციისა, რაც თავის მხრივ ბეჭდის მფლობელი წინაპრებისგან გერგოთ "საჩუქრად".
ამასთან ერთად, თუ ბეჭდის წარმოშობა და მისი ადრინდელი მფლობელის ცხოვრების გზა თქვენთვის უცნობია, აჯობებს ბეჭედი მარცხენა ხელის შუა თითზე ატაროთ. ასე მისი წინამორბედის მიერ ჩადენილ შეცდომებს ადვილად აარიდებთ თავს. რისი გამეორების შანსსაც ამგვარი ბეჭედი აუცილებლად მოიტანს თქვენ ცხოვრებაში.
უსახელო თითი ოჯახურ ჰარმონიაზე აგებს პასუხს. იგი ასევე უწყობს ხელს პიროვნების რეალიზაციას სოციუმში. ამ თითზე ოქროს ბეჭდის ტარებაა მიზანშეწონილი, იგი მფლობელს პროფესიულ წარმატებასა და დიდ სიყვარულს ჰპირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ბეჭედი საქორწინოა, მაგრამ ვერცხლისგან დამზადებული, გამოიწვევს მეუღლეებს შორის ცივ, ოფიციალურ დამოკიდებულებას. ამიტომ უსახელო თითზე ვერცხლის ბეჭდის ტარება კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთან ერთად, განქორწინების შემთხვევაში აუცილებელია ნიშნობის ბეჭდის, ყოფილი მეუღლისთვის დაბრუნება. ასე საბოლოოდ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ უიღბლო ქორწინების ცუდი ენერგეტიკისგან და სამომავლოდ თქვენ ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას გაუღოთ კარი.
ნეკი თითი და მასზე ბეჭდის ტარება, ადამიანის ქარიზმატულობას უსვამს ხაზს. ამიტომ სასურველია ამ თითზე ოქროს ბეჭედი ატაროთ მხოლოდ. ასე ბეჭედი თაყვანისმცემლების სიმრავლესაც შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში თუ მარჯვენა ხელის ნეკზე ვერცხლის ბეჭედს გაიკეთებთ, ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი დაგიდგებათ და დრო გექნებათ საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. მთლად უკეთესი, თუ ბეჭედი მწვანეთვლიანია (ზურმუხტით ან საფირონით გაწყობილი) ხელი სწავლის პროცესშიც არანაკლებად მოგემართებათ.