ვის ელის წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვის ელის წინ "ტკბილი ნოემბერი" - სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ექსპანსიური და მგრძნობიარე მორიელისა და იდეალისტი, რომანტიკული მშვილდოსანის მმართველობის ხანაა. ამიტომ ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩევა არაპროგნოზირებადი სცენარითა და ემოციების სიუხვით... მოდი, გადავხედოთ რას უმზადებს ამ ჯერზე ნოემბერი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს...

ვერძი

ნოემბერში მარტოხელა ვერძების დიდ ნაწილს, საკუთარ გრძნობებში გარკვევა გაუჭირდება. საქმე იმაშია, რომ ბედის ირონიით არა ერთი და ორი, შესაძლოა სამი პრეტენდენტიც კი შეეცილოს ერთმანეთს თქვენი გულის მოსაპოვებლად. ამიტომ მათ შორის ღირსეული უნდა აარჩიოთ, რაც ერთობ რთული საქმე იქნება.

კურო

კუროების დიდი ნაწილი ნოემბრის თვეში სასიყვარულო ფრონტზე წამოჭრილი საკითხების მარტივად გადაჭრას მოინდომებს და გადაწყვეტს, რომ მხოლოდ იმ ხალხს დაუთმოს ყურადღება, ვისგანაც თანმხვედრ სიმპათიას იგრძნობს. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც რეალურად განიცდის თქვენ მიმართ სერიოზულ გრძნობებს ამ ეტაპზე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ძალიან იტანჯება იმით, რომ თქვენ ამ დროს სხვა კანდიდატურებით ირთობთ თავს.

ტყუპი

ნოემბრის თვეში ტყუპის ისედაც გაორებული ხასიათი კიდევ ცვალებადი და ნევროზული ხდება. ბევრი თქვენგანი თავადაც ვერ ახსნის რა უბიძგებს ათასგვარი სახის აბსურდული და არაპროგნოზირებადი საქციელის ჩადენისკენ. თუმცა, მოთხოვნილება, პარალელურად რამდენიმე თაყვანისმცემელთან ერთდროულად გააბათ ფლირტი, ამ ჯერზე თქვენი რეპუტაციის შელახვით არ დასრულდება და სიტუაციიდან "მშრალად" გამოძვრომასაც შეძლებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბების უმრავლესობა ნოემბერს გადატვირთულ სამუშაო რეჟიმში ხვდება და საერთოდ არ იტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის. თუმცა, სწორედ ნოემბერს შეუძლია მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ის სასიკეთო ძვრები, რასაც მთელი წლის მანძილზე ამაოდ ელოდით.

ლომი

ლომების დიდი ნაწილისთვის ნოემბერი, რომანტიკული ურთიერთობების კუთხით ძალზე აქტიური და დასამახსოვრებელი თვეა. თუკი თქვენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავთ გამგზავრებას, შესაძლოა "ამურის ისრები" სწორედ მგზავრობისას წამოგეწიოთ. თუმცა, ლომების იმ ნაწილს, ვინც სამშობლოში ამჯობინებს დარჩენას, ნოემბრის თვე შეიძლება ითქვას "ლანგრით მიართმევს" ნანატრ ურთიერთობას.

ქალწული

თუკი თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ხართ და საკუთარ თავს არაერთგზის მიეცით პირობა, რომ ერთი და იმავე ორმოში აღარასოდეს ჩავარდებით სიყვარულის გამო, იცოდეთ, რომ ნოემბრის თვე აუცილებლად გაიძულებთ ამ პირობის დარღვევას. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი შეხედვით, "პერსპექტიულდ" დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა სამომავლოდ ზუსტად იმავე სცენარით დაიწყებს განვითრებას, როგორც ვითარდებოდა მისი წინამორბედი რომანები ადრე.

სასწორი

ნოემბერი ის თვეა, როცა გარშემო მყოფები ამაოდ ცდილობენ ჭკუა დაგარიგონ და მოგიწოდონ იმოქმედოთ ცივი გონებით. საქმე იმაშია, რომ ამ თვეში დაწყებული სასიყვარულო რომანი ნებისმიერი სასწორის ცხოვრებაში, თინეიჯერული ასაკისთვის დამახასითებელი ე.წ. "პეპლების ფართხალის ეფექტით" იქნება დამახასიათებელი მუცლის არეში.

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ნოემბრის თვეში აიღებს სათავეს მორიელის ცხოვრებაში, შესაძლოა ნებისმიერი სცენარით განვითარდეს. თუმცა ერთი რამის თქმა უდავოდ შეიძლება – იგი მოსაწყენი არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ნოემბრის თვე მორიელებში მძაფრი შეგრძნებების და დრამატიზმის მოთხოვნილებას გააძლიერებს, ამიტომ მათ უმრავლესობას გაუჩნდება სურვილი ნაირ-ნაირ პერფორმანსებს მიმართოს პირად ურთიერთობაში.

მშვილდოსანი

ჩვეულებრივ ხალხმრავლობით განებივრებული მშვილდოსნები, ნოემბერში ცოტაოდენ მოწყენილობას იგრძნობენ იმის გამო, რომ მათ ირგვლივ თაყვანისმცემლების სიმრავლე არ შეინიშნება. თუმცა ყურების ჩამოყრა ადრეა, ადამიანი, რომელსაც მართლა ესიმპათიურებით, თვის მეორე დეკადიდან გამოაჩენს თავის რეალურ სახეს და გეგმებს თქვენთან მიმართებაში, უფრო ნათელსა და მკაფიოდ გასაგებს გახდის.

თხის რქა

თუკი თქვენ მზად ხართ საიმისოდ, რომ წარსულში ჩადენილი შეცდომები გულწრფელად აღიაროთ და მათი გამოსწორების გზების ძიებასაც დაუყოვნებლივ შეუდგეთ, იცოდეთ, რომ ნოემბრის თვე საამისოდ ყველაზე კარგი პერიოდია. თხის რქათა უმრავლესობისთვის სწორედ წელიწადის ამ დროს ჩნდება საუკეთესო შანსები, თითქმის უკვე დაკარგულად ჩათვლილ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის აღსადგენად.

მერწყული

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ რომანტიკული ურთიერთობების კუთხით ნოემბრის თვე თქვენნაირი ადამიანისთვის სრულიად უპერსპექტივოა. ან რა რომანტიკაზე შეიძლება საუბარი, როცა მარტოხელა მერწყულებს უამრავი მსხვილმან-წვრილმანი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, ხოლო დაოჯახებულებს მეორე ნახევრისთვისაც კი აღარ რჩებათ თავისუფალი დრო. თუმცა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, იმიტომ რომ ნოემბერი მაინც გაგახარებთ სასიამოვნო და რომანტიკული მომენტებით.

თევზები

ნოემბრის თვე ის პერიოდია, როცა თევზების უმრავლესობას საკუთარ ძალებში ეჭვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეპაროს. ძვირფასო თევზებო, წლის ამ დროს თქვენი თვითშეფასება ძალზე მაღალია და შეგიძლიათ მთები დაძრათ ადგილიდან, მონდომების შემთხვევაში. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ თვის მეორე დეკადაში შექმნილმა სასიყვარულო სამკუთხედმა, გარკვეულწილად რეალობის რელსებიდან თქვენი გადასვლა გამოიწვიოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?