მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკაში , კენტუკის შტატში ერთ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ოჯახში პატარა ბიჭუნა - ედგარ კეისი ამოუცნობი დაავადებით დაავადდა. მან უცებ დაკარგა გონი და რაღაც პერიოდის მანძილზე შოკურ მდგომარეობაში მყოფს, ამაოდ ასულიერებდა ადგილობრივი ექიმი. და მაშინ როცა ამ უკანასკნელმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაზე, ბიჭუნა მკაფიოდ და გარკვევით ამეტყველდა ძილში. პატარამ დეტლურად ახსნა თუ როგორ, რა ვითარებაში და რა ფორმით მიიღო ტრამვა. როგორც აღმოჩნდა მას ბეისბოლის ბურთი მოხვდა თავში. ამასთან ერთად, მან ექიმს ზუსტი დირექტივებიც მისცა იმის თაობაზე თუ რა სახის მცენარეების ნაყენი უნდა გამოეყენებინა საიმისოდ, რომ მას საბოლოო გამოჯანმრთელების შასნი მისცემოდა. ნანახით გაოგნებულმა მშობლებმა ექიმს სთხოვეს ლეთარგიულ მდგომარეობაში მყოფი შვილის ნალაპარაკევი გაეთვალისწინებინა და მის ინსტრუქციას ზედმიწევნით მიჰყოლოდა.
საღამოს ავადმყოფს სიცხემ დაუწია, ხოლო მომდევნო დილით პატარა ედგარი გონს მოვიდა და ჩვეულებრივად ალაპარაკდა. თუმცა, წინა დღით გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ვერაფერი გაიხსენა, უფრო მეტიც, მცენარეები, რომელიც მან ექიმს დაუსახელა ბავშვს არასოდეს ჰქონდა ნანახი მით უმეტეს არაფერი გაეგო მათზე.
სკოლაში მას "ლოქოს", "ბოთეს" და "მეზღაპრეს" ეძახდნენ. იგი კლასში მაჩანჩალად ითვლებოდა, იმიტომ რომ იშვიათად ახერხებდა სასკოლო პროგრამის ათვისებას. ეს ადამიანი ედგარ კეისი გახლდათ, რომელმაც მოგვიანებით მსოფლიოს თავი უნიკალური ექსტრასენსორული შესაძლებლობებითა და წინასწარმეტყველების ნიჭით დაამახსოვრა.
16 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება. ფოტოგრაფიამ გაიტაცა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქში და სამსახურის საქმეებთან ერთად (იგი კლერკად მუშაობდა ერთ-ერთ ბანკში) ფოტოების გადაღებით ირთობდა თავს.
თუმცაღა ავადსახსენებელმა ჯანმრთელობის პრობლემამ, მოგვიანებით უკვე 23 წლის ასაკშიც შეახსენა თავი. მოულოდნელად მას სახმო იოგების მწვავე ანთება დაუდგინდა, რის ხარჯზეც ხმა წაერთვა და ლაპარაკის უნარი ფაქტობრივად დაკარგა. ამის გამო კეისის სამსახურის მიტოვება მოუხდა, მაგრამ საყვარელი საქმის - ფოტო გადაღებისთვის დრო უკვე უფრო მეტი დარჩა.
ამ პერიოდისთვის იგი მხოლოდ ჩურჩულით ახერხებდა საუბარს. მოგვიანებით საკუთარი უცნაური სნეულების მკურნალობის მცდელობამ, იგი ცნობილ ნიუ-იორკელ ფსიქოლოგთან ელ ლეინთან მიიყვანა. ლეინი ფსიქოლოგიურ პლაქტიკასთან ერთად ჰიპნოზის სეანსებითაც აქტიურად გახლდათ დაინტერესებული. ამიტომ, ედგარის მონაყოლმა ბავშვობაში ძილის დროს ექიმისთვის ნაკარნახევი მკურნალობის კურსის შესახებ უბიძგა იმისკენ, რომ კეისისთვის ჰიპნოზური სეანსის ჩატარება შეეთავაზებინა, რაზეც პაციენტი სიამოვნებით დათანხმდა. ტრანსის მდგომარეობაში ედგარმა მას სრულიად სუფთა ხმით ამცნო საკუთარი დაავადების გამომწვევი მიზეზი - ნერვული დაძაბულობა და სისხლის მიმოქცევის არასწორი ცირკულაცია. გარდა ამისა, პაციენტმა ავადმყოფობის განკურნების მეთოდიც გაუზიარა ექიმს, რომელიც ლეინმა დაუყოვნებლივ გამოიყენა.
ამის შემდეგ ედგარს უპრობლემოდ დაუბრუნდა ხმის ძველებური ტემბრი. ედგარის უნიკალური შესაძლებლობებით აღფრთოვანებული ელ ლეინი მაშინვე სთავაზობს მას სამსახურს. მას სურს, რომ მან და ედგარმა ერთად იმუშაონ პაციენტების განკურნებაზე და მიუხედავად იმისა, რომ თავად ედგარ კეისი საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე მოკლებულია ყოველგვარ ამბიციურობას, იგი მოგვიანებით მაინც თანხმდება ექიმის შემოთავაზებას. მაგრამ მას კონკრეტული მოთხოვნები გააჩნია, სურს რომ არასოდეს ხედავდეს საკუთარ პაციენტებს, სეანსს აუცილებლად დაესწროს პროფესიონალი ექიმი და არავინ შესთავაზოს გასამრჯელო გაწეული სამსახურის გამო.
თუმცა, ედგარის მიერ დასმული ნებისმიერი დიაგნოზი იმდენად ზუსტია, რომ ექიმები მას უნიკალური განათლების მქონე ექსცენტრულ კოლეგად მიიჩნევენ, რომელიც რაღაც აუხსნელი მიზეზით ცდილობს საკუთარი ვინაობის შენიღბვას.
კეისი საკუთარი გრაფიკით ცხოვრობს. დღეში ორ პაციენტზე მეტს არასოდეს იღებს. ესეც იმიტომ, რომ მას სურს, დრო საყვარელი საქმიანობის - ფოტოგრაფიისთვისაც მოიტოვოს. იგი არ ფლობს არანაირ აკადემიურ განათლებას, მათ შორის არც სამედიცინო კუთხით და იცის მხოლოდ ერთი ენა - მშობლიური ინგლისური. თუმცა მის სახელზე მოსულ უცხოურ წერილებს შესანიშნავად პასუხობს ადრესატის ენაზე. ყველაფერ ამას კი იგი ტრანსის მდგომარეობაში მყოფი ახორციელებს. თუმცა, გამოფხიზლებულს უკვე არაფერი ახსოვს თუ რა მოიმოქმედა.
ერთ-ერთი სეანსის დროს კეისიმ პაციენტს კონკრეტული წამალი გამოუწერა, რომლის სახელწოდება გახლდათ "კოდირონი", თუმცა მის შესაძენად პაციენტი მან არა აფთიაქში არამედ ჩიკაგოს ერთ-ერთ ფარმაცევტულ ლაბორატორიაში გადაამისამართა. აღმოჩნდა რომ პრეპარატ "კოდირონის" ფორმულა, რომელიც არსად იყო გაყიდვაში, სულ ცოტა ხნის წინ დაზუსტდა და სახელწოდებაც მიენიჭა. მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის იყო ცნობილი.
ედგარ კეისის ფენომენალური შესაძლებლობები, მალე სამედიცინო სფეროს გასცდა და კონკრეტული ფაქტების წინასწარ ხედვის ნიჭში გამოვლინდა. კეისიმ ზუსტად იწინასწარმეტყველა მსოფლიოში მოსალოდნელი ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა. მათ შორის ლაზერის გამოგონება, კომუნისტური რეჟიმის დამხობა და სხვა. თავად მას ღრმად სწამდა, რომ წინა ცხოვრებაში ატლანტიდის მკვიდრი იყო. ხოლო საკუთარ შესაძლებლობებს მიაწერდა უნარს კავშირი დაემყარებინა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ტვინთან. შესაბამისად, ამის საშუალებით მიეღო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ადამიანს შენახული აქვს ცნობიერის თუ ქვეცნობიერის დონეზე.
რაც შეეხება კეისის მიერ გაჟღერებულ მომავლის წინასწარმეტყველებას საინტერესო ფაქტია ის, რომ მსოფლიო ჰეგემონ ქვეყნად იგი ჩინეთს მიიჩნევდა.
კეისის სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით არასოდეს უწინასწარმეტყველებია მესამე მსოფლიო ომის დაწყება. თუმცა, იგი ამტკიცებდა რომ მსოფლიო გაცილებით დიდი და საკმაოდ სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. ჯერ კიდევ 1930 წელს საუბრობდა იგი ჩვენთვის ნაცნობი "გლობალური დათბობის" შესახებ. გარდა ამისა, მისი აზრით, მომავალში ამერიკულ მეგაპოლისს ნიუ-იორკს, კონექტიკუტსა და სხვა შტატებს დამანგრეველი მიწისძვრა გადაუვლის, ხოლო მექსიკის სრუტე უზარმაზარი ტალღებით დაიფარება. ჰავაიზე ვულკანი გაიღვიძებს, რის შედეგადაც, კალიფორნიის სამხრეთი სანაპირო სამ თვეში საერთოდ გაქრება. ჰოლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა წალეკავს ქალაქებს, ხოლო კარიბის ზღვაში ახალი კუნძულები გაჩნდება.
თავად კეისი ამტკიცებდა რომ ამ ქვეყანას ისევ 2100 წელს მოევლინება ნებრასკაში და საკუთარი წინასწარმეტყველების სისწორეს თავად გადაამოწმებს.
ბიოგრაფიულ ცნობებთან და საინტერესო ფაქტებთან ერთად, რომელიც მე ამ უცნაური ადამიანის შესახებ მოვიძიე, მინდა პირადად ჩემი აზრიც მოგახსენოთ ასტროლოგიურ კონტექსტში.
როგორც ედგარ კეისის პირადი მონაცემების მიხედვით შედგენილი ნატალური რუკა ცხადყოფს, იგი მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის დაიბადა, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ პიროვნებას სხვებისგან გამორჩეული ბედ-იღბალი ერგო . გარდა ამისა, კეისის პირად რუკაში ძალზე აქტიურია თევზების ზოდიაქოსა და მერვე სახლის გავლენა. რაც თავისთავად განაპირობებს ზემგრძნობადობასა და უზომოდ მძაფრ ინტუიციას. ამას დავუმატოთ მისი აღმავალი კვანძი თევზების ზოდიაქოში და მთვარე მეცხრე სახლში, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინდივიდი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად შეიცვლიდა რწმენის ძირეულ პირნციპებს. უფრო მეტიც, მას საკუთარი შეხედულება და სისტემა უნდა ჩამოყალიბებოდა ამ კუთხით, რისი ნათელი მაგალითიც სახეზე გვაქვს. კეისის ღრმად სწამდა, რომ იგი დაკარგული ატლანტიდის მკვიდრი იყო, საკუთარ შესაძლებლობებსაც ზუსტად ამ ფაქტს მიაწერდა.
რამდენად სარწმუნოა მის მიერ გაცხადებული ფაქტები? ამ ადამიანის რუკაში ძალზე აქტიურია ზოდიაქოს მეხუთე სახლი, რაც თავის მხრივ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებას განაპირობებს. ამიტომ, ასეთმა პიროვნებამ ყოველთვის იცის როგორ მონახოს გზა სოციუმის გასაოცებლად, როგორ შეფუთოს მომგებიანად საკუთარი თავი.
უცნაური დაავადების ალბათობაზე კეისის რუკაში ლილიტის მდებარეობა მიუთითებს, მას შესაძლოა მართლაც ჰქონოდა რაიმე სახის აუხსნელი სიმპოტომების მქონე დაავადება (სისხლის, ინფექციური ან ფსიქიკის დარღვევები).
აღმავალი კვანძის შეერთება თევზებში მიანიშნებს იმას, რომ ამ პიროვნებას კარმულად ჰქონდა მისია საკუთარი აზროვნების ფორმით გამოეჩინა თავი, მეტიც ზეგავლენა მოეხდინა სხვებზე.