Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ გვეღობება წინ და გვირთულებს ცხოვრებას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვინ და რატომ გვეღობება წინ და გვირთულებს ცხოვრებას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი კავ­ში­რე­ბი. ჩვენ, ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი­დან და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს ვი­ზი­დავთ. ზოგ­თან შე­საძ­ლოა იდი­ლია გვქონ­დეს, ვი­ღა­ცამ კი, რო­გორც წესი, უბ­რა­ლოდ ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვირ­თუ­ლოს. მა­ინც ვის უნდა ვე­რი­დოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის?

ვერძმა თევ­ზე­ბის­გან შო­რის უნდა და­ი­ჭი­როს თავი. იმი­ტომ რომ, რო­გორც წესი, მათ შო­რის სა­ერ­თო ენის პოვ­ნა რთუ­ლია. თევ­ზე­ბი ემო­ცი­უ­რია, ვერ­ძი კი უტაქ­ტო და პირ­და­პი­რი. რა­საც სა­პა­სუ­ხოდ თევ­ზე­ბის მხრი­დან ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე.

კურო უნდა მო­ე­რი­დოს ტყუპს. იმი­ტომ რომ, პრაქ­ტი­კუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლი კურო ვე­რა­სო­დეს აი­ტანს ტყუ­პის­ნა­ირ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ანს, რომ­ლის­გა­ნაც არ იცი რას უნდა ელო­დე. კუ­როს კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უ­ლოდ­ნე­ლი "სი­ურპრი­ზე­ბის" ეში­ნია.

ტყუ­პი უნდა ერი­დოს ქალ­წულს. იმი­ტომ რომ, ქალ­წუ­ლი წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია და კუ­როს­გან გან­სხვა­ვე­ბით ის აუ­ცი­ლებ­ლად წა­უ­ყე­ნებს მო­თხოვ­ნებს ქა­ო­სურ ტყუპს. რაც ამ უკა­ნას­კნელს ნამ­დვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბა.

კირჩხი­ბი უნდა ერი­დოს თხის რქას. იმი­ტომ რომ, ემო­ცი­უ­რი და თა­ნამ­გრძნო­ბი კირჩხი­ბი, ვერ აი­ტანს თხის რქის ემო­ცი­ურ სი­ცი­ვეს და პირ­და­პი­რო­ბას. ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­აკ­რი­ტი­კებს კირჩხი­ბის სენ­სი­ტი­უ­რო­ბას და ნაკ­ლად ჩა­უთ­ვლის მას ამას.

ლომი უნდა ერი­დოს სას­წორს. იმი­ტომ რომ, თავ­მომ­წო­ნე და ამა­ყი ლომი თვალ­ში არა­სო­დეს მო­უ­ვა ზო­მი­ე­რე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის მოყ­ვა­რულ სას­წორს. რის ხარ­ჯზეც კრი­ტი­კა და აყალ­მა­ყა­ლი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

ქალ­წუ­ლი უნდა ერი­დოს მშვილ­დო­სანს. იმი­ტომ რომ, პრაქ­ტი­კუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ქალ­წუ­ლი ვე­რა­სო­დეს გა­ი­გებს და შე­ე­გუ­ე­ბა მშვილ­დოს­ნის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­მოყ­ვა­რულ ბუ­ნე­ბას და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

სას­წო­რი უნდა ერი­დოს კირჩხიბს. იმი­ტომ რომ, კირჩხი­ბი მგრძნო­ბი­ა­რეა და ხში­რად ხე­ლოვ­ნუ­რა­დაც კი ქმნის ხოლ­მე პრობ­ლე­მებს, რომ მერე ამა­ზე ინერ­ვი­უ­ლოს. სას­წორს კი თა­ვის მხრივ სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნია უყ­ვარს.

მო­რი­ე­ლი უნდა ერი­დოს ლომს. იმი­ტომ რომ, მო­რი­ელს და ლომს ერ­თნა­ი­რად მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი, უკომ­პრო­მი­სო ბუ­ნე­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებთ. თუმ­ცა, ამ თვი­სე­ბე­ბის გამო ხდე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად მათ შო­რის დავა.

მშვილ­დო­სა­ნი უნდა ერი­დოს კუ­როს. იმი­ტომ რომ, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კუ­როს­თვის გა­უ­გე­ბა­რია მშვილ­დოს­ნის მუდ­მი­ვად ხე­ტი­ა­ლის სურ­ვი­ლი და სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მშვილ­დო­სა­ნი კი თა­ვის მხრივ, კუ­როს მო­სა­წყე­ნად და სნო­ბად ჩათ­ვლის.

თხის რქა უნდა ერი­დოს ვერძს. იმი­ტომ რომ, ჯი­უ­ტი და უკომ­პრო­მი­სო ვერ­ძი ყო­ველ­თვის მზად იქ­ნე­ბა ომი გა­მო­უ­ცხა­დოს თხის რქის მკაცრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. თხის რქა კი საკ­მა­ოდ ჯი­უ­ტია სა­ი­მი­სოდ, რომ რამე დათ­მოს.

მერ­წყუ­ლი უნდა ერი­დოს მო­რი­ელს. იმი­ტომ რომ, მერ­წყუ­ლის იმ­პულ­სუ­რო­ბა და უც­ნა­უ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი სა­ოც­რად ძა­ბავს მო­რი­ელს. მას შე­უძ­ლია თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად აწყე­ნი­ნოს ნე­ბის­მი­ერს ისე, რომ ამას ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს. მო­რი­ე­ლი კი არა­სო­დეს გა­უშ­ვებს შანსს, მერ­წყულს სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დოს.

თევ­ზე­ბი უნდა ერი­დოს მერ­წყულს. იმი­ტომ რომ, ერ­თიც და მე­ო­რეც ჰუ­მა­ნუ­რია, მაგ­რამ სი­კე­თე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ეს­მით. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი იყოს შე­იძ­ლე­ბა უმ­თავ­რე­სი კონ­ფლიქ­ტის თემა ამ წყვი­ლის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ და რატომ გვეღობება წინ და გვირთულებს ცხოვრებას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვინ და რატომ გვეღობება წინ და გვირთულებს ცხოვრებას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ადამიანის ცხოვრებაში არსებობს წარმატებული და წარუმატებელი კავშირები. ჩვენ, ჩვენი ხასიათიდან და ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კონკრეტულ ადამიანებს ვიზიდავთ. ზოგთან შესაძლოა იდილია გვქონდეს, ვიღაცამ კი, როგორც წესი, უბრალოდ ცხოვრება შეიძლება გაგვირთულოს. მაინც ვის უნდა ვერიდოთ ზოდიაქოს ნიშნებს შორის?

ვერძმა თევზებისგან შორის უნდა დაიჭიროს თავი. იმიტომ რომ, როგორც წესი, მათ შორის საერთო ენის პოვნა რთულია. თევზები ემოციურია, ვერძი კი უტაქტო და პირდაპირი. რასაც საპასუხოდ თევზების მხრიდან ინტრიგების ხლართვა მოჰყვება ხოლმე.

კურო უნდა მოერიდოს ტყუპს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და წინდახედული კურო ვერასოდეს აიტანს ტყუპისნაირ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომლისგანაც არ იცი რას უნდა ელოდე. კუროს კი ყველაზე მეტად მოულოდნელი "სიურპრიზების" ეშინია.

ტყუპი უნდა ერიდოს ქალწულს. იმიტომ რომ, ქალწული წესრიგის მოყვარული და დისციპლინირებული ნიშანია და კუროსგან განსხვავებით ის აუცილებლად წაუყენებს მოთხოვნებს ქაოსურ ტყუპს. რაც ამ უკანასკნელს ნამდვილად არ მოეწონება.

კირჩხიბი უნდა ერიდოს თხის რქას. იმიტომ რომ, ემოციური და თანამგრძნობი კირჩხიბი, ვერ აიტანს თხის რქის ემოციურ სიცივეს და პირდაპირობას. ის აუცილებლად გააკრიტიკებს კირჩხიბის სენსიტიურობას და ნაკლად ჩაუთვლის მას ამას.

ლომი უნდა ერიდოს სასწორს. იმიტომ რომ, თავმომწონე და ამაყი ლომი თვალში არასოდეს მოუვა ზომიერებისა და დიპლომატიურობის მოყვარულ სასწორს. რის ხარჯზეც კრიტიკა და აყალმაყალი გარდაუვალი იქნება.

ქალწული უნდა ერიდოს მშვილდოსანს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და სტაბილურობის მოყვარული ქალწული ვერასოდეს გაიგებს და შეეგუება მშვილდოსნის თავგადასავლებისმოყვარულ ბუნებას და უპასუხისმგებლობას.

სასწორი უნდა ერიდოს კირჩხიბს. იმიტომ რომ, კირჩხიბი მგრძნობიარეა და ხშირად ხელოვნურადაც კი ქმნის ხოლმე პრობლემებს, რომ მერე ამაზე ინერვიულოს. სასწორს კი თავის მხრივ სიმშვიდე და ჰარმონია უყვარს.

მორიელი უნდა ერიდოს ლომს. იმიტომ რომ, მორიელს და ლომს ერთნაირად მებრძოლი ხასიათი, უკომპრომისო ბუნება და ძალაუფლების სიყვარული აერთიანებთ. თუმცა, ამ თვისებების გამო ხდება ყველაზე ხშირად მათ შორის დავა.

მშვილდოსანი უნდა ერიდოს კუროს. იმიტომ რომ, სტაბილურობის მოყვარული კუროსთვის გაუგებარია მშვილდოსნის მუდმივად ხეტიალის სურვილი და სპონტანური გადაწყვეტილებები. მშვილდოსანი კი თავის მხრივ, კუროს მოსაწყენად და სნობად ჩათვლის.

თხის რქა უნდა ერიდოს ვერძს. იმიტომ რომ, ჯიუტი და უკომპრომისო ვერძი ყოველთვის მზად იქნება ომი გამოუცხადოს თხის რქის მკაცრ გადაწყვეტილებებს. თხის რქა კი საკმაოდ ჯიუტია საიმისოდ, რომ რამე დათმოს.

მერწყული უნდა ერიდოს მორიელს. იმიტომ რომ, მერწყულის იმპულსურობა და უცნაური გამოხდომები საოცრად ძაბავს მორიელს. მას შეუძლია თავისდაუნებურად აწყენინოს ნებისმიერს ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებდეს. მორიელი კი არასოდეს გაუშვებს შანსს, მერწყულს სამაგიერო გადაუხადოს.

თევზები უნდა ერიდოს მერწყულს. იმიტომ რომ, ერთიც და მეორეც ჰუმანურია, მაგრამ სიკეთე სხვადასხვანაირად ესმით. ცხოვრებისეული პრინციპები და ფასეულობები იყოს შეიძლება უმთავრესი კონფლიქტის თემა ამ წყვილისთვის.