პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძი ბავშვი
ვერძი ბავშვი

აბა სცა­დეთ და მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­და­ე­ღო­ბეთ, ისეთ ღრი­ალს მორ­თავს ყუ­რებ­ზე ხე­ლე­ბის აფა­რე­ბა კი არა, ბლო­მად ბამ­ბე­ბის გარ­ჭო­ბაც აღარ გიშ­ვე­ლით. თუმ­ცა, წა­მის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლით გა­გი­ღი­მებთ და მის­თვის ვე­რა­ფერ­ზე მო­ა­ხერ­ხებთ უა­რის თქმას.

ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ვერ­ძე­ბი (ისე­ვე რო­გორც ლო­მე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი) ე.წ "ძნე­ლა­დაღ­საზ­რდელ­თა" კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ამი­ტომ ნუ გიკ­ვირთ, თუკი თქვე­ნი პა­ტა­რა გა­მუდ­მე­ბით ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას თქვენ­გან, მაგ­რამ ამა­ვე დროს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაც ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა.

მისი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჩვი­ლო­ბის ასა­კი­დან ვლინ­დე­ბა. ჯერ წე­სი­ე­რად ჯდო­მაც არ უს­წავ­ლია, უკვე ხოხ­ვა­სა და სირ­ბილს ცდი­ლობს პა­ტა­რა ფე­ხე­ბით. და­ეხ­მა­რეთ ხოლ­მე ამ მოძ­რავ, ცე­ცხლო­ვან არ­სე­ბას. ბავ­შვო­ბის ასაკ­ში და მე­რეც, და­ცე­მი­სას ხში­რად წა­მო­ა­ყე­ნეთ და გა­ამ­ხნე­ვეთ, რო­გორც გა­და­ტა­ნი­თი ისე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით; რად­გან არა­ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი და­ცე­მა და ტკი­ვი­ლი ელის მას ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, კო­პე­ბი რომ ჯიუტ შუბ­ლზე არა­ერ­თგზის "და­ას­ხდე­ბა" ეს უდა­ოა. ამი­ტომ, თქვე­ნი თა­ნად­გო­მა მის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გინ­დათ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­გობ­რად მი­გიჩ­ნი­ოთ და თქვენ­გან და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დეს.

Astrologia

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი საკ­მა­ოდ კონ­ტაქ­ტუ­რია და უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­საც მე­გობ­რუ­ლად უცი­ნის, მთე­ლი გუ­ლით პა­ტა­რა ვერძს მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი უყ­ვარს, ვის­თა­ნაც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ირ­ბენს და თავს ინუ­გე­შებს. ვერ­ძე­ბი ხი­ფა­თი­ა­ნე­ბი არი­ან, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ა­რი­დოთ მისი თვალ­თა­ხედ­ვის არეს მჩხვლე­ტა­ვი, მჭრე­ლი და აა­ლე­ბა­დი საგ­ნე­ბი. თო­რემ, უეჭ­ვე­ლად მოქ­მე­დე­ბა­ში გა­მოც­დის და რა გგო­ნი­ათ, რომ და­იწ­ვას ან გა­იჭ­რას ჭკუ­ას ის­წავ­ლის და მე­ო­რედ აღარ იზამს? არა­ფე­რიც! ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით გა­აგ­რძე­ლებს, თქვენ კი ქრო­ნი­კუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის კარ­გი მი­ზე­ზი გა­გიჩ­ნდე­ბათ.

ვერ­ძი ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ პა­ტა­რა ვერ­ძე­ბი ეგო­ის­ტე­ბი არი­ან, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, რომ თქვენ­მა შვილ­მა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და უბო­დი­შოდ და­იფ­რი­ნოს თა­ნა­ტო­ლე­ბი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი მას თა­მა­შის დროს ლი­დე­რო­ბას შე­ე­ცი­ლა. თუმ­ცა, ზუს­ტად თქვე­ნი ვერ­ძი იქ­ნე­ბა ის გუ­ლუხ­ვი არ­სე­ბა, ვინც ერ­თა­დერთ კან­ფეტს და­უ­ნა­ნებ­ლად გა­უ­წო­დებს მის გვერ­დით მჯდომ ატი­რე­ბულ თა­ნაკ­ლა­სელს, რო­მელ­საც უფ­როს­მა ძმამ შო­კო­ლა­დი შე­უ­ჭა­მა.

პა­ტა­რა ვერ­ძე­ბი (სხვა­თა შო­რის დი­დე­ბიც!) ზღაპ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ კარ­გი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი მისი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე უნდა შე­ი­ძი­ნოთ. ხოლო ცოტა უფრო დიდ ასაკ­ში მის გა­უ­თა­ვე­ბელ კი­თხვებს "რა­ტომ?", "რის­თვის?" და "რა­ტომ არა?" მოთ­მი­ნე­ბით მო­ე­კი­დოთ. რა ქნას ბავ­შვმა თუ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს? და­ი­მახ­სოვ­რეთ, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, გო­გო­ნაა თუ ბიჭი გა­რეგ­ნუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის მიღ­მა, თქვე­ნი პა­ტა­რა ვერ­ძი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და გულ­ჩვი­ლია. ამი­ტომ, ისეთ შე­ნიშ­ვნებს ნუ­რა­სო­დეს მის­ცემთ, რაც მას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი რწმე­ნას შე­ურ­ყევს ან და­უ­კარ­გავს. უმ­ჯო­ბე­სია ჭკუა მე­გობ­რუ­ლი ტო­ნით და­ა­რი­გოთ და ყო­ველ­თვის გა­უს­ვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რა ნიშ­ნებ­ზე სწავ­ლობს ან რამ­დე­ნად ბე­ჯი­თია, თქვენ იგი მა­ინც ისე­თი გიყ­ვართ რო­გო­რიც არის, თუმ­ცა ისურ­ვებ­დით რომ უკე­თე­სიც ყო­ფი­ლი­ყო. და­მი­ჯე­რეთ, პა­ტა­რა მარ­სი­ა­ნე­ლის­თვის, ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლია სა­ი­მი­სოდ, რომ იგი ზუს­ტად ისე­თი გახ­დეს, რო­გორ­საც თქვენ გინ­დათ რომ ხე­დავ­დეთ მას მო­მა­ვალ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვერძი ბავშვი

ვერძი ბავშვი

აბა სცადეთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობეთ, ისეთ ღრიალს მორთავს ყურებზე ხელების აფარება კი არა, ბლომად ბამბების გარჭობაც აღარ გიშველით. თუმცა, წამის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მომხიბვლელი ღიმილით გაგიღიმებთ და მისთვის ვერაფერზე მოახერხებთ უარის თქმას.

ასტროლოგების აზრით, ვერძები (ისევე როგორც ლომები და მორიელები) ე.წ "ძნელადაღსაზრდელთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. ამიტომ ნუ გიკვირთ, თუკი თქვენი პატარა გამუდმებით ითხოვს ყურადღებას თქვენგან, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებლობაც ჰაერივით ესაჭიროება.

მისი ამბიციები ჩვილობის ასაკიდან ვლინდება. ჯერ წესიერად ჯდომაც არ უსწავლია, უკვე ხოხვასა და სირბილს ცდილობს პატარა ფეხებით. დაეხმარეთ ხოლმე ამ მოძრავ, ცეცხლოვან არსებას. ბავშვობის ასაკში და მერეც, დაცემისას ხშირად წამოაყენეთ და გაამხნევეთ, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით; რადგან არავინ იცის, კიდევ რამდენი დაცემა და ტკივილი ელის მას ცხოვრებაში. თუმცა, კოპები რომ ჯიუტ შუბლზე არაერთგზის "დაასხდება" ეს უდაოა. ამიტომ, თქვენი თანადგომა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ გინდათ, რომ მთელი ცხოვრება მეგობრად მიგიჩნიოთ და თქვენგან დამალული არაფერი ჰქონდეს.

Astrologia

მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ კონტაქტურია და უცნობ ადამიანებსაც მეგობრულად უცინის, მთელი გულით პატარა ვერძს მხოლოდ ის ადამიანები უყვარს, ვისთანაც წარუმატებლობის შემთხვევაში მიირბენს და თავს ინუგეშებს. ვერძები ხიფათიანები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ მისი თვალთახედვის არეს მჩხვლეტავი, მჭრელი და აალებადი საგნები. თორემ, უეჭველად მოქმედებაში გამოცდის და რა გგონიათ, რომ დაიწვას ან გაიჭრას ჭკუას ისწავლის და მეორედ აღარ იზამს? არაფერიც! ექსპერიმენტების ჩატარებას უფრო მეტი მონდომებით გააგრძელებს, თქვენ კი ქრონიკული თავის ტკივილის კარგი მიზეზი გაგიჩნდებათ.

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ამიტომ პატარა ვერძები ეგოისტები არიან, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენმა შვილმა, სრულიად მოულოდნელად და უბოდიშოდ დაიფრინოს თანატოლები, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მას თამაშის დროს ლიდერობას შეეცილა. თუმცა, ზუსტად თქვენი ვერძი იქნება ის გულუხვი არსება, ვინც ერთადერთ კანფეტს დაუნანებლად გაუწოდებს მის გვერდით მჯდომ ატირებულ თანაკლასელს, რომელსაც უფროსმა ძმამ შოკოლადი შეუჭამა.

პატარა ვერძები (სხვათა შორის დიდებიც!) ზღაპრების მოყვარულები არიან, ამიტომ კარგი ზღაპრების წიგნი მისი დაბადებისთანავე უნდა შეიძინოთ. ხოლო ცოტა უფრო დიდ ასაკში მის გაუთავებელ კითხვებს "რატომ?", "რისთვის?" და "რატომ არა?" მოთმინებით მოეკიდოთ. რა ქნას ბავშვმა თუ ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს? დაიმახსოვრეთ, განურჩევლად იმისა, გოგონაა თუ ბიჭი გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა, თქვენი პატარა ვერძი ძალიან მგრძნობიარე და გულჩვილია. ამიტომ, ისეთ შენიშვნებს ნურასოდეს მისცემთ, რაც მას საკუთარი თავისადმი რწმენას შეურყევს ან დაუკარგავს. უმჯობესია ჭკუა მეგობრული ტონით დაარიგოთ და ყოველთვის გაუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა როგორ გამოიყურება, რა ნიშნებზე სწავლობს ან რამდენად ბეჯითია, თქვენ იგი მაინც ისეთი გიყვართ როგორიც არის, თუმცა ისურვებდით რომ უკეთესიც ყოფილიყო. დამიჯერეთ, პატარა მარსიანელისთვის, ამგვარი შეფასება ყველაზე დიდი სტიმულია საიმისოდ, რომ იგი ზუსტად ისეთი გახდეს, როგორსაც თქვენ გინდათ რომ ხედავდეთ მას მომავალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?