Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნიშანი - ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი გონიერებით
TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნიშანი - ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი გონიერებით

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მი­აჩ­ნია, რომ საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი არ­სე­ბაა. თუმ­ცა ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ იმის აღი­ა­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად არ­ცთუ მა­ღა­ლია მათი ონებ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ბრძენ­მა თქვა: "მე ის ვიცი, რომ არა­ფე­რი ვი­ციო", - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ. ამი­ტომ ის ფაქ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს აზრს იმის შე­სა­ხებ რომ შე­საძ­ლოა მას­ზე ბევ­რად ჭკვი­ა­ნი და გამ­ჭრი­ა­ხია სხვა უკვე მე­ტყვე­ლებს ამ იდი­ვი­დის გო­ნებ­რივ მო­ნა­ცე­მებ­ზე. თვითკრი­ტი­კა თუკი იგი ობი­ექ­ტურ ჩარ­ჩო­ებ­შია მოქ­ცე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის ზრდას არა­თუ აფერ­ხებს, პი­რი­ქით შე­სამ­ჩნე­ვად უწყობს ხელს.

ას­ტრო­ლო­გე­ბი ბევ­რს კა­მა­თო­ბენ იმის შე­სა­ხებ, მა­ინც რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი, გამ­ჭრი­ა­ხი და გო­ნი­ე­რი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი. ამას­თან ერ­თად, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ისიც, რომ არ­სე­ბო­ბენ ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თან­და­ყო­ლი­ლი გო­ნი­ე­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნე­ბა­სა და მის ფორ­მი­რე­ბა­ზე აგებს პა­სუხს ტყუპ­სა და ქალ­წუ­ლებს მარ­თავს. შე­სა­ბა­მი­სად, რაკი ჯერი ოქ­როს სა­მე­ულ­ზე მიდ­გა სწო­რედ ეს ორი ნი­შა­ნი უნდა მო­ვიხ­სე­ნი­ოთ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნებს შო­რის. თუმ­ცა, ასე მარ­ტი­ვად როდი გახ­ლავთ საქ­მე!

მარ­თა­ლია ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს აზ­როვ­ნე­ბის სის­ხარ­ტე­ში ვე­რა­ვინ გა­ე­ჯიბ­რე­ბა, მაგ­რამ მას აკ­ლია სიღ­რმე, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტი მო­აზ­როვ­ნის­თვის არის სა­ჭი­რო. ტყუ­პი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წა­მის მე­ა­სედ­ში ცვლი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათი იტე­რე­სე­ბის სფე­როც მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიბ­რძნეს ტყუ­პი მხო­ლოდ ხან­დაზ­მულ ასაკ­ში აღ­წევს ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მის პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში ბევ­რი პლა­ნე­ტაა გან­ლა­გე­ბუ­ლი მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ოქ­როს სა­მე­ულ­ში ტყუ­პის შეყ­ვა­ნას ვერ ვიჩ­ქა­რებთ.

სა­მა­გი­ე­როდ, ლი­დე­რად მო­აზ­როვ­ნე­ებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­სა­ხე­ლებთ კი­დევ ერთ "მერ­კუ­რი­ა­ნელს" - ქალ­წულს . ქალ­წულ­თან პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი მთე­ლი თა­ვი­სი დი­დე­ბუ­ლე­ბით ვლინ­დე­ბა. ის ამ ნიშ­ნის ხალ­ხს აჯილ­დო­ებს დე­დუქ­ცი­ის უნა­რით, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბით, გა­სა­ო­ცა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვი­თა და სი­ბე­ჯი­თით. რაც და­მე­თან­ხმე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფუნ­და­მენ­ტია სა­მო­მავ­ლოდ მყა­რი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად. ასე რომ, ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან­თა სა­მე­ულ­ში სა­პა­ტიო პირ­ველ ად­გილს ქალ­წუ­ლებს ვუთ­მობთ.

მე­ო­რე ად­გილ­ზე რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ ლო­მე­ბი ნო­მი­ნი­რე­ბენ და ახ­ლა­ვე აგიხ­სნით რა­ტომ. ლო­მის ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მზეა, ამი­ტომ ლო­მე­ბი ბუ­ნე­ბით ეპა­ტა­ჟუ­რი ნა­ტუ­რე­ბი არი­ან. რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი იმი­ჯის კარ­გი კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნა. გარ­და ამი­სა, ლომი ცე­ცხლის ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე დინ­ჯი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლია. რის ხარ­ჯზეც იგი იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბა იმ­პულ­სებს და დინ­ჯად შე­უძ­ლია აწონ-და­წო­ნოს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოვ­ლე­ნის პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი. ლომი სა­მე­ფო ნი­შა­ნია, მას ორ­გა­ნი­ზტო­რუ­ლი უნა­რი გა­აჩ­ნია, ამი­ტომ მას­შტა­ბუ­რად ფიქ­რიც კარ­გად გა­მოს­დის. რაც თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას ერ­თბა­შად ბევრ ადა­მი­ან­ზე. გარ­და ამი­სა, ლო­მე­ბის დიდ ნა­წილს მო­მიჯ­ნა­ვე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს გავ­ლე­ნით, პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში ძალ­ზე ხში­რად აქვთ გან­ლა­გე­ბუ­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, რაც თა­ვის მხრივ იძ­ლე­ვა ლო­მი­ვით მე­ფუ­რი ბუ­ნე­ბის მქო­ნე, კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბულ და ქალ­წუ­ლი­ვით ჭკვი­ან, წინ­და­ხე­ულ პი­როვ­ნე­ბას.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტად იმ­სა­ხუ­რებს სა­მუ­ელ­ში მოხ­ვედ­რას სა­კუ­თა­რი "გე­ნი­ა­ლუ­რო­ბით" ეს არის მერ­წყუ­ლი . პლა­ნე­ტა ურა­ნის გავ­ლე­ნის გამო, რო­მე­ლიც მერ­წყულს მარ­თავს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე და ნო­ვა­ტო­რი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მათი აზ­რე­ბი ხში­რად უტო­პი­უ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა, მერ­წყუ­ლი არც მე­ოც­ნე­ბეა არც იდე­ა­ლის­ტი. მან ზუს­ტად იცის, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მისი იდეა, მო­მავ­ლის პრო­ექ­ტია. ამი­ტო­მა­ცაა მერ­წყუ­ლის აზ­როვ­ნე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად უნი­კა­ლუ­რი. ამას­თან ერ­თად, ტყუ­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით მერ­წყუ­ლი თა­ნამ­მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტის სა­ტურ­ნის გამო ძალ­ზე ხში­რად ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი რე­ა­ლურ პრო­ექ­ტე­ბად აქ­ცი­ოს და ნაკ­ლე­ბად გა­და­ერ­თოს ერთი ინ­ტე­რე­სი­დან, მე­ო­რე­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნიშანი - ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი გონიერებით

TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნიშანი - ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი გონიერებით

ალბათ ნებისმიერ ადამიანს მიაჩნია, რომ საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი არსებაა. თუმცა ერთეულებს შეუძლიათ იმის აღიარება, რომ რეალურად არცთუ მაღალია მათი ონებრივი მაჩვენებელი. ბრძენმა თქვა: "მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო", - ხომ გაგიგონიათ. ამიტომ ის ფაქტი, როცა ადამიანი უშვებს აზრს იმის შესახებ რომ შესაძლოა მასზე ბევრად ჭკვიანი და გამჭრიახია სხვა უკვე მეტყველებს ამ იდივიდის გონებრივ მონაცემებზე. თვითკრიტიკა თუკი იგი ობიექტურ ჩარჩოებშია მოქცეული პიროვნების ზრდას არათუ აფერხებს, პირიქით შესამჩნევად უწყობს ხელს.

ასტროლოგები ბევრს კამათობენ იმის შესახებ, მაინც რომელია ყველაზე ჭკვიანი, გამჭრიახი და გონიერი ზოდიაქოს ნიშანი. ამასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ არსებობენ ნიშნები, რომელთაც მმართველი პლანეტების ხასიათიდან გამომდინარე თანდაყოლილი გონიერება გააჩნიათ - პლანეტა მერკური, რომელიც აზროვნებასა და მის ფორმირებაზე აგებს პასუხს ტყუპსა და ქალწულებს მართავს. შესაბამისად, რაკი ჯერი ოქროს სამეულზე მიდგა სწორედ ეს ორი ნიშანი უნდა მოვიხსენიოთ ყველაზე ჭკვიანებს შორის. თუმცა, ასე მარტივად როდი გახლავთ საქმე!

მართალია ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს აზროვნების სისხარტეში ვერავინ გაეჯიბრება, მაგრამ მას აკლია სიღრმე, რომელიც ჭეშმარიტი მოაზროვნისთვის არის საჭირო. ტყუპი გადაწყვეტილებას წამის მეასედში ცვლიან. შესაბამისად, მათი იტერესების სფეროც მუდმივად ცვალებადია. აქედან გამომდინარე, სიბრძნეს ტყუპი მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში აღწევს ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მის პირად კოსმოგრამაში ბევრი პლანეტაა განლაგებული მიწის სტიქიის ნიშნებში. შესაბამისად, ოქროს სამეულში ტყუპის შეყვანას ვერ ვიჩქარებთ.

სამაგიეროდ, ლიდერად მოაზროვნეებს შორის აუცილებლად დავასახელებთ კიდევ ერთ "მერკურიანელს" - ქალწულს . ქალწულთან პლანეტა მერკური მთელი თავისი დიდებულებით ვლინდება. ის ამ ნიშნის ხალხს აჯილდოებს დედუქციის უნარით, დაკვირვებულობით, გასაოცარი ანალიტიკური ხედვითა და სიბეჯითით. რაც დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი ფუნდამენტია სამომავლოდ მყარი ცოდნის მისაღებად. ასე რომ, ყველაზე ჭკვიანთა სამეულში საპატიო პირველ ადგილს ქალწულებს ვუთმობთ.

მეორე ადგილზე რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ლომები ნომინირებენ და ახლავე აგიხსნით რატომ. ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ ლომები ბუნებით ეპატაჟური ნატურები არიან. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან მოსწონთ საზოგადოებაში საკუთარი იმიჯის კარგი კუთხით წარმოჩენა. გარდა ამისა, ლომი ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე დინჯი, გაწონასწორებული და წინდახედულია. რის ხარჯზეც იგი იშვიათად ჰყვება იმპულსებს და დინჯად შეუძლია აწონ-დაწონოს ნებისმიერ სიტუაციაში მოვლენის პლუსები და მინუსები. ლომი სამეფო ნიშანია, მას ორგანიზტორული უნარი გააჩნია, ამიტომ მასშტაბურად ფიქრიც კარგად გამოსდის. რაც თავის თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობის აღებას ერთბაშად ბევრ ადამიანზე. გარდა ამისა, ლომების დიდ ნაწილს მომიჯნავე ქალწულის ზოდიაქოს გავლენით, პირად კოსმოგრამაში ძალზე ხშირად აქვთ განლაგებული პლანეტა მერკური ქალწულის ზოდიაქოში, რაც თავის მხრივ იძლევა ლომივით მეფური ბუნების მქონე, კარგი ორგანიზატორული თვისებებით დაჯილდოებულ და ქალწულივით ჭკვიან, წინდახეულ პიროვნებას.

დაბოლოს, კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს სამუელში მოხვედრას საკუთარი "გენიალურობით" ეს არის მერწყული . პლანეტა ურანის გავლენის გამო, რომელიც მერწყულს მართავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, პროგრესულად მოაზროვნე და ნოვატორი ინდივიდები არიან. მათი აზრები ხშირად უტოპიურად ეჩვენება საზოგადოებას, თუმცა, მერწყული არც მეოცნებეა არც იდეალისტი. მან ზუსტად იცის, რა მოხდება მომავალში. შესაბამისად, ყველა მისი იდეა, მომავლის პროექტია. ამიტომაცაა მერწყულის აზროვნება ჭეშმარიტად უნიკალური. ამასთან ერთად, ტყუპისგან განსხვავებით მერწყული თანამმართველი პლანეტის სატურნის გამო ძალზე ხშირად ახერხებს საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციოს და ნაკლებად გადაერთოს ერთი ინტერესიდან, მეორეზე.

ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

13-14 აპრილი ასტროლოგიური "ამაღლების" დღეებია - რას ნიშნავს ეს და რისთვის უნდა გამოიყენოთ ეს 2 დღე

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს