ადამიანები ცხოვრების დიდ ნაწილს ძილში ატარებენ. შესაძლოა სამყაროდან ისე წავიდნენ, რომ გაღვიძება ვერც მოახერხონ. გაინტერესებთ თქვენი სული თვლემს თუ ღვიძავს? გაეცანით შეფხიზლების ეტაპებს.
1. ექსტრემალური შინაარსის სიზმრები
სცადეთ გაიხსენოთ, სიზმარში ხომ არ დაფრინავთ, მიცოცავთ ციცაბო კლდეზე, ეშვებით სიმაღლიდან ან გაურბიხართ მკვლელებს/ბოროტ ძალას/ცხოველებს, რომლებსაც თქვენი შეჭმა სურთ? თუ პასუხი დადებითია, იცოდეთ, ეს გამოღვიძების პირველი ეტაპია.
2. აზრის გამოთქმის სურვილი
თუ უწინ დუმილს ამჯობინებდით, ახლა კი ყოველთვის, როცა უსამართლობას აწყდებით, გსურთ ჩაგრული დაიცვათ ან ნებისმიერ საკითხზე, რომლის შესახებაც გარშემო მყოფებს მცდარი აზრი აქვთ - თქვენ კი სიმართლე ზუსტად იცით - გსურთ, სხვებიც აზიაროთ ჭეშმარიტებას - სულიერი ცვლილებების მეორე ეტაპზე ხართ.
3. მედიტაციისკენ ლტოლვა
თუ ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი გქონდათ, მაგრამ ამ ბოლო დროს ბუნება გექაჩებათ თავისკენ, ამასთან ერთად, დაინტერესდით იოგათი და მედიტაციით, მესამე ეტაპზე გადაგინაცვლებიათ.
4. ახალი აღქმა: სიყვარული, როგორც სასიამოვნო მსხვერპლშეწირვა
თუ აქამდე პარტნიორისგან მოითხოვდით ყველაფერს - ან იმიტომ დგამდით ნაბიჯს, რომ მეორე ნახევრისგანაც საპასუხოდ იმავეს ელოდით - ახლა კი მხოლოდ გასცემთ და სწირავთ მსხვერპლს, ისე რომ მაგიერ არაფერს მოითხოვთ, მეოთხე ეტაპზე იმყოფებით.
5. ფასეულობათა სისტემის მეტამორფოზა
თუ პირადი ფასეულიობები ჩამოიყალიბეთ და შეიმუშავეთ პრინციპები, რომელიც არც რელიგიითაა ნაკარნახევი, არც კანონით და არც თქვენი სოციუმის კულტურით - თქვენმა სულმა გამოკვეთა გონებაში - და ზედმიწევნით მისდევთ მას, როგორც ჩირაღდანს უკუნეთ სიბნელეში, მეხუთე ეტაპს მიაღწიეთ.
6. ჰაერი - ფილტვებს, თავისუფლება - სულს!
თუ თქვენთვის თავისუფლებამ პრიორიტეტებში პირველ ადგილას გადმოინაცვლა და მონობაში კომფორტს გაჭირვებაში თავისუფლება გირჩევნიათ - მეტიც, ვერ წარმოგიდგენიათ სხვისი შთაგონებული აზრებითა და გაწერილი სცენარით არსებობა - მეექვსე ეტაპზე აღმოჩნდით!
7. თვითგანვითარება: გადარჩენის ერთადერთი გზა
თუ გააცნობიერეთ, რომ ადამიანი ბოლო ამოსუნთქვამდე სწავლობს, რადგან ცხოვრება რეალურად გამოცდილების დაგროვება,
საკუთარი თავისა და სამყაროს შესწავლაა - ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ თვითგანვითარებას დაუთმოთ მთელი თავისუფალი დრო, მეშვიდე ეტაპზე ხართ.
8. ემოციური ინტელექტის აფეთქება!
თუ სამყაროს მხოლოდ ხედავდით ან უსმენდით, მაგრამ არ შეიგრძნობდით, ახლა კი თითქოს თქვენი გულის გავლით მიმდინარეობს ყველა მოვლენა - დაწყებული შემოდგომის ფოთოლცვენიდან, დამთავრებული დედამიწის სხვადასხვა წერტილში მიმდინარე სასტიკი ომით - თქვენი სული ღირსეულად შორდება მთვლემარე მდგომარეობას.
9. მარტოობის ძალა
თუ რელიგიებში ერკვევით, გეცოდინებათ რომ ქრისტემ, მუჰამედმა, ბუდამ, მრწამსისთვის წამებულებმაცა და მისიონერებმაც გაიარეს მარტოობის გზა. როცა ადამაინი მარტოა, უღრმავდება საკითხებს, რომელზეც ერში ცხოვრებისას ვერასდროს დაფიქრდება. თუ თქვენ მარტოობისკენ მიგიწევთ გული, გამოღვიძებამდე ერთადერთი ნაბიჯია დარჩენილი!
10. დაბრუნება და ეგოიზმთან სამუდამო დამშვიდობება
ბოლო ეტაპი დაბრუნებაა... ადამიანი აცნობიერებს, რომ ის საზოგადოების ნაწილია და უნდა ემსახუროს მას! იღწვოდეს არა მხოლოდ თავისი კეთილდღეობისთვის, არამედ გარშემო მყოფებისთვის.