პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არა­ვის­თვის სა­ი­დუმ­ლო არ გახ­ლავთ ის ფაქ­ტი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხზე ვარ­სკვლა­ვე­ბის ძა­ლაც საკ­მა­ოდ დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გია, რო­მე­ლიც ჩვენს მკი­თხვე­ლებს შო­რის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, მო­ი­ცავს იმ უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ.

ვერ­ძი - ვერ­ძე­ბის პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვაა. მათი ფსი­ქო­ნევ­რუ­ლი სის­ტე­მა აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მო­დუ­ნე­ბას. სა­ა­მი­სოდ სა­უ­კე­თე­სოა შავ­ბა­ლა­ხას ნა­ყე­ნი. იგი ამ­შვი­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მას. ხსნის სტრესს და აუმ­ჯო­ბე­სებს არ­ტე­რი­ტუ­ლი წნე­ვის მი­მოქ­ცე­ვას.

კურო - ყელი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის. ისი­ნი ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან ან­გი­ნი­თა და ტონ­ზი­ლი­ტით. სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა კუ­რო­ე­ბის­თვის ამ მხრივ არის გვი­რი­ლის ნა­ყე­ნი. იგი აყუ­ჩებს ან­თე­ბით მოვ­ლე­ნებს ყელ­ში და აქვს ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ეფექ­ტი.

ტყუ­პი - მსგავ­სად ვერ­ძე­ბი­სა ტყუ­პის სი­სუს­ტეც ნერ­ვუ­ლის სის­ტე­მა და მისი გა­დატ­ვირ­თვის პრობ­ლე­მაა. ამის ფონ­ზე ისი­ნი ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან უძი­ლო­ბი­თა და კოშ­მა­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის მო­სახ­სნე­ლად არის ბარ­ამ­ბოს ნა­ყე­ნი. იგი მსუ­ბუ­ქი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა და აწეს­რი­გებს ძილს.

კირჩხი­ბი - კირჩხი­ბე­ბის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მა­სა და თირკმლის ფუნ­ქცი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბევ­რი კირჩხი­ბი ასე­ვე მიდ­რე­კი­ლია ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს ალ­კოჰო­ლი, რაც ასე­ვე აზი­ა­ნებს თირკმლის ფუნ­ქცი­ებს. სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად კირჩხი­ბის­თვის მოც­ვი და მისი ფოთ­ლე­ბის ნა­ყე­ნია მიჩ­ნე­უ­ლი. იგი კარ­გად აწეს­რი­გებს შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას.

ლომი - ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პე­რი­ო­დუ­ლად გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა და იმუ­ნი­ტე­ტის სი­სუს­ტე ახ­სე­ნებს ხოლ­მე თავს. მათ­თვის კარ­გია ას­კი­ლის ნა­ყე­ნის ჩაი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ "ცე" ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს დიდი ოდე­ნო­ბით და ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­დი იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას.

ქალ­წუ­ლი - მიდ­რე­კილ­ნი არი­ან იპო­ხონ­დრი­უ­ლი შე­ტე­ვე­ბის­კენ. ასე­ვე ხში­რად აწუ­ხებთ ვე­გე­ტო­ნევ­რო­ზი, დერ­მა­ტი­ტი ან ეგ­ზე­მა. მათ­თვის სა­სურ­ვე­ლია ორ­გა­ნიზ­მი გა­ი­კა­ჟონ კა­ლენ­დუ­ლას ნა­ყე­ნით ან კომ­პრე­სე­ბით. ეს მცე­ნა­რე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ებ­რძვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­მო­ნა­ყარს. აქვს ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი თვი­სე­ბა.

სას­წო­რი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თა პრობ­ლე­მა ხში­რად არის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლა და წო­ნის სი­ჭარ­ბე. მათ­თვის სა­სურ­ვე­ლია სე­ლის მარ­ცვლე­ბის ნა­ყე­ნით მკურ­ნა­ლო­ბა. ეს მცე­ნა­რე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქრი­ნი­კუ­ლი ან ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის დროს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად კუჭ-ნაწ­ლა­ვი-ნაღ­ვლის ბუშ­ტის არე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მო­რი­ე­ლი - მო­რი­ე­ლე­ბის სი­სუს­ტე ინ­ფექ­ცი­უ­რი ან სქე­სობ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბია. მათ დიდ ნა­წილს ასე­ვე აწუ­ხებს თირკმლის სი­სუს­ტე. სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით ამ მხრივ მო­რი­ე­ლის­თვის ე.წ. "თირკმლის ჩაი" ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ნა­ყე­ნი აწეს­რი­გებს თირკმლის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლი­ლო­ბას.

მშვილ­დო­სა­ნი - მშვილ­დოს­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით გა­ნიც­დი­ან ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და კლი­მა­ტის ცვა­ლე­ბა­დო­ბას. ამი­ტომ ად­ვი­ლად ემარ­თე­ბათ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სურ­დო და ა.შ. მათ­თვის სა­უ­კე­თე­სოა ორ­კბი­ლას ნა­ყე­ნი. იგი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ჰა­ლა­ცი­ის დროს და კარ­გად ებ­რძვის გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებს.

თხის რქა - გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვის გამო, რაც ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თხის რქის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ისი­ნი ხში­რად იტა­ჯე­ბი­ან ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი­თა და ძვლე­ბის სი­სუს­ტით. ამას­თან ერ­თად, ად­ვი­ლად ცივ­დე­ბი­ან და ემარ­თე­ბათ სურ­დო. მათ­თვის სა­უ­კე­თე­სოა კრა­ზა­ნას ნა­ყე­ნის ჩაი. ამ­გვა­რი ნა­ყე­ნი სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­ცი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამაგ­რებს ძვლო­ვან სის­ტე­მას და აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს.

მერ­წყუ­ლი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს სუს­ტი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სი­ტე­მა და ნაღ­ვლის ბუშ­ტი აქვთ. მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაა გულყვი­თე­ლას ნა­ყე­ნი. იგი პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ეფექტს იძ­ლე­ვა კო­ლი­ტის შემ­თხვე­ვა­შიც, რის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც ასე­ვე გა­აჩ­ნი­ათ მერ­წყუ­ლებს.

თევ­ზე­ბი - თევ­ზე­ბის დიდი ნა­წი­ლი მიდ­რე­კი­ლია ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის­კენ, ამი­ტომ მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სამ­კურ­ნა­ლო თვალ­საზ­რი­სით არის მუ­ხის ქერ­ქის ნა­ყე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არავისთვის საიდუმლო არ გახლავთ ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საკითხზე ვარსკვლავების ძალაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. სამედიცინო ასტროლოგია, რომელიც ჩვენს მკითხველებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოიცავს იმ უნიკალური მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვისაა მიზანშეწონილი სამკურნალოდ.

ვერძი - ვერძების პრობლემა ზედმეტი გადატვირთვაა. მათი ფსიქონევრული სისტემა აუცილებლად საჭიროებს მოდუნებას. საამისოდ საუკეთესოა შავბალახას ნაყენი. იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ხსნის სტრესს და აუმჯობესებს არტერიტული წნევის მიმოქცევას.

კურო - ყელი და მასთან დაკავშირებული გართულებები ყველაზე დიდი პრობლემაა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის. ისინი ხშირად იტანჯებიან ანგინითა და ტონზილიტით. საუკეთესო სამკურნალო საშუალება კუროებისთვის ამ მხრივ არის გვირილის ნაყენი. იგი აყუჩებს ანთებით მოვლენებს ყელში და აქვს ანტისეპტიკური ეფექტი.

ტყუპი - მსგავსად ვერძებისა ტყუპის სისუსტეც ნერვულის სისტემა და მისი გადატვირთვის პრობლემაა. ამის ფონზე ისინი ხშირად იტანჯებიან უძილობითა და კოშმარებით. საუკეთესო საშუალება ზემოთ ხსენებული ჩივილების მოსახსნელად არის ბარამბოს ნაყენი. იგი მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა და აწესრიგებს ძილს.

კირჩხიბი - კირჩხიბების ძირითადი პრობლემა შარდსასქესო სისტემასა და თირკმლის ფუნქციების გამართულად მუშაობას უკავშირდება. ბევრი კირჩხიბი ასევე მიდრეკილია ბოროტად გამოიყენოს ალკოჰოლი, რაც ასევე აზიანებს თირკმლის ფუნქციებს. საუკეთესო სამკურნალო საშუალებად კირჩხიბისთვის მოცვი და მისი ფოთლების ნაყენია მიჩნეული. იგი კარგად აწესრიგებს შარდსასქესო სისტემის მუშაობას.

ლომი - ლომების უმრავლესობას პერიოდულად გულსისხლძარღვთა სისტემა და იმუნიტეტის სისუსტე ახსენებს ხოლმე თავს. მათთვის კარგია ასკილის ნაყენის ჩაი, რომელიც თავის მხრივ ”ცე” ვიტამინს შეიცავს დიდი ოდენობით და ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის ამაღლებას.

ქალწული - მიდრეკილნი არიან იპოხონდრიული შეტევებისკენ. ასევე ხშირად აწუხებთ ვეგეტონევროზი, დერმატიტი ან ეგზემა. მათთვის სასურველია ორგანიზმი გაიკაჟონ კალენდულას ნაყენით ან კომპრესებით. ეს მცენარე არაჩვეულებრივად ებრძვის ნებისმიერი სახის გამონაყარს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისება.

სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა პრობლემა ხშირად არის ნივთიერებათა ცვლის მოშლა და წონის სიჭარბე. მათთვის სასურველია სელის მარცვლების ნაყენით მკურნალობა. ეს მცენარე წარმატებით გამოიყენება ქრინიკული ან ანთებითი პროცესების დროს, რომელიც ძირითადად კუჭ-ნაწლავი-ნაღვლის ბუშტის არეში მიმდინარეობს.

მორიელი - მორიელების სისუსტე ინფექციური ან სქესობრივი დაავადებებია. მათ დიდ ნაწილს ასევე აწუხებს თირკმლის სისუსტე. საუკეთესო სამკურნალო თვისებებით ამ მხრივ მორიელისთვის ე.წ. ”თირკმლის ჩაი” ხასიათდება. მისი ნაყენი აწესრიგებს თირკმლის ფუნქციის მოშლილობას.

მშვილდოსანი - მშვილდოსნები განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან ტემპერატურისა და კლიმატის ცვალებადობას. ამიტომ ადვილად ემართებათ ვირუსული დაავადებები, სურდო და ა.შ. მათთვის საუკეთესოა ორკბილას ნაყენი. იგი გამოიყენება ინჰალაციის დროს და კარგად ებრძვის გაციების სიმპტომებს.

თხის რქა - გადამეტებული ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის გამო, რაც ძალიან დამახასიათებელია თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის ისინი ხშირად იტაჯებიან ოსტეოქონდროზითა და ძვლების სისუსტით. ამასთან ერთად, ადვილად ცივდებიან და ემართებათ სურდო. მათთვის საუკეთესოა კრაზანას ნაყენის ჩაი. ამგვარი ნაყენი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გაცივების წინააღმდეგ. ამაგრებს ძვლოვან სისტემას და აძლიერებს იმუნიტეტს.

მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაავადებულებს სუსტი სისხლის მიმოქცევის სიტემა და ნაღვლის ბუშტი აქვთ. მათთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა გულყვითელას ნაყენი. იგი პროფილაქტიკურ ეფექტს იძლევა კოლიტის შემთხვევაშიც, რისკენ მიდრეკილებაც ასევე გააჩნიათ მერწყულებს.

თევზები - თევზების დიდი ნაწილი მიდრეკილია ღრძილების დაავადებისკენ, ამიტომ მათთვის საუკეთესო საშუალება სამკურნალო თვალსაზრისით არის მუხის ქერქის ნაყენის გამოყენება.