მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ამჯობინებენ მარტოობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ამჯობინებენ მარტოობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?

ალ­ბათ, ხში­რად შეხ­ვედ­რი­ხართ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო გან­ვლეს და სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­საც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ატა­რე­ბენ გან­მარ­ტო­ე­ბა­ში. ზოგ­ჯერ, ეს ბე­დის­წე­რის მუ­ხა­ნა­თო­ბა ან ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნა­თა ჯაჭ­ვია, როცა ადა­მი­ანს ამ ქვეყ­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­ტო უწევს არ­სე­ბო­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ზო­დი­ქოს ნი­შა­ნი გა­აზ­რე­ბუ­ლად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეგ­ნე­ბუ­ლად იღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

ას­ტრო­ლო­გე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად ატა­რე­ბენ კვლე­ვებ­სა და გა­მო­კი­თხვებს იმის და­სად­გე­ნად, მა­ინც რა აი­ძუ­ლებს პი­როვ­ნე­ბას სა­კუ­თა­რი თავი შეს­წი­როს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს, პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელს ან სუ­ლაც სა­კუ­თარ ეგო­იზმს? ხომ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბერ­ბი­ჭე­ბად ან ში­ნა­ბე­რე­ბად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ან ზედ­მე­ტად პრე­ტენ­ზი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო რჩე­ბი­ან სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ. დღეს "ოქ­როს სა­მე­ულ­ზე" უნდა ვი­საბ­როთ, ან ზო­დი­ა­ქოს იმ ნიშ­ნებ­ზე, რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ვხვდე­ბით მარ­ტო­სუ­ლებ­სა და მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა მარ­ტო­ო­ბაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მა­თი­ვე კე­თი­ლი ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და არა სამ­ყა­როს "სას­ტი­კი" კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით.

ქალ­წუ­ლი - როცა საქ­მე პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბა­ზე მიდ­გე­ბა, ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ქალ­წულს ამ კუ­თხით გა­ე­ჯიბ­რე­ბა. ზო­გა­დად ქალ­წუ­ლებს შო­რის, იდე­ა­ლურ მე­უღ­ლე­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­საც ხში­რად ვხვდე­ბით. თუმ­ცა, სა­ნამ იგი ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბიჯს გა­დად­გამს, ათას­გზის აწონ-და­წო­ნის, მომ­ვალ ცოლს/ქმარს ლუ­პით და­აკ­ვირ­დე­ბა და თუკი მიხ­ვდა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ასე თუ ისე მა­ინც შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ "სტან­დარ­ტებს" მხო­ლოდ ამის მერე მი­ი­ღებს და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ არ არ­სე­ბო­ბენ და არც იდე­ა­ლურ­თან ასე თუ ისე მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბით გვა­ნე­ბივ­რებს სამ­ყა­რო. ამი­ტომ ქალ­წუ­ლე­ბი ხში­რად, სავ­სე­ბით გა­აზ­რე­ბუ­ლად ირ­ჩე­ვენ მარ­ტო­ო­ბას. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს შე­ე­გუ­ონ ან სცა­დონ მა­ინც ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­მოს­წო­რე­ბის გზა­ზე და­ა­ყე­ნონ.

Astrologia

მშვილ­დო­სა­ნი - მისი მარ­ტო­ო­ბის მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბის წრე­გა­და­სუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. თუმ­ცა, სა­ნამ იგი ამ კონ­კრე­ტულ კონ­დინ­ცი­ამ­დე მივა, ბევ­რჯერ მო­ას­წრებს უღელ­ში თა­ვის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ყო­ფა-გა­მო­ყო­ფას. რის შე­დე­გა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად მივა დას­კვნამ­დე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მარ­ტო­ო­ბას და და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­სე­ბო­ბას არა­ფე­რი სჯო­ბია. ცხოვ­რე­ბის ბო­ლოს ბევ­რი მშვილ­დო­სა­ნი ატა­რებს მოგ­ზა­უ­რო­ბა-ხე­ტი­ალ­ში ან ცხო­ვე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის­გან ისი­ნი უკვე იღ­ლე­ბი­ან. თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტურ ვა­კუ­უმს ამ მხრივ მა­ინც არა­სო­დეს უქ­მნი­ან სა­კუ­თარ თავს. უბ­რა­ლოდ ცდი­ლო­ბენ, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ.

Astrologia

თხის რქა - ყვე­ლა­ზე ხში­რად მისი მარ­ტო­ო­ბის მი­ზე­ზი კა­რი­ე­რა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. თხის რქე­ბი უზო­მოდ მუ­ყა­ით და ამ­ტან ადა­მი­ან­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვის აქვთ მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მი­თა და გა­სა­ო­ცა­რი სი­ჯი­უ­ტით მი­ი­წე­ვენ წინ. გა­საკ­ვი­რი არაა რა­ტომ იკა­ვე­ბენ ისი­ნი უკვე მო­წი­ფულ ან ხან­დაზ­მულ ასაკ­ში სო­ლი­დურ თა­ნამ­დე­ბო­ბებს და საკ­ვან­ძო პო­ზი­ცი­ებს სამ­სა­ხურ­ში. სა­მა­გი­ე­როდ, მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო უწე­სე­ბენ სა­კუ­თარ თავს, ხში­რად ხდე­ბა მათ­თვის ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. ისი­ნი ხში­რად სავ­სე­ბით ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აკე­თე­ბენ არ­ჩე­ვანს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­სა და სა­სურ­ველ კა­რი­ე­რულ წინსვლას შო­რის, ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. ამი­ტომ ხან­დაზ­მულ ასაკ­ში თხის რქის მარ­ტო­ო­ბა, სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლი და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლიც კია. უფრო მე­ტიც, იგი სავ­სე­ბით მზა­დაა ასე­თი ხვედ­რის­თვის და არც არა­სო­დეს იცო­დებს თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ამჯობინებენ მარტოობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ამჯობინებენ მარტოობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?

ალბათ, ხშირად შეხვედრიხართ ადამიანებს, რომელთაც მთელი ცხოვრება მარტო განვლეს და სიცოცხლის ბოლო წლებსაც ნებაყოფლობით ატარებენ განმარტოებაში. ზოგჯერ, ეს ბედისწერის მუხანათობა ან ტრაგიკულ მოვლენათა ჯაჭვია, როცა ადამიანს ამ ქვეყნად აბსოლუტურად მარტო უწევს არსებობა, თუმცა ზოგიერთი ზოდიქოს ნიშანი გააზრებულად და აბსოლუტურად შეგნებულად იღებს ამ გადაწყვეტილებას.

ასტროლოგები სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით ხშირად ატარებენ კვლევებსა და გამოკითხვებს იმის დასადგენად, მაინც რა აიძულებს პიროვნებას საკუთარი თავი შესწიროს პროფესიულ საქმიანობას, საზოგადოებრივ ინტერესებს, პოლიტიკურ სარბიელს ან სულაც საკუთარ ეგოიზმს? ხომ არის შემთხვევები, როცა ბერბიჭებად ან შინაბერებად, დამოუკიდებლობის გადამეტებული სიყვარულის ან ზედმეტად პრეტენზიული დამოკიდებულების გამო რჩებიან საპირისპირო სქესის მიმართ. დღეს "ოქროს სამეულზე" უნდა ვისაბროთ, ან ზოდიაქოს იმ ნიშნებზე, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ვხვდებით მარტოსულებსა და მარტოხელა ადამიანებს, რომელთა მარტოობაც უმეტეს შემთხვევაში მათივე კეთილი ნებითაა განპირობებული და არა სამყაროს "სასტიკი" კანონზომიერებით.

ქალწული - როცა საქმე პრეტენზიულობაზე მიდგება, ალბათ არ არსებობს ნიშანი, რომელიც ქალწულს ამ კუთხით გაეჯიბრება. ზოგადად ქალწულებს შორის, იდეალურ მეუღლეებსა და პარტნიორებსაც ხშირად ვხვდებით. თუმცა, სანამ იგი ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამს, ათასგზის აწონ-დაწონის, მომვალ ცოლს/ქმარს ლუპით დააკვირდება და თუკი მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი ასე თუ ისე მაინც შეესაბამება მის მიერ შემუშავებულ "სტანდარტებს" მხოლოდ ამის მერე მიიღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. იდეალური ადამიანები კი მოგეხსენებათ არ არსებობენ და არც იდეალურთან ასე თუ ისე მიახლოებული ინდივიდებით გვანებივრებს სამყარო. ამიტომ ქალწულები ხშირად, სავსებით გააზრებულად ირჩევენ მარტოობას. ნაცვლად იმისა, რომ მეორე ნახევრის ნაკლოვანებებს შეეგუონ ან სცადონ მაინც ეს უკანასკნელი გამოსწორების გზაზე დააყენონ.

Astrologia

მშვილდოსანი - მისი მარტოობის მიზეზი ძირითადად თავისუფლების წრეგადასული სიყვარულია. თუმცა, სანამ იგი ამ კონკრეტულ კონდინციამდე მივა, ბევრჯერ მოასწრებს უღელში თავის ნებაყოფლობით გაყოფა-გამოყოფას. რის შედეგადაც აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ საბოლოო ჯამში მარტოობას და დამოუკიდებელ არსებობას არაფერი სჯობია. ცხოვრების ბოლოს ბევრი მშვილდოსანი ატარებს მოგზაურობა-ხეტიალში ან ცხოველების გარემოცვაში. იმიტომ რომ ადამიანებთან კონტაქტისგან ისინი უკვე იღლებიან. თუმცა, აბსოლუტურ ვაკუუმს ამ მხრივ მაინც არასოდეს უქმნიან საკუთარ თავს. უბრალოდ ცდილობენ, მომაბეზრებელი ვალდებულებები და მოვალეობები მინიმუმამდე დაიყვანონ.

Astrologia

თხის რქა - ყველაზე ხშირად მისი მარტოობის მიზეზი კარიერა და პროფესიული საქმიანობაა. თხის რქები უზომოდ მუყაით და ამტან ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან. ამიტომ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის აქვთ მიზანი, რომლისკენაც მუხლჩაუხრელი შრომითა და გასაოცარი სიჯიუტით მიიწევენ წინ. გასაკვირი არაა რატომ იკავებენ ისინი უკვე მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში სოლიდურ თანამდებობებს და საკვანძო პოზიციებს სამსახურში. სამაგიეროდ, მოვალეობის გრძნობა, რომელსაც ისინი პროფესიული საქმიანობის გამო უწესებენ საკუთარ თავს, ხშირად ხდება მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი პირადი ბედნიერების საპოვნელად. ისინი ხშირად სავსებით ნებაყოფლობით აკეთებენ არჩევანს საყვარელ ადამიანსა და სასურველ კარიერულ წინსვლას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ამიტომ ხანდაზმულ ასაკში თხის რქის მარტოობა, სრულიად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილიც კია. უფრო მეტიც, იგი სავსებით მზადაა ასეთი ხვედრისთვის და არც არასოდეს იცოდებს თავს.

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

დიდი ემოციური ტრავმა, შეზღუდვები და ურთიერთობების მოულოდნელად დასრულება - რას პროგნოზირებს ავსტრიელი ასტროლოგი 2020-ის დაბნელებებზე