10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლისში ვერძებს ქორწინების შანსი, მორიელებს სასიყვარულო ავანტიურა, თხის რქებს კი ღიმილის მასტერკლასი ელით
 ივლისში  ვერძებს ქორწინების შანსი, მორიელებს სასიყვარულო ავანტიურა, თხის რქებს კი ღიმილის მასტერკლასი  ელით

უფრო ვრცლად კი იმის შე­სა­ხებ, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ავან­ტუ­რა გე­ლით, სტა­ტი­ა­ში გა­ეც­ნო­ბით

ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში, ძი­რი­თა­დად სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი. ბევ­რი მათ­გა­ნი, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შეძ­ლებს მო­ნა­ხოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რი სპონ­სო­რი ან საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი. თუმ­ცა უკვე ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, მარ­ტო­ხე­ლა ვერ­ძე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში რო­მან­ტი­კის დროც დგე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ელ პარტნი­ორ­თან, ან სა­ზღვარ­გა­რეთ შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბი­სას) სულ მალე მენ­დელ­სო­ნის მარ­ში­თაც დაგ­ვირ­გვინ­დეს.

კუ­რო­ებს კი კუ­პი­დო­ნის ის­რე­ბის მო­გე­რი­ე­ბა, უკვე ივ­ლი­სის და­სა­წყი­სი­დან მო­უ­წევთ. ბევ­რი კურო სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნობს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ორ­დი­ნა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ ერ­თა­დერ­თსა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს, რო­მელ­თა­ნაც ოჯა­ხის შექ­მნა­ზე უპი­რო­ბოდ და­თან­ხმდე­ბო­და აქამ­დე რომ აღ­მო­ე­ჩი­ნა იგი. ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი შე­და­რე­ბით უფრო მშვი­დად ჩა­ივ­ლის, ამ პე­რი­ოდს ბევ­რი კურო სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­წყო­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში გა­ა­ტა­რებს.

ტყუ­პე­ბის დიდი ნა­წი­ლი ივ­ლი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს, ნაკ­ლე­ბად მი­ა­ნი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. და აი სწო­რად აქ შეც­დე­ბი­ან ძვირ­ფა­სი ტყუ­პე­ბი. იმი­ტომ რომ, ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­მო­მავ­ლოდ მათ ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი. ივ­ლი­სი ის პე­რი­ო­დია, როცა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ იბრწყი­ნონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­სა თუ პი­რად ფრონტზე. თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მელ­საც ამ დროს ჩა­ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, ცოტა უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით უწე­რია სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მის მი­ღე­ბა.

კირჩხი­ბებს ივ­ლი­სის თვე­ში პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად იმის გამო შე­ექ­მნე­ბათ, რომ, რო­გორც წესი, არ სურთ წარ­სულ­თან გან­შო­რე­ბა. ამის ხარ­ჯზე კი, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯე­როვ­ნად ვერ აფა­სებს აწ­მყოს და იქ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­უ­ლო­ბას. ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში, ბევრ კირჩხიბს მი­ე­ცე­მა შან­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღად­გი­ნოს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თა­ნაც რიგი მი­ზე­ზის გამო მო­უხ­და გან­შო­რე­ბა. თუმ­ცა, თუკი წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და დიდი იყო, აჯო­ბებს თავი და­ა­ნე­ბოთ დამ­სხვრე­უ­ლი თეფ­შის გამ­თე­ლე­ბის მცდე­ლო­ბას და ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ახა­ლი გა­ტა­ცე­ბის მო­სა­ძებ­ნად გა­ე­შუ­როთ. ვარ­სკვლა­ვე­ბი სწო­რედ ამ დროს გპირ­დე­ბი­ან საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ზა­ფხულს აღ­მერ­თებს, იმი­ტომ რომ ეს სწო­რედ ის დროა როცა სი­ცო­ცხლე ჩქეფს, ლომს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ რო­გორ უყ­ვარს გარ­თო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. მით უმე­ტეს, რომ ივ­ლი­სის თვე­ში ბევრ ლომს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბას ჰპირ­დე­ბი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი. თუმ­ცა, მა­ნამ სა­ნამ გა­აც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ "ეს სწო­რედ ის არის" შე­საძ­ლოა ბევ­რი შეც­დო­მაც და­უშ­ვათ. ას­ტრო­ლო­გე­ბი ლო­მებს ურ­ჩე­ვენ, მაქ­სი­მა­ლუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით მო­ე­კი­დონ ახალ ნაც­ნობ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, იმი­ტომ რომ გულ­წრფე­ლო­ბა სა­მო­მავ­ლოდ ის "კო­ზი­რი" იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თქვენს კავ­შირს ხან­გრძლი­ვი ვა­დით გა­ამ­ყა­რებს.

ქალ­წუ­ლე­ბი ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში სა­კუ­თარ თავ­ში და ზო­გა­დად, გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბით იქ­ნე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში შან­სი იმი­სა, რომ მათ ვინ­მეს­თან რო­მან­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა მო­უნ­დეთ საკ­მა­ოდ მცი­რეა. სა­მა­გი­ე­როდ ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, შე­საძ­ლოა გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი "მუდ­მი­ვად საქ­მი­ა­ნი იმი­ჯი­სა" მა­ინც შეძ­ლებს გუ­ლის სი­მე­ბი შე­გირ­ხი­ოთ და ცოტა ხნით მოგ­წყვი­ტოთ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ რუ­ტი­ნას.

სას­წორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი პი­რად ფრონტზე, ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყე­ბა. ზუს­ტად ამ დროს გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ინ­ტუ­ცი­ცია და ბევ­რი სას­წო­რი, მისი კარ­ნა­ხით იპოვ­ნის უშეც­დო­მოდ გზას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­კენ. მაგ­რამ, უკვე ივ­ლი­სის ბო­ლოს­კენ მო­გი­წევთ საკ­მა­ოდ დიდ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა რათა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შექ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი აი­რი­დოთ თა­ვი­დან. თუმ­ცა თქვენ ეს ნამ­დვი­ლად არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ძვირ­ფა­სო სას­წო­რე­ბო!

მო­რი­ე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ივ­ლი­სის თვეს ძა­ლი­ან მო­უც­ლე­ლი ხვდე­ბა. ამი­ტომ ბევ­რი თქვენ­გა­ნი ჩათ­ვლის, რომ დას­ვე­ნე­ბა­ზე და რო­მან­ტი­კა­ზე მხო­ლოდ ოც­ნე­ბა­ღა დარ­ჩე­ნია. თუმ­ცა არც მთლად ასე უი­მე­დო­დაა საქ­მე! სწო­რედ ივ­ლი­სის თვე­ში, კერ­ძოდ მისი შუა რი­ცხვე­ბი­დან გა­გა­ო­ცებთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­ჟი­ნე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა თქვენ მი­მართ. ხოლო უკვე თვის ბო­ლოს­კენ, შე­საძ­ლოა ახ­ლად და­წყე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ინ­ტრი­გა, გრძნო­ბე­ბის უზარ­მა­ზარ ფე­ი­ერ­ვერკში გა­დი­ა­ზარ­დოს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამას და­უ­გეგ­მა­ვი (თუმ­ცა მცი­რე ხნი­ა­ნი) შვე­ბუ­ლე­ბაც მოჰ­ყვეს, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გა­ჩუ­ქებთ.

მშვილ­დოს­ნებს ივ­ლი­სი თვე, პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ციკლს უფრო მე­ო­რე დე­კა­დი­დან ჰპირ­დე­ბა. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან მი­ე­ცე­მა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ბევრ წარ­მო­მად­გე­ნელს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­აქ­ცი­ოს და არა­ერ­თი კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი ან თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი შე­ი­ძი­ნოს. ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბას, ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი შეძ­ლე­ბენ ვინც აქამ­დე მტრუ­ლი თვა­ლით გი­ყუ­რებ­დათ და ცდი­ლობ­და მახე და­ე­გო თქვენ­თვის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არც ისაა, რომ თქვენს ერთ-ერთ "ყო­ფილ მტერ­თად" აა­წყოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც სა­მო­მავ­ლოდ სე­რი­ო­ზულ გრძნო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა.

თხის რქებს ივ­ლი­სის თვე­ში თან­და­ყო­ლი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა ერ­თი­ო­რად გა­უმ­ძაფ­რდე­ბათ. ამი­ტომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ ამ თვის პირ­ვე­ლი დე­კა­და ფაქ­ტობ­რი­ვად უე­მო­ცი­ოდ ჩა­ივ­ლის. მი­ზე­ზი თქვე­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი იმი­ჯია. რო­მე­ლიც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სა­შინ­ლად აფრ­თხობს. იქ­ნებ დად­გა დრო ცოტა მო­დუნ­დეთ და, რაც მთა­ვა­რია, ხში­რად გა­ი­ღი­მოთ? თქვენ მე­კი­თხე­ბით ვის გა­უ­ღო­მოთ კონ­კრე­ტუ­ლად? თუნ­დაც თქვე­ნი­ვე თა­ნამ­შრო­მელს რო­მე­ლიც გვერ­დით მა­გი­დას­თან ზის და ში­შით გა­მარ­ჯო­ბა­საც ძლივს გე­უბ­ნე­ბათ დი­ლით, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლი­სას. დიახ, დიახ ივ­ლი­სის თვე­ში ვარ­სკვლა­ვე­ბი ბევრ თხის რქას სწო­რედ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი რო­მა­ნის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. ჰოდა, რა­ტო­მაც არა?

მერ­წყუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ივ­ლი­სის თვე თავს მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბით და­ა­მახ­სოვ­რებს. თუმ­ცა შე­საძ­ლოა ეს ისე­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იყოს, რომ­ლის და­ფარ­ვა­საც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მონ­დო­მე­ბით შე­ეც­დე­ბი­ან გარ­შე­მო მყოფ­თა თვა­ლის­გან. ას­ტრო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი რო­მან­ტი­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, ჯან­სა­ღი კუ­თხით და ცივი გო­ნე­ბით შე­ა­ფა­სოთ მისი პერ­სპექ­ტი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან შან­სი იმი­სა, რომ ეს კავ­ში­რი სა­მო­მავ­ლოდ პრობ­ლე­მებს და ვნე­ბა­თა­ღელ­ვას მო­გი­ტანთ საკ­მა­ოდ დი­დია. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, ივ­ლი­სი ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნას და­უთ­მოთ, ვინ იცის მათ რი­გებ­ში იქ­ნებ ის ერ­თა­დერ­თიც აღ­მოჩ­ნდეს, ვის პოვ­ნა­საც ასე ნატ­რობთ?

თევ­ზებს ივ­ლი­სი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რებს. თუმ­ცა არც სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი კუ­თხით გე­ლით ცუდი პე­რი­ო­დი. ის კი არა, შე­საძ­ლოა სო­ლი­დუ­რი სპონ­სო­რიც შე­ი­ძი­ნოთ ამ თვე­ში თქვე­ნი რო­მე­ლი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თან ნაც­ნო­ბო­ბაც რა­ი­მე თხოვ­ნით ან დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით და­ი­წყე­ბა. შე­საძ­ლოა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოდ­გეს თქვენ­თვის სა­მო­მავ­ლოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ივლისში ვერძებს ქორწინების შანსი, მორიელებს სასიყვარულო ავანტიურა, თხის რქებს კი ღიმილის მასტერკლასი ელით

 ივლისში  ვერძებს ქორწინების შანსი, მორიელებს სასიყვარულო ავანტიურა, თხის რქებს კი ღიმილის მასტერკლასი  ელით

უფრო ვრცლად კი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის სასიყვარულო ავანტურა გელით, სტატიაში გაეცნობით

ვერძების უმრავლესობა ივლისის პირველ დეკადაში, ძირითადად სამსახურეობრივი და ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნება დაკავებული. ბევრი მათგანი, სწორედ ამ პერიოდში შეძლებს მონახოს გრძელვადიანი და სტაბილური სპონსორი ან საქმიანი პარტნიორი. თუმცა უკვე ივლისის მეორე ნახევრიდან, მარტოხელა ვერძების ცხოვრებაში რომანტიკის დროც დგება და შესაძლებელია ამ პერიოდში დაწყებული ნაცნობობა (ხშირ შემთხვევაში უცხოელ პარტნიორთან, ან საზღვარგარეთ შვებულების გატარებისას) სულ მალე მენდელსონის მარშითაც დაგვირგვინდეს.

კუროებს კი კუპიდონის ისრების მოგერიება, უკვე ივლისის დასაწყისიდან მოუწევთ. ბევრი კურო სწორედ ამ პერიოდში გაიცნობს აბსოლუტურად არაორდინალურ სიტუაციაში იმ ერთადერთსა და განუმეორებელს, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე უპირობოდ დათანხმდებოდა აქამდე რომ აღმოეჩინა იგი. ივლისის მეორე ნახევარი კი შედარებით უფრო მშვიდად ჩაივლის, ამ პერიოდს ბევრი კურო სამომავლო გეგმების დაწყობა-გაანალიზებაში გაატარებს.

ტყუპების დიდი ნაწილი ივლისის პირველ ნახევარში მომხდარ მოვლენებს, ნაკლებად მიანიჭებს უპირატესობას. და აი სწორად აქ შეცდებიან ძვირფასი ტყუპები. იმიტომ რომ, ზუსტად ამ პერიოდში დაწყებული პროცესები აღმოჩნდება სამომავლოდ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენების კატალიზატორი. ივლისი ის პერიოდია, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ იბრწყინონ საზოგადოებრივ ასპარეზსა თუ პირად ფრონტზე. თუმცა ურთიერთობას, რომელსაც ამ დროს ჩაეყრება საფუძველი, ცოტა უფრო მოგვიანებით უწერია სერიოზული ფორმის მიღება.

კირჩხიბებს ივლისის თვეში პრობლემა ძირითადად იმის გამო შეექმნებათ, რომ, როგორც წესი, არ სურთ  წარსულთან განშორება. ამის ხარჯზე კი, მათი უმრავლესობა ჯეროვნად ვერ აფასებს აწმყოს და იქ მიმდინარე მოვლენების პერსპექტიულობას. ივლისის პირველ დეკადაში, ბევრ კირჩხიბს მიეცემა შანსი ურთიერთობები აღადგინოს საყვარელ ადამიანთან, რომელთანაც რიგი მიზეზის გამო მოუხდა განშორება. თუმცა, თუკი წარსულის შეცდომები ძალიან მტკივნეული და დიდი იყო, აჯობებს თავი დაანებოთ დამსხვრეული თეფშის გამთელების მცდელობას და ივლისის მეორე ნახევრიდან ახალი გატაცების მოსაძებნად გაეშუროთ. ვარსკვლავები სწორედ ამ დროს გპირდებიან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობის დაწყების ალბათობას.

ლომების უმრავლესობა ზაფხულს აღმერთებს, იმიტომ რომ ეს სწორედ ის დროა როცა სიცოცხლე ჩქეფს, ლომს კი მოგეხსენებათ როგორ უყვარს გართობა და რომანტიკული თავგადასავლები. მით უმეტეს, რომ ივლისის თვეში ბევრ ლომს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობის დაწყების ალბათობას ჰპირდებიან ვარსკვლავები. თუმცა, მანამ სანამ გააცნობიერებთ, რომ "ეს სწორედ ის არის" შესაძლოა ბევრი შეცდომაც დაუშვათ. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, მაქსიმალური გულწრფელობით მოეკიდონ ახალ ნაცნობთან ურთიერთობას, იმიტომ რომ გულწრფელობა სამომავლოდ ის "კოზირი" იქნება, რომელიც თქვენს კავშირს ხანგრძლივი ვადით გაამყარებს.

ქალწულები ივლისის პირველ დეკადაში საკუთარ თავში და ზოგადად, გარშემო შექმნილი ქაოსური სიტუაციის დალაგებით იქნებიან დაკავებული. ამიტომ ამ პერიოდში შანსი იმისა, რომ მათ ვინმესთან რომანტიული ურთიერთობის დაწყება მოუნდეთ საკმაოდ მცირეა. სამაგიეროდ ივლისის მეორე ნახევარში, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მიუხედავად თქვენი "მუდმივად საქმიანი იმიჯისა" მაინც შეძლებს გულის სიმები შეგირხიოთ და ცოტა ხნით მოგწყვიტოთ სამსახურეობრივ რუტინას.

სასწორთა უმრავლესობის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები პირად ფრონტზე, ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ზუსტად ამ დროს გააქტიურდება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ინტუციცია და ბევრი სასწორი, მისი კარნახით იპოვნის უშეცდომოდ გზას საყვარელი ადამიანის გულისკენ. მაგრამ, უკვე ივლისის ბოლოსკენ მოგიწევთ საკმაოდ დიდ კომპრომისზე წასვლა რათა მოულოდნელად შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები აირიდოთ თავიდან. თუმცა თქვენ ეს ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ძვირფასო სასწორებო!

მორიელების უმრავლესობა ივლისის თვეს ძალიან მოუცლელი ხვდება. ამიტომ ბევრი თქვენგანი ჩათვლის, რომ დასვენებაზე და რომანტიკაზე მხოლოდ ოცნებაღა დარჩენია. თუმცა არც მთლად ასე უიმედოდაა საქმე! სწორედ ივლისის თვეში, კერძოდ მისი შუა რიცხვებიდან გაგაოცებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა დაჟინებული ყურადღება თქვენ მიმართ. ხოლო უკვე თვის ბოლოსკენ, შესაძლოა ახლად დაწყებული სასიყვარულო ინტრიგა, გრძნობების უზარმაზარ ფეიერვერკში გადიაზარდოს და გამორიცხული არაა, ამას დაუგეგმავი (თუმცა მცირე ხნიანი) შვებულებაც მოჰყვეს, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.

მშვილდოსნებს ივლისი თვე, პოზიტიური მოვლენების ციკლს უფრო მეორე დეკადიდან ჰპირდება. სწორედ ამ პერიოდიდან მიეცემა ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს იმის საშუალება, რომ საკუთარი პერსონა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს და არაერთი კეთილისმყოფელი ან თაყვანისმცემელი შეიძინოს. ამ პერიოდში თქვენი დადებითი თვისებების აღიარებას, ის ადამიანებიც კი შეძლებენ ვინც აქამდე მტრული თვალით გიყურებდათ და ცდილობდა მახე დაეგო თქვენთვის. გამორიცხული არც ისაა, რომ თქვენს ერთ-ერთ "ყოფილ მტერთად" ააწყოთ რომანტიკული ურთიერთობა, რაც სამომავლოდ სერიოზულ გრძნობაში გადაიზრდება.

თხის რქებს ივლისის თვეში თანდაყოლილი სერიოზულობა ერთიორად გაუმძაფრდებათ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ თვის პირველი დეკადა ფაქტობრივად უემოციოდ ჩაივლის. მიზეზი თქვენი სერიოზული იმიჯია. რომელიც თაყვანისმცემლებს საშინლად აფრთხობს. იქნებ დადგა დრო ცოტა მოდუნდეთ და, რაც მთავარია, ხშირად გაიღიმოთ? თქვენ მეკითხებით ვის გაუღომოთ კონკრეტულად? თუნდაც თქვენივე თანამშრომელს რომელიც გვერდით მაგიდასთან ზის და შიშით გამარჯობასაც ძლივს გეუბნებათ დილით, სამსახურში მისვლისას. დიახ, დიახ ივლისის თვეში ვარსკვლავები ბევრ თხის რქას სწორედ სამსახურეობრივი რომანის დაწყების ალბათობას უწინასწარმეტყველებენ. ჰოდა, რატომაც არა?

მერწყულების უმრავლესობას ივლისის თვე თავს მძაფრი ემოციებით დაამახსოვრებს. თუმცა შესაძლოა ეს ისეთი თავგადასავალი იყოს, რომლის დაფარვასაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მონდომებით შეეცდებიან გარშემო მყოფთა თვალისგან. ასტროლოგები გირჩევენ, ამ პერიოდში დაწყებული რომანტიული ნაცნობობა, ჯანსაღი კუთხით და ცივი გონებით შეაფასოთ მისი პერსპექტიულობის თვალსაზრისით, რადგან შანსი იმისა, რომ ეს კავშირი სამომავლოდ პრობლემებს და ვნებათაღელვას მოგიტანთ საკმაოდ დიდია. უმჯობესი იქნება, ივლისი ახალი მეგობრების შეძენას დაუთმოთ, ვინ იცის მათ რიგებში იქნებ ის ერთადერთიც აღმოჩნდეს, ვის პოვნასაც ასე ნატრობთ?

თევზებს ივლისი მოკლევადიანი, მაგრამ სასიამოვნო რომანტიკული თავგადასავლებით გაანებივრებს. თუმცა არც სამსახურეობრივი კუთხით გელით ცუდი პერიოდი. ის კი არა, შესაძლოა სოლიდური სპონსორიც შეიძინოთ ამ თვეში თქვენი რომელიმე ორიგინალური იდეის დასაფინანსებლად. ყურადღება მიაქციეთ საპირისპირო სქესის იმ წარმომადგენლებს, რომელთან ნაცნობობაც რაიმე თხოვნით ან დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით დაიწყება. შესაძლოა ეს ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივი და პოზიტიური გამოდგეს თქვენთვის სამომავლოდ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?