Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაიძულოთ ზოდიაქოს ნიშნები რომ ჩვენს სასარგებლოდ ჩაიდინონ რამე
როგორ ვაიძულოთ ზოდიაქოს ნიშნები რომ ჩვენს სასარგებლოდ ჩაიდინონ რამე

რა თქმა უნდა ერ­თობ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო და არა­ე­თი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბობს პა­ტა­რა და რაც მთა­ვა­რია, უწყი­ნა­რი ეშ­მა­კო­ბე­ბი, რო­მე­ლიც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ვი­ცით, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ უკა­ნას­კნელს საჩ­ვე­ნოდ რა­ი­მე საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნა ვა­ი­ძუ­ლოთ...

მაშ ასე, ვხსნით კარ­ტებს:

ვერძს რომ რა­ი­მე აი­ძუ­ლოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია უთხრათ, რომ ის ამას მა­ინც ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს, ამი­ტომ არც კი სთხოვთ მას ამას - მერ­წმუ­ნეთ შეძ­ლებს და თა­ნაც რო­გორ!

კუ­როს იძუ­ლე­ბის წე­სით ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბი­ნებთ! თავი მო­აჩ­ვე­ნეთ, რომ სა­ერ­თოდ არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით - ან უბ­რა­ლოდ გემ­რი­ელ სა­დილ­ზე მი­ი­პა­ტი­ჟეთ, სა­დაც თხოვ­ნის სა­ხით გა­აჟ­ღე­რებთ სა­კუ­თარ სურ­ვილს. როცა კური მა­ძღა­რია, ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რი ეჩ­ვე­ნე­ბა.

ტყუ­პის­თვის სა­კუ­თა­რი აზ­რის თავ­ზე მოხ­ვე­ვა რთუ­ლია. ის რა თქმა უნდა, მო­გის­მენთ, მაგ­რამ წა­მის მე­ა­სედ­ში და­ი­ვი­წყებს იმას, რაც უთხა­რით. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია აზარ­ტში ჩა­აგ­დოთ და რამე ისე­თი სთხო­ვოთ რაც სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა-გავ­რცე­ლე­ბა-გა­და­მოწ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. მერ­წმუ­ნეთ ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლებს.

კირჩხი­ბის გა­მო­საწ­ვე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია საქ­მე­ში მისი ოჯა­ხის წევ­რი ან ნა­თე­სა­ვი ჩარ­თოთ. უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში თხოვ­ნა, რო­მელ­საც მის მი­მართ გა­აჟ­ღე­რებთ რა­ღა­ცით მა­ინც უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს კირჩხი­ბის ოჯა­ხის ან ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს. თუკი რამე გა­მორ­ჩე­ნას ელის ამ მხრივ კირჩხი­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­გიწ­ვდით დახ­მა­რე­ბის ხელს.

ლომი გიჟ­დე­ბა სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე, ოღონდ თხოვ­ნა არა მე­გობ­რულ-ძმა­კა­ცურ ტონ­ში არა­მედ ჭეშ­მა­რი­ტი მთხოვ­ნე­ლის და "მა­ა­ჯე­ბე­ლის" ამ­პლუ­ა­ში უნდა გაჟ­ღერ­დეს. თუკი ლომი დარ­წმუნ­დე­ბა, რომ მის იქეთ გზა არ გაქვთ, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეხ­მა­რე­ბათ.

ქალ­წუ­ლი ყო­ველ­თვის მერ­კან­ტი­ლუ­რი კუ­თხით გა­ნი­ხი­ლავს სხვი­სი დახ­მა­რე­ბის სა­კითხს, ამი­ტომ სა­ნამ რა­მეს სთხოვ­დეთ ამ ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­ფიქ­სი­რეთ ის, თუ რა მო­გე­ბას ნა­ხავს იგი ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. უან­გა­რო ქველ­მოქ­მე­დე­ბა ამ ხალ­ხის სტი­ლი არ გახ­ლავთ.

სას­წორს დახ­მა­რე­ბის­თვის მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ, როცა რჩე­ვე­ბი გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ და არა რა­ი­მე ტი­პის კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იგი სა­კუ­თარ იმიჯს არა­სო­დეს გა­ი­ფუ­ჭებს თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გამო. უფა­სო რჩე­ვე­ბით კი იცო­ცხლეთ ბლო­მად მო­გა­მა­რა­გებთ.

მო­რი­ელს არა­სო­დეს სთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა პირ­და­პირ. მით უმე­ტეს თუ მის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­გი­კე­თე­ბი­ათ სა­სარ­გებ­ლო. აჯო­ბებს ჯერ იქეთ გა­დად­გათ მის­კენ სი­კე­თის ნა­ბი­ჯე­ბი და შემ­დგომ­ში თა­ვად იზ­რუ­ნებს მო­რი­ე­ლი რომ ვალ­ში არ დარ­ჩეს ამ მხრივ. ამ ხალ­ხს ვალ­ში მყო­ფის პო­ზი­ცია ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს.

მშვილ­დო­სანს თა­მა­მად სთხო­ვეთ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა, თუნ­დაც იგი თქვენ­თვის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გა­ცო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყოს. შან­სი იმი­სა, რომ და­უ­ფიქ­რებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო დი­დია ამ დროს, იმი­ტომ რომ მშვილ­დოს­ნებს მოს­წონთ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა.

თხის რქას ნუ­რა­სო­დეს აი­ძუ­ლებთ თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თოს რამე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის ისე გა­მო­გი­ყე­ნებთ იქით, რომ ამის შე­სა­ხებ თა­ვა­დაც გვი­ან გა­ი­გებთ. თუკი თქვენ მას­ზე ჩი­ნით, ავ­ტო­რი­ტე­ტით ან გა­ნათ­ლე­ბით აღ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ირ­ჯე­ბა იგი თქვენ­თვის.

მერ­წყუ­ლი უზო­მოდ მე­გობ­რუ­ლი ნი­შა­ნია, თუმ­ცა ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ თქვენს დაკ­რულ­ზე იცეკ­ვებს. მას შე­უძ­ლია და­გეხ­მა­როთ კი­დეც, ოღონდ მხო­ლოდ მა­შინ, თუ ამის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი თა­ვად აქვს. და­ძა­ლე­ბით ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით არა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. შე­სა­ბა­მი­სად, და­ე­ლო­დეთ მის ინი­ცი­ა­ტი­ვას.

თევ­ზე­ბი ყო­ველ­თვის მზა­დაა და­ეხ­მა­როს სხვას, ამი­ტომ ამ ადა­მი­ან­თან არა­ნა­ი­რი სვლე­ბის და­გეგ­მვა არ მო­გი­წევთ სა­ი­მი­სოდ, რომ მას რა­ი­მე თქვენს სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ. თუმ­ცა, იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლი და ქა­ო­სუ­რია, რომ შე­საძ­ლოა თა­ვად აღარ მო­გინ­დეთ მის­თვის რა­მის და­ვა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ ვაიძულოთ ზოდიაქოს ნიშნები რომ ჩვენს სასარგებლოდ ჩაიდინონ რამე

როგორ ვაიძულოთ ზოდიაქოს ნიშნები რომ ჩვენს სასარგებლოდ ჩაიდინონ რამე

რა თქმა უნდა ერთობ არასახარბიელო და არაეთიკური საქციელია, თუმცა არსებობს პატარა და რაც მთავარია, უწყინარი ეშმაკობები, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ პიროვნების ზოდიაქოს ნიშანი ვიცით, დაგვეხმარება ამ უკანასკნელს საჩვენოდ რაიმე საქციელის ჩადენა ვაიძულოთ...

მაშ ასე, ვხსნით კარტებს:

ვერძს რომ რაიმე აიძულოთ, აუცილებელია უთხრათ, რომ ის ამას მაინც ვერასოდეს შეძლებს, ამიტომ არც კი სთხოვთ მას ამას - მერწმუნეთ შეძლებს და თანაც როგორ!

კუროს იძულების წესით ვერაფერს გააკეთებინებთ! თავი მოაჩვენეთ, რომ საერთოდ არ ეწინააღმდეგებით - ან უბრალოდ გემრიელ სადილზე მიიპატიჟეთ, სადაც თხოვნის სახით გააჟღერებთ საკუთარ სურვილს. როცა კური მაძღარია, ცხოვრება მშვენიერი ეჩვენება.

ტყუპისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა რთულია. ის რა თქმა უნდა, მოგისმენთ, მაგრამ წამის მეასედში დაივიწყებს იმას, რაც უთხარით. ამიტომ სასურველია აზარტში ჩააგდოთ და რამე ისეთი სთხოვოთ რაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვება-გავრცელება-გადამოწმების აუცილებლობას მოითხოვს. მერწმუნეთ ცდუნებას ვერ გაუძლებს.

კირჩხიბის გამოსაწვევად აუცილებელია საქმეში მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ჩართოთ. უკეთეს შემთხვევაში თხოვნა, რომელსაც მის მიმართ გააჟღერებთ რაღაცით მაინც უნდა უკავშირდებოდეს კირჩხიბის ოჯახის ან ახლობლების ინტერესებს. თუკი რამე გამორჩენას ელის ამ მხრივ კირჩხიბი სიამოვნებით გამოგიწვდით დახმარების ხელს.

ლომი გიჟდება სხვების დახმარებაზე, ოღონდ თხოვნა არა მეგობრულ-ძმაკაცურ ტონში არამედ ჭეშმარიტი მთხოვნელის და "მააჯებელის" ამპლუაში უნდა გაჟღერდეს. თუკი ლომი დარწმუნდება, რომ მის იქეთ გზა არ გაქვთ, სიამოვნებით დაგეხმარებათ.

ქალწული ყოველთვის მერკანტილური კუთხით განიხილავს სხვისი დახმარების საკითხს, ამიტომ სანამ რამეს სთხოვდეთ ამ ადამიანს აუცილებლად დაუფიქსირეთ ის, თუ რა მოგებას ნახავს იგი ერთობლივი თანამშრომლობის შემთხვევაში. უანგარო ქველმოქმედება ამ ხალხის სტილი არ გახლავთ.

სასწორს დახმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართეთ, როცა რჩევები გესაჭიროებათ და არა რაიმე ტიპის კონკრეტული ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საკუთარ იმიჯს არასოდეს გაიფუჭებს თქვენი პრობლემების მოგვარების გამო. უფასო რჩევებით კი იცოცხლეთ ბლომად მოგამარაგებთ.

მორიელს არასოდეს სთხოვოთ დახმარება პირდაპირ. მით უმეტეს თუ მისთვის ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებიათ სასარგებლო. აჯობებს ჯერ იქეთ გადადგათ მისკენ სიკეთის ნაბიჯები და შემდგომში თავად იზრუნებს მორიელი რომ ვალში არ დარჩეს ამ მხრივ. ამ ხალხს ვალში მყოფის პოზიცია ძალიან აღიზიანებს.

მშვილდოსანს თამამად სთხოვეთ ნებისმიერ შემთხვევაში დახმარება, თუნდაც იგი თქვენთვის ნახევარი საათის გაცობილი ადამიანი იყოს. შანსი იმისა, რომ დაუფიქრებლად დაგეხმარებათ უფრო დიდია ამ დროს, იმიტომ რომ მშვილდოსნებს მოსწონთ უცნობ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა.

თხის რქას ნურასოდეს აიძულებთ თქვენს სასარგებლოდ გააკეთოს რამე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისე გამოგიყენებთ იქით, რომ ამის შესახებ თავადაც გვიან გაიგებთ. თუკი თქვენ მასზე ჩინით, ავტორიტეტით ან განათლებით აღმატებული ადამიანი ხართ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირად იქნება და სიამოვნებით გაირჯება იგი თქვენთვის.

მერწყული უზომოდ მეგობრული ნიშანია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენს დაკრულზე იცეკვებს. მას შეუძლია დაგეხმაროთ კიდეც, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ამის გაკეთების სურვილი თავად აქვს. დაძალებით ან მანიპულაციით არაფერი გამოგივათ. შესაბამისად, დაელოდეთ მის ინიციატივას.

თევზები ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სხვას, ამიტომ ამ ადამიანთან არანაირი სვლების დაგეგმვა არ მოგიწევთ საიმისოდ, რომ მას რაიმე თქვენს საკეთილდღეოდ გააკეთებინოთ. თუმცა, იმდენად დაბნეული და ქაოსურია, რომ შესაძლოა თავად აღარ მოგინდეთ მისთვის რამის დავალება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?