პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა შემოვირიგოთ ქალი, თუ მისი ზოდიაქო ვიცით?
როგორ უნდა შემოვირიგოთ ქალი, თუ მისი ზოდიაქო ვიცით?

მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "ხუშ­ტუ­რე­ბის" ძი­რი­თად ნა­წილს ვერ ან არ ხვდე­ბა. მათ შო­რი­საა ბუ­ტი­ა­ო­ბა და წვრილ­მა­ნებ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბა.იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იცით, კონ­ფლიქ­ტი­სა და გა­უ­გებ­რო­ბის შემ­დეგ მის შე­მო­სა­რი­გებ­ლად გზე­ბის მო­ნახ­ვა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და იოლი საქ­მე იქ­ნე­ბა.

ვერ­ძი

ქალი ვერ­ძი ფეთ­ქე­ბა­დი, ემო­ცი­უ­რი და ფი­ცხია. ამი­ტომ მისი რის­ხვა მა­მა­კაცს, რო­გორც წესი, ატო­მუ­რი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბა­სა­ვით ატყდე­ბა თავს. მაგ­რამ ასე იგი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ცე­ვა, როცა ნამ­დვი­ლად უყ­ვარს ვინ­მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ­ძი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში გაბ­რა­ზე­ბის კი არა სი­ჩუ­მის უნდა გე­ში­ნო­დეთ ძვირ­ფა­სო მამ­რე­ბო. სა­ი­მი­სოდ, რომ ქალი ვერ­ძი შე­მო­ი­რი­გოთ, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით ბო­ლომ­დე ამოთ­ქვას თქვენ მი­მართ გულ­ში დაგ­რო­ვი­ლი წყე­ნა და პრე­ტენ­ზი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, მას­თან დი­ა­ლოგ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი დო­ზით გა­მო­ი­ყე­ნეთ იუ­მო­რი; მერ­წმუ­ნეთ, ასე ნე­ბის­მი­ერ ყი­ნულს გა­ად­ნობთ ვერ­ძის გულ­ში.

კურო

ქალი კურო სა­ოც­რად მომთმე­ნი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და დინ­ჯი ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ მარ­ტი­ვი ქა­ლუ­რი ხუშ­ტუ­რე­ბი და ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გორც წესი, მას იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ქა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა თუ შე­ძე­ლით ე.ი. რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "მი­გი­ქა­რავთ". კურო ვერ­ძი არ არის, რომ წყე­ნამ ორ სა­ათ­ში გა­უ­ა­როს, ამი­ტომ მისი გუ­ლის ხელ­მე­ო­რედ მო­სა­გე­ბად და ძვე­ლე­ბუ­რი ნდო­ბის აღ­სად­გე­ნად ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მო­გიხ­დე­ბათ ლო­დი­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა და ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო, გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის და­ნახ­ვე­ბა მის­თვის.

ტყუ­პი

ქალი ტყუ­პი ცვა­ლე­ბა­დი, ემო­ცი­უ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი ქმნი­ლე­ბაა. მისი გაბ­რა­ზე­ბა ისე­ვე რო­გორც გა­ხა­რე­ბა, მარ­ტი­ვი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად იოლი რა­მაა. ტყუპს შე­უძ­ლია წა­მის მე­ა­სედ­ში უკი­დუ­რე­სი ის­ტე­რი­კის შე­მო­ტე­ვა გა­ი­თა­მა­შოს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის მი­სა­მარ­თით, თა­ნაც ისე, რომ ამ უკა­ნას­კნელს თმა ყალ­ყზე და­უდ­გეს აღ­შფო­თე­ბის­გან. თუმ­ცა, ასე­თი ქა­ლის გაბ­რა­ზე­ბის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, წყე­ნა, რო­გორც წესი, მას მოკ­ლე ხან­ში ავი­წყდე­ბა. მთა­ვა­რია, როცა ბრა­ზობს სა­უბ­რის და "ქა­ქა­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ. ერ­თი­ორ­ჯერ ქო­ქო­ლას მო­გაყ­რით და მა­ლე­ვე შე­გი­რიგ­დე­ბათ, მო­რიგ კონ­ფლიქ­ტამ­დე.

კირჩხი­ბი

ქალი კირჩხი­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბა­ზე ად­ვი­ლი ალ­ბათ არა­ფე­რია ბუ­ნე­ბა­ში. ამას­თან ერ­თად, კირჩხი­ბის გა­ბუტვის მი­ზეზს ხში­რად არა­თუ მა­მა­კა­ცი, ახლო მე­გო­ბა­რი ქა­ლე­ბიც კი ვერ ხვდე­ბი­ან ბო­ლომ­დე და პრინ­ციპ­ში თა­ვად კირჩხიბ­საც ვერ გა­უ­გია ხში­რად რა­ტომ ეც­ვლე­ბა გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი­დან ნე­გა­ტი­უ­რის­კენ, სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლად. კირჩხი­ბი ბუ­ნე­ბით სენ­სი­ტი­უ­რი, სით­ბო­სა და ზრუნ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ "გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლის ნი­ღაბს" ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად, ყო­ველ­გვა­რი არ­სე­ბი­თი მი­ზე­ზის გა­რე­შეც მარ­ტი­ვად ირ­გებს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე მი­ა­ტო­ვოს და მის­კენ გა­ე­შუ­როს სიყ­ვა­რუ­ლის კი­დევ ერთხელ და მე­ა­თი­ა­თასე­ჯერ და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ლომი

ლომი ქალი უზო­მოდ ამა­ყი, სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბის შეგ­რძნე­ბით აღ­სავ­სე და თავ­მომ­წო­ნე ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ ქალი ლო­მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა სუ­ლაც არ გახ­ლავთ იოლი საქ­მე. ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მა­კაცს "თი­თის წვე­რებ­ზე" სი­ა­რუ­ლი მო­ე­თხო­ვე­ბა, სა­ი­მი­სოდ, რომ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ქალი ლომი ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ძუნ­წის, უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ნა­წყენ­დე­ბა კაც­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რო­მე­ლი­ღაც ცოდ­ვა­თა­გა­ნი ჩა­ი­დი­ნეთ, თქვე­ნი სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტის 98% გა­ღე­ბა მო­გი­წევთ მისი გუ­ლის ხე­ლახ­ლა მო­სა­გე­ბად. ამას­თან ერ­თად, სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­დაც უნდა იქ­ცეთ სა­ჩუქ­რე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

ქალ­წუ­ლი

შეგ­ნე­ბუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე ქა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მას იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს ტი­პუ­რი, ქა­ლუ­რი ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბი და დრა­მა­ტიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ქალ­წუ­ლი ქალი შე­იძ­ლე­ბა წყო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს და მა­მა­კაც­ზე გული აიც­რუ­ოს. მათ შო­რი­საა ამ უკა­ნას­კნე­ლის მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი საქ­ცი­ე­ლი. ქალ­წულს არ უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თუ გეგ­მავთ, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­არ­ქვათ და ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­პი­რე­ბი ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვეჭ­ვობ, ერ­თად დიდ­ხანს გაძ­ლოთ.

სას­წო­რი

მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლია, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბის მო­მენ­ტშიც არ ქრე­ბა სას­წო­რის სა­ხი­დან. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ჰა­ე­რო­ვა­ნი და ფუმ­ფუ­ლა იმი­ჯი­სა, ქალ სას­წორს სა­ო­ცა­რი პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­სა და სი­ჯი­უ­ტის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლია პე­რი­ო­დუ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მის ამ სირ­ბი­ლეს არ და­ა­ფა­სებს, სა­მო­მავ­ლოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე მო­უ­წევს ამ ქა­ლის ღი­მი­ლი­ა­ნი უა­რის და მისი ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვის ატა­ნა. სა­ი­მი­სოდ, რომ სას­წორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ აღად­გი­ნოთ, მო­უ­წყვეთ მას რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ტკბი­ლე­უ­ლით; და რაც მთა­ვა­რია, სით­ბო აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტეთ. ეს ყვე­ლა­ზე ნა­ცა­დი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია სას­წო­რის გუ­ლის მო­სა­გე­ბად.

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლი ქა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა არა­თუ არა­სა­სურ­ვე­ლი, სა­ხი­ფა­თო საქ­მეც კია ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის­თვის. იმი­ტომ რომ ამ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და უზო­მოდ თავ­მოყ­ვა­რე ქა­ლის გო­ნე­ბა­ში არა­ვინ იცის რა სა­ხის მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს დამ­ნა­შა­ვე მამ­რის და­სას­ჯე­ლად. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­რი­ელ ქალს ორ­პი­რო­ბა, ღა­ლა­ტის მცდე­ლო­ბა (თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქ­ტი არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა!!!) და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა აღი­ზი­ა­ნებს. სა­ი­მი­სოდ, რომ მისი გული ისევ მო­ი­გოთ, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა და­ა­ნახ­ვოთ, რომ მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბამ თქვენ­თვის ყო­ველ­გვა­რი აზრი და­კარ­გა. დროს ნუ გაფ­ლან­გავთ მრა­ვალ­სა­ა­თი­ან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებ­ში. უბ­რა­ლოდ და გულ­წრფე­ლად აღი­ა­რეთ თქვე­ნი და­ნა­შა­უ­ლი. ვერ ვი­ტყვი რომ მალე, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, რა­ღაც პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ მო­რი­ელს შე­საძ­ლოა გული მა­ინც მო­უბ­რუნ­დეს თქვენ­კენ.

მშვილ­დო­სა­ნი

ქალი მშვილ­დო­სა­ნი სა­ოც­რად ინ­ფან­ტი­ლუ­რი, გულ­მარ­თა­ლი და ბავ­შვუ­რი ინ­დი­ვი­დია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თვრა­მე­ტი წლი­საა იგი, თუ ოც­დათ­ვრა­მე­ტის, მისი წყე­ნი­ნე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა პირ­ველ რიგ­ში უხე­შო­ბით, უყუ­რა­დღე­ბო­ბი­თა და ცი­ნიზ­მით. მშვილ­დო­სა­ნი ქალი ვერ იტანს მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას თუნ­დაც იგი სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მას ამ­გვა­რი "სა­ჩუქ­რით" ხში­რად ანე­ბივ­რებს, ამ ქა­ლის სა­მუ­და­მოდ და­კარ­გვის საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა. თუ გსურთ, მისი გული ჩხუ­ბის შემ­დეგ ისევ მო­ი­გოთ, შეს­თა­ვა­ზეთ სად­მე ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა. ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იგი მარ­ტი­ვად და­ი­ვი­წყებს წყე­ნას და სა­მო­მავ­ლოდ ისევ მხურ­ვა­ლე რო­მანს გა­ა­ჩა­ღებს თქვენ­თან.

თხის რქა

ქალი თხის რქა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­კი­თხში უზო­მოდ წინ­და­ხე­დუ­ლი ინ­დი­ვი­დია. მას არ ახა­სი­ა­თებს მარ­ტი­ვად და სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ეს მის სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნებ­საც ეხე­ბა. ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თუ მა­მა­კაც­მა, რო­მელ­საც იგი გულ­დას­მით არ­ჩევ­და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე მას გული მა­ინც ატ­კი­ნა, თხის რქა მყის­ვე დის­ტან­ცი­ის და­კა­ვე­ბას შე­ეც­დე­ბა და დამ­ნა­შა­ვეს, ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე არ მის­ცემს ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­მი­სოდ, რომ მისი ნდო­ბა ისევ მო­ი­პო­ვის კაც­მა, აუ­ცი­ლე­ბა­ლია, რა­ი­მე ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლით და­არ­წმუ­ნოს იგი სა­კუ­თარ სი­ნა­ნულ­ში. სა­ა­მი­სოდ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა და ყუ­რა­დღე­ბაც გა­მოდ­გე­ბა. არა­ნაკ­ლებ ეფექტს მოგ­ცემთ ის ფაქ­ტი, თუ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ას­პა­რეზ­ზე და­უ­ჭერთ მის წინსვლას მხარს.

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლი ქალი ბუ­ნე­ბით უკონ­ფლიქ­ტო, სა­ოც­რად ჰუ­მა­ნუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­სე­ბაა. იგი, რო­გორც წესი, არა­სო­დეს გა­მო­დის წყო­ბი­დან და ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს მა­მა­კა­ცის­თვის დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნე­ბის გა­მარ­თვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. ქალი მერ­წყუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნით ღი­ზი­ან­დე­ბა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. თუმ­ცა, ამ უკა­ნას­კნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტას ტი­რი­ლი­თა და ჩხუ­ბით არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს, უბ­რა­ლოდ სექ­სი აღარ ექ­ნე­ბა მას­თან და შეს­თა­ვა­ზებს სა­მო­მავ­ლოდ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი შე­საძ­ლოა ვინ­მეს მარ­ტი­ვად მო­ეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა დას­კვნის გა­მო­ტა­ნას ნუ იჩ­ქა­რებთ. საქ­მე იმა­შია, რომ მერ­წყუ­ლი ყო­ველ­თვის პა­სუხს აგებს სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, თუ მან თქვენ­ზე გული აიც­რუა, ამ ფაქტს ძნე­ლად თუ რამე შეც­ვლის. ამი­ტომ შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ მის "ექსს" მარ­ტო­ო­დენ მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მო­უხ­დეს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

თევ­ზე­ბი

ქალი თევ­ზი ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და რო­მან­ტი­კო­სი არ­სე­ბაა. მისი გუ­ლის ტკე­ნა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა. თუმ­ცა, წყე­ნას იგი ხში­რად არ ამ­ჟღავ­ნებს რე­ა­ლუ­რად და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ცდი­ლობს საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი აპა­ტი­ოს. ჰოდა, აი, სწო­რედ აქ ცდე­ბა იგი! იმი­ტომ რომ, რო­გორც წესი, მისი მიმ­ტე­ვებ­ლო­ბით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად თავს ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბა­საც აძ­ლე­ვენ ისევ და ისევ თევ­ზი ქა­ლის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის იმე­დით. თუმ­ცა, ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აც დგე­ბა, როცა თევ­ზი "პირ­ში წყალს ჩა­ი­გუ­ბებს" და საკ­მა­ოდ დიდი ხნი­თაც. ასეთ დროს მა­მა­კაცს სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზე და­ფიქ­რე­ბა და საყ­ვა­რელ ქალ­თან გულ­წრფე­ლი მო­ბო­დი­შე­ბით მის­ვლა მო­ე­თხო­ვე­ბა. მი­ე­ცით მას დრო ემო­ცი­ე­ბის გა­და­სა­ხარ­შა­ვად, ნუ შე­უ­ღო­ნებთ გულს ხვეწ­ნა-მუ­და­რი­თა და გო­დე­ბით. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ქალი თევ­ზი თა­ვად გა­პა­ტი­ებთ, ოღონდ რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი ვა­დით, ეს უკვე თქვენს დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

როგორ უნდა შემოვირიგოთ ქალი, თუ მისი ზოდიაქო ვიცით?

როგორ უნდა შემოვირიგოთ ქალი, თუ მისი ზოდიაქო ვიცით?

მამაკაცების დიდი ნაწილი ქალისთვის დამახასიათებელი "ხუშტურების" ძირითად ნაწილს ვერ ან არ ხვდება. მათ შორისაა ბუტიაობა და წვრილმანებზე განაწყენება.იმ შემთხვევაში, თუ საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი იცით, კონფლიქტისა და გაუგებრობის შემდეგ მის შემოსარიგებლად გზების მონახვა საკმაოდ მარტივი და იოლი საქმე იქნება.

ვერძი

ქალი ვერძი ფეთქებადი, ემოციური და ფიცხია. ამიტომ მისი რისხვა მამაკაცს, როგორც წესი, ატომური ბომბის აფეთქებასავით ატყდება თავს. მაგრამ ასე იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როცა ნამდვილად უყვარს ვინმე. აქედან გამომდინარე, ვერძი ქალის შემთხვევაში გაბრაზების კი არა სიჩუმის უნდა გეშინოდეთ ძვირფასო მამრებო. საიმისოდ, რომ ქალი ვერძი შემოირიგოთ, საშუალება მიეცით ბოლომდე ამოთქვას თქვენ მიმართ გულში დაგროვილი წყენა და პრეტენზიები. გარდა ამისა, მასთან დიალოგში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ იუმორი; მერწმუნეთ, ასე ნებისმიერ ყინულს გაადნობთ ვერძის გულში.

კურო

ქალი კურო საოცრად მომთმენი, თავშეკავებული და დინჯი ინდივიდია. ამიტომ მარტივი ქალური ხუშტურები და ჭირვეულობები, როგორც წესი, მას იშვიათად ახასიათებს. შესაბამისად, ასეთი ქალის განაწყენება თუ შეძელით ე.ი. რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი "მიგიქარავთ". კურო ვერძი არ არის, რომ წყენამ ორ საათში გაუაროს, ამიტომ მისი გულის ხელმეორედ მოსაგებად და ძველებური ნდობის აღსადგენად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგიხდებათ ლოდინი, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ჩადენილი საქციელის გამო, გულწრფელი სინანულის დანახვება მისთვის.

ტყუპი

ქალი ტყუპი ცვალებადი, ემოციური და ხმაურიანი ქმნილებაა. მისი გაბრაზება ისევე როგორც გახარება, მარტივი და აბსოლუტურად იოლი რამაა. ტყუპს შეუძლია წამის მეასედში უკიდურესი ისტერიკის შემოტევა გაითამაშოს საყვარელი მამაკაცის მისამართით, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თმა ყალყზე დაუდგეს აღშფოთებისგან. თუმცა, ასეთი ქალის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ, წყენა, როგორც წესი, მას მოკლე ხანში ავიწყდება. მთავარია, როცა ბრაზობს საუბრის და "ქაქანის" საშუალება მისცეთ. ერთიორჯერ ქოქოლას მოგაყრით და მალევე შეგირიგდებათ, მორიგ კონფლიქტამდე.

კირჩხიბი

ქალი კირჩხიბის განაწყენებაზე ადვილი ალბათ არაფერია ბუნებაში. ამასთან ერთად, კირჩხიბის გაბუტვის მიზეზს ხშირად არათუ მამაკაცი, ახლო მეგობარი ქალებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე და პრინციპში თავად კირჩხიბსაც ვერ გაუგია ხშირად რატომ ეცვლება განწყობა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, სრულიად აუხსნელად. კირჩხიბი ბუნებით სენსიტიური, სითბოსა და ზრუნვის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ "განაწყენებულის ნიღაბს" ხშირად სპეციალურად, ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშეც მარტივად ირგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელმა მამაკაცმა, ყველანაირი საქმე მიატოვოს და მისკენ გაეშუროს სიყვარულის კიდევ ერთხელ და მეათიათასეჯერ დასამტკიცებლად.

ლომი

ლომი ქალი უზომოდ ამაყი, საკუთარი ღირების შეგრძნებით აღსავსე და თავმომწონე ინდივიდია. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემლობა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ფაქტობრივად მამაკაცს "თითის წვერებზე" სიარული მოეთხოვება, საიმისოდ, რომ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. ქალი ლომი ყველაზე მეტად სიძუნწის, უყურადღებობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ნაწყენდება კაცზე. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ხსენებული რომელიღაც ცოდვათაგანი ჩაიდინეთ, თქვენი სახელფასო ბიუჯეტის 98% გაღება მოგიწევთ მისი გულის ხელახლა მოსაგებად. ამასთან ერთად, სითბოს, ყურადღებისა და გულისხმიერების განსახიერებადაც უნდა იქცეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების პარალელურად.

ქალწული

შეგნებული, გაწონასწორებული და სტაბილური ფსიქიკის მქონე ქალების კატეგორიას განეკუთვნება. მას იშვიათად ახასიათებს ტიპური, ქალური ჭირვეულობები და დრამატიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალწული ქალი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს და მამაკაცზე გული აიცრუოს. მათ შორისაა ამ უკანასკნელის მხრიდან უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა და არაპროგნოზირებადი საქციელი. ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და ნებისმიერი დანაპირები ყოველთვის დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეჭვობ, ერთად დიდხანს გაძლოთ.

სასწორი

მისი სავიზიტო ბარათი მომხიბვლელი ღიმილია, რომელიც გაბრაზების მომენტშიც არ ქრება სასწორის სახიდან. თუმცა, მიუხედავად ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა იმიჯისა, ქალ სასწორს საოცარი პრინციპულობისა და სიჯიუტის გამოვლენა შეუძლია პერიოდულად. შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც მის ამ სირბილეს არ დააფასებს, სამომავლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწევს ამ ქალის ღიმილიანი უარის და მისი ემოციური სიცივის ატანა. საიმისოდ, რომ სასწორთან ურთიერთობა ისევ აღადგინოთ, მოუწყვეთ მას რომანტიკული სიურპრიზები, გაანებივრეთ ყვავილებითა და ტკბილეულით; და რაც მთავარია, სითბო აშკარად გამოხატეთ. ეს ყველაზე ნაცადი და აპრობირებული მეთოდია სასწორის გულის მოსაგებად.

მორიელი

მორიელი ქალის განაწყენება არათუ არასასურველი, სახიფათო საქმეც კია ნებისმიერი მამაკაცისთვის. იმიტომ რომ ამ შურისმაძიებელი და უზომოდ თავმოყვარე ქალის გონებაში არავინ იცის რა სახის მზაკვრული გეგმა შეიძლება გაჩნდეს დამნაშავე მამრის დასასჯელად. ყველაზე მეტად მორიელ ქალს ორპირობა, ღალატის მცდელობა (თავად ღალატის ფაქტი არც კი განიხილება!!!) და არასტაბილურობა აღიზიანებს. საიმისოდ, რომ მისი გული ისევ მოიგოთ, დაშვებული შეცდომების შემდეგ, ყველანაირად უნდა დაანახვოთ, რომ მის გარეშე ცხოვრებამ თქვენთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. დროს ნუ გაფლანგავთ მრავალსაათიან ახსნა-განმარტებებში. უბრალოდ და გულწრფელად აღიარეთ თქვენი დანაშაული. ვერ ვიტყვი რომ მალე, თუმცა შესაძლოა, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ მორიელს შესაძლოა გული მაინც მოუბრუნდეს თქვენკენ.

მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი საოცრად ინფანტილური, გულმართალი და ბავშვური ინდივიდია. არ აქვს მნიშვნელობა თვრამეტი წლისაა იგი, თუ ოცდათვრამეტის, მისი წყენინება საკმაოდ მარტივი საქმეა პირველ რიგში უხეშობით, უყურადღებობითა და ცინიზმით. მშვილდოსანი ქალი ვერ იტანს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას თუნდაც იგი სავსებით სამართლიანი იყოს. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც მას ამგვარი "საჩუქრით" ხშირად ანებივრებს, ამ ქალის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. თუ გსურთ, მისი გული ჩხუბის შემდეგ ისევ მოიგოთ, შესთავაზეთ სადმე ერთად მოგზაურობა. ამგვარ სიტუაციაში იგი მარტივად დაივიწყებს წყენას და სამომავლოდ ისევ მხურვალე რომანს გააჩაღებს თქვენთან.

თხის რქა

ქალი თხის რქა თავშეკავებული, წინდახედული და გრძნობების გამოხატვის საკითხში უზომოდ წინდახედული ინდივიდია. მას არ ახასიათებს მარტივად და სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება და ეს მის სასიყვარულო რომანებსაც ეხება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ მამაკაცმა, რომელსაც იგი გულდასმით არჩევდა ხანგრძლივი დროის მანძილზე მას გული მაინც ატკინა, თხის რქა მყისვე დისტანციის დაკავებას შეეცდება და დამნაშავეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მისცემს ურთიერთობის გაგრძელების საშუალებას. სამისოდ, რომ მისი ნდობა ისევ მოიპოვის კაცმა, აუცილებალია, რაიმე ღირსეული საქციელით დაარწმუნოს იგი საკუთარ სინანულში. საამისოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოხატული პატივისცემა და ყურადღებაც გამოდგება. არანაკლებ ეფექტს მოგცემთ ის ფაქტი, თუ სამსახურებრივ ასპარეზზე დაუჭერთ მის წინსვლას მხარს.

მერწყული

მერწყული ქალი ბუნებით უკონფლიქტო, საოცრად ჰუმანური და დიპლომატიური არსებაა. იგი, როგორც წესი, არასოდეს გამოდის წყობიდან და ნაკლებად ახასიათებს მამაკაცისთვის დრამატული სცენების გამართვისკენ მიდრეკილება. ქალი მერწყული ყველაზე მეტად თავისუფლების შეზღუდვით და მისი ინტერესების უპატივცემულობის გამოვლენით ღიზიანდება საყვარელი მამაკაცის მხრიდან. თუმცა, ამ უკანასკნელთან ურთიერთობის გაწყვეტას ტირილითა და ჩხუბით არასოდეს გამოხატავს, უბრალოდ სექსი აღარ ექნება მასთან და შესთავაზებს სამომავლოდ მეგობრებად დარჩნენ. ასეთი განაჩენი შესაძლოა ვინმეს მარტივად მოეჩვენოს, თუმცა დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ. საქმე იმაშია, რომ მერწყული ყოველთვის პასუხს აგებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, თუ მან თქვენზე გული აიცრუა, ამ ფაქტს ძნელად თუ რამე შეცვლის. ამიტომ შესაძლოა სამომავლოდ მის "ექსს" მარტოოდენ მეგობრის სტატუსით მოუხდეს დაკმაყოფილება.

თევზები

ქალი თევზი ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკოსი არსებაა. მისი გულის ტკენა საკმაოდ მარტივი საქმეა. თუმცა, წყენას იგი ხშირად არ ამჟღავნებს რეალურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობს საყვარელ მამაკაცს მაქსიმალურად ბევრი აპატიოს. ჰოდა, აი, სწორედ აქ ცდება იგი! იმიტომ რომ, როგორც წესი, მისი მიმტევებლობით გათამამებული მამაკაცები ხშირად თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევენ ისევ და ისევ თევზი ქალის ლოიალურობის იმედით. თუმცა, ისეთი სიტუაციაც დგება, როცა თევზი "პირში წყალს ჩაიგუბებს" და საკმაოდ დიდი ხნითაც. ასეთ დროს მამაკაცს საკუთარ საქციელზე დაფიქრება და საყვარელ ქალთან გულწრფელი მობოდიშებით მისვლა მოეთხოვება. მიეცით მას დრო ემოციების გადასახარშავად, ნუ შეუღონებთ გულს ხვეწნა-მუდარითა და გოდებით. რაღაც პერიოდის შემდეგ ქალი თევზი თავად გაპატიებთ, ოღონდ რამდენად ხანგრძლივი ვადით, ეს უკვე თქვენს დელიკატურობაზე იქნება დამოკიდებული.

"იწყება ასტრონომიული ახალი წელი, გამოიყენეთ ეს დრო, მომავალი კვირა ისევ რთულია" - ასტროლოგი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირების ნაკლები შანსი აქვთ - ნახეთ, ხართ თუ არა სიაში

ამერიკელი ფსიქოლოგის 25 ფრაზა, რომელიც კორონავირუსს დაგავიწყებთ