მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოვიზიდოთ წარმატება, მეტი ფული, იღბალი და სიყვარული ნუმეროლოგიური ცოდნის გამოყენებით?
როგორ უნდა მოვიზიდოთ წარმატება, მეტი ფული, იღბალი და სიყვარული ნუმეროლოგიური ცოდნის გამოყენებით?

ალ­ბათ გა­გი­გო­ნი­ათ ფრა­ზა - "აზ­როვ­ნე­ბის ძალა", რო­მელ­საც ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ეზო­თე­რი­კა­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ პრაქ­ტი­კა­ში. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია თა­ვი­სე­ბუ­რი აუ­ტოტ­რე­ნინ­გია ჩვე­ნი გო­ნე­ბის­თვის. იმი­ტომ რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ის მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტვი­ნი ქვეც­ნო­ბი­ერს გა­დას­ცემს და რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ი­სა­ხავს.

რო­გორც ეზო­თე­რი­კო­სე­ბი და ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში ხელს რი­ცხვე­ბის მა­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაც უწყობს ადა­მი­ანს. სა­ა­მი­სოდ კი მარ­ტი­ვი წე­სე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, რა­ზეც სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რებთ.

რი­ცხვი 20 ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფერ­ხე­ბი­სას - მა­გა­ლი­თად, თუკი თქვენ გა­დატ­ვირ­თულ სა­ცობ­ში მოხ­ვდით ან რა­ი­მე მი­ზე­ზით აგ­ვი­ა­ნებთ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ რი­ცხვი 20-ის ენერ­გე­ტი­კა. ორი­ანს შე­უძ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს თქვე­ნი მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა და მონ­დო­მე­ბა, ხოლო ნული გზი­დან ჩა­მო­გა­შო­რებთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ შე­ფერ­ხე­ბებს. ამი­ტომ, თუ თქვენ ხში­რად გა­ი­მე­ო­რებთ გუ­ნე­ბა­ში ამ ციფრს, წარ­მო­სახ­ვით და­ხა­ტავთ მას ან შე­ეც­დე­ბით თქვენ გარ­შე­მო იპოვ­ნოთ იგი (მაგ. სა­ნამ სა­ცობ­ში დგა­ხართ) მიზ­ნის­კენ სა­ვა­ლი გზა აუ­ცი­ლებ­ლად თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

რა­ი­მეს დაშ­ლა/დან­გრე­ვა გსურთ? გა­მო­ი­ყე­ნეთ 44-ს მა­გი­უ­რი ძალა - იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ წი­ნა­შე რა­ი­მეს დაშ­ლის, დან­გრე­ვის, და­ნა­წი­ლე­ბის, გა­ფან­ტვის მცდე­ლო­ბა დგას (მაგ. უსი­ა­მოვ­ნო ჭო­რე­ბით წუხ­დე­ბით), ჩარ­თეთ რი­ცხვი 44 და მისი უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა. ამ ციფრს ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ელ­ვას ამ­სგავ­სე­ბენ. ამა­ოდ არ სცემ­დნენ მას პა­ტივს თა­ვის დრო­ზე ნა­ცის­ტე­ბი. ეს ხომ ორი ერ­თმა­ნეთ­ზე და­დე­ბუ­ლი კვად­რა­ტია, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია უნა­რი ნე­ბის­მი­ე­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და სიბ­ნე­ლე გა­არ­ღვი­ოს, გა­ფან­ტოს. ამას­თან ერ­თად, თუკი ამ ორი ციფ­რის ჯამს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ანუ რვი­ანს, იგი მა­რა­დი­სო­ბის სიმ­ბო­ლოა. შე­სა­ბა­მი­სად, 44 გა­მო­ყე­ნე­ბი­სას დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, იმ მხრივ, რომ უწყი­ნა­რი თავ­დაც­ვა ნგრე­ვის ჯაჭვში არ გა­დაგ­ვე­ზარ­დოს.

გამ­რავ­ლე­ბა/გა­ბევ­რე­ბის­თვის კი 40-ის ენერ­გე­ტი­კა და­გეხ­მა­რე­ბათ - ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ პი­რი­ქით, რა­ი­მეს გამ­რავ­ლე­ბა, გა­ბევ­რე­ბა, აღ­დგე­ნა ან გამ­თე­ლე­ბა გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ, საქ­მე­ში რი­ცხვი 40 და მისი ენერ­გე­ტი­კა ჩარ­თეთ. ოთხი­ა­ნის ძლი­ერ ენერ­გი­ას ნუ­ლის ანუ წრის ფორ­მა მის­ცემს გამ­თლი­ა­ნე­ბის უნარს.

ცხოვ­რე­ბა რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მოვ­ლე­ნე­ბით სავ­სე გახ­დეს 21-ის ენერ­გე­ტი­კას მი­მარ­თეთ - თუკი თვლით, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უღიმ­ღა­მოა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას უჩი­ვით ან მო­დუ­ნე­ბა გი­ჭირთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ რი­ცხვი 21 და მისი ენერ­გე­ტი­კა. ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი თა­ვად რი­ცხვ 21-ს წარ­მა­ტე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტან რი­ცხვებს შო­რის მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში კი 71-ის ენერ­გია და­გეხ­მა­რე­ბათ - მათ­თვის ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს მუდ­მი­ვად და ფული შარ­შან­დე­ლი თოვ­ლი­ვით მო­მენ­ტა­ლუ­რად უორ­თქლდე­ბა, რი­ცხვი 71 იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო დამ­ხმა­რე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამ ციფ­რის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­ფუ­ლი­თაც ატა­როთ, მერ­წმუ­ნეთ 7-ისა და 1-ის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ჯამ­ში უსას­რუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოს რვი­ანს უდ­რის, თქვე­ნი სა­ფუ­ლი­დან ფუ­ლის ქრო­ბის პრე­ცენ­დენტს ერთი ორად შე­ამ­ცი­რებს. ხოლო მისი შევ­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო გზე­ბის პოვ­ნა­ში აქ­ტი­უ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ.

ხოლო ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მეს კო­რექ­ტი­რე­ბის­თვის (მათ შო­რის სხე­უ­ლის ფორ­მე­ბიც იგუ­ლის­ხმე­ბა) გა­მო­ი­ყე­ნეთ 91 - უნი­კა­ლუ­რი რჩე­ვა მათ­თვის, ვი­საც რა­ი­მეს კო­რექ­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ეს იმ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბა, ვინც წო­ნის კო­რექ­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბით იტან­ჯე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ კომ­ბი­ნა­ცია 91, იმი­ტომ რომ, ცხრი­ა­ნი ცვლი­ლე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა; ერ­თი­ა­ნი კი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად შეგ­მა­ტებთ ძა­ლას.

თამარი
2

მადლობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ უნდა მოვიზიდოთ წარმატება, მეტი ფული, იღბალი და სიყვარული ნუმეროლოგიური ცოდნის გამოყენებით?

როგორ უნდა მოვიზიდოთ წარმატება, მეტი ფული, იღბალი და სიყვარული ნუმეროლოგიური ცოდნის გამოყენებით?

ალბათ გაგიგონიათ ფრაზა - "აზროვნების ძალა", რომელსაც ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკაში ჩახედული ადამიანები აქტიურად იყენებენ პრაქტიკაში. ვიზუალიზაცია თავისებური აუტოტრენინგია ჩვენი გონებისთვის. იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ცხოვრებაში ის მოვლენები ხდება, რომელსაც ჩვენი ტვინი ქვეცნობიერს გადასცემს და რეალურად წარმოისახავს.

როგორც ეზოთერიკოსები და ნუმეროლოგები ამტკიცებენ, სურვილების ასრულებაში ხელს რიცხვების მაგიური ზემოქმედებაც უწყობს ადამიანს. საამისოდ კი მარტივი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც სტატიაში ვისაუბრებთ.

რიცხვი 20 ნებისმიერი შეფერხებისას - მაგალითად, თუკი თქვენ გადატვირთულ საცობში მოხვდით ან რაიმე მიზეზით აგვიანებთ დანიშნულების ადგილზე მისვლას, აუცილებლად გამოიყენეთ რიცხვი 20-ის ენერგეტიკა. ორიანს შეუძლია გააძლიეროს თქვენი მიზნისკენ სწრაფვა და მონდომება, ხოლო ნული გზიდან ჩამოგაშორებთ გაუთვალისწინებელ შეფერხებებს. ამიტომ, თუ თქვენ ხშირად გაიმეორებთ გუნებაში ამ ციფრს, წარმოსახვით დახატავთ მას ან შეეცდებით თქვენ გარშემო იპოვნოთ იგი (მაგ. სანამ საცობში დგახართ) მიზნისკენ სავალი გზა აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ გამოთავისუფლდება.

რაიმეს დაშლა/დანგრევა გსურთ? გამოიყენეთ 44-ს მაგიური ძალა - იმ შემთხვევაში თუ თქვენ წინაშე რაიმეს დაშლის, დანგრევის, დანაწილების, გაფანტვის მცდელობა დგას (მაგ. უსიამოვნო ჭორებით წუხდებით), ჩართეთ რიცხვი 44 და მისი უძლიერესი ენერგეტიკა. ამ ციფრს ნუმეროლოგები თავისი ბუნებით, ელვას ამსგავსებენ. ამაოდ არ სცემდნენ მას პატივს თავის დროზე ნაცისტები. ეს ხომ ორი ერთმანეთზე დადებული კვადრატია, რომელსაც გააჩნია უნარი ნებისმიერი გაურკვევლობა, წინააღმდეგობა და სიბნელე გაარღვიოს, გაფანტოს. ამასთან ერთად, თუკი ამ ორი ციფრის ჯამს გავითვალისწინებთ ანუ რვიანს, იგი მარადისობის სიმბოლოა. შესაბამისად, 44 გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, იმ მხრივ, რომ უწყინარი თავდაცვა ნგრევის ჯაჭვში არ გადაგვეზარდოს.

გამრავლება/გაბევრებისთვის კი 40-ის ენერგეტიკა დაგეხმარებათ - ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ პირიქით, რაიმეს გამრავლება, გაბევრება, აღდგენა ან გამთელება გესაჭიროებათ, საქმეში რიცხვი 40 და მისი ენერგეტიკა ჩართეთ. ოთხიანის ძლიერ ენერგიას ნულის ანუ წრის ფორმა მისცემს გამთლიანების უნარს.

ცხოვრება რომ უფრო საინტერესო და მოვლენებით სავსე გახდეს 21-ის ენერგეტიკას მიმართეთ - თუკი თვლით, რომ თქვენი ცხოვრება უღიმღამოა, წარუმატებლობას უჩივით ან მოდუნება გიჭირთ, გამოიყენეთ რიცხვი 21 და მისი ენერგეტიკა. ნუმეროლოგები თავად რიცხვ 21-ს წარმატებისა და ბედნიერების მომტან რიცხვებს შორის მოიხსენიებენ.

მატერიალური პრობლემების მოგვარებაში კი 71-ის ენერგია დაგეხმარებათ - მათთვის ვისაც მატერიალური პრობლემები აწუხებს მუდმივად და ფული შარშანდელი თოვლივით მომენტალურად უორთქლდება, რიცხვი 71 იქნება საუკეთესო დამხმარე. თქვენ შეგიძლიათ ამ ციფრის გრაფიკული გამოსახულება საფულითაც ატაროთ, მერწმუნეთ 7-ისა და 1-ის კომბინაცია, რომელიც ჯამში უსასრულობის სიმბოლოს რვიანს უდრის, თქვენი საფულიდან ფულის ქრობის პრეცენდენტს ერთი ორად შეამცირებს. ხოლო მისი შევსებისთვის საჭირო გზების პოვნაში აქტიურად დაგეხმარებათ.

ხოლო ცხოვრებაში რაიმეს კორექტირებისთვის (მათ შორის სხეულის ფორმებიც იგულისხმება) გამოიყენეთ 91 - უნიკალური რჩევა მათთვის, ვისაც რაიმეს კორექცია ესაჭიროება. პირველ რიგში ეს იმ ადამიანებს ეხება, ვინც წონის კორექციის პრობლემებით იტანჯება. გამოიყენეთ კომბინაცია 91, იმიტომ რომ, ცხრიანი ცვლილებებთან ასოცირდება; ერთიანი კი ახალი ცხოვრების დასაწყებად შეგმატებთ ძალას.