მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერ­ძი თუ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, აჯო­ბებს კი არ ანუ­გე­შოთ ან შე­იბ­რა­ლოთ - პი­რი­ქით, ბრძო­ლა­ში გა­მო­იწ­ვი­ოთ. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებთ მას­ში სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სის გაღ­ვი­ძე­ბას. წა­ა­ქე­ზეთ, გა­აბ­რა­ზეთ, ცოტა დას­ცი­ნეთ კი­დეც... უთხა­რით, რომ ბევ­რი არა­ფე­რი შე­უძ­ლია. მერ­წმუ­ნეთ, სა­კუ­თარ თავს გა­და­ახ­ტე­ბა სა­პი­რის­პი­როს და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

კურო თუ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და ე.ი. სტა­ბი­ლუ­რი ნი­ა­და­გი გა­მო­ე­ცა­ლა ფეხ­ქვეშ. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში იმა­ზე იზ­რუ­ნეთ, რომ წი­ნან­დე­ლი სიმ­შვი­დი­სა და სიმ­ყა­რის შეგ­რძნე­ბა და­უბ­რუ­ნოთ უკან. ამის შემ­დეგ კი ცოტა დრო მი­ე­ცით აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად.

ტყუ­პის დეპ­რე­სია ხან­მოკ­ლეა, მაგ­რამ იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლი, აჯო­ბებს სა­ერ­თო­დაც გა­ე­რი­დოთ თვალ­თა­ხედ­ვის არი­დან. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­და­ლახ­ვა­ში მას გა­რე­მოს შეც­ვლა, ახა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რის ხში­რი სა­შუ­ა­ლე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა.

კირჩხი­ბი , რო­გორც წესი, და­ბა­დე­ბი­დან­ვე მიდ­რე­კი­ლია დეპ­რე­სი­ის­კენ. ამი­ტომ მის­თვის ამ­გვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა "მშობ­ლი­უ­რად ნაც­ნო­ბია". თუ მა­ინც გა­უგ­რძელ­და მას ეს გან­დე­გი­ლის რო­ლის თა­მა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­ფე­რეთ და და­უყ­ვა­ვეთ, აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ მარ­ტო არაა. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებს იგი სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­ბო­ბღე­ბას.

ლო­მის დეპ­რე­სია ძალ­ზე სა­ში­ში და ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უმ­ჩნე­ვე­ლიც კია. ამ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ უჭირთ, როცა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ულა­ხა­ვენ ან მათი რე­პუ­ტა­ცია და­ღუ­პუ­ლია. ამი­ტომ, თუკი მსგავ­სი რამ შე­ნიშ­ნეთ, იზ­რუ­ნეთ იმა­ზე, რომ ლომს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აუ­მაღ­ლოთ. ხში­რად შე­ა­ქეთ, წა­ა­ხა­ლი­სეთ, და­ა­ნახ­ვეთ რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ყვე­ლას­თვის მისი არ­სე­ბო­ბა.

ქალ­წუ­ლის დეპ­რე­სია ერ­თობ რთუ­ლი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას. საქ­მე ისაა, რომ ამ ხალ­ხს ზუს­ტად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლე. თუ მა­ინც შე­ეც­დე­ბით მის "გა­მოხ­სნას" უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, აჯო­ბებს და­ა­საქ­მოთ იგი. ასე თავს ბედ­ნი­ე­რად და სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის. გულ­საც მარ­ტი­ვად გა­და­ა­ყო­ლებს.

სას­წო­რი ხში­რად ვარ­დე­ბა დეპ­რე­სი­ა­ში კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბის გამო. მათ­თვის რთუ­ლია არა­კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბაც. თუკი ამ ადა­მი­ა­ნის დახ­სნა გინ­დათ, დეპ­რე­სი­ის­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ. გა­ა­ნე­ბივ­როთ კი­ნო­ში, თე­ატ­რში ან გა­მო­ფე­ნებ­ზე ვი­ზი­ტით. ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მო­ში იგი ყვა­ვი­ლი­ვით იფურ­ჩქნე­ბა.

მო­რი­ე­ლის დეპ­რე­სია პირ­ველ რიგ­ში თა­ვად მის­თვი­საა სა­ში­ში და ერ­თობ სა­ხი­ფა­თო, ამ ადა­მი­ა­ნებს თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ გა­აჩ­ნი­ათ მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუ გსურთ, რომ დეპ­რე­სი­ის მო­რე­ვი­დან ამოყ­ვინ­თოს, უნდა აცა­ლოთ იქა­უ­რო­ბის ბო­ლომ­დე ათ­ვი­სე­ბა. ფერ­ფლის­გან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად აღ­დგო­მა, მო­რი­ე­ლის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბაა. მთა­ვა­რია, მას სა­მო­მავ­ლოდ ჰქონ­დეს ბრძო­ლის ან სუ­ლაც შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცია.

მშვილ­დო­სა­ნი იშ­ვი­ა­თად ვარ­დე­ბა დეპ­რე­სი­ა­ში. თუმ­ცა, ასეც რომ მოხ­დეს, თქვენ ამას ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ხართ. და­დარ­დი­ა­ნე­ბულ მშვილ­დო­სანს სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტად სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მო­ად­გე­ბა. ასეთ დროს იგი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ი­ვი­წყებს ნე­ბის­მი­ერ საზ­რუ­ნავს.

თხის რქას ხან­გრძლი­ვი ვა­დით ახა­სი­ა­თებს დეპ­რე­სია და უი­მე­დო­ბა. ამი­ტომ ამ ხალ­ხს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­თხო­ვე­ბა ხა­სი­ათ­ში მეტი ოპ­ტი­მიზ­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. სა­ი­მი­სოდ. რომ დეპ­რე­სი­უ­ლი ფონი და­ვაძ­ლე­ვი­ნოთ სა­სურ­ვე­ლია, თხის რქამ იგ­რძნოს ახ­ლობ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მა, სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. ის შე­საძ­ლოა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­დეს სხვე­ბის­გან ზრუნ­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მას სით­ბო ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა.

მერ­წყულს დეპ­რე­სი­ა­ში ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აგ­დებს. ამი­ტომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მისი გა­მოყ­ვა­ნა მარ­ტი­ვია - შე­ეშ­ვე­ლეთ ან სუ­ლაც სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეთ მისი პრობ­ლე­მე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, რა­ი­მე ახა­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­როს­კე­ნაც უბიძ­გოთ - და­ა­ინ­ტე­რე­სეთ ქი­რო­მან­ტი­ით, ას­ტრო­ლო­გი­ით, თე­ო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბით.

თევ­ზე­ბი , დეპ­რე­სია და სას­მე­ლი (ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­მამ­შვი­დე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი) ძალ­ზე ხში­რი შემ­თხვე­ვაა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ამ ხალ­ხს უზო­მოდ სა­თუ­თი გული და სენ­სი­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბა აქვს. შე­ე­ცა­დეთ მას­თან ერ­თად გა­მო­ი­ტი­როთ მისი უბე­დო­ბა, თუ გინ­დათ, რომ თევ­ზებს დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­უმ­სუ­ბუ­ქოთ. მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა თავი "ჭეშ­მა­რიტ მო­წა­მედ" და ტან­ჯუ­ლად იგ­რძნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი თუ დეპრესიაში ჩავარდა, აჯობებს კი არ ანუგეშოთ ან შეიბრალოთ - პირიქით, ბრძოლაში გამოიწვიოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მასში სიცოცხლის ხალისის გაღვიძებას. წააქეზეთ, გააბრაზეთ, ცოტა დასცინეთ კიდეც... უთხარით, რომ ბევრი არაფერი შეუძლია. მერწმუნეთ, საკუთარ თავს გადაახტება საპირისპიროს დასამტკიცებლად.

კურო თუ დეპრესიაში ჩავარდა ე.ი. სტაბილური ნიადაგი გამოეცალა ფეხქვეშ. ამიტომ პირველ რიგში იმაზე იზრუნეთ, რომ წინანდელი სიმშვიდისა და სიმყარის შეგრძნება დაუბრუნოთ უკან. ამის შემდეგ კი ცოტა დრო მიეცით აზრზე მოსასვლელად.

ტყუპის დეპრესია ხანმოკლეა, მაგრამ იმდენად აუტანელი, აჯობებს საერთოდაც გაერიდოთ თვალთახედვის არიდან. ამ სიტუაციის გადალახვაში მას გარემოს შეცვლა, ახალი ინტერესები და ახალ, საინტერესო ადამიანებთან საუბრის ხშირი საშუალება დაეხმარება.

კირჩხიბი , როგორც წესი, დაბადებიდანვე მიდრეკილია დეპრესიისკენ. ამიტომ მისთვის ამგვარი მდგომარეობა "მშობლიურად ნაცნობია". თუ მაინც გაუგრძელდა მას ეს განდეგილის როლის თამაში, აუცილებლად მოეფერეთ და დაუყვავეთ, აგრძნობინეთ, რომ მარტო არაა. მხოლოდ ასე შეძლებს იგი საკუთარი ემოციების სამალავიდან გამობობღებას.

ლომის დეპრესია ძალზე საშიში და ფაქტობრივად შეუმჩნეველიც კია. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად მაშინ უჭირთ, როცა თავმოყვარეობას ულახავენ ან მათი რეპუტაცია დაღუპულია. ამიტომ, თუკი მსგავსი რამ შენიშნეთ, იზრუნეთ იმაზე, რომ ლომს საკუთარი თავის რწმენა აუმაღლოთ. ხშირად შეაქეთ, წაახალისეთ, დაანახვეთ რამდენად საჭიროა ყველასთვის მისი არსებობა.

ქალწულის დეპრესია ერთობ რთული ფორმით მიმდინარეობს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას. საქმე ისაა, რომ ამ ხალხს ზუსტად აქვს გააზრებული ყველა სიტუაციის სირთულე. თუ მაინც შეეცდებით მის "გამოხსნას" უიმედო მდგომარეობიდან, აჯობებს დაასაქმოთ იგი. ასე თავს ბედნიერად და საჭიროდ ჩათვლის. გულსაც მარტივად გადააყოლებს.

სასწორი ხშირად ვარდება დეპრესიაში კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო. მათთვის რთულია არაკომფორტულ გარემოში ცხოვრებაც. თუკი ამ ადამიანის დახსნა გინდათ, დეპრესიისგან აუცილებელია ლამაზად ცხოვრების საშუალება მისცეთ. გაანებივროთ კინოში, თეატრში ან გამოფენებზე ვიზიტით. ჰარმონიულ გარემოში იგი ყვავილივით იფურჩქნება.

მორიელის დეპრესია პირველ რიგში თავად მისთვისაა საშიში და ერთობ სახიფათო, ამ ადამიანებს თვითგანადგურებისკენ გააჩნიათ მიდრეკილება. თუ გსურთ, რომ დეპრესიის მორევიდან ამოყვინთოს, უნდა აცალოთ იქაურობის ბოლომდე ათვისება. ფერფლისგან სასწაულებრივად აღდგომა, მორიელის უნიკალური თვისებაა. მთავარია, მას სამომავლოდ ჰქონდეს ბრძოლის ან სულაც შურისძიებისთვის მოტივაცია.

მშვილდოსანი იშვიათად ვარდება დეპრესიაში. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, თქვენ ამას ვერასოდეს მიხვდებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი უახლოესი მეგობარი ხართ. დადარდიანებულ მშვილდოსანს საუკეთესო ანტიდეპრესანტად საზღვარგარეთ მოგზაურობა გამოადგება. ასეთ დროს იგი აბსოლუტურად დაივიწყებს ნებისმიერ საზრუნავს.

თხის რქას ხანგრძლივი ვადით ახასიათებს დეპრესია და უიმედობა. ამიტომ ამ ხალხს განსაკუთრებით მოეთხოვება ხასიათში მეტი ოპტიმიზმის გამომუშავება. საიმისოდ. რომ დეპრესიული ფონი დავაძლევინოთ სასურველია, თხის რქამ იგრძნოს ახლობლების გვერდში დგომა, სითბო და ყურადღება. ის შესაძლოა კატეგორიულად უარყოფდეს სხვებისგან ზრუნვის მოთხოვნილებას, მაგრამ რეალურად მას სითბო ჰაერივით ესაჭიროება.

მერწყულს დეპრესიაში ზედმეტი პასუხისმგებლობები და მოვალეობები აგდებს. ამიტომ ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა მარტივია - შეეშველეთ ან სულაც საკუთარ თავზე აიღეთ მისი პრობლემების დარეგულირება. სასურველია, რაიმე ახალი ინტერესის სფეროსკენაც უბიძგოთ - დააინტერესეთ ქირომანტიით, ასტროლოგიით, თეოლოგიური საკითხებით.

თევზები , დეპრესია და სასმელი (ქალების შემთხვევაში დამამშვიდებელი პრეპარატები) ძალზე ხშირი შემთხვევაა რეალურ ცხოვრებაში. ამ ხალხს უზომოდ სათუთი გული და სენსიტიური ბუნება აქვს. შეეცადეთ მასთან ერთად გამოიტიროთ მისი უბედობა, თუ გინდათ, რომ თევზებს დეპრესიული მდგომარეობა შეუმსუბუქოთ. მიეცით საშუალება თავი "ჭეშმარიტ მოწამედ" და ტანჯულად იგრძნოს.

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

დიდი ემოციური ტრავმა, შეზღუდვები და ურთიერთობების მოულოდნელად დასრულება - რას პროგნოზირებს ავსტრიელი ასტროლოგი 2020-ის დაბნელებებზე