პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?
როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა ბევრ ადა­მი­ანს არ უყ­ვარს. უფრო მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა ამ დღის მი­მართ აგ­რე­სი­აც კი ჰქონ­დეს, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, რომ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე თქვე­ნი პი­რა­დი ახა­ლი წე­ლია. ამ დღეს მთე­ლი წლის პროგ­რა­მა იწე­რე­ბა და რო­გორც შეხ­ვდე­ბით "ახალ წელს", ისეც გა­ა­ტა­რებთ მომ­დევ­ნო 12 თვეს. თუ აზრი შე­გაც­ვლე­ვი­ნეთ, მოგ­ვყე­ვით - სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­გიმ­ზა­დეთ, რათა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ბედ­ნი­ე­რი გახ­დეთ. თუ თქვენს იუ­ბი­ლემ­დე დიდი დროა დარ­ჩე­ნი­ლი, რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ, ახა­ლი წლი­დან და­ი­წყოთ 12 ჯა­დოს­ნუ­რი დღის აღ­ნიშ­ვნა, ან ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლი­დან, ან სუ­ლაც ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბი­დან (ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 21-22 დე­კემ­ბე­რი ან გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა - 21-22 მარ­ტი). ერთი სი­ტყვით, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე პე­რი­ო­დია, როცა ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წყე­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი კვი­რით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირ­თუ­ლე­ე­ბი, და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი ეწყე­ბა. ანუ ეს არის პე­რი­ო­დი, როცა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო, ახლა მო­გე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან ბევ­რი გრძნობს ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას. თუ ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა, ე.ი. ვი­ღა­ცას აბ­რა­ზებ­დით, აწყე­ნი­ნეთ, ისე არ იქ­ცე­ო­დით რო­გორც სა­ჭი­რო იყო და ა.შ. საქ­მე ისაა, რომ და­ბა­დე­ბის დღემ­დე თქვე­ნი პი­რა­დი მზე შე­სუს­ტე­ბუ­ლია, ამი­ტომ, მე­ტად იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი დას­ვე­ნე­ბა­ზე, ნუ და­ხარ­ჯავთ ზედ­მეტ ენერ­გი­ას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი 33 ან 66 წლის ხდე­ბა. ეცა­დეთ, მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ, შე­გიძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი ჩა­ი­წე­როთ კი­დეც, მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა რომ გა­ი­მარ­ტი­ვოთ. ზო­გი­ერ­თი და­ბა­დე­ბის დღემ­დე მარ­ხუ­ლობს, გან­მარ­ტოვ­დე­ბა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბას იწყებს (ფუ­ლით, ნივ­თე­ბით). გირ­ჩევთ, და­ბა­დე­ბის დღეს და წინა დღე­საც ჩა­ი­ტა­როთ გამ­წმენ­დი პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუნ­დაც აბა­ნო­ში წახ­ვი­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლად და­ბა­დე­ბის დღეს კი გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე შე­იქ­მნათ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი, ცრემ­ლე­ბი და უსი­ა­მოვ­ნო ფრა­ზე­ბი.

მაშ ასე, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად და­ბა­დე­ბის დღეს სო­ლა­რი ჰქვია. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე წრეს აკე­თებს, ზო­დი­ა­ქოს 12-ვე ნი­შანს მო­ივ­ლის და სწო­რედ იმ დღე­ზე დგე­ბა, რო­მელ­შიც თქვენ და­ი­ბა­დეთ. სწო­რედ ამ დღე­საა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე და იწყე­ბა თქვე­ნი ახა­ლი წელი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღის შემ­დე­გი 12 დღე . თი­თო­ე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ენერ­გე­ტი­კას შე­ი­ცავს და სა­სურ­ვე­ლია, მათი გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბით გა­ტა­რე­ბა, რად­გან ეს 12 დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა 12 თვეს და სა­სურ­ვე­ლია, 12-ვე დღე გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით გა­ა­ტა­როთ.

  • თუმ­ცა, უნდა გი­თხრათ, რომ აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღის წინა 7 დღეც:

აქ თი­თო­ე­უ­ლი დღე თი­თო­ე­ულ პლა­ნე­ტას შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მათი გარ­კვე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი გვაქვს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. გა­დათ­ვა­ლეთ 7 დღე თქვენს და­ბა­დე­ბის დღემ­დე. ბო­ლო­დან პირ­ვე­ლი არის მთვა­რის დღე . მას ორ­შა­ბა­თის დღის თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. სა­სურ­ვე­ლია, მი­ი­ზი­დოთ მთვა­რის ენერ­გია. მთვა­რე არის ჩვე­ნი თავი. ამი­ტომ იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, და­ფიქ­რდი, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში, ან ვინ უნდა გა­უშ­ვათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. ამ დღეს არ გეკ­რძა­ლე­ბათ სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. უფრო მე­ტიც, შე­გიძ­ლი­ათ ფილ­მებ­საც კი უყუ­როთ, რომ­ლე­ბიც ემო­ცი­ებს (იცი­ნოთ, იტი­როთ) აღ­ძრა­ვენ თქვენ­ში. თუ მო­გინ­დე­ბათ, შინ ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა შექ­მე­ნით, რამე გემ­რი­ე­ლი მო­ამ­ზა­დეთ. გა­უ­მას­პინ­ძლდეთ დე­დას. თუ ადრე გე­რი­დე­ბო­დათ ახ­ლობ­ლე­ბის­თვის რა­ი­მეს თხოვ­ნა, დღეს შე­გიძ­ლი­ათ ითხო­ვოთ, რომ ახ­ლობ­ლებ­მა მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნონ თქვენ მი­მართ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ექ­ვსე დღე მარსსა და პლუ­ტონს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. იყა­ვით მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, ზო­მი­ე­რად სპორ­ტუ­ლი, გა­იწ­მინ­დეთ ორ­გა­ნიზ­მი. ზო­გი­ერთს მო­ე­წო­ნე­ბა მან­ქა­ნის მარ­თვა, სა­თევ­ზა­ოდ ან სა­ნა­დი­როდ წას­ვლა. შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ რა­მეს კე­თე­ბა (ხელ­საქ­მე) ია­რა­ღე­ბით. და­ა­ლა­გოთ სახ­ლი და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი, უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის­გან. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც, ვინც არ გჭირ­დე­ბათ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ხუ­თე დღე მერ­კურს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, ახ­ლის შეს­წავ­ლა. თუ და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას აპი­რებთ, მოწ­ვე­ვა ახ­ლობ­ლებს ამ დღეს გა­უგ­ზავ­ნეთ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად, იზ­რუ­ნეთ მათ­ზე, შე­გიძ­ლი­ათ ზო­ო­პარკსაც კი ეს­ტუ­მოთ. არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, როცა და­ბა­დე­ბის დღემ­დე ხუთი დღით ადრე ადა­მი­ანს სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, აფე­რა­ში ჩარ­თვას სთა­ვა­ზო­ბენ. ეს ცდუ­ნე­ბაა და არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც გა­ა­კე­თებთ, თქვენს მო­მა­ვალ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ო­თხე დღე პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის ენერ­გი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამ დღეს აან­თეთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს ყვე­ლაფ­რის­თვის (კარ­გიც და ცუ­დიც), რაც იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, ადა­მი­ა­ნებს, ვინც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გი გა­გი­კე­თათ, პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი მო­უმ­ზა­დეთ. კარ­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბაც, გა­ე­ცით ფული, ნივ­თე­ბი. და­აკ­ვირ­დით, ვინ გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვე­ნი მფარ­ვე­ლი ან გურუ ; და­აკ­ვირ­დით მის რჩე­ვებ­საც. ჩა­ე­წე­რეთ სას­წავ­ლო კურ­სზე. კარ­გია ცურ­ვა.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­სა­მე დღე პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მო­ი­წეს­რი­გეთ სა­კუ­თა­რი თავი, შე­ი­ძი­ნეთ პრო­დუქ­ტე­ბი, სა­მო­სი. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ერთი სი­ტყვით, ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბე­ბით და­იტ­ვირ­თეთ თავი.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ო­რე დღე სა­ტურნს შე­ე­სა­ბამ­დე­ბა. კარ­გია ამ დღეს დი­ე­ტის დაც­ვა ან გან­ტვირ­თვის დღის მო­წყო­ბა. არ თქვათ ცუდი სი­ტყვე­ბი, სა­სურ­ვე­ლია, შე­ამ­ცი­როთ შეხ­ვედ­რე­ბი. მო­ა­წეს­რი­გეთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი. სა­ტურ­ნი შა­ბა­თის დღეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და გა­იხ­სე­ნეთ ებ­რა­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დღეს ის­ვე­ნე­ბენ და ას­კე­ტუ­რად ატა­რე­ბენ. გა­და­ხე­დეთ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ ჩავ­ლი­ლი წელი . ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო საქ­მე­ე­ბი და გეგ­მე­ბი, რაც გსურთ, რომ მომ­დევ­ნო წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ . ძვე­ლად სა­ტურნს გა­მო­სა­ხავ­დნენ რო­გორც ცე­ლი­ან არ­სე­ბას, ჰოდა, და­უმ­ტკი­ცეთ სიკ­ვდილს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ უამ­რა­ვი გეგ­მა გაქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და არც კი გა­მო­ი­ხე­დოს თქვენ­კენ. თუმ­ცა, შე­გიძ­ლი­ათ აან­თოთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხადთ თქვენს წი­ნაპ­რებს, რომ­ლე­ბიც ლო­ცუ­ლო­ბენ ამ­ქვეყ­ნად თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ამ დღეს შე­გიძ­ლი­ათ იტი­როც კი­დეც, გა­იწ­მინ­დოთ (სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად), რათა და­ბა­დე­ბის დღეს უკვე სუფ­თა შეხ­ვდეთ.

და­ბა­დე­ბის დღე - მზის დაბ­რუ­ნე­ბა. თუ იცით თქვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში რო­მელ გრა­დუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მზე და სო­ლარს გა­ა­კე­თებთ, ნა­ხეთ, რო­მელ სა­ათ­ზე დგე­ბა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე და ამ სა­ათ­ზე კარ­გია ლოც­ვა, მე­დი­ტა­ცია. არ გირ­ჩევთ და­ბა­დე­ბის დღეს ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. აგ­რეთ­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რმა იცის და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­საფ­ლა­ო­ზე (მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის) გას­ვლა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! წინა დღეს მო­იხ­სე­ნი­ეთ თქვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­დე­ბის დღეს. აგ­რეთ­ვე მო­ე­რი­დეთ ამ დღეს პა­ნაშ­ვიდ­სა და დაკ­რძალ­ვა­ზე წას­ვლას.

  • და­ბა­დე­ბის დღი­დან მომ­დევ­ნო 12 დღე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს:

და­ბა­დე­ბის დღი­დან პირ­ვე­ლი დღე (ანუ პირ­ვე­ლი დღე არის ნუ­ლო­ვა­ნი) შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვერ­ძის , პირ­ვე­ლი სახ­ლის ენერ­გი­ას. გირ­ჩევთ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე (ბლო­გის წერა, დი­ე­ტა, პრო­ექ­ტი და ა.შ.), რო­მელ­საც მთე­ლი წელი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თქვენ თა­მა­მად უნდა გა­დად­გათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. იმოქ­მე­დეთ სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბით. გა­ა­კე­თეთ ის, რაც თქვენ გსურთ და რო­გორც მი­გაჩ­ნი­ათ სა­ჭი­როდ. რათა მთე­ლი წელი იყოთ ლი­დე­რი და არა სხვე­ბით მარ­თუ­ლი. ნუ და­გეგ­მავთ ამ დღეს დიდ წვე­უ­ლე­ბას, არ გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი. თუმ­ცა, ახ­ლობ­ლებს ტკბი­ლე­უ­ლო­ბი­თა და გემ­რი­ე­ლო­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­უ­მას­პინ­ძლდეთ. მო­ე­რი­დეთ ეგო­იზ­მის გა­მოვ­ლე­ნას, ახ­ლობ­ლე­ბის და­ჩაგ­ვრას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ო­რე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა კუ­როს და მე­ო­რე სახ­ლს - ფული, რე­სურ­სე­ბი. არ გირ­ჩევთ ამ დღეს ფუ­ლის უაზ­როდ ხარ­ჯვას. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჩუქ­რად ფული მი­ი­ღოთ ან შე­გიძ­ლი­ათ, სა­კუ­თარ თავს ან­გა­რიშ­ზე ტერ­მი­ნა­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­უ­რი­ცხოთ, თუნ­დაც 5 ლარი. ეცა­დეთ, არც ამ დღეს გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. რად­გან მთე­ლი წელი არ იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჭა­მა­ზე და არ მო­ი­მა­ტოთ წო­ნა­ში. და­გეგ­მეთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი და გეგ­მე­ბი, რაც ფულს მო­გი­ტანთ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­სა­მე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ტყუპს და მე­სა­მე სახ­ლს. ეს არის მე­გობ­რებ­თან, და-ძმებ­თან შეხ­ვედ­რის, ლა­პა­რა­კი­სა და მი­მო­წე­რის დღე. აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი. არც ამ დღეს გირ­ჩევთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, რად­გან ნას­ვამ­მა არ გათ­ქვათ გეგ­მე­ბი, იდე­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, შეხ­ვდეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს, კარ­გი დღეა სწავ­ლის და­სა­წყე­ბად, წიგ­ნის წა­სა­კი­თხად. მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, აჩ­ქა­რე­ბას დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და ლაქ­ლაქს.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ო­თხე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა კირჩხიბს და მე­ო­თხე სახ­ლს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა უმ­ჯო­ბე­სია შინ გა­შა­ლოთ და შეკ­რი­ბოთ ნა­თე­სა­ვე­ბი, უმას­პინ­ძლეთ მე­გობ­რებს. გა­იხ­სე­ნეთ ამ­ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი წი­ნაპ­რე­ბი. იყა­ვით მომთმე­ნი, ნუ აჩ­ქარ­დე­ბი­თი და ნუ იქ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი. თუ დღეს იჩხუ­ბებთ, მთე­ლი წელი უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­რებთ. სა­სურ­ვე­ლია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ, თუ დიდი სუფ­რის გაშ­ლას არ აპი­რებთ, ტკბი­ლე­უ­ლი მა­ინც და­დეთ მა­გი­და­ზე, ამ­გვა­რად პა­ტივს მი­ა­გებთ წი­ნაპ­რებს, ვისი ლოც­ვაც მთე­ლი წელი გაგ­ყვე­ბათ. მო­ე­რი­დეთ სახ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას, კონ­ფლიქტს ოჯა­ხის წევ­რებ­თან (მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან).

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ხუ­თე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ლომს და მე­ხუ­თე სახ­ლს. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, გარ­თო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის დღე. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ბავ­შვებ­თან ერ­თად. სექ­სი ამ დღეს აკ­რძა­ლუ­ლი არაა, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. მო­ე­რი­დეთ აზარტს, ლა­ტა­რი­ას და ფულ­ზე თა­მაშს, ნუ ჩა­ი­ხე­დე­ბით სხვის სა­ფუ­ლე­ში სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ (უმ­ჯო­ბე­სია და­წე­როთ), რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გსურთ მე­წყვი­ლედ და ძა­ლი­ან მალე ის გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში .

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ექ­ვსე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქალ­წულს და მე­ექ­ვსე სახ­ლს. აკე­თეთ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი, იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით მუ­შა­ო­ბა. თუ დას­ვე­ნე­ბის დღე გაქვთ, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. სამ­სა­ხურ­ში თუ ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ, მო­ე­რი­დეთ ბრძა­ნე­ბე­ბის გა­ცე­მას, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა კი არ შე­ას­რუ­ლოთ მი­თი­თე­ბე­ბი, რად­გან მთელ წელს სხვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მო­გი­წევთ ყოფ­ნა. და­ფიქ­რდით, რისი გა­კე­თე­ბა გსურთ, რა სფე­რო­ში ისურ­ვებ­დით მუ­შა­ო­ბას. სწო­რედ ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ნუ მი­ე­ძა­ლე­ბით ალ­კოჰოლს. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი მე­ექ­ვსე დღე მტკი­ცე ჯან­მრთე­ლო­ბას გპირ­დე­ბათ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მეშ­ვი­დე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა სას­წორს და მეშ­ვი­დე სახ­ლს. ეს არის პარტნი­ო­რო­ბის დღე. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის, ხოლო საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის მი­მართ - კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. არ გირ­ჩევთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას. გა­ა­ტა­რეთ ეს დრო თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ნუ ეც­დე­ბით მათ­თით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, ნუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ მათ სა­კუ­თარ უიღ­ბლო­ბა­ში. თუ ეძებთ პარტნი­ორს (საქ­მი­ანს ან სა­სიყ­ვა­რუ­ლოს), ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის თვი­სე­ბა და ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი, რაც უნდა ახა­სი­ა­თებ­დეს. ამ დღეს სახ­ლი­დან ძა­ლი­ან შორს ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბით. ნურც ორ­გა­ნიზმს გა­დატ­ვირ­თავთ მავ­ნე საკ­ვე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. ნუ აჰ­ყვე­ბით ინ­სტინ­ქტებს, მო­ე­რი­დეთ აჩ­ქა­რე­ბას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მერ­ვე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­რი­ელს და მერ­ვე სახ­ლს. ეს არის საფრ­თხი­ლო, კრი­ზი­სის დღე. მო­ე­რი­დეთ ექ­სტრიმს (სპორ­ტშიც) და აზარტს. იყა­ვით მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლი. შე­ი­ა­რეთ ბან­კში, თუნ­დაც ისე, რად­გან ბან­კში არის ფუ­ლის ენერ­გია, მერ­ვე დღე კი დიდი ფუ­ლის ენერ­გი­აა. და­ი­მუხ­ტეთ ამ ენერ­გი­ით, რომ მთე­ლი წელი ფული ულე­ვად გქონ­დეთ. მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რეთ ეს დღე. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კურ გა­დატ­ვირ­თვას. ნუ აჰ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გია ვა­ლე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვა.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ცხრე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მშვილ­დო­სანს და მე­ცხრე სახ­ლს. ცოდ­ნი­სა და რე­ლი­გი­ის დღეა. აუ­ცი­ლებ­ლად შე­დით ტა­ძარ­ში, და­ი­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით. აუნ­თეთ სან­თე­ლი თქვენს წი­ნაპ­რებს და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ, ყვე­ლა­ფე­რის­თვის, რაც ახლა გაქვთ. არა­ვის ას­წავ­ლოთ ჭკუა, არა­ვის მო­ახ­ვი­ოთ სა­კუ­თა­რი აზრი. გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებ­ზე. მო­ე­რი­დეთ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას. კარ­გია სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნე­ბის კი­თხვა. ამ დღეს არ გირ­ჩევთ უცხო­უ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ცოდ­ნას და გა­მო­ი­ყე­ნებთ თქვენს ცოდ­ნას თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ა­თე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა თხის რქას და მე­ა­თე სახ­ლს. კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის, ამ­ბი­ცი­ე­ბის დღეა. ნუ იქ­ნე­ბით მბრძა­ნე­ბე­ლი, არა­ვის მი­უ­თი­თოთ, რა გა­ა­კე­თოს, თუ გსურთ, რომ რამე თქვენ გა­გი­კე­თონ, ითხო­ვეთ (რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც არ უნდა იყოთ). თა­ვად კი შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ის, რა­საც მოგ­თხო­ვენ. ნუ აი­ცი­ლებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ნურც სა­კუ­თარ საქ­მე­ებს გა­ა­კე­თე­ბი­ნებთ სხვას. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ჩა­მო­წე­რეთ, რისი მიღ­წე­ვა გსურთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნუ და­ი­ვი­წყებთ ოჯახს.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­თერ­თმე­ტე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მერ­წყულს და მე­თერ­თმე­ტე სახ­ლს. სხვა­თა შო­რის ამ დღე­საც შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა. შეკ­რი­ბეთ მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა, ნუ შე­ი­ძენთ ახალ სა­მოსს, ნივ­თებს, თვი­სე­ბებს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს მო­ის­მი­ნეთ, რას გე­უბ­ნე­ბი­ან სხვე­ბი, ყური და­უგ­დეთ რჩე­ვებს. გა­წევ­რი­ან­დით სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ჯგუ­ფებ­ში. ამ დღეს კარ­გია და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს დღე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რთუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც კი მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლოთ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­თორ­მე­ტე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა თევ­ზებს და მე­თორ­მე­ტე სახ­ლს. ნუ­რაფ­რის გე­ში­ნი­ათ, არც სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბი გა­ა­ფე­ტი­შოთ. გა­მოთ­ქვით თქვე­ნი აზრი თა­მა­მად, ჩა­იც­ვით ის, რაც გსურთ, და­ი­ვი­წყეთ "რას იტყვის ხალ­ხი". ნუ გე­ში­ნი­ათ. არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ცრურ­წმე­ნებს. არ გახ­დეთ სხვი­სი ტყუ­ი­ლე­ბის მსხვერ­პლი. თა­ვა­დაც ეცა­დეთ, არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ, არ გას­ცეთ და­პი­რე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი. უმ­ჯო­ბე­სია, ამ დღეს გან­მარ­ტოვ­დეთ, ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავს. თა­მა­მად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, ნუ გა­ეხ­ვე­ვით სა­ეჭ­ვო პრო­ექ­ტებ­ში, ჩახ­ლარ­თულ საქ­მე­ებ­ში.

ბედ­ნი­ერ დღე­ებს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

დაბადების დღის აღნიშვნა ბევრ ადამიანს არ უყვარს. უფრო მეტიც შეიძლება ამ დღის მიმართ აგრესიაც კი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენი დაბადების დღე თქვენი პირადი ახალი წელია. ამ დღეს მთელი წლის პროგრამა იწერება და როგორც შეხვდებით "ახალ წელს", ისეც გაატარებთ მომდევნო 12 თვეს. თუ აზრი შეგაცვლევინეთ, მოგვყევით - საინტერესო ინფორმაციები მოგიმზადეთ, რათა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბედნიერი გახდეთ. თუ თქვენს იუბილემდე დიდი დროა დარჩენილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალი წლიდან დაიწყოთ 12 ჯადოსნური დღის აღნიშვნა, ან ჩინური ახალი წლიდან, ან სულაც ასტროლოგიური მნიშვნელოვანი დღეებიდან (ზამთრის ბუნიობა, დაახლოებით 21-22 დეკემბერი ან გაზაფხულის ბუნიობა - 21-22 მარტი). ერთი სიტყვით, წელიწადში რამდენიმე პერიოდია, როცა ცხოვრების საინტერესოდ დაწყების შანსი გეძლევათ.

დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირთულეები, დაძაბულობები ეწყება. ანუ ეს არის პერიოდი, როცა მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი უსიამოვნებების გამო, ახლა მოგეთხოვებათ პასუხი. ძალიან ბევრი გრძნობს ენერგიის ნაკლებობას. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, ე.ი. ვიღაცას აბრაზებდით, აწყენინეთ, ისე არ იქცეოდით როგორც საჭირო იყო და ა.შ. საქმე ისაა, რომ დაბადების დღემდე თქვენი პირადი მზე შესუსტებულია, ამიტომ, მეტად იყავით მომართული დასვენებაზე, ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას. მნიშვნელოვანია დაბადების დღეები, როცა ადამიანი 33 ან 66 წლის ხდება. ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მომენტები ჩაიწეროთ კიდეც, მომავალში ცხოვრება რომ გაიმარტივოთ. ზოგიერთი დაბადების დღემდე მარხულობს, განმარტოვდება ან ქველმოქმედებას იწყებს (ფულით, ნივთებით). გირჩევთ, დაბადების დღეს და წინა დღესაც ჩაიტაროთ გამწმენდი პროცედურები, თუნდაც აბანოში წახვიდეთ. კონკრეტულად დაბადების დღეს კი გაღვიძებისთანავე შეიქმნათ პოზიტიური განწყობა. არანაირი სინანული, ცრემლები და უსიამოვნო ფრაზები.

მაშ ასე, ასტროლოგიურად დაბადების დღეს სოლარი ჰქვია. მთელი წლის განმავლობაში მზე წრეს აკეთებს, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს მოივლის და სწორედ იმ დღეზე დგება, რომელშიც თქვენ დაიბადეთ. სწორედ ამ დღესაა თქვენი დაბადების დღე და იწყება თქვენი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის შემდეგი 12 დღე . თითოეული განსაკუთრებულ ენერგეტიკას შეიცავს და სასურველია, მათი გარკვეული წესებით გატარება, რადგან ეს 12 დღე შეესაბამება 12 თვეს და სასურველია, 12-ვე დღე გარკვეული წესების დაცვით გაატაროთ.

  • თუმცა, უნდა გითხრათ, რომ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის წინა 7 დღეც:

აქ თითოეული დღე თითოეულ პლანეტას შეესაბამება და მათი გარკვეული თვისებები გვაქვს გასათვალისწინებელი. გადათვალეთ 7 დღე თქვენს დაბადების დღემდე. ბოლოდან პირველი არის მთვარის დღე . მას ორშაბათის დღის თვისებები გააჩნია. სასურველია, მიიზიდოთ მთვარის ენერგია. მთვარე არის ჩვენი თავი. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, დაფიქრდი, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენს გარემოცვაში, ან ვინ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. ამ დღეს არ გეკრძალებათ სენტიმენტების გამოვლენა. უფრო მეტიც, შეგიძლიათ ფილმებსაც კი უყუროთ, რომლებიც ემოციებს (იცინოთ, იტიროთ) აღძრავენ თქვენში. თუ მოგინდებათ, შინ ჰარმონიული განწყობა შექმენით, რამე გემრიელი მოამზადეთ. გაუმასპინძლდეთ დედას. თუ ადრე გერიდებოდათ ახლობლებისთვის რაიმეს თხოვნა, დღეს შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ ახლობლებმა მეტი მზრუნველობა გამოავლინონ თქვენ მიმართ.

დაბადების დღემდე მეექვსე დღე მარსსა და პლუტონს შეესაბამება. იყავით მიზანსწრაფული, ზომიერად სპორტული, გაიწმინდეთ ორგანიზმი. ზოგიერთს მოეწონება მანქანის მართვა, სათევზაოდ ან სანადიროდ წასვლა. შეგიძლიათ დაიწყოთ რამეს კეთება (ხელსაქმე) იარაღებით. დაალაგოთ სახლი და გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან. იმ ადამიანებისგანაც, ვინც არ გჭირდებათ.

დაბადების დღემდე მეხუთე დღე მერკურს შეესაბამება. კარგი იქნება ახალი ადამიანების გაცნობა, ხელშეკრულებების გაფორმება, საჭირო ინფორმაციების მოძიება, ახლის შესწავლა. თუ დაბადების დღის აღნიშვნას აპირებთ, მოწვევა ახლობლებს ამ დღეს გაუგზავნეთ. მეტი დრო გაატარეთ შინაური ცხოველებთან ერთად, იზრუნეთ მათზე, შეგიძლიათ ზოოპარკსაც კი ესტუმოთ. არსებობს შემთხვევები, როცა დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე ადამიანს საეჭვო საქმიანობაში, აფერაში ჩართვას სთავაზობენ. ეს ცდუნებაა და არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ, თქვენს მომავალზეც აისახება.

დაბადების დღემდე მეოთხე დღე პლანეტა იუპიტერის ენერგიას შეესაბამება. ამ დღეს აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის (კარგიც და ცუდიც), რაც იყო თქვენს ცხოვრებაში. თუ საშუალება გაქვთ, ადამიანებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში კარგი გაგიკეთათ, პატარა საჩუქარი მოუმზადეთ. კარგია ქველმოქმედებაც, გაეცით ფული, ნივთები. დააკვირდით, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს თქვენი მფარველი ან გურუ ; დააკვირდით მის რჩევებსაც. ჩაეწერეთ სასწავლო კურსზე. კარგია ცურვა.

დაბადების დღემდე მესამე დღე პლანეტა ვენერას შეესაბამება. მოიწესრიგეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ პროდუქტები, სამოსი. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ერთი სიტყვით, ლამაზი მოგონებებით დაიტვირთეთ თავი.

დაბადების დღემდე მეორე დღე სატურნს შეესაბამდება. კარგია ამ დღეს დიეტის დაცვა ან განტვირთვის დღის მოწყობა. არ თქვათ ცუდი სიტყვები, სასურველია, შეამციროთ შეხვედრები. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. სატურნი შაბათის დღეს შეესაბამება და გაიხსენეთ ებრაელები, რომლებიც ამ დღეს ისვენებენ და ასკეტურად ატარებენ. გადახედეთ და გააანალიზეთ ჩავლილი წელი . ჩამოწერეთ სამომავლო საქმეები და გეგმები, რაც გსურთ, რომ მომდევნო წელს განახორციელოთ . ძველად სატურნს გამოსახავდნენ როგორც ცელიან არსებას, ჰოდა, დაუმტკიცეთ სიკვდილს, რომ ცხოვრებაში კიდევ უამრავი გეგმა გაქვთ შესასრულებელი და არც კი გამოიხედოს თქვენკენ. თუმცა, შეგიძლიათ აანთოთ სანთელი და მადლობა გადაუხადთ თქვენს წინაპრებს, რომლებიც ლოცულობენ ამქვეყნად თქვენს კეთილდღეობაზე. ამ დღეს შეგიძლიათ იტიროც კიდეც, გაიწმინდოთ (სულიერად და ფიზიკურად), რათა დაბადების დღეს უკვე სუფთა შეხვდეთ.

დაბადების დღე - მზის დაბრუნება. თუ იცით თქვენი დაბადების მომენტში რომელ გრადუსში იმყოფებოდა მზე და სოლარს გააკეთებთ, ნახეთ, რომელ საათზე დგება თქვენი დაბადების დღე და ამ საათზე კარგია ლოცვა, მედიტაცია. არ გირჩევთ დაბადების დღეს ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე, ძალიან ბევრმა იცის დაბადების დღეზე სასაფლაოზე (მშობლების, შვილების) გასვლა. არავითარ შემთხვევაში! წინა დღეს მოიხსენიეთ თქვენი გარდაცვლილი ადამიანები და არავითარ შემთხვევაში დაბადების დღეს. აგრეთვე მოერიდეთ ამ დღეს პანაშვიდსა და დაკრძალვაზე წასვლას.

  • დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღე არანაკლებ მნიშვნელოვანია და თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს:

დაბადების დღიდან პირველი დღე (ანუ პირველი დღე არის ნულოვანი) შეესაბამება ვერძის , პირველი სახლის ენერგიას. გირჩევთ დაიწყოთ ახალი საქმე (ბლოგის წერა, დიეტა, პროექტი და ა.შ.), რომელსაც მთელი წელი განახორციელებთ. თქვენ თამამად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. იმოქმედეთ საკუთარი გონებით. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ და როგორც მიგაჩნიათ საჭიროდ. რათა მთელი წელი იყოთ ლიდერი და არა სხვებით მართული. ნუ დაგეგმავთ ამ დღეს დიდ წვეულებას, არ გადატვირთოთ ორგანიზმი. თუმცა, ახლობლებს ტკბილეულობითა და გემრიელობით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ. მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას, ახლობლების დაჩაგვრას.

დაბადების დღიდან მეორე დღე შეესაბამება კუროს და მეორე სახლს - ფული, რესურსები. არ გირჩევთ ამ დღეს ფულის უაზროდ ხარჯვას. სასურველი იქნება საჩუქრად ფული მიიღოთ ან შეგიძლიათ, საკუთარ თავს ანგარიშზე ტერმინალიდან გარკვეული თანხა გადაურიცხოთ, თუნდაც 5 ლარი. ეცადეთ, არც ამ დღეს გადატვირთოთ ორგანიზმი საკვებითა და ალკოჰოლით. რადგან მთელი წელი არ იყოთ მობილიზებული ჭამაზე და არ მოიმატოთ წონაში. დაგეგმეთ თქვენი საქმეები და გეგმები, რაც ფულს მოგიტანთ.

დაბადების დღიდან მესამე დღე შეესაბამება ტყუპს და მესამე სახლს. ეს არის მეგობრებთან, და-ძმებთან შეხვედრის, ლაპარაკისა და მიმოწერის დღე. აკონტროლეთ სიტყვები. არც ამ დღეს გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ნასვამმა არ გათქვათ გეგმები, იდეები. სასურველია, შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, წიგნის წასაკითხად. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, აჩქარებას დოკუმენტების გაფორმებისას. ჭორების გავრცელებას და ლაქლაქს.

დაბადების დღიდან მეოთხე დღე შეესაბამება კირჩხიბს და მეოთხე სახლს. სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია შინ გაშალოთ და შეკრიბოთ ნათესავები, უმასპინძლეთ მეგობრებს. გაიხსენეთ ამქვეყნიდან წასული წინაპრები. იყავით მომთმენი, ნუ აჩქარდებითი და ნუ იქნებით აგრესიული. თუ დღეს იჩხუბებთ, მთელი წელი უსიამოვნებაში გაატარებთ. სასურველია, ეს დღე შინ გაატაროთ, თუ დიდი სუფრის გაშლას არ აპირებთ, ტკბილეული მაინც დადეთ მაგიდაზე, ამგვარად პატივს მიაგებთ წინაპრებს, ვისი ლოცვაც მთელი წელი გაგყვებათ. მოერიდეთ სახლის შეურაცხყოფას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან (მშობლებთან, შვილებთან).

დაბადების დღიდან მეხუთე დღე შეესაბამება ლომს და მეხუთე სახლს. ეს არის სიყვარულის, გართობის, შემოქმედების დღე. გაატარეთ მეტი დრო ბავშვებთან ერთად. სექსი ამ დღეს აკრძალული არაა, მაგრამ ენერგეტიკაზე ცუდად მოქმედებს. მოერიდეთ აზარტს, ლატარიას და ფულზე თამაშს, ნუ ჩაიხედებით სხვის საფულეში საკუთარი კეთილდღეობისთვის. თუ მარტოხელა ხართ, წარმოიდგინეთ (უმჯობესია დაწეროთ), როგორი ადამიანი გსურთ მეწყვილედ და ძალიან მალე ის გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში .

დაბადების დღიდან მეექვსე დღე შეესაბამება ქალწულს და მეექვსე სახლს. აკეთეთ ყოველდღიური საქმეები, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ ინსტრუმენტებით მუშაობა. თუ დასვენების დღე გაქვთ, საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. სამსახურში თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, მოერიდეთ ბრძანებების გაცემას, დაქვემდებარებულმა კი არ შეასრულოთ მითითებები, რადგან მთელ წელს სხვის დაქვემდებარებაში მოგიწევთ ყოფნა. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ, რა სფეროში ისურვებდით მუშაობას. სწორედ ამ დღეს შეიძლება მიიღოთ საინტერესო საქმიანი შემოთავაზება. ნუ მიეძალებით ალკოჰოლს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა და დამოკიდებულებებისგან. სწორად გატარებული მეექვსე დღე მტკიცე ჯანმრთელობას გპირდებათ.

დაბადების დღიდან მეშვიდე დღე შეესაბამება სასწორს და მეშვიდე სახლს. ეს არის პარტნიორობის დღე. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის, ხოლო საქმიანი პარტნიორის მიმართ - კეთილგანწყობილი, დიპლომატიური. არ გირჩევთ ეჭვიანობას. გაატარეთ ეს დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მაგრამ ნუ ეცდებით მათთით მანიპულირებას, ნუ დაადანაშაულებთ მათ საკუთარ უიღბლობაში. თუ ეძებთ პარტნიორს (საქმიანს ან სასიყვარულოს), ჩამოწერეთ ყველა ის თვისება და ხასიათის შტრიხები, რაც უნდა ახასიათებდეს. ამ დღეს სახლიდან ძალიან შორს ნუ გაემგზავრებით. ნურც ორგანიზმს გადატვირთავთ მავნე საკვებითა და ალკოჰოლით. ნუ აჰყვებით ინსტინქტებს, მოერიდეთ აჩქარებას.

დაბადების დღიდან მერვე დღე შეესაბამება მორიელს და მერვე სახლს. ეს არის საფრთხილო, კრიზისის დღე. მოერიდეთ ექსტრიმს (სპორტშიც) და აზარტს. იყავით მეტად გააზრებული. შეიარეთ ბანკში, თუნდაც ისე, რადგან ბანკში არის ფულის ენერგია, მერვე დღე კი დიდი ფულის ენერგიაა. დაიმუხტეთ ამ ენერგიით, რომ მთელი წელი ფული ულევად გქონდეთ. მშვიდ გარემოში გაატარეთ ეს დღე. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არ გირჩევთ ფიზიკურ გადატვირთვას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. სამაგიეროდ, კარგია ვალებისა და კრედიტების დაფარვა.

დაბადების დღიდან მეცხრე დღე შეესაბამება მშვილდოსანს და მეცხრე სახლს. ცოდნისა და რელიგიის დღეა. აუცილებლად შედით ტაძარში, დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიით. აუნთეთ სანთელი თქვენს წინაპრებს და მადლობა გადაუხადეთ, ყველაფერისთვის, რაც ახლა გაქვთ. არავის ასწავლოთ ჭკუა, არავის მოახვიოთ საკუთარი აზრი. განსაკუთრებით, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. მოერიდეთ ბილწსიტყვაობას, კანონის დარღვევას. კარგია სამეცნიერო წიგნების კითხვა. ამ დღეს არ გირჩევთ უცხოური ნივთების შეძენას. სწორად გატარებული დღე მთელი წლის განმავლობაში მიიღებთ საჭირო ცოდნას და გამოიყენებთ თქვენს ცოდნას თქვენთვის სასარგებლოდ.

დაბადების დღიდან მეათე დღე შეესაბამება თხის რქას და მეათე სახლს. კარიერული მიღწევების, ამბიციების დღეა. ნუ იქნებით მბრძანებელი, არავის მიუთითოთ, რა გააკეთოს, თუ გსურთ, რომ რამე თქვენ გაგიკეთონ, ითხოვეთ (რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ). თავად კი შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც მოგთხოვენ. ნუ აიცილებთ პასუხისმგებლობას, ნურც საკუთარ საქმეებს გააკეთებინებთ სხვას. იყავით მიზანმიმართული, ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ უახლოეს მომავალში. სამსახურის საქმეების პარალელურად ნუ დაივიწყებთ ოჯახს.

დაბადების დღიდან მეთერთმეტე დღე შეესაბამება მერწყულს და მეთერთმეტე სახლს. სხვათა შორის ამ დღესაც შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნა. შეკრიბეთ მეგობრები. თუმცა, ნუ შეიძენთ ახალ სამოსს, ნივთებს, თვისებებს. ურთიერთობების დროს მოისმინეთ, რას გეუბნებიან სხვები, ყური დაუგდეთ რჩევებს. გაწევრიანდით საერთო ინტერესის მქონე ჯგუფებში. ამ დღეს კარგია დაწყებული საქმეების დასრულება. სწორად გატარებული ეს დღე მთელი წლის განმავლობაში საშუალებას მოგცემთ, რთული ვალდებულებებიც კი მარტივად შეასრულოთ.

დაბადების დღიდან მეთორმეტე დღე შეესაბამება თევზებს და მეთორმეტე სახლს. ნურაფრის გეშინიათ, არც საკუთარი კომპლექსები გააფეტიშოთ. გამოთქვით თქვენი აზრი თამამად, ჩაიცვით ის, რაც გსურთ, დაივიწყეთ "რას იტყვის ხალხი". ნუ გეშინიათ. არ მიაქციოთ ყურადღება ცრურწმენებს. არ გახდეთ სხვისი ტყუილების მსხვერპლი. თავადაც ეცადეთ, არავინ მოატყუოთ, არ გასცეთ დაპირებები. განსაკუთრებით, შეუსრულებელი. უმჯობესია, ამ დღეს განმარტოვდეთ, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუმცა, ნუ გაეხვევით საეჭვო პროექტებში, ჩახლართულ საქმეებში.

ბედნიერ დღეებს გისურვებთ!

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"