როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი გვატყუებს - მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი გვატყუებს - მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ თქვენ წყლის ნიშნების წარმომადგენელი ხართ, ტყუილს ინტუიციით იგრძნობთ - მთელ სხეულს მოიცავს ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ არის - მაგრამ თუ მიწის, წყლის ან ჰაერის ნიშანი ხართ, კარგად დააკვირდით ადამიანს, რომელიც ინფორმაციას გიზიარებთ ან კითხვებზე გპასუხობთ.

როცა ვერძი ტყუილს ამბობს, ცდილობს მას მაქსიმალურად რეალური ელფერი მისცეს, შესაბამისად დეტალებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, თუ ის გატყუებთ, რომ სამსახურში ბევრი საქმე აქვს, ჩამოთვლის რა დაავალეს, თითოეულ პუნქტს რა დრო დასჭირდება და ვის უნდა დაურეკოს.

თუ კურომ განიზრახა თქვენი მოტყუება, თავს მოგაჩვენებთ, რომ იმწუთას ფიქრობს თავის სიტყვებზე, მაშინ როცა წინასწარ აქვს ყველა წინადადება აწონილ-დაწონილი და სცენარში შეტანილი. ამ ნიშნით დაბადებული ეცდება, მისი საუბრის პროცესი ხელოვნურად არ მოგეჩვენოთ, სიტყვები კი ყალბად და დაზეპირებულად.

იმის მიუხედავად, რომ ტყუპი ძალიან ხშირად იტყუება - მეტიც, ერთ საათსაც ვერ გაძლებს უტყუილოდ - მაინც შეიძლება მათი გამოჭერა. ისინი სიცრუეს თან ურთავენ სიმართლეს ხუმრობის ტონით, რომ ნათქვამის ეფექტი გააძლიერონ. მაგალითად:

- სად მიდიხარ?

- დაქალთან უნდა დავრჩე.

- მართლა?

- აბა, კლუბში ხომ არ წავალ, ღამის გასათენებლად?

სწორად მიხვდით, ტყუპი ზუსტადაც კლუბში აპირებს წასვლას.

საკმაოდ რთულია მიხვდეთ, როდის იტყუება კირჩხიბი , რადგან ის ნაწილობრივ სიმართლეს გეუბნებათ. მაგალითად, ეკითხებით:

- სად ხარ?

- ქუჩაში.

თქვენ იფიქრებთ, რომ უბრალოდ გარეთაა და ვერც კი წარმოიდგენთ, რომ სხვა ქალაქის ქუჩაშია.

თუ ისტორია, რომელსაც ამ ნიშნით დაბადებული გიყვებათ, ზედმეტად ლოგიკურია და კარგად დავარცხნილ თმას ჰგავს, ე.ი. გატყუებთ.

ლომები თავდაჯერებული მატყუარები არიან. მათი ტაქტიკის მიხედვით, აუცილებელია მოსაუბრეს ეჭვი შეატანინო საკუთარ მოსაზრებაში. მაგალითად, როცა ცდილობთ, დაუმტკიცოთ, რომ მოგატყუათ, ის შეურაცხყოფილ სახეს იღებს და გაბრაზებული ან დამწუხრებული გეკითხებათ: "შენ მართლა ფიქრობ, რომ მე მატყუარა ვარ?" "რით დავიმსახურე ასეთი უნდობლობა?"

როცა ქალწული იტყუება, ის თვალებში არ გიყურებთ და მზერას გარიდებთ, ასევე დისტანციას ინარჩუნებს თქვენ შორის, ძალიან ახლოს არ გიდგებათ, თითქოს ეშინია, რომ  მის გამომეტყველებაზე რაიმეს ამოიკითხავთ.

როცა სასწორი იტყუება, სახეზე შფოთვა გადაურბენს ხოლმე ან მის თვალებში სინდისის ქენჯნას შენიშნავთ. ამ ნიშნით  დაბადებულებს  სძულთ ტყუილები.

მორიელს ტყუილის თქმა უწევს? მაშინ საერთოდ მოერიდება იმ კონკრეტულ თემაზე საუბარს ან პირდაპირ გაიქცევა. თუ მაინცდამაინც უკირკიტებთ და თავს არ  დაანებებთ, ის გაღიზიანებული გიპასუხებთ.

მშვილდოსნები

მომენტალურად იფიქრებენ ტყუილს და არასდროს გეგმავენ წინასწარ, ამიტომ საუკეთესო ცრუპენტელებად ითვლებიან.

თხის რქა ტყუილის  შემდეგ ძალიან თბილი  და მოსიყვარულე ხდება. ეს თითქოს  კომპენსაციაა იმის სანაცვლოდ, რომ  უსამართლოდ  მოგექცათ და სიმართლე დაგიმალათ.

მერწყულს

თავადაც სჯერა ტყუილის, რომელსაც გეუბნებათ, შესაბამისად ძალიან რთულია მისი გამოჭერა. სიცრუისას ის თითებს  იტკაცუნებს ან მყარ ზედაპირზე ამოძრავებს მათ. გარდა ამისა,  შესაძლოა შეეხოს თავის ცხვირს ან თმას.

თუ თევზები ტყუილის  თქმას აპირებს,  თანამოსაუბრეს მტარვალად  გამოიყვანს, თავად კი მსხვერპლად იქცევა,  რომ მის თანაგრძნობის  უნარსა და სინდისის ქენჯნაზე  ითამაშოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?