ალბათ დაკვირვებიხართ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ფული და ძალაუფლება ხშირად რყვნის და აფუჭებს ადამიანს. ეს მართლაც ასეა და ამ ფაქტის დამადასტურებელი უამრავი მოვლენაც არსებობს. თუმცა ხშირად, ზოდიაქოს ნიშანი და მისთვის დამახასიათებელი ძირეული თვისებებიც დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად შეცვლის ადამიანს გამდიდრება.
ვერძი - დიდი ფულის შოვნის შემდეგაც გულღია და პირდაპირი რჩება. არასოდეს დაკანკალებს ზედ საკუთარ ქონებას.
კურო - ფულს დიდი სიფრთხილით ეკიდება. აუცილებლად გახსნის კაფეს ან საჩაიეს საკუთარი კულინარიული რეცეპტების დასატესტად.
ტყუპი - ხან ძუნწობს, ხანაც უაზროდ ფლანგავს ფულს. ამიტომ ფულის მიმართ მისი დამოკიდებულება დღეში ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ იცვლება.
კირჩხიბი - აუცილებლად შეინახავს დანაზოგს მუთაქაში, "შავი დღისთვის" რა იცი რა ხდება. ბანკებს კი არც ერთი კირჩხიბი დიდად არ ენდობა. ძუნწი არ არის, ფული შთამომავლობის ფეხზე დასაყენებლად სჭირდება.
ლომი - სასწრაფოდ დახურავს ყველა ძვირიან რესტორანს ქალაქში და მთელ ქვეყანას გააგებინებს საკუთარ გამდიდრებას.
ქალწული - ფულს აუცილებლად ჩადებს რამე მომგებიან საქმიანობაში, იცის რომ "ზღვა კოვზით დაილევა".
სასწორი - დიდხანს იფიქრებს სად დააბანდოს კაპიტალი, ღარიბებსა და მიუსაფარებს დაეხმაროს თუ თანხა სამოგზაუროდ შეინახოს. ბოლოს მაინც ვერ ჩამოყალიბდება.
მორიელი - ისე მოიქცევა თითქოს არასოდეს გამდიდრებულა. ფულს საიმედოდ შეინახავს ბანკში, ან გაასესხებს "პროცენტით" შემოსავლის გასაზრდელად.
მშვილდოსანი - ყველას დაურიგებს საჩუქრებს და გახდება "ჩვეულებრივი" თოვლის ბაბუა. ბოლოს წააგებს კაზინოში და მეორე დილას ისევ ღარიბს გაეღვიძება.
თხის რქა - აუცილებლად შეინახავს ფულს განათლებისა ან პროფესიული კვალიფიკაციის მისაღებად. შესაძლოა ოჯახის წევრებსაც დაეხმაროს ცოტა.
მერწყული - სასწრაფოდ დაიწყებს იმის გარკვევას რა ეღირება მარსზე ნაკვეთის ყიდვა. ასევე მოინდომებს საკუთარი რაკეტის შეძენას.
თევზები - ფულს ქველმოქმედებაში დააბანდებს, თუმცა შესაძლოა მისი ბენეფიციარები უბრალო აფერისტები აღმოჩნდნენ. რაც თევზებს კიდევ ერთხელ მისცემს დარდისა და სმის საშუალებას.