მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა გვიყვარდეს შვილები მშობლებზე მეტად - 4 გენეტიკური კანონი, რომლის ცოდნაც თქვენი  ბედნიერებისთვის აუცილებელია
რატომ უნდა გვიყვარდეს შვილები მშობლებზე მეტად - 4 გენეტიკური კანონი, რომლის ცოდნაც თქვენი  ბედნიერებისთვის აუცილებელია

ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ამ ქვე­ყა­ნას ევ­ლი­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მშობ­ლე­ბის­გან, ანუ ჩვენს ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბას ორი ადა­მი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა დას­ჭირ­და. მშობ­ლე­ბის უკან მათი მშობ­ლე­ბი დგა­ნან, კი­დევ უფრო უკან კი მათი წი­ნაპ­რე­ბი და ა.შ. ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი პროგ­რა­მის ნა­წი­ლია. რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ გარ­კვე­ულ კარ­მულ სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი იღებს გარ­კვე­ულ ენერ­გე­ტი­კას რო­გორც მშობ­ლე­ბის­გან, ისე გვა­რის ხა­ზით მთლი­ა­ნად. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვენ კარ­მულ-გე­ნე­ტი­კუ­რი პრინ­ცი­პის კა­ნო­ნებს ვარ­ღვევთ, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უბე­დუ­რე­ბა იჭ­რე­ბა.

გე­ნე­ტი­კურ სის­ტე­მა­ში შე­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ასე­ვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი, ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა მოვ­ლე­ნე­ბაც არ ვი­სურ­ვეთ ამ­ქვეყ­ნად (აბორ­ტის მსხვერ­პლნი), ასე­ვე ის ხალ­ხი, ვი­საც რთუ­ლი ბედი ჰქონ­და ან თა­ვად აირ­ჩია მსგავ­სი გზა (ლო­თე­ბი, მრუ­შე­ბი, ნარ­კო­მა­ნე­ბი, სა­კუ­თა­რი გვა­რის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი). ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი ჩვე­ნი გვა­რი­სა და გე­ნე­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ნა­წი­ლია.

  • სის­ტე­მის კუთ­ვნი­ლე­ბის და "წაშ­ლის" კა­ნო­ნი

ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კოს­მოს­მა ოდეს­მე მა­ინც თქვენს ნა­თე­სა­ვად და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად, თქვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კარ­მის ნა­წი­ლია. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­კი­დოთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ ცდი­ლობთ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის "წაშ­ლას" გო­ნე­ბი­დან, მეხ­სი­ე­რე­ბი­დან, გუ­ლი­დან სამ­ყა­რო შე­სა­ბა­მის ბერ­კე­ტებს აა­მუ­შა­ვებს სა­პა­სუ­ხოდ. ასე მა­გა­ლი­თად: ოჯა­ხი, რო­მელ­საც ნარ­კო­მა­ნი წევ­რი წამ­ლის დიდი დო­ზის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­ეც­ვა­ლა, წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­მა­ვალ თა­ო­ბას უმა­ლავ­და ამ ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბას. იგი ით­ვლე­ბო­და გვა­რის შე­მარ­ცხვე­ნე­ლად, პი­როვ­ნე­ბად ვი­ნაც დედ-მა­მის ქო­ნე­ბა უთავ­ბო­ლოდ გა­ა­ნი­ა­ვა და სი­ცო­ცხლე სა­მარ­ცხვი­ნოდ და­ას­რუ­ლა სა­ბო­ლო­ოდ. წლე­ბის მან­ძილ­ზე მის­მა ძმის­შვი­ლებ­მა არ იცოდ­ნენ ბი­ძის არ­სე­ბო­ბა, სა­ნამ უფ­რო­სი ძმის­შვი­ლი 15 წლის ასაკ­ში იმა­ვე "მო­ლი­პულ" გა­ზა­ზე არ დად­გა, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე მისი "და­ვი­წყე­ბუ­ლი" წი­ნა­პა­რი შე­ი­წი­რა. გე­ნე­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის კა­ნო­ნი ითხოვს ჩვენ­გან ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რის მი­ღე­ბას, აღი­ა­რე­ბას, პა­ტი­ე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი კი იმის ილუსტრა­ცი­აა, რომ ჯო­ბია შთა­მო­მავ­ლო­ბამ ნათ­ლად იცო­დეს წი­ნაპ­რე­ბის მა­გა­ლით­ზე რა სი­ა­ვის მომ­ტა­ნია ნარ­კო­ტი­კი. ასე გა­ცი­ლე­ბით და­ცუ­ლი ვართ ცუდი შე­დე­გე­ბის­გან.

  • იერ­არ­ქი­ის კა­ნო­ნი

გე­ნე­ტი­კუ­რი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ის ვინც უფრო ადრე შე­მო­ვი­და გე­ნე­ტი­კურ წრე­ში, მეტი პა­ტი­ვის­ცე­მის ღირ­სია მის შემ­დგომ მო­სუ­ლის­გან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შვი­ლე­ბი პა­ტივს უნდა სცემ­დნენ მშობ­ლებს, უმ­ცრო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი უფ­რო­სებს, ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი კი სა­კუ­თა­რი ქმრის/ცო­ლის ყო­ფილ მე­ო­რე ნა­ხევ­რებს. იმი­ტომ რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბიც ჩვენს გე­ნე­ტი­კურ ხაზ­ში ეწე­რე­ბი­ან.

  • სიყ­ვა­რუ­ლის კა­ნო­ნი და სიყ­ვა­რუ­ლის წე­სე­ბი

უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის ენერ­გე­ტი­კა წი­ნაპ­რე­ბის­გან შთა­მო­მავ­ლე­ბის­კენ მი­ე­დი­ნე­ბა და არა პი­რი­ქით. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როთ ის ფაქ­ტი, რომ მთე­ლი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვებ­ზე (მო­მა­ვალ­ზე) უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი და არა სა­კუ­თარ მშობ­ლებ­ზე. რა თქმა უნდა, მშობ­ლებს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, ვიზ­რუ­ნოთ მათ­ზე, მაგ­რამ პრი­ო­რი­ტე­ტი ამ მხრივ ბავ­შვე­ბია. იმი­ტომ რომ გე­ნე­ტი­კუ­რი კა­ნო­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბით გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ მა­მი­დან შვილ­ზე, დე­დი­დან შვილ­ზე გა­და­დის და არა შვი­ლი­დან დედ-მა­მა­ზე.

ჩვე­ნი ვა­ლია აღვზარ­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და არა სა­კუ­თა­რი დედ-მამა. ეს არის სწო­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, რო­მელ­საც გე­ნე­ტი­კუ­რი წეს­რი­გის კა­ნო­ნი ეფუძ­ნე­ბა.

  • და­ბო­ლოს, გა­ცე­მა-მი­ღე­ბის ბა­ლან­სის შე­სა­ხებ

ყო­ველ­თვის გა­ე­ცით იმა­ზე ოდ­ნავ მეტი ვიდ­რე იღებთ. ზედ­მე­ტო­ბა თქვენს ქმე­დე­ბას ფასს და­უ­კარ­გავს, ხოლო სი­ძუნ­წე ემო­ცი­ებ­სა და ქმე­დე­ბებ­ში ეგო­ის­ტის სა­ხელს და­გიმ­კვიდ­რებთ. ამი­ტომ ბა­ლან­სის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბელ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­როა. ხოლო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვენ­გან ჩა­დე­ნილ­ზე მეტს იღებს პა­სუ­ხად, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­მუხ­ტე­ბა სტი­მუ­ლით მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთხელ გა­გა­ხა­როთ.

ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვენ სხვა ადა­მი­ა­ნის­გან ვი­ღებთ ნე­გა­ტივს და ცუდს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ადა­მი­ანს ვუ­პა­სუ­ხოთ ოღონდ იმა­ზე ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სი­ით ვიდ­რე იგია გან­წო­ბი­ლი ჩვენ­და­მი. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა ზო­გა­დად ნე­გა­ტი­ვის ზღვარს ამ­ცი­რებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აგ­რე­სი­ას აგ­რე­სი­ით ნუ უპა­სუ­ხებთ, თუმ­ცა მომ­დევ­ნო დარ­ტყმას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდით და და­ა­ფიქ­სი­რეთ თქვე­ნი გუ­ლის­წყრო­მა. ის­წავ­ლეთ ბა­ლან­სის დაც­ვა და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას იქ­ნე­ბა.

დათო
58

რა გამოდის , ყოფილი ცოლი ჩემი გენეტიკის ნაწილი ხდება ? ეს ხომ აბსურდია .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ უნდა გვიყვარდეს შვილები მშობლებზე მეტად - 4 გენეტიკური კანონი, რომლის ცოდნაც თქვენი  ბედნიერებისთვის აუცილებელია

რატომ უნდა გვიყვარდეს შვილები მშობლებზე მეტად - 4 გენეტიკური კანონი, რომლის ცოდნაც თქვენი  ბედნიერებისთვის აუცილებელია

ნებისმიერი ჩვენგანი ამ ქვეყანას ევლინება კონკრეტული მშობლებისგან, ანუ ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ორი ადამიანის ენერგეტიკის გაერთიანება დასჭირდა. მშობლების უკან მათი მშობლები დგანან, კიდევ უფრო უკან კი მათი წინაპრები და ა.შ. ყველა ეს ადამიანი ჩვენი გენეტიკური პროგრამის ნაწილია. რომელიც თავის მხრივ გარკვეულ კარმულ სისტემას წარმოადგენს. ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი იღებს გარკვეულ ენერგეტიკას როგორც მშობლებისგან, ისე გვარის ხაზით მთლიანად. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ კარმულ-გენეტიკური პრინციპის კანონებს ვარღვევთ, ჩვენს ცხოვრებაში უბედურება იჭრება.

გენეტიკურ სისტემაში შედიან ადამიანები, მათ შორის ჩვენი წინაპრები, ასევე ყოფილი მეუღლეები, ბავშვები, რომელთა მოვლენებაც არ ვისურვეთ ამქვეყნად (აბორტის მსხვერპლნი), ასევე ის ხალხი, ვისაც რთული ბედი ჰქონდა ან თავად აირჩია მსგავსი გზა (ლოთები, მრუშები, ნარკომანები, საკუთარი გვარის მოღალატეები). ყველა ეს ადამიანი ჩვენი გვარისა და გენეტიკის შესაბამისად, ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილია.

  • სისტემის კუთვნილების და "წაშლის" კანონი

ყველა ის ადამიანი, რომელსაც კოსმოსმა ოდესმე მაინც თქვენს ნათესავად დაბადება არგუნა წილად, თქვენი გენეტიკური კარმის ნაწილია. ამიტომ ამ ადამიანებს შესაბამისი პატივისცემით უნდა მოეკიდოთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ცდილობთ რომელიმე მათგანის "წაშლას" გონებიდან, მეხსიერებიდან, გულიდან სამყარო შესაბამის ბერკეტებს აამუშავებს საპასუხოდ. ასე მაგალითად: ოჯახი, რომელსაც ნარკომანი წევრი წამლის დიდი დოზის მიღების შედეგად გარდაეცვალა, წლების მანძილზე მომავალ თაობას უმალავდა ამ ადამიანის არსებობას. იგი ითვლებოდა გვარის შემარცხვენელად, პიროვნებად ვინაც დედ-მამის ქონება უთავბოლოდ გაანიავა და სიცოცხლე სამარცხვინოდ დაასრულა საბოლოოდ. წლების მანძილზე მისმა ძმისშვილებმა არ იცოდნენ ბიძის არსებობა, სანამ უფროსი ძმისშვილი 15 წლის ასაკში იმავე "მოლიპულ" გაზაზე არ დადგა, რომელმაც თავის დროზე მისი "დავიწყებული" წინაპარი შეიწირა. გენეტიკური კუთვნილების კანონი ითხოვს ჩვენგან ნებისმიერი წევრის მიღებას, აღიარებას, პატიებასა და პატივისცემას. ზემოხსენებული მაგალითი კი იმის ილუსტრაციაა, რომ ჯობია შთამომავლობამ ნათლად იცოდეს წინაპრების მაგალითზე რა სიავის მომტანია ნარკოტიკი. ასე გაცილებით დაცული ვართ ცუდი შედეგებისგან.

  • იერარქიის კანონი

გენეტიკური კანონების მიხედვით, ის ვინც უფრო ადრე შემოვიდა გენეტიკურ წრეში, მეტი პატივისცემის ღირსია მის შემდგომ მოსულისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილები პატივს უნდა სცემდნენ მშობლებს, უმცროსი დედმამიშვილები უფროსებს, ახლანდელი მეუღლეები კი საკუთარი ქმრის/ცოლის ყოფილ მეორე ნახევრებს. იმიტომ რომ ყოფილი პარტნიორებიც ჩვენს გენეტიკურ ხაზში ეწერებიან.

  • სიყვარულის კანონი და სიყვარულის წესები

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულის ენერგეტიკა წინაპრებისგან შთამომავლებისკენ მიედინება და არა პირიქით. ამიტომ აუცილებელია გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ მთელი ჩვენი სიყვარული ბავშვებზე (მომავალზე) უნდა იყოს მიმართული და არა საკუთარ მშობლებზე. რა თქმა უნდა, მშობლებს პატივი უნდა ვცეთ, ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ პრიორიტეტი ამ მხრივ ბავშვებია. იმიტომ რომ გენეტიკური კანონი სიყვარულის შთამომავლობით გადაცემის შესახებ მამიდან შვილზე, დედიდან შვილზე გადადის და არა შვილიდან დედ-მამაზე.

ჩვენი ვალია აღვზარდოთ ჩვენი შვილები და არა საკუთარი დედ-მამა. ეს არის სწორი პრიორიტეტი, რომელსაც გენეტიკური წესრიგის კანონი ეფუძნება.

  • დაბოლოს, გაცემა-მიღების ბალანსის შესახებ

ყოველთვის გაეცით იმაზე ოდნავ მეტი ვიდრე იღებთ. ზედმეტობა თქვენს ქმედებას ფასს დაუკარგავს, ხოლო სიძუნწე ემოციებსა და ქმედებებში ეგოისტის სახელს დაგიმკვიდრებთ. ამიტომ ბალანსის დაცვა აუცილებელზე აუცილებელი და საჭიროა. ხოლო ადამიანი, რომელიც თქვენგან ჩადენილზე მეტს იღებს პასუხად, აუცილებლად დაიმუხტება სტიმულით მომავალში კიდევ ერთხელ გაგახაროთ.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სხვა ადამიანისგან ვიღებთ ნეგატივს და ცუდს, აუცილებელია ამ ადამიანს ვუპასუხოთ ოღონდ იმაზე ნაკლები აგრესიით ვიდრე იგია განწობილი ჩვენდამი. ამგვარი ქმედება ზოგადად ნეგატივის ზღვარს ამცირებს ურთიერთობაში. აგრესიას აგრესიით ნუ უპასუხებთ, თუმცა მომდევნო დარტყმას მომზადებული შეხვდით და დააფიქსირეთ თქვენი გულისწყრომა. ისწავლეთ ბალანსის დაცვა და ყველაფერი თავის ადგილას იქნება.

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი