მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაქვთ პრობლემები პირადში და რატომ ვერ აწყობთ სასიყვარულო ურთიერთობას - ასტროლოგების მოკლე და მარტივი პასუხი
რატომ გაქვთ პრობლემები პირადში და რატომ ვერ აწყობთ სასიყვარულო ურთიერთობას - ასტროლოგების მოკლე და მარტივი პასუხი

და­მე­თან­ხმე­ბით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა ამ ქვეყ­ნად სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან პრობ­ლე­მა­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო. ხში­რად, ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იწყე­ბა, ისე რო­გორც ზღა­პარ­ში, თუმ­ცა სულ მალე ვხვდე­ბით, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩვენ და ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ერ­თმა­ნე­თის­თვის აფ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ურ­კვე­ველ ენა­ზე ვსა­უბ­რობთ და სი­ტუ­ა­ცია თან­და­თან შე­დის ჩიხ­ში.

მო­დით ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით გა­ვერ­კვეთ იმა­ში, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ ხდე­ბა ეს?

საქ­მე ისაა, რომ წყვი­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის პრობ­ლე­მა­ზე არა ერთი ან ორი, ერ­თბა­შად მრა­ვა­ლი ას­პექ­ტი აგებს პა­სუხს ვარ­სკვლა­ვუ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბით. თუმ­ცა მათ­გან უმ­თავ­რე­სი, პი­რად რუ­კა­ში პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას გან­ლა­გე­ბაა. ვე­ნე­რა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა­ზე, მისი აღ­ქმის უნარ­ზე და ზო­გა­დად პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჯან­საღ ხედ­ვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის პი­რად რუ­კა­ში, სხვა­დას­ხვა ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს და სახ­ლს იკა­ვებს. სწო­რედ ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი არე­გუ­ლი­რებს ჩვენ­ში პარტნი­ო­რებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის რაგ­ვა­რო­ბას.

პირ­ვე­ლი, რაც უნდა ვი­ცო­დეთ არის ის, რომ თა­ვად პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ზო­დი­ა­ქოს ორი ნიშ­ნის მმარ­თვე­ლია - კუ­როს და სას­წო­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი იგი ამ ორი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან რო­მე­ლი­მე­ში მოხ­ვდა კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დის და­ბა­დე­ბი­სას, ამ ადა­მი­ანს სიყ­ვა­რუ­ლის ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი, სწო­რი და რაც მთა­ვა­რია ეს­თე­ტი­უ­რი აღ­ქმის უნა­რი ექ­ნე­ბა. ასეთ ვე­ნე­რას ას­ტრო­ლო­გე­ბი - მა­ღალ­ქუ­ლი­ანს ეძა­ხი­ან. თუმ­ცა იმ შემ­თვე­ვა­შიც კი თუ თქვენ ამ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი "მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი ვე­ნე­რით" და­ი­ბა­დეთ, და­ზღვე­უ­ლი არ იქ­ნე­ბით პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის­გან, თუკი თქვენს პარტნი­ორს იგი­ვე ვე­ნე­რა დის­ჰარ­მო­ნი­ულ ნი­შან­ში ჰყავს გან­ლა­გე­ბუ­ლი - ეს ნიშ­ნე­ბია: მო­რი­ე­ლი, ქალ­წუ­ლი, ვერ­ძი და სხვა.

ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნებ­ში ვე­ნე­რა თავს "არა­კომ­ფორ­ტუ­ლად" გრძნობს, მო­რი­ელ­თან იგი ეჭ­ვი­ა­ნი და მა­ზო­ხიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლი ხდე­ბა, ვერძთან არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი, ქალ­წულ­თან სა­ერ­თოდ ეში­ნია თა­ვად სიყ­ვა­რუ­ლის

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ი­მი­სოდ, რომ წყვილს შო­რის ემო­ცი­უ­რი ჰარ­მო­ნია ხან­გრძლი­ვი დრო­ით წარ­მო­იშ­ვას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორი­ვე მათ­გა­ნის რუ­კა­ში პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ჰარ­მო­ნი­ულ ნიშ­ნებ­ში იყოს გან­ლა­გე­ბუ­ლი. ასე მა­გა­ლი­თად, ვე­ნე­რა კუ­რო­ში კარ­გად გა­უ­გებს მი­წის სტი­ქი­ის ვე­ნე­რას - ანუ ვე­ნე­რას ქალ­წულ­ში და თხის რქა­ში . წყლის სტი­ქი­ის ვე­ნე­რა კი, ანუ ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში , კარ­გად მო­ერ­გე­ბა იგი­ვე სტი­ქი­ის ვე­ნე­რა მო­რი­ე­ლის მა­ზო­ხის­ტურ გა­მოვ­ლი­ე­ნე­ბებს, რად­გან ვე­ნე­რა თევ­ზებს ზო­გა­დად საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მსხვერ­პლად­შე­წირ­ვის მიდ­რე­კი­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს. ამი­ტომ ასე­თი ტი­პის წყვილ­ში ორი­ვე იღებს ემო­ცი­უ­რად იმას, რაც მას მოს­წონს - ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში პარტნი­ო­რის ტან­ჯვას (მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი მძაფრ ემო­ცი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა), ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში კი, მო­წა­მე­ობ­რივ (მა­ზო­ხის­ტურ) თავ­და­დე­ბას პარტნი­ო­რის ხუშ­ტუ­რე­ბის მი­მართ. სწო­რედ ამ, ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ნი­უ­ან­სე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ჩვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ამა თუ იმ გზით ფორ­მი­რე­ბა. ამი­ტომ კი­თხვა­ზე - თუ რა­ტომ არ გა­მოგ­ვდის ურ­თი­ერ­თო­ბა, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ნუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ, იმი­ტომ რომ ეს თქვენ­მა ვე­ნე­რამ ვერ შეს­ძლო ჰარ­მო­ნი­უ­ლად მორ­გე­ბო­და პარტნი­ო­რის ვე­ნე­რას. მარ­თა­ლია ვე­ნე­რას გარ­და წყვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უამ­რა­ვი მსხვილ­მან-წვრილ­მა­ნი ას­პექ­ტის გავ­ლე­ნა­სა და თავ­სე­ბა­დო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად მთვა­რის კვან­ძე­ბის, შავი მთვა­რის ანუ ლი­ლი­ტის, მარ­სი-მთვა­რის და სხვა პლა­ნე­ტე­ბის თან­ხვედ­რა­ზე, მაგ­რამ ამა­ზე უკვე მომ­დევ­ნო სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­როთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ გაქვთ პრობლემები პირადში და რატომ ვერ აწყობთ სასიყვარულო ურთიერთობას - ასტროლოგების მოკლე და მარტივი პასუხი

რატომ გაქვთ პრობლემები პირადში და რატომ ვერ აწყობთ სასიყვარულო ურთიერთობას - ასტროლოგების მოკლე და მარტივი პასუხი

დამეთანხმებით, ბევრი ადამიანი იტანჯება ამ ქვეყნად საპირისპირო სქესთან პრობლემატური ურთიერთობების გამო. ხშირად, ყველაფერი იდეალურად იწყება, ისე როგორც ზღაპარში, თუმცა სულ მალე ვხვდებით, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ერთმანეთისთვის აფსოლუტურად გაურკვეველ ენაზე ვსაუბრობთ და სიტუაცია თანდათან შედის ჩიხში.

მოდით ასტროლოგიური კუთხით გავერკვეთ იმაში, თუ კონკრეტულად რატომ ხდება ეს?

საქმე ისაა, რომ წყვილებს შორის ურთიერთგაგების პრობლემაზე არა ერთი ან ორი, ერთბაშად მრავალი ასპექტი აგებს პასუხს ვარსკვლავური გაანგარიშებით. თუმცა მათგან უმთავრესი, პირად რუკაში პლანეტა ვენერას განლაგებაა. ვენერა, რომელიც თავის მხრივ სიყვარულის გამოხატვის ფორმაზე, მისი აღქმის უნარზე და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობის ჯანსაღ ხედვაზეა პასუხისმგებელი, ნებისმიერი ჩვენგანის პირად რუკაში, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს და სახლს იკავებს. სწორედ ეს კომპონენტები არეგულირებს ჩვენში პარტნიორებთან დამოკიდებულების რაგვარობას.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ თავად პლანეტა ვენერა ზოდიაქოს ორი ნიშნის მმართველია - კუროს და სასწორის. აქედან გამომდინარე, თუკი იგი ამ ორი ზოდიაქოს ნიშნიდან რომელიმეში მოხვდა კონკრეტული ინდივიდის დაბადებისას, ამ ადამიანს სიყვარულის ყველაზე ჯანსაღი, სწორი და რაც მთავარია ესთეტიური აღქმის უნარი ექნება. ასეთ ვენერას ასტროლოგები - მაღალქულიანს ეძახიან. თუმცა იმ შემთვევაშიც კი თუ თქვენ ამ ზემოთხსენებული „მაღალქულიანი ვენერით“ დაიბადეთ, დაზღვეული არ იქნებით პირად ურთიერთობაში პრობლემებისგან, თუკი თქვენს პარტნიორს იგივე ვენერა დისჰარმონიულ ნიშანში ჰყავს განლაგებული - ეს ნიშნებია: მორიელი, ქალწული, ვერძი და სხვა.

ზოდიაქოს ამ ნიშნებში ვენერა თავს „არაკომფორტულად“ გრძნობს, მორიელთან იგი ეჭვიანი და მაზოხიზმისკენ მიდრეკილი ხდება, ვერძთან არაადექვატური, ქალწულთან საერთოდ ეშინია თავად სიყვარულის

აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ წყვილს შორის ემოციური ჰარმონია ხანგრძლივი დროით წარმოიშვას, აუცილებელია, რომ ორივე მათგანის რუკაში პლანეტა ვენერა, ერთმანეთისთვის ჰარმონიულ ნიშნებში იყოს განლაგებული. ასე მაგალითად, ვენერა კუროში კარგად გაუგებს მიწის სტიქიის ვენერას - ანუ ვენერას ქალწულში და თხის რქაში . წყლის სტიქიის ვენერა კი, ანუ ვენერა თევზებში , კარგად მოერგება იგივე სტიქიის ვენერა მორიელის მაზოხისტურ გამოვლიენებებს, რადგან ვენერა თევზებს ზოგადად საყვარელი ადამიანისთვის მსხვერპლადშეწირვის მიდრეკილება ახასიათებს. ამიტომ ასეთი ტიპის წყვილში ორივე იღებს ემოციურად იმას, რაც მას მოსწონს - ვენერა მორიელში პარტნიორის ტანჯვას (მისთვის სიყვარული მძაფრ ემოციებთან ასოცირდება), ვენერა თევზებში კი, მოწამეობრივ (მაზოხისტურ) თავდადებას პარტნიორის ხუშტურების მიმართ. სწორედ ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსების მიხედვით ხდება ჩვენი პირადი ურთიერთობების, ამა თუ იმ გზით ფორმირება. ამიტომ კითხვაზე - თუ რატომ არ გამოგვდის ურთიერთობა, მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ, იმიტომ რომ ეს თქვენმა ვენერამ ვერ შესძლო ჰარმონიულად მორგებოდა პარტნიორის ვენერას. მართალია ვენერას გარდა წყვილების ურთიერთობა კიდევ უამრავი მსხვილმან-წვრილმანი ასპექტის გავლენასა და თავსებადობაზეა დამოკიდებული, მაგალითად მთვარის კვანძების, შავი მთვარის ანუ ლილიტის, მარსი-მთვარის და სხვა პლანეტების თანხვედრაზე, მაგრამ ამაზე უკვე მომდევნო სტატიაში ვისაუბროთ.

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"