Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

30 დე­კემ­ბერს კირჩხი­ბის მე­ცხრე გრა­დუს­ში მე-13 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. რო­გორც წესი, წე­ლი­წად­ში 12 ახალმთვა­რე­ო­ბა და 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ეს წელი გა­მო­ნაკ­ლი­სია. იმი­თაც, რომ წელს 6 დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და და აქე­დან 4 - მთვა­რის. ეს მე­ო­რე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა კირჩხიბ­ში, პირ­ვე­ლი 10 იან­ვარს გვქონ­და, 21-ე გრა­დუს­ში, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე. და სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წრე შე­იკ­რა, - 2020 წელი კირჩხიბ­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და­ი­წყო და სრულ­დე­ბა კი­დეც.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ 2020 წლის მმარ­თვე­ლი მთვა­რე იყო. მთვა­რე ეს არის სი­კე­თე, კვე­ბა, აღ­ზრდა, გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცია, ემო­ცი­უ­რო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­დას­თან, ქა­ლებ­თან, ბავ­შვებ­თან (მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა), სახ­ლში სიმ­ყუდ­რო­ვის შექ­მნა, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი (მი­ვი­წყე­ბუ­ლის აღ­დგე­ნა), სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, თვი­სე­ბა-ჩვე­ვე­ბი, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ეს თვი­სე­ბე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამ წელს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, მისი პი­რა­დი რუ­კის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბით.

მო­მა­ვა­ლი 2021 წელი კი სა­ტურ­ნის იქ­ნე­ბა. ეს არის სიმ­კაც­რე, კონ­ტრო­ლი, კონ­კრე­ტუ­ლო­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მო­ე­თხო­ვე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, კარ­გად გა­აზ­რე­ბულ-გათ­ვლი­ლი მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. თუმ­ცა, ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით...

თუ წელს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, - უფ­რო­სებ­თა­ნაც და უმ­ცრო­სებ­თა­ნაც, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ზო­გი­ერ­თზე ჩა­კე­ტი­ლო­ბამ და ერ­თჭერ­ქვეშ ყოფ­ნა­მაც იმოქ­მე­და. და­ფიქ­რდით, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი მთვა­რის თვი­სე­ბე­ბი­დან რო­მე­ლია თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რო­მე­ლი გახ­და წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რი. თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ მე­დალს ორი მხა­რე აქვს და მთვა­რე­საც აქვს უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი, ესე­ნია: ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბა, მე­ლან­ქო­ლია, ტი­რი­ლი­სა და ის­ტე­რი­კი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, დე­დუ­რი ინ­სტინ­ქტის ჩახ­შო­ბა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, კრი­ტი­კუ­ლო­ბა, წვრილ­მა­ნებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. თუ ეს თვი­სე­ბე­ბი უფრო ჭარ­ბობს თქვენ­ში, ეცა­დეთ, ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე იმუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და გა­მო­ას­წო­როთ ის, რაც ზი­ანს თქვენ­ვე მო­გი­ტანთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა 30 დე­კემ­ბერს, კირჩხი­ბის მე-9 გრა­დუს­ში, 7:28-ზე. ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად რუ­კა­ში, რა პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გაქვთ კირჩხი­ბის ან თხის რქის 6-12 გრა­დუ­სებ­ში ან რო­მე­ლი სახ­ლე­ბი ხვდე­ბა ამ სფე­რო­ებ­ში, ის თე­მე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

რად­გან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხიბ­შია, მზე ახლა თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში ხვდე­ბა და ისი­ნი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ კირჩხი­ბის თე­მებს, ესე­ნია: სახ­ლი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, წი­ნაპ­რე­ბი; გე­ნე­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი კარ­მა, წი­ნაპ­რებ­თან კავ­ში­რი; ად­რე­უ­ლი ბავ­შვუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბავ­შვო­ბის ტრავ­მებ­თან მუ­შა­ო­ბა, ში­ნა­გა­ნი ბავ­შვი, და­ფეხ­მძი­მე­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა; სა­კუ­თა­რი თვი­სე­ბე­ბის - ცვა­ლე­ბა­დო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა, ჯუ­ჯღუ­ნი, მე­ლან­ქო­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ვერ მი­ღე­ბა - გა­მოს­წო­რე­ბა; ისე­თი თვი­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ემ­პა­თია, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა და მათ­ზე ზრუნ­ვა; რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა. არ­ქე­ტი­პი: აღ­მზრდე­ლი, დედა, დი­ა­სახ­ლი­სი, მომ­ვლე­ლი, მზა­რე­უ­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს - 30 დე­კემ­ბერს, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ნუ მო­ინ­დო­მებთ შე­უ­თავ­სებ­ლის შე­თავ­სე­ბას. და ამას­თა­ნა­ვე, ეს დღე მო­ი­თხოვს, რომ არ გა­დავ­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში, მო­ვე­რი­დოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს და თა­ვა­დაც გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ, ნუ გა­მო­ვავ­ლენთ სი­ძუნ­წეს, ნუ მი­ვი­სა­კუთ­რებთ იმას, რაც ჩვე­ნი არაა. ფული ხარ­ჯეთ ზო­მი­ე­რად, ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რამე ძვი­რად ღი­რე­ბულს ყი­დუ­ლობთ ან ფული უნდა გა­და­რი­ცხოთ.

ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლია, ან იყოს უკ­მა­ყო­ფი­ლო, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, რაც ხდე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შე­საძ­ლოა სა­კუ­თარ თავ­ში ეძე­ბოთ დამ­ნა­შა­ვე ან სხვე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ. გირ­ჩევთ, ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­მა­კა­ცე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­მარ­თავთ, რომ არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ქა­ლებ­თან, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან.

სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ალ­კოჰოლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ეს გაფრ­თხი­ლე­ბა იან­ვრის და­სა­წყი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბით იყა­ვით მე­დი­კა­მენ­ტებ­თან და ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან.

ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს იმ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რაც დიდი ხანი აწუ­ხებ­და. მო­ი­ცი­ლეთ ცუდი გან­წყო­ბა, არ იწუ­წუ­ნოთ და არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ თქვენს უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში. პი­რი­ქით, იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტურ, სა­სი­ხა­რუ­ლო გან­წყო­ბა­ზე, ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოთ, ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნეთ გუ­ლუხ­ვო­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ზე (2-3) იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, ეცა­დეთ, სა­ა­ხალ­წლოდ ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რი შინ შეკ­რი­ბოთ, დე­დე­ბი­სა და ბე­ბი­ე­ბის რე­ცეპ­ტით მო­ამ­ზა­დეთ კერ­ძე­ბი. შინ ოჯა­ხუ­რი, თბი­ლი გა­რე­მო შექ­მნათ და იზ­რუ­ნოთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

ავტორი:

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

30 დეკემბერს კირჩხიბის მეცხრე გრადუსში მე-13 სავსემთვარეობას ველოდებით. როგორც წესი, წელიწადში 12 ახალმთვარეობა და 12 სავსემთვარეობა გვაქვს, მაგრამ ეს წელი გამონაკლისია. იმითაც, რომ წელს 6 დაბნელება გვქონდა და აქედან 4 - მთვარის. ეს მეორე სავსემთვარეობაა კირჩხიბში, პირველი 10 იანვარს გვქონდა, 21-ე გრადუსში, მთვარის დაბნელებაზე. და საინტერესო ისაა, რომ წრე შეიკრა, - 2020 წელი კირჩხიბში სავსემთვარეობით დაიწყო და სრულდება კიდეც.

საინტერესოა ისიც, რომ 2020 წლის მმართველი მთვარე იყო. მთვარე ეს არის სიკეთე, კვება, აღზრდა, გარემოსთან ადაპტაცია, ემოციურობა, დამოკიდებულება დედასთან, ქალებთან, ბავშვებთან (მათთან ურთიერთობის გაუმჯობესება), სახლში სიმყუდროვის შექმნა, ოჯახური ტრადიციები (მივიწყებულის აღდგენა), სამშობლოს სიყვარული, თვისება-ჩვევები, გემრიელობების მომზადება. ეს თვისებები უნდა ყოფილიყო აქტუალური ამ წელს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მისი პირადი რუკის მონაცემების გათვალისიწინებით.

მომავალი 2021 წელი კი სატურნის იქნება. ეს არის სიმკაცრე, კონტროლი, კონკრეტულობა, შეზღუდვები და აკრძალვები. ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებულ-გათვლილი მიზნები და გეგმები განახორციელოს. თუმცა, ამაზე მოგვიანებით...

თუ წელს გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, - უფროსებთანაც და უმცროსებთანაც, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთზე ჩაკეტილობამ და ერთჭერქვეშ ყოფნამაც იმოქმედა. დაფიქრდით, ზემოჩამოთვლილი მთვარის თვისებებიდან რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი და რომელი გახდა წელს აქტუალური. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მედალს ორი მხარე აქვს და მთვარესაც აქვს უარყოფითი თვისებები, ესენია: ინფანტილურობა, მელანქოლია, ტირილისა და ისტერიკისადმი მიდრეკილება, დედური ინსტინქტის ჩახშობა, ჭირვეულობა, კრიტიკულობა, წვრილმანებზე გამოკიდება, დაბნეულობა, განწყობის ცვალებადობა. თუ ეს თვისებები უფრო ჭარბობს თქვენში, ეცადეთ, ამ სავსემთვარეობაზე იმუშაოთ საკუთარ თავზე და გამოასწოროთ ის, რაც ზიანს თქვენვე მოგიტანთ.

სავსემთვარეობა გვექნება 30 დეკემბერს, კირჩხიბის მე-9 გრადუსში, 7:28-ზე. ჩაიხედეთ პირად რუკაში, რა პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გაქვთ კირჩხიბის ან თხის რქის 6-12 გრადუსებში ან რომელი სახლები ხვდება ამ სფეროებში, ის თემები გახდება აქტუალური.

რადგან სავსემთვარეობა კირჩხიბშია, მზე ახლა თხის რქის ზოდიაქოში ხვდება და ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს, ყურადღება უნდა მივაქციოთ კირჩხიბის თემებს, ესენია: სახლი, უძრავი ქონება, საოჯახო საქმეები; ოჯახური ტრადიციები, ღირებულებები, წინაპრები; გენეტიკური მემკვიდრეობა, ოჯახური კარმა, წინაპრებთან კავშირი; ადრეული ბავშვური გამოცდილება, ბავშვობის ტრავმებთან მუშაობა, შინაგანი ბავშვი, დაფეხმძიმება და მშობიარობა; საკუთარი თვისებების - ცვალებადობა, ბუტიაობა, ჯუჯღუნი, მელანქოლია, გადაწყვეტილების ვერ მიღება - გამოსწორება; ისეთი თვისებების განვითარება, როგორებიცაა: ემპათია, გულისხმიერება, სხვების დახმარება და მათზე ზრუნვა; რომანტიკულობა. არქეტიპი: აღმზრდელი, დედა, დიასახლისი, მომვლელი, მზარეული.

სავსემთვარეობის დღეს - 30 დეკემბერს, როგორც უკვე გითხარით, მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ გამოსავლის პოვნა შექმნილ სიტუაციაში. ნუ მოინდომებთ შეუთავსებლის შეთავსებას. და ამასთანავე, ეს დღე მოითხოვს, რომ არ გადავვარდეთ ილუზიებში, მოვერიდოთ მოულოდნელობებს და თავადაც გააზრებული ნაბიჯები გადავდგათ, ნუ გამოვავლენთ სიძუნწეს, ნუ მივისაკუთრებთ იმას, რაც ჩვენი არაა. ფული ხარჯეთ ზომიერად, ბანკთან ურთიერთობა მაქსიმალურ დაკვირვებას მოითხოვს. განსაკუთრებით, თუ რამე ძვირად ღირებულს ყიდულობთ ან ფული უნდა გადარიცხოთ.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სიყვარული აკლია, ან იყოს უკმაყოფილო, იმედგაცრუებული, რაც ხდება მის პირად ცხოვრებაში. შესაძლოა საკუთარ თავში ეძებოთ დამნაშავე ან სხვები დაადანაშაულოთ. გირჩევთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. მამაკაცებო, განსაკუთრებით მოგმართავთ, რომ არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ქალებთან, ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან.

სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან მიმართებაში, ეს გაფრთხილება იანვრის დასაწყისამდე გრძელდება. დაკვირვებით იყავით მედიკამენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან.

ზოგმა შეიძლება უჩვეულო გამოსავალი იპოვოს იმ სიტუაციიდან, რაც დიდი ხანი აწუხებდა. მოიცილეთ ცუდი განწყობა, არ იწუწუნოთ და არავინ დაადანაშაულოთ თქვენს უსიამოვნებაში. პირიქით, იყავით ოპტიმისტურ, სასიხარულო განწყობაზე, ეცადეთ, გარშემო მყოფებიც გაამხიარულოთ, ახლობლების მიმართ გამოავლინეთ გულუხვობა. სავსემთვარეობა რამდენიმე დღეზე (2-3) იქონიებს გავლენას, ეცადეთ, საახალწლოდ ყველა ოჯახის წევრი შინ შეკრიბოთ, დედებისა და ბებიების რეცეპტით მოამზადეთ კერძები. შინ ოჯახური, თბილი გარემო შექმნათ და იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის რა დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში

2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით