ქვემოთ გთავაზობთ მთვარის დღეების ჩამონათვალს და ახსნას იმისა, რას გატყობინებთ კოსმოსი ამა თუ იმ მთვარის დღეს გამოგზავნილი სიზმრით.
მთვარის პირველი დღე ამ დღეს ნანახი სიზმარი არსებული რთული სიტუაციის დაძლევის გზას გკარნახობთ.
მთვარის მეორე დღეს დასიზმრებული სიზმარი გაფრთხილებთ, რა კონკრეტული ნაბიჯები დაგაზარალებთ.
მთვარის მესამე დღეს ნანახი სიზმარი მოახლოვებულ განსაცდელზე, ფარული მტრების ალბათობაზე და პრობლემებზე გაფრთხილებთ.
მთვარის მეოთხე დღეს ნანახი სიზმარი გატყობინებთ, რომ მალე მოგიწევთ მნიშვნელოვანი და რთული არჩევანის გაკეთება.
მთვარის მეხუთე დღეს დასიზმრებული სიზმრით სამყარო გაფრთხილებთ, რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაც წრეგადასულ საქციელს აქვს ადგილი და ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
მთვარის მეშვიდე დღეს დასიზმრებული სიზმარი გაფრთხილებთ, რომ თქვენი ენა თქვენი მტერი შეიძლება იყოს.
მთვარის მერვე დღეს დასიზმრებული სიზმარი გატყობინებთ, რომ დრო დადგა ცვლილებები განახორციელოთ ცხოვრებაში.
მთვარის მეცხრე დღეს ნანახი სიზმარი ფარულ პრობლემებზე მიანიშნებს, რომლის არსებობაზეც ადამიანს წარმოდგენა არ აქვს.
მთვარის მეათე დღე ს ნანახი სიზმრით სამყარო მოსალოდნელი უსიამოვნებების და კონფლიქტების შესახებ გვაფრთხილებს.
მთვარის მეთორმეტე დღეს დასიზრმებული სიზმარი მიგვანიშნებს, რომ მალე რაიმე ან ვინმე ფასეულს შევიძენთ ცხოვრებაში.
მთვარის მეცამეტე დღეს დასიზმრებული სიზმარი თქვენს ქვეცნობიერში დაგროვილ, გამოუთქმელ აგრესიაზე გვაძლევს მინიშნებას.
მთვარის მეთოთხმეტე დღეს ნანახი სიზმარი სურვილის მალე ასრულებას ნიშნავს.
მთვარის მეთხუთმეტე დღეს ნანახის სიზმარი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც გზაში გელოდებათ.
მთვარის მეჩვიდმეტე დღეს დასიზმრებული სიზმარი გვაძლევს მინიშენებას, რომ ენერგიას ამაოდ და ფუჭად ვხარჯავთ.
მთვარის მეთვრამეტე დღეს ნანახი სიზმარი ფინანსური რესურსების სარფიანად გამომუშავების შესაძლებლობას ნიშნავს.
მთვარის მეცხრამეტე დღეს ნანახი სიზმარი საკუთარი ხასიათის ნეგატიურ შტრიხებზე მიგანიშნებთ. რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში გიშლით ხელს.
მთვარის მეოცე დღეს ნანახი სიზმარი გვაჩვენებს, რა უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ ცხოვრებაში.
მთვარის ოცდამეორე დღეს დასიზმრებული სიზმარი მოულოდნელი ცვლილებების მაცნეა.
მთვარის ოცდამესამე დღეს დასიზმრებული სიზმარი კი შინაგანი კონფლიქტების, ვალდებულებებისგან გათავისუფლების მოთხოვნილების გამოძახილია.
მთვარის ოცდამეოთხე დღეს ნანახის სიზმარი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ იძლევა ინფორმაციას, რომელიც ხელს გვარიანად შეგიშლით საქმეში.
მთვარის ოცდამეხუთე დღეს ნანახი სიზმარი კი თქვენ სულიერ განწყობას ასახავს. იმას თუ რა გჭირდებათ სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
მთვარის ოცდამეექვსე დღეს ნანახი სიზმარი გაფრთხილებთ, რომ თავს ილუზიებით იტყუებთ.
მთვარის ოცდამეშვიდე დღეს ნანახი სიზმარი მტრების შესახებ გამცნობთ მეგობრებს შორის.
მთვარის ოცდამერვე დღეს ნანახი სიზმარი თვის დასაწყისში ჩადენილი საქციელის და მისი მიზეზით გამოწვეული უსიამოვნებების შესახებ იძლევა ინფორმაციას.
მთვარის ოცადმეცხრე დღეს დასიზმრებული სიზმარი მოულოდნელი პასუხისმგებლობების შესახებ გაფრთხილებთ.
ხოლო მთვარის ოცდამეათე დღეს დასიზმრებული სიზმარი შინაგანი ფობიების და მათი დაძლევის გზებზე გიგზავნით ინფორმაციას.