მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ზემოქმედებას ვახდენთ ერთმანეთზე ლანძღვით, მოთქმით და ნეგატიური აზრებით - როგორ მუშაობს ფიქრის ენერგია?
რა ზემოქმედებას ვახდენთ ერთმანეთზე ლანძღვით, მოთქმით და ნეგატიური აზრებით - როგორ მუშაობს ფიქრის ენერგია?

ერთხელ სა­მარ­შუ­ტო ტაქსში მე­ტე­ხის ხიდ­ზე გავ­ლი­სას პირ­ჯვრის წერა და ბუტ­ბუ­ტი ატე­ხა ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა და ბო­ლოს ისე ხმა­მაღ­ლა შეჰ­ღა­ღა­და შე­მოქ­მედს: ღმერ­თო, და­ახ­რჩვე ამ მტკვარ­ში ყვე­ლა, ვი­საც ჩემ­თვის ცუდი უნ­დაო, ძარ­ღვებ­ში სის­ხლი გა­მე­ყი­ნა. ჯერ ის გა­ვი­ფიქ­რე, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ღმერ­თი ყვე­ლას ვედ­რე­ბას რომ არ უს­მენს-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე და­ვეჭ­ვდი - არ უს­მენს კი?

გვეშ­ვე­ლე­ბა რამე? შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც ისე ამო­უყ­ვა­ნეს ერთ ჩვენს სა­ხალ­ხო არ­ტისტს ყელ­ში, ბო­ლოს შე­უ­კურ­თხა - არ გეშ­ვე­ლე­ბა­თო და იმის მერე დღე არ გავა, რამე არ მოხ­დე­ბა ამ ვერ­დიქ­ტის გა­რე­შე - "ამ ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა!"

რა გვჭირს საშ­ვე­ლი? ჩვენ გვიყ­ვარს რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ბუ­ქე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს შე­იძ­ლე­ბა დიდი ის­ტო­რია ჰქონ­დეს რო­გორც ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ჯერ ბავ­შვია. ქარ­თველ კაც­საც, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ეს ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბა თან სდევს. ჯერ ბევ­რი რამ არ იცის, ბევ­რი რამ ეხარ­ბე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უცებ უნდა, ვერ იტანს რი­გებს, ლო­დინს, იმას, რომ ვი­ღაც მის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვას ლა­მობს, რე­ჟიმ­ში ჩა­ყე­ნე­ბას, არ აქვს სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა, ყრის, აფუ­ჭებს, ერ­თა­დერ­თი, რამ აინ­ტე­რე­სებს - რო­გორ გა­ერ­თოს, როცა რა­ღაც არ მოს­წონს, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მა­გივ­რად, იმ­პულ­სებს აყო­ლი­ლი მუშ­ტებს იღე­რებს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მო­ი­თხოვს ვი­ღა­ცამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს და მისი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე გა­ა­კე­თოს. მო­დის მერე ვი­ღაც, შე­ეშ­ლე­ბა რა­ღაც და იწყე­ბა "ნა­ცხრო­ვა", "ქოც­ნა­ხი­რი"… "გა­ი­წიე, მე მი­მიშ­ვი, ვერ შვრე­ბი, მე ვიცი", მი­უშ­ვე­ბენ და მხო­ლოდ ერთი გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი აქვს - "ის ჩემ­ზე ცუ­დად აკე­თებ­და". მოკ­ლედ, ბავ­შვებს ჰგვა­ნან ქარ­თვე­ლე­ბი. ძა­ლი­ან კე­თილ, დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ნი­ჭი­ერ და ზარ­მაც ბავ­შვებს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბათ გაზ­რდა, ან ცოტა დრო, რომ თა­ვი­სით ის­წავ­ლონ და გა­ი­ზარ­დონ.

ვინ უნდა გა­ზარ­დოს? იყო დრო, რო­დე­საც ხან ერთი "ძი­ძის" კალ­თას ვი­ყა­ვით ამო­ფა­რე­ბუ­ლი, ხან მე­ო­რეს, მერე აღარ მოგ­ვინ­და ეს სხვის ჭკუ­ა­ზე სი­ა­რუ­ლი და "სახ­ლი­დან წა­ვე­დით". ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გავ­ხდეთ, ხოდა თუ გა­დავ­წყვი­ტეთ, მა­შინ თა­ვად უნდა მივ­ხე­დოთ ჩვენს თავს, თა­ვად უნდა მივ­ხე­დოთ ერ­თმა­ნეთს, სა­კუ­თა­რი თავი და ერ­თმა­ნე­თი გავ­ზარ­დოთ.

ყვე­ლა ხომ არ არის "ბნე­ლი", ხომ გვყავს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც? ხომ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც იცის, რომ თუ ქვე­ყა­ნა გიყ­ვარს, სა­დარ­ბა­ზო­ში არ უნდა მო­შარ­დო, კარ­გი სამ­სა­ხუ­რი თუ გინ­და, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღო, რომ ხორ­ცის არ ჭამა ვე­გა­ნო­ბაა და არა მარ­ხვა, თა­ნაც დრო­ე­ბი­თი ვე­გა­ნო­ბა, რომ თუ გინ­და სამ­სა­ხურ­ში ჩა­წყო­ბის გა­რე­შე მი­გი­ღონ, არ­ჩევ­ნებ­ში ხმა ნაც­ნობს არ უნდა მის­ცე, რომ თუ გინ­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რი არ ჩა­ყონ, არც სხვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ­ბე­ბი არ უნდა გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, რომ ღმერ­თი ჩვენს გუ­ლებ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ და არა ეკ­ლე­სი­ებ­ში, რომ სკვე­რებ­ში რაც დგას, ისიც ჩვე­ნია და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, რომ გზებს და ფა­სა­დებს ჩვენ­თვის აკე­თე­ბენ, რომ კა­ნო­ნი, რად­გან ყვე­ლა არ­ღვევს, შენც არ უნდა და­არ­ღვიო, რომ რად­გან ნა­გა­ვი ყრია, შენც არ უნდა და­ა­მა­ტო, რად­გან ნაგ­ვის გრო­ვა, რო­მე­ლიც გახ­რჩობს იმ თითო სი­გა­რე­ტის ნამ­წვის­გან შედ­გე­ბა, ისი­ნი რომ ყრი­ან, ვინც შენ­ნა­ი­რად იფიქ­რა - ეს ერთი არც მო­უ­მა­ტებს და არც და­აკ­ლებ­სო.

რამ­დე­ნიც გინ­დათ იმ­დე­ნი შემ­ხვედ­რია "რაც მაგ­რე­ბი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ვართ" ტი­პის მენ­ტა­ლო­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლი, "ლიჟ­ბი აქე­დან წა­ვი­დე" ტი­პის ქარ­თვე­ლი, "რა სა­ში­ნელ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ" ტი­პის ქარ­თვე­ლი, "ივე­რია გაბრ­წყინ­დე­ბა" ტი­პის ქარ­თვე­ლი, "ამათ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბათ" ტი­პის ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ვინ­მე, ვი­საც მარ­თლა გუ­ლით უნდა, რომ რა­ღა­ცა უშ­ვე­ლოს და მარ­თლა რა­მეს აკე­თებს ამის­თვის.

ვი­ღა­ცე­ებს თით­ქოს კი აქვთ მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით: და­ცინ­ვით, ლან­ძღვით, ან სა­მარ­ცხვი­ნო ბოძ­ზე გაკ­ვრით - "ყვე­ლამ გა­ავ­რცე­ლეთ, რომ მიხ­ვდეს რა ნა­გა­ვი­ცაა", აგი­ნეთ, აფურ­თხეთ, ეგებ მიხ­ვდეს, რაც გა­ა­კე­თა"… რამ­დენ­ჯერ შემ­ხვედ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში… "ღო­რე­ბი", "ღრუ­ტუ­ნი არ და­გა­ვი­წყდეთ", "სა­მარ­ცხვი­ნო მძღო­ლე­ბი", "რო­გორ ბნე­ლა", "ნა­გა­ვი ხალ­ხი ვართ", "არაფ­რის ღირ­სე­ბი არ ვართ", "შუ­რი­ა­ნი", "მა­რი­ა­ჟი", "ბოღ­მა", "ჭო­რი­კა­ნა" და თან განა ერთი და ორი, მთე­ლი ერი. და­ცინ­ვით, ლან­ძღვით და გი­ნე­ბით ვე­რა­ვინ სწავ­ლობს, თავ­დაც­ვი­თი ინ­სტიქ­ტი ირ­თვე­ბა და სა­პა­სუ­ხოდ მხო­ლოდ აგ­რე­სი­ას გახ­ვედ­რებს. დედა ტე­რე­ზა ამ­ბობ­და... წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

gio
1

ასეთი ქართული ანდაზა არსებობს : სხვათა მაზიარებელი მოკვდა უზიარებელიო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა ზემოქმედებას ვახდენთ ერთმანეთზე ლანძღვით, მოთქმით და ნეგატიური აზრებით - როგორ მუშაობს ფიქრის ენერგია?

რა ზემოქმედებას ვახდენთ ერთმანეთზე ლანძღვით, მოთქმით და ნეგატიური აზრებით - როგორ მუშაობს ფიქრის ენერგია?

ერთხელ სამარშუტო ტაქსში მეტეხის ხიდზე გავლისას პირჯვრის წერა და ბუტბუტი ატეხა ერთ-ერთმა მგზავრმა და ბოლოს ისე ხმამაღლა შეჰღაღადა შემოქმედს: ღმერთო, დაახრჩვე ამ მტკვარში ყველა, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდაო, ძარღვებში სისხლი გამეყინა. ჯერ ის გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, ღმერთი ყველას ვედრებას რომ არ უსმენს-მეთქი, მაგრამ მერე დავეჭვდი - არ უსმენს კი?

გვეშველება რამე? შეკითხვა, რომელიც ისე ამოუყვანეს ერთ ჩვენს სახალხო არტისტს ყელში, ბოლოს შეუკურთხა - არ გეშველებათო და იმის მერე დღე არ გავა, რამე არ მოხდება ამ ვერდიქტის გარეშე - "ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!"

რა გვჭირს საშველი? ჩვენ გვიყვარს რაღაცეების გაბუქება. საქართველოს შეიძლება დიდი ისტორია ჰქონდეს როგორც ქვეყანას, მაგრამ როგორც სახელმწიფო ჯერ ბავშვია. ქართველ კაცსაც, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეს, ეს ინფანტილურობა თან სდევს. ჯერ ბევრი რამ არ იცის, ბევრი რამ ეხარბება, ყველაფერი უცებ უნდა, ვერ იტანს რიგებს, ლოდინს, იმას, რომ ვიღაც მის ჩარჩოებში მოქცევას ლამობს, რეჟიმში ჩაყენებას, არ აქვს საერთო საკუთრების შეგრძნება, ყრის, აფუჭებს, ერთადერთი, რამ აინტერესებს - როგორ გაერთოს, როცა რაღაც არ მოსწონს, რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მაგივრად, იმპულსებს აყოლილი მუშტებს იღერებს და რაც ყველაზე მთავარია, მოითხოვს ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს და მისი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. მოდის მერე ვიღაც, შეეშლება რაღაც და იწყება "ნაცხროვა", "ქოცნახირი"… "გაიწიე, მე მიმიშვი, ვერ შვრები, მე ვიცი", მიუშვებენ და მხოლოდ ერთი გასამართლებელი საბუთი აქვს - "ის ჩემზე ცუდად აკეთებდა". მოკლედ, ბავშვებს ჰგვანან ქართველები. ძალიან კეთილ, დიდი პოტენციალის მქონე ნიჭიერ და ზარმაც ბავშვებს, რომელსაც სჭირდებათ გაზრდა, ან ცოტა დრო, რომ თავისით ისწავლონ და გაიზარდონ.

ვინ უნდა გაზარდოს? იყო დრო, როდესაც ხან ერთი "ძიძის" კალთას ვიყავით ამოფარებული, ხან მეორეს, მერე აღარ მოგვინდა ეს სხვის ჭკუაზე სიარული და "სახლიდან წავედით". ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლები გავხდეთ, ხოდა თუ გადავწყვიტეთ, მაშინ თავად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, თავად უნდა მივხედოთ ერთმანეთს, საკუთარი თავი და ერთმანეთი გავზარდოთ.

ყველა ხომ არ არის "ბნელი", ხომ გვყავს განათლებული საზოგადოებაც? ხომ არიან ისეთებიც, ვინც იცის, რომ თუ ქვეყანა გიყვარს, სადარბაზოში არ უნდა მოშარდო, კარგი სამსახური თუ გინდა, კარგი განათლება უნდა მიიღო, რომ ხორცის არ ჭამა ვეგანობაა და არა მარხვა, თანაც დროებითი ვეგანობა, რომ თუ გინდა სამსახურში ჩაწყობის გარეშე მიგიღონ, არჩევნებში ხმა ნაცნობს არ უნდა მისცე, რომ თუ გინდა შენს ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაყონ, არც სხვისი ცხოვრების ამბები არ უნდა გაინტერესებდეს, რომ ღმერთი ჩვენს გულებში უნდა ვეძებოთ და არა ეკლესიებში, რომ სკვერებში რაც დგას, ისიც ჩვენია და უნდა გავუფრთხილდეთ, რომ გზებს და ფასადებს ჩვენთვის აკეთებენ, რომ კანონი, რადგან ყველა არღვევს, შენც არ უნდა დაარღვიო, რომ რადგან ნაგავი ყრია, შენც არ უნდა დაამატო, რადგან ნაგვის გროვა, რომელიც გახრჩობს იმ თითო სიგარეტის ნამწვისგან შედგება, ისინი რომ ყრიან, ვინც შენნაირად იფიქრა - ეს ერთი არც მოუმატებს და არც დააკლებსო.

რამდენიც გინდათ იმდენი შემხვედრია "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" ტიპის მენტალობის მქონე ქართველი, "ლიჟბი აქედან წავიდე" ტიპის ქართველი, "რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ" ტიპის ქართველი, "ივერია გაბრწყინდება" ტიპის ქართველი, "ამათ არაფერი ეშველებათ" ტიპის ქართველი, მაგრამ იშვიათად მინახავს ვინმე, ვისაც მართლა გულით უნდა, რომ რაღაცა უშველოს და მართლა რამეს აკეთებს ამისთვის.

ვიღაცეებს თითქოს კი აქვთ მცდელობა, მაგრამ ძირითადად აგრესიული ფორმით: დაცინვით, ლანძღვით, ან სამარცხვინო ბოძზე გაკვრით - "ყველამ გაავრცელეთ, რომ მიხვდეს რა ნაგავიცაა", აგინეთ, აფურთხეთ, ეგებ მიხვდეს, რაც გააკეთა"… რამდენჯერ შემხვედრია სოციალურ ქსელში… "ღორები", "ღრუტუნი არ დაგავიწყდეთ", "სამარცხვინო მძღოლები", "როგორ ბნელა", "ნაგავი ხალხი ვართ", "არაფრის ღირსები არ ვართ", "შურიანი", "მარიაჟი", "ბოღმა", "ჭორიკანა" და თან განა ერთი და ორი, მთელი ერი. დაცინვით, ლანძღვით და გინებით ვერავინ სწავლობს, თავდაცვითი ინსტიქტი ირთვება და საპასუხოდ მხოლოდ აგრესიას გახვედრებს. დედა ტერეზა ამბობდა... წაიკითხეთ გაგრძელება