სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სუსტი წერტილები გაქვთ ჯანმრთელობის კუთხით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა სუსტი წერტილები გაქვთ ჯანმრთელობის კუთხით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია, ას­ტრო­ლო­გი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­ურ აგე­ბუ­ლე­ბას შო­რის კავ­ში­რის შე­სა­ხებ. ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ­გა­ნოს გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­საც ას­ვამს თა­ვის არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო კვალს. ამას გარ­და დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას თა­მა­შობს ასე­ვე პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში ე.წ "და­ზი­ა­ნე­ბულ" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს ამა თუ იმ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე, იმ კუ­თხით, რო­მელ­საც ეს პლა­ნე­ტა მარ­თავს. ასე მა­გა­ლი­თად: ვერ­ძი თა­ვით იმარ­თე­ბა, პლა­ნე­ტა მარ­სი კი სა­სი­ცო­ცხლო ტო­ნუს­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ამ ორის სინ­თე­ზი (მაგ. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მარ­სი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში) ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს თა­ვის ტრამ­ვა­ზე და ამ ტრამ­ვის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ენერ­გე­ტი­კის კლე­ბით იჩენს თავს. თუმ­ცა სა­ი­მი­სოდ რომ ვრცე­ლი და რაც მთა­ვა­რია ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი დავ­სვათ სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გი­ის დახ­მა­რე­ბით პი­როვ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მის კოს­მოგ­რა­მა­ში არა მხო­ლოდ მარ­სის, კი­დევ უამ­რა­ვი პლა­ნე­ტი­სა და ას­პექ­ტის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რიც უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. ამას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­ვა­მოწ­მოთ მე-6 (ჯან­მრთე­ლო­ბა, სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი) და მე-12 (ხში­რად ავად­მყო­ფო­ბის სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რი რუ­კა­ში) სახ­ლებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა და მათი ას­პექ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან. თუმ­ცა ამ­გვა­რი დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვა, უკვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის შედ­გე­ნი­სას უნდა მოხ­დეს, ამ­ჯე­რად კი მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, იმის შე­სა­ხებ რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბის­კენ არი­ან მიდ­რე­კი­ლი ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რო­გო­რია მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ზო­გა­დად ავად ყოფ­ნის მი­მართ.

ვერ­ძი

ვერ­ძი ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი და სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა, ამი­ტომ ვერ­ძებს რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად ემარ­თე­ბათ რა­ი­მე სა­ხის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დი ნე­ბის­მი­ერ და­ა­ვა­დე­ბას­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დით ბრძო­ლის შე­სა­ხებ, სა­ვა­რუ­დოდ ვერ­ძებ­მა მო­ი­გო­ნეს, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თით­ქმის არა­სო­დეს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან ექი­მის მი­თი­თე­ბებს და ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი, არ ეკარ­გე­ბათ გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბა. მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თის და მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სის და­მან­გრე­ვე­ლი ენეგ­რი­ის გამო, ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ერ­თგზის ვარ­დე­ბა სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რის შე­დე­გა­დაც მათ შო­რის ცე­ცხლსას­რო­ლი, ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძალ­ზე დი­დია. ამას გარ­და ვერ­ძე­ბი არც მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი­სა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის­გან არი­ან და­ზღვე­უ­ლი. აქვე უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის ფაქ­ტიც, რომ ვერ­ძი თა­ვით იმარ­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ძალ­ზე ბევ­რი გვხვდე­ბა ისე­თი ვი­საც უშუ­ა­ლოდ თა­ვის ტრამ­ვა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში, ან სა­მახ­სოვ­რო ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი მა­ინც ამ­შვე­ნებს შუბლსა და სა­ხე­ზე.

კურო

კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი და ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა არც ისი­ნი არი­ან და­ზღვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, რომ­ლი­თაც პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნა ყვე­ლა ადა­მი­ანს აჯილ­დო­ვებს სამ­ყა­რო­ში. კუ­როს მთა­ვა­რი სი­სუს­ტე ყელი და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის პრობ­ლე­მაა. ზედ­მე­ტი წონა კი თა­ვის მხრივ, კუ­როს შე­სა­შურ მა­დას­თან და გურ­მა­ნულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. აი რაც შე­ე­ხე­ბა ყელს და სახ­მო იო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჯან­მრთე­ლო­ბის თე­მას, ამ მხრივ უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა კუ­როს გა­აჩ­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ან­გი­ნის, ლა­რინ­გი­ტის, ფა­რინ­გი­ტის და მსგავ­სი ტი­პის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. ამას გარ­და, ზო­გი­ერ­თი კურო ხში­რად ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი სახ­მო იო­გე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მი­თაც იტან­ჯე­ბა. ყვე­ლა­ფერ ზე­მოთთ­ქმულ­თან ერ­თად, კუ­როს­თვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­კი­თხიც ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი თე­მაა, რად­გან თან­და­ყო­ლი­ლი სი­ზან­დი­ტან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაც ისე­ვე უჭირთ, რო­გორც ერთხელ შეჩ­ვე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან გან­შო­რე­ბა.

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პე­ბი ჰა­ე­რის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ­თვის არ­ცთუ იშ­ვი­ა­თა­დაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თი, ნერ­ვო­ზუ­ლო­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ფო­ბი­ე­ბი. ამას გარ­და ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო ფილ­ტვებს და ზო­გა­დად, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­კითხს "კუ­რი­რებს", ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, შე­სა­ბა­მი­სად ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ავად­დე­ბი­ან მწვა­ვე ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, პლევ­რი­ტით, აწუ­ხებთ ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმა და ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა. თუმ­ცა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­თან ერ­თად, ბევ­რი ტყუ­პი ასე­ვე კი­დუ­რე­ბის ამო­ვარ­დნი­ლო­ბის­კენ და სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის­კე­ნა­ცაა მიდ­რე­კი­ლი.

კირჩხი­ბი

კირჩხიბ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ცვა­ლე­ბა­დი და პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი, ხში­რად სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი თა­ვა­დაა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კიბო მთვა­რით იმარ­თე­ბა, მთვა­რე კი თა­ვის მხრივ სი­თხე­ე­ბის მფარ­ვე­ლია. ამი­ტომ არა­ერ­თი კირჩხი­ბი იტან­ჯე­ბა ალ­კოჰოლ ან ნარ­კო­ტიკ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ამას­თან ერ­თად, კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო საჭ­მლის­მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას და ყო­ველ­გვა­რი სა­ხის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა­საც გა­ნა­გებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კირჩხი­ბებს მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ჰმარ­თებთ სწო­რედ ამ კუ­თხით.

ლომი

ლო­მის სი­სუს­ტე გუ­ლია, ამ ადა­მი­ა­ნებს რო­გორც წესი უგუ­ლოდ არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. გუ­ლით უყ­ვართ, გუ­ლით სძულთ, გუ­ლით პა­ტი­ო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწო­რედ გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ დგას ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი. თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ლომი ცე­ცხლის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მფარ­ვე­ლო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოპ­ტი­მიზ­მით და თა­ვი­სე­ბუ­რი უდარ­დე­ლო­ბით არ აღიქ­ვამ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ა­ვა­დე­ბას. ამი­ტომ უზო­მოდ დიდი სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ­ლი­თაც ლო­მებს მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტა მზე აჯილ­დო­ვებს, ძალ­ზე ხში­რად ხდე­ბა მათ­თვის ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ქალ­წუ­ლი

ზო­დი­ა­ქოს ე. წ "ჯან­მრთე­ლო­ბის სახ­ლის" დი­ა­სახ­ლი­სი ქალ­წუ­ლი, რო­გორც წესი სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ მა­ნი­ა­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ქალ­წუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მკაცრ კონ­ტროლ­ზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა, კვე­ბის რე­ჟი­მი, დას­ვე­ნე­ბის და მუ­შა­ო­ბის სა­ა­თე­ბი. ამას გარ­და, ნე­ბის­მი­ერ­მა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ­მა ქალ­წულ­მა, ზე­პი­რად იცის ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის ანო­ტა­ცია, შე­მად­გენ­ლო­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ქალ­წუ­ლი, რო­მელ­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ან ქრო­ნი­კულ სტა­დი­ა­ში გა­და­სუ­ლი სენი გა­აჩ­ნია, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა ბუ­ნე­ბა­ში. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც აწუ­ხებთ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - კერ­ძოდ კი კუჭ­ნაწ­ლა­ვის და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ქალ­წუ­ლის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

სას­წო­რი

სას­წო­რი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას მფარ­ვე­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ზედ­მე­ტი წო­ნის სა­კითხს და თირკმე­ლე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის რიტმს არე­გუ­ლი­რებს. ამას­თან ერ­თად, სას­წო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ტკბი­ლე­უ­ლის სიყ­ვა­რულ­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­შო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა შო­რის. თუმ­ცა თან­და­ყო­ლი­ლი ჰარ­მო­ნი­ის შეგ­რძნე­ბა, ხში­რად ეხ­მა­რე­ბა სას­წო­რებს იმა­ში, რომ მზგავ­სი ტი­პის პრობ­ლე­მებს დრო­უ­ლად მი­ხე­დოს, თავი ხელ­ში აიყ­ვა­ნოს და ნე­ბის­ყო­ფის და­ძაბ­ვის ხარ­ჯზე ორ­გა­ნიზ­მი ჩვე­ულ, ჯან­საღ რიტ­მში და­აბ­რუ­ნოს.

მო­რი­ე­ლი

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს ორი უძ­ლი­ე­რე­სი პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი (ეპი­დე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი) და მარ­სი (სა­ერ­თო სა­სი­ცო­ცხლო ტო­ნუ­სი) მარ­თავს, მო­რი­ე­ლებს შო­რის არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით გარ­თუ­ლე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე ეპი­დე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებს. გარ­და ამი­სა, მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მო­რი­ე­ლე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თგზის (ხში­რად გა­მიზ­ნუ­ლად და შეგ­ნე­ბუ­ლა­დაც კი) გა­ნიც­დი­ან, ბევ­რჯერ ხდე­ბა მათ­თვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი. ამას­თან ერ­თად, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის სიყ­ვა­რუ­ლი და მიდ­რე­კი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­მუდ­მე­ბით საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნოს, ბევრ მო­რი­ელს აქ­ცევს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ან ავტო-ავა­რი­ის მსხვერ­პლად. თუმ­ცა სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მო­რი­ე­ლებს ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელბ­ზე მე­ტად ახა­სი­ა­თებთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­ყო­ფის და­ძაბ­ვის ხარ­ჯზე, ბევრ მათ­განს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბაც კი წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლია.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა გა­მუდ­მე­ბუ­ლი ფა­თე­რა­კე­ბის და რის­კის ქვეშ მი­ე­დი­ნე­ბა. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის დახ­მა­რე­ბით რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ წარ­მა­ტე­ბის მომ­ტან პლა­ნე­ტად ით­ვლე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სას­წუ­ლებ­რი­ვად და­აღ­წი­ონ თავი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრობ­ლე­მას და სირ­თუ­ლეს. მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო, სიმ­ბო­ლუ­რად ღვიძ­ლის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­კი­თხზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად აწუ­ხებთ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სწო­რედ ამ ორ­გა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის მი­ზე­ზიც ხში­რა­დაა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ჭამა-სმის სიყ­ვა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, რაც ბევრ მშვილ­დო­სანს ახა­სი­ა­თებს .

თხის რქა

თხის რქა ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი "დამ­სჯე­ლი" პლა­ნე­ტის - სა­ტურ­ნის მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, სიმ­ბო­ლუ­რად სწო­რედ სა­ტურ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ად­გე­ნენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბას და მისი გან­ვი­თა­რე­ბის გზებს. თუმ­ცა სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა ზო­გა­დად თხის რქებ­ზე, ყო­ველ­თვის როდი ვლინ­დე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით. თხის რქე­ბის სი­სუს­ტე კბი­ლე­ბი, კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა სა­ხის ეგ­ზე­მუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, პა­რა­დონ­ტო­ზი ან რა­დი­კუ­ლი­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ბევრ თხის რქა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­ტურ­ნის რა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იკა­ჟებს, ამი­ტომ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში მო­წუ­წუ­ნე და ავად­მყო­ფი თხის რქა, შე­საძ­ლე­ბე­ლია უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჯან­საღ ადა­მი­ა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნოს, ყვე­ლა­ფე­რი მის ხა­სი­ათ­ში სა­ტურ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი (დარდს და პე­სი­მიზმს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მოს­დევს, ოპ­ტი­მის­ტურ მიდ­გო­მას კი წლო­ბის მან­ძილ­ზე გა­კა­ჟე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა).

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო და მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ურა­ნი - სიმ­ბო­ლუ­რად ნერ­ვულ სის­ტე­მის მდგრა­დო­ბა­ზე და ვე­ნუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის სწო­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ მერ­წყუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ, საკ­მა­ოდ და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, მათ დიდ ნა­წილს ხში­რად ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, ვე­ნე­ბის გა­გა­ნი­ე­რე­ბა ან სხვა­დას­ხვა სა­ხის ფო­ბი­ე­ბი აწუ­ხებს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ნერ­ვულ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა ურა­ნის ამო­უც­ნო­ბი და ცვა­ლე­ბა­დი ენერ­გე­ტი­კის წყა­ლო­ბით, ამ ადა­მი­ა­ნებ­ში რა­ი­მე სა­ხის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ნაკ­ლე­ბად იკი­დებს ხან­გრძლი­ვი დრო­ით ფეხს და თუ მა­ინც იკი­დებს, იგი ქრო­ნი­კულ ფორ­მებ­ში იშ­ვი­ა­თად გა­და­დის.

თევ­ზე­ბი

აი რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­დი­ა­ქოს რკალ­ზე რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გან­ლა­გე­ბულ თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს, თუ მათი მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნის ილუ­ზო­რულ ბუ­ნე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ასე­ვე იმა­საც რომ ნეპ­ტუ­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რა­დაა ე.წ "ფსევ­დო-და­ა­ვა­დე­ბე­ბის" სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რი ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის რუ­კა­ში, შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ ის, რომ თევ­ზე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­საც შე­დე­გად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა მოს­დევს, ხში­რად მა­თი­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მიდ­გო­მა­ში იმა­ლე­ბა თა­ვად ცხოვ­რე­ბის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ას­ტრო-დი­აგ­ნო­ზი თევ­ზე­ბის­თვის მარ­ტივ­ზე- მარ­ტი­ვია, შევ­ცვა­ლოთ აღ­ქმა - შე­იც­ვლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა სუსტი წერტილები გაქვთ ჯანმრთელობის კუთხით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სუსტი წერტილები გაქვთ ჯანმრთელობის კუთხით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდითგანვე ცნობილია, ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირის შესახებ. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და, შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობასაც ასვამს თავის არცთუ უმნიშვნელო კვალს. ამას გარდა დიდ მნიშვნელობას თამაშობს ასევე პლანეტარული გავლენაც. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში ე.წ ”დაზიანებულ” მდგომარეობაში იმყოფება ხშირად მიანიშნებს ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ასე მაგალითად: ვერძი თავით იმართება, პლანეტა მარსი კი სასიცოცხლო ტონუსზეა პასუხისმგებელი, ამ ორის სინთეზი (მაგ. დაზიანებული მარსი ვერძის ზოდიაქოში) ხშირად მიანიშნებს თავის ტრამვაზე და ამ ტრამვის შედეგად გამოწვეულ გართულებებზე, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ენერგეტიკის კლებით იჩენს თავს. თუმცა საიმისოდ რომ ვრცელი და რაც მთავარია ზუსტი დიაგნოზი დავსვათ სამედიცინო ასტროლოგიის დახმარებით პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის კოსმოგრამაში არა მხოლოდ მარსის, კიდევ უამრავი პლანეტისა და ასპექტის ურთიერთკავშირიც უნდა განვიხილოთ. ამასთან ერთად, აუცილებელია გადავამოწმოთ მე-6 (ჯანმრთელობა, სასიცოცხლო პოტენციალი) და მე-12 (ხშირად ავადმყოფობის სიგნიფიკატორი რუკაში) სახლებში კონკრეტული პლანეტების მდებარეობა და მათი ასპექტები ერთმანეთთან. თუმცა ამგვარი დეტალური განხილვა, უკვე ინდივიდუალური ჰოროსკოპის შედგენისას უნდა მოხდეს, ამჯერად კი მოკლე დახასიათებას შემოგთავაზებთ, იმის შესახებ რომელი დაავადებისკენ არიან მიდრეკილი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება, ზოგადად ავად ყოფნის მიმართ.

ვერძი

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ ვერძებს როგორც წესი, საკუთარი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ძალზე იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები. გავრცელებული მეთოდი ნებისმიერ დაავადებასთან ფსიქოლოგიური მეთოდით ბრძოლის შესახებ, სავარუდოდ ვერძებმა მოიგონეს, რადგან ეს ადამიანები თითქმის არასოდეს ემორჩილებიან ექიმის მითითებებს და ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი, არ ეკარგებათ გადარჩენის სურვილი და იმედიანი განწყობა. მოუსვენარი ხასიათის და მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენეგრიის გამო, ვერძების უმრავლესობა არაერთგზის ვარდება სახიფათო სიტუაციაში, რის შედეგადაც მათ შორის ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიღების ალბათობა ძალზე დიდია. ამას გარდა ვერძები არც მოტეხილობებისა და უბედური შემთხვევებისგან არიან დაზღვეული. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ვერძი თავით იმართება და შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის, ძალზე ბევრი გვხვდება ისეთი ვისაც უშუალოდ თავის ტრამვა აქვს გადატანილი ცხოვრებაში, ან სამახსოვრო ნაჭრილობევი მაინც ამშვენებს შუბლსა და სახეზე.

კურო

კუროების უმრავლესობა სიმშვიდის მოყვარული და ფრთხილი ადამიანია, თუმცა მიუხედავად ამისა არც ისინი არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან, რომლითაც პლანეტარული გავლენა ყველა ადამიანს აჯილდოვებს სამყაროში. კუროს მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ, კუროს შესაშურ მადასთან და გურმანულ მიდრეკილებებთანაა კავშირში. აი რაც შეეხება ყელს და სახმო იოგებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის თემას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ მეტ-ნაკლებად ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტის და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ. ამას გარდა, ზოგიერთი კურო ხშირად ნერვიულობის ნიადაგზე წარმოქმნილი სახმო იოგების დაზიანების პრობლემითაც იტანჯება. ყველაფერ ზემოთთქმულთან ერთად, კუროსთვის გამოჯანმრთელების საკითხიც ხანგრძლივი და რთული თემაა, რადგან თანდაყოლილი სიზანდიტან გამომდინარე, ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაც ისევე უჭირთ, როგორც ერთხელ შეჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან განშორება.

ტყუპები

ტყუპები ჰაერის სტიქიას განეკუთვნებიან, აქედან გამომდინარე მათთვის არცთუ იშვიათადაა დამახასიათებელი მოუსვენარი ხასიათი, ნერვოზულობა და სხვადასხვა სახის ფობიები. ამას გარდა ტყუპის ზოდიაქო ფილტვებს და ზოგადად, სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობის საკითხს ”კურირებს”, ასტროლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქიალური ასთმა და ჰაერის უკმარისობა. თუმცა ვირუსულ ინფექციებთან ერთად, ბევრი ტყუპი ასევე კიდურების ამოვარდნილობისკენ და სხვადასხვა სახის მოტეხილობებისკენაცაა მიდრეკილი.

კირჩხიბი

კირჩხიბთა უმრავლესობა გამომდინარე იქედან, რომ ცვალებადი და პესიმისტური განწყობისკენაა მიდრეკილი, ხშირად საკუთარ დაავადების გამომწვევი თავადაა გადამეტებული ემოციურობიდან გამომდინარე. კიბო მთვარით იმართება, მთვარე კი თავის მხრივ სითხეების მფარველია. ამიტომ არაერთი კირჩხიბი იტანჯება ალკოჰოლ ან ნარკოტიკდამოკიდებულებით. ამასთან ერთად, კირჩხიბის ზოდიაქო საჭმლისმომნელებელ სისტემას და ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის ალბათობასაც განაგებს, აქედან გამომდინარე კირჩხიბებს მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა ჰმართებთ სწორედ ამ კუთხით.

ლომი

ლომის სისუსტე გულია, ამ ადამიანებს როგორც წესი უგულოდ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. გულით უყვართ, გულით სძულთ, გულით პატიობენ. აქედან გამომდინარე სწორედ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ დგას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ლომი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველობაში მყოფი ადამიანი, რომელიც ოპტიმიზმით და თავისებური უდარდელობით არ აღიქვამდეს ნებისმიერი სახის დაავადებას. ამიტომ უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი, რომლითაც ლომებს მფარველი პლანეტა მზე აჯილდოვებს, ძალზე ხშირად ხდება მათთვის ურთულესი დაავადებების დამარცხების საფუძველი და საბოლოო გამოჯანმრთელების მიზეზი.

ქალწული

ზოდიაქოს ე. წ ”ჯანმრთელობის სახლის” დიასახლისი ქალწული, როგორც წესი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალწულების უმრავლესობას, ხშირ შემთხვევაში მკაცრ კონტროლზე აქვს აყვანილი ჰიგიენის ნორმების დაცვა, კვების რეჟიმი, დასვენების და მუშაობის საათები. ამას გარდა, ნებისმიერმა საშუალო სტატისტიკურმა ქალწულმა, ზეპირად იცის ამა თუ იმ მედიკამენტის ანოტაცია, შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები. შესაბამისად ქალწული, რომელსაც გართულებული ან ქრონიკულ სტადიაში გადასული სენი გააჩნია, ძალზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც აწუხებთ კონკრეტული დაავადებები - კერძოდ კი კუჭნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქალწულისთვის აქტუალურია ცხოვრების მანძილზე.

სასწორი

სასწორი პლანეტა ვენერას მფარველობაში იმყოფება, რომელიც თავის მხრივ ზედმეტი წონის საკითხს და თირკმელების გამართულად მუშაობის რიტმს არეგულირებს. ამასთან ერთად, სასწორების უმრავლესობისთვის დამახასიათებელ ტკბილეულის სიყვარულსაც თუ გავითვალისწინებთ, ზედმეტი კილოგრამების მოშორებასთან დაკავშირებული პრობლემები არცთუ იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთა შორის. თუმცა თანდაყოლილი ჰარმონიის შეგრძნება, ხშირად ეხმარება სასწორებს იმაში, რომ მზგავსი ტიპის პრობლემებს დროულად მიხედოს, თავი ხელში აიყვანოს და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე ორგანიზმი ჩვეულ, ჯანსაღ რიტმში დააბრუნოს.

მორიელი

გამომდინარე იქედან, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა პლუტონი (ეპიდემიური დაავადებების რისკი) და მარსი (საერთო სასიცოცხლო ტონუსი) მართავს, მორიელებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით გართულებულად მიმდინარე ეპიდემიური დაავადებების შემთხვევებს. გარდა ამისა, მძაფრი ემოციებით გამოწვეული სტრესული სიტუაციები, რომელსაც მორიელები ცხოვრებაში არაერთგზის (ხშირად გამიზნულად და შეგნებულადაც კი) განიცდიან, ბევრჯერ ხდება მათთვის ქრონიკული დაავადებების დაწყების მიზეზი. ამასთან ერთად, გადამეტებული რისკის სიყვარული და მიდრეკილება საკუთარი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ დააყენოს, ბევრ მორიელს აქცევს უბედური შემთხვევის ან ავტო-ავარიის მსხვერპლად. თუმცა სიცოცხლისუნარიანობა, მორიელებს ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელბზე მეტად ახასიათებთ, აქედან გამომდინარე ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე, ბევრ მათგანს ქრონიკული დაავადების დამარცხებაც კი წარმატებით შეუძლია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების უმრავლესობისთვის ცხოვრება გამუდმებული ფათერაკების და რისკის ქვეშ მიედინება. თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის დახმარებით რომელიც თავის მხრივ წარმატების მომტან პლანეტად ითვლება ასტროლოგიაში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ახერხებენ სასწულებრივად დააღწიონ თავი, ნებისმიერი სახის პრობლემას და სირთულეს. მშვილდოსნის ზოდიაქო, სიმბოლურად ღვიძლის გამართულად მუშაობის საკითხზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე არცთუ იშვიათად აწუხებთ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის მიზეზიც ხშირადაა გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რაც ბევრ მშვილდოსანს ახასიათებს .

თხის რქა

თხის რქა ერთ-ერთი უმთავრესი ”დამსჯელი” პლანეტის - სატურნის მფარველობის ქვეშაა, სიმბოლურად სწორედ სატურნის მდებარეობის მიხედვით ადგენენ ასტროლოგები ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში დაავადების ალბათობას და მისი განვითარების გზებს. თუმცა სატურნის გავლენა ზოგადად თხის რქებზე, ყოველთვის როდი ვლინდება ნეგატიური კუთხით. თხის რქების სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ეგზემური გამონაყარი, პარადონტოზი ან რადიკულიტისკენ მიდრეკილება ბევრ თხის რქაში შეინიშნება. თუმცა სატურნის რაობიდან გამომდინარე, თხის რქების უმრავლესობა ჯანმრთელობას წლების მატებასთან ერთად იკაჟებს, ამიტომ ბავშვობის ასაკში მოწუწუნე და ავადმყოფი თხის რქა, შესაძლებელია უკვე ზრდასრულ ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ადამიანად მოგვევლინოს, ყველაფერი მის ხასიათში სატურნული თვისებების სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული (დარდს და პესიმიზმს ქრონიკული დაავადებები მოსდევს, ოპტიმისტურ მიდგომას კი წლობის მანძილზე გაკაჟებული ჯანმრთელობა).

მერწყული

მერწყულის ზოდიაქო და მისი მმართველი პლანეტა ურანი - სიმბოლურად ნერვულ სისტემის მდგრადობაზე და ვენური სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულების უმრავლესობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულება გააჩნია, მათ დიდ ნაწილს ხშირად ჰაერის უკმარისობა, ვენების გაგანიერება ან სხვადასხვა სახის ფობიები აწუხებს, რომელიც თავის მხრივ ნერვულ ნიადაგზე წარმოიქმნება. თუმცა ურანის ამოუცნობი და ცვალებადი ენერგეტიკის წყალობით, ამ ადამიანებში რაიმე სახის სერიოზული დაავადება ნაკლებად იკიდებს ხანგრძლივი დროით ფეხს და თუ მაინც იკიდებს, იგი ქრონიკულ ფორმებში იშვიათად გადადის.

თევზები

აი რაც შეეხება, ზოდიაქოს რკალზე რიგითობის მიხედვით ყველაზე ბოლოს განლაგებულ თევზების ზოდიაქოს, თუ მათი მფარველი პლანეტა ნეპტუნის ილუზორულ ბუნებას გავითვალისწინებთ, ასევე იმასაც რომ ნეპტუნი ყველაზე ხშირადაა ე.წ ”ფსევდო-დაავადებების” სიგნიფიკატორი ამა თუ იმ პიროვნების რუკაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ თევზების ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც შედეგად ამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს, ხშირად მათივე ფსიქოლოგიურ მიდგომაში იმალება თავად ცხოვრების მიმართ. აქედან გამომდინარე, ასტრო-დიაგნოზი თევზებისთვის მარტივზე- მარტივია, შევცვალოთ აღქმა - შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"იწყება წლის ყველაზე საინტერესო პერიოდი, შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ!" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც 13 მარტის ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

"შედეგების დღე... გაიხსენეთ, რა ხდებოდა 6 თვის წინ" - ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად სავსემთვარეობას, რომელსაც 27 თებერვალსაა

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად