მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი - "შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ეს მცენარე ე.წ. ენერგო-დამცავია"
რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი - "შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ეს მცენარე ე.წ. ენერგო-დამცავია"

ას­ტრო­ლო­გებ­სა და ეზო­თე­რი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სახ­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობთ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ე.წ. "დამ­ცა­ვი ენერ­გე­ტი­კით". სა­ა­მი­სოდ არ­სე­ბობს ბევ­რი ნივ­თი და სუ­ვე­ნი­რი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­მნე­ბა ამა თუ იმ ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და სიმ­შვი­დის სიმ­ბო­ლოდ. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ბევ­რმა თქვენ­გან­მა არც კი იცის, რომ ე.წ. "ენერ­გო-დამ­ცა­ვის" ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ კაქ­ტუს­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლია.

ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბობს კაქ­ტუ­სის მა­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა. ეს მცე­ნა­რე მიჩ­ნე­უ­ლი იყო ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ. ეზო­თე­რი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ კაქ­ტუ­სი თქვე­ნი სახ­ლის დაც­ვით ფუნ­ქცი­ებს ნე­ბის­მი­ერ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე უკეთ შე­ას­რუ­ლებს. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ ნა­გა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვერ იტანს კაქ­ტუსს .

მცე­ნა­რე­ებს, რო­მელ­თაც ეკ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ოდით­გან­ვე მი­ა­წერ­დნენ დამ­ცა­ვის ფუნ­ქცი­ას. ამი­ტომ კაქ­ტუ­სი, სა­უ­კე­თე­სო ენერ­გო-ჩამ­კე­ტია თქვენს სახ­ლში შე­მო­სუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად . რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს მოჰ­ყვეს თან. იგი გი­ცავთ თვა­ლის, შუ­რი­სა და სი­ღა­რი­ბის­გან.

ქო­თა­ნი, რო­მელ­შიც კაქ­ტუ­სია ჩარ­გუ­ლი, სა­სურ­ვე­ლია უშუ­ა­ლოდ შე­მო­სას­ვლელ კარ­თან ახ­ლოს დად­გათ. ასე იგი, არამ­ხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი ენერ­გე­ტი­კის­გან და­გი­ფა­რავთ, სახ­ლს ქურდბა­ცა­ცებ­საც მო­ა­რი­დებს.

უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კაქ­ტუ­სი მგრძნო­ბი­ა­რე მცე­ნა­რეა და მი­უ­ხე­და­ვად გა­სა­ო­ცა­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ამ­ტა­ნო­ბი­სა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა-მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, კაქ­ტუ­სი ატა­რებს უნარს "შე­აგ­რო­ვოს" ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია, ამი­ტომ ერთი მხრივ თუ იგი თქვენს მო­შურ­ნე­ებ­სა და ბო­რო­ტის­მსურ­ვე­ლებს გა­რი­დებთ, მე­ო­რე მხრივ კი რო­გორც ამ­ბო­ბენ, "მსგავ­სი, იზი­დავს მსგავსს" ამი­ტომ ერი­დეთ თქვენ­ში წყე­ნის, ბოღ­მი­სა და მრის­ხა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბას მით უმე­ტეს კაქ­ტუ­სის სი­ახ­ლო­ვეს ამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის აფი­ში­რე­ბას , წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი კაქ­ტუ­სი ამას სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კარგ ნი­ა­დაგს შე­გიქ­მნით ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­საქ­მნე­ლად.

ბი­ო­ე­ნერ­გე­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კაქ­ტუ­სებს სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ისი­ნი ენერ­გი­ის აკუ­მუ­ლი­რე­ბას ახერ­ხე­ბენ გა­რე­მომ­ცვე­ლი სამ­ყა­როს ხარ­ჯზე (მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც), ხოლო შემ­დგომ­ში ასე­თი­ვე ინ­ტენ­სი­ვო­ბით გას­ცე­მენ მას. თუკი თქვენ კაქ­ტუსს მორ­ცხვ და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნის არმ­ქო­ნე ადა­მი­ანს უსა­ჩუქ­რებთ, ეს სა­უ­კე­თე­სო გზა იქ­ნე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მან სა­მო­მავ­ლოდ სი­მორ­ცხვე დაძ­ლი­ოს და თა­ვის კომ­პლექ­სებ­ზე გა­ი­მარ­ჯვოს.

ხოლო იმის­თვის, რომ ჩვე­ნი კაქ­ტუ­სი დაგ­რო­ვი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მიწა შე­ვუც­ვა­ლოთ მას ან გამ­დი­ნა­რე წყლით კარ­გად "გავ­რე­ცხოთ" მისი ეკ­ლე­ბი. ზო­გა­დად, ამ მცე­ნა­რის­თვის მი­წის შეც­ვლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყო­ველ წე­ლი­წადს. ასე იგი ახა­ლი ენერ­გი­ით და­მუხ­ტავს თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი - "შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ეს მცენარე ე.წ. ენერგო-დამცავია"

რა სახის მაგიურ ძალას ფლობს კაქტუსი - "შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ეს მცენარე ე.წ. ენერგო-დამცავია"

ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი ე.წ. "დამცავი ენერგეტიკით". საამისოდ არსებობს ბევრი ნივთი და სუვენირი, რომელიც სპეციალურად იქმნება ამა თუ იმ ოჯახის კეთილდღეობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ. თუმცა, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ე.წ. "ენერგო-დამცავის" ფუნქციის შეთავსება ჩვეულებრივ კაქტუსსაც შესანიშნავად შეუძლია.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ისტორიულად არსებობს კაქტუსის მაგიური შესაძლებლობების რწმენა. ეს მცენარე მიჩნეული იყო ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ კაქტუსი თქვენი სახლის დაცვით ფუნქციებს ნებისმიერ შინაურ ცხოველებზე უკეთ შეასრულებს. შემთხვევითი როდია, რომ ნაგაზების უმეტესობა ვერ იტანს კაქტუსს .

მცენარეებს, რომელთაც ეკლები გააჩნიათ ოდითგანვე მიაწერდნენ დამცავის ფუნქციას. ამიტომ კაქტუსი, საუკეთესო ენერგო-ჩამკეტია თქვენს სახლში შემოსული ნეგატიური ენერგიისგან თავის დასაცავად . რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დაუპატიჟებელ სტუმარს მოჰყვეს თან. იგი გიცავთ თვალის, შურისა და სიღარიბისგან.

ქოთანი, რომელშიც კაქტუსია ჩარგული, სასურველია უშუალოდ შემოსასვლელ კართან ახლოს დადგათ. ასე იგი, არამხოლოდ უარყოფითი ენერგეტიკისგან დაგიფარავთ, სახლს ქურდბაცაცებსაც მოარიდებს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ კაქტუსი მგრძნობიარე მცენარეა და მიუხედავად გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობისა და ამტანობისა, მას განსაკუთრებული მოვლა-მიდგომა სჭირდება.

დაიმახსოვრეთ, კაქტუსი ატარებს უნარს "შეაგროვოს" ნეგატიური ენერგია, ამიტომ ერთი მხრივ თუ იგი თქვენს მოშურნეებსა და ბოროტისმსურველებს გარიდებთ, მეორე მხრივ კი როგორც ამბობენ, "მსგავსი, იზიდავს მსგავსს" ამიტომ ერიდეთ თქვენში წყენის, ბოღმისა და მრისხანების დაგროვებას მით უმეტეს კაქტუსის სიახლოვეს ამ ზემოხსენებული აგრესიის აფიშირებას , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კაქტუსი ამას საკუთარი ნეგატიური ინფორმაციის გამოსავლენად გამოიყენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ ნიადაგს შეგიქმნით ქრონიკული დაავადებებისა და სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების წარმოსაქმნელად.

ბიოენერგეტიკოსები ამტკიცებენ, რომ კაქტუსებს საოცარი ბუნება გააჩნიათ. ისინი ენერგიის აკუმულირებას ახერხებენ გარემომცველი სამყაროს ხარჯზე (მათ შორის ადამიანებისგანაც), ხოლო შემდგომში ასეთივე ინტენსივობით გასცემენ მას. თუკი თქვენ კაქტუსს მორცხვ და საკუთარი თავის რწმენის არმქონე ადამიანს უსაჩუქრებთ, ეს საუკეთესო გზა იქნება საიმისოდ, რომ მან სამომავლოდ სიმორცხვე დაძლიოს და თავის კომპლექსებზე გაიმარჯვოს.

ხოლო იმისთვის, რომ ჩვენი კაქტუსი დაგროვილი ნეგატიური მუხტისგან გავათავისუფლოთ, აუცილებელია მიწა შევუცვალოთ მას ან გამდინარე წყლით კარგად "გავრეცხოთ" მისი ეკლები. ზოგადად, ამ მცენარისთვის მიწის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ წელიწადს. ასე იგი ახალი ენერგიით დამუხტავს თქვენს საცხოვრებელს.

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო