Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედისწერაა ჩაშიფრული თქვენს სახელში ნუმეროლოგიის მიხედვით
რა ბედისწერაა ჩაშიფრული თქვენს სახელში ნუმეროლოგიის მიხედვით

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რი­ცხვე­ბის მა­გია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბე­დის­წე­რა­ზე ახ­დენს გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას. ამას ჯერ კი­დევ პი­თა­გო­რა ამ­ტკი­ცებ­და სა­კუ­თარ სწავ­ლე­ბებ­ში. თუმ­ცა, გარ­და კონ­კრე­ტუ­ლი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი­სა, ადა­მი­ა­ნის ბე­დის ფორ­მი­რე­ბა­ში მისი სა­ხე­ლი/გვა­რი და ამ მე­თო­დით მი­ღე­ბუ­ლი ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ვიბ­რა­ცი­აც თა­მა­შობს დიდ როლს. სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მი­ხედ­ვით ორ­ნიშ­ნა კო­დის გა­მოთ­ვლა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა. სა­ჭი­როა ან­ბა­ნუ­რი რი­გის იხედ­ვით გა­დათ­ვა­ლოთ თქვე­ნი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის შე­მად­გე­ნე­ლი ასო­ე­ბი. ასე მა­გა­ლი­თად, სა­ხე­ლი ნინო – "ნ" მე­ცა­მე­ტე ასოა, "ი" მე­ცხრე და ა.შ.

1+3 +9+1+3+1+4=22

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, შეკ­რე­ბი­ლი რი­ცხვე­ბის სა­ბო­ლოო ჯამი აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თნიშ­ნა უნდა იყოს. ამი­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში 2+2 = 4 მი­ვი­ღეთ ციფ­რი 4. შე­სა­ბა­მი­სად, მას ვინც ამ სა­ხელს ატა­რებს (ოღონდ, არამ­ხო­ლოდ პას­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­მედ რე­ა­ლუ­რა­დაც ასე უნდა მი­მარ­თავ­დნენ ადა­მი­ანს), მისი სა­ხე­ლის ციფ­რი გახ­ლავთ 4. იგი­ვე მე­თო­დით უკვე გვა­რის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ვიბ­რა­ცი­აც გა­მო­ით­ვა­ლე­ბა. შე­დე­გე­ბი კი ქვე­მოთ მო­ცე­მულ და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში წა­ი­კი­თხეთ.

ციფ­რი 1 – ეს "ლი­დე­რე­ბის" პროგ­რა­მაა. ამი­ტომ ერ­თი­ა­ნის მფლო­ბე­ლი, თუ იგი მისი სა­ხე­ლის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვე­ბის­გან. მას უყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში. თუ ეს რი­ცხვი თქვენს გვარს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ე.ი. მებ­რძო­ლი­სა და მაქ­სი­მა­ლის­ტის ხა­სი­ა­თი გა­გაჩ­ნით. გიყ­ვართ ყვე­ლაფ­რის სა­კუ­თა­რი ხე­ლით კე­თე­ბა და არა­სო­დეს კარ­გავთ ოპ­ტი­მიზმს, ნე­ბის­მი­ერ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი.

ციფ­რი 2 – ორი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა თა­ვის თავ­ში შემგრო­ვებ­ლის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სის მომ­მა­რა­გებ­ლის და კარ­გი შემ­სრუ­ლებ­ლის ფუნ­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამი­ტომ ორი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი, კარ­გად გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ფი­ნან­სუ­რად. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი სა­ხე­ლის შე­სა­ბა­მი­სია, იგი მოგ­ცემთ უნარს წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვი­სას. თუ მას თქვე­ნი გვა­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­თვის მო­ა­ხერ­ხებთ კარ­გი სპონ­სო­რე­ბის მო­ძი­ე­ბას.

ციფ­რი 3 – კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ციფ­რია. ამი­ტომ ამ ციფ­რის ვიბ­რა­ცი­ით შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­რეკ­ლა­მო მე­ნე­ჯე­რე­ბი, პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იბა­დე­ბი­ან. სა­მი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა და­გეხ­მა­რე­ბათ იმა­ში, რომ წარ­მა­ტე­ბით აწარ­მო­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბა. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს რომ შეძ­ლებთ კარ­გი სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თოთ ან სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით სფე­რო­ებ­ში და­კავ­დეთ.

ციფ­რი 4 – პატ­რი­ო­ტე­ბის, ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის ციფ­რია. ოთხი­ა­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს წი­ნაპ­რებს, ფეს­ვებს, ტრა­დი­ცი­ებს. იგი "კრავს" ადა­მი­ან­თა კონ­კრე­ტულ ჯგუფს ანუ ოჯახს. თუ ამ ციფ­რის ვიბ­რა­ცია თქვე­ნი გვა­რის ციფრს ემ­თხვე­ვა, ნიშ­ნავს იმას, რომ თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი და­საყ­რდე­ნი ოჯა­ხია და ზო­გა­დად პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხი­თაც ცდი­ლობთ "ოჯა­ხურ" ატ­მოს­ფე­რო­ში იმუ­შა­ოთ.

ციფ­რი 5 – გე­ნი­ო­სე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ციფ­რია. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ხუთი უმ­თავ­რე­სი უნა­რი: სმე­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა, გე­მოვ­ნე­ბა, გა­მო­ხატ­ვი­სა და აღ­ქმის ნიჭი. თუკი ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კარ­გი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის პოვ­ნა და მათი მეშ­ვე­ო­ბით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა.

ციფ­რი 6 – მკურ­ნა­ლე­ბის, გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი­სა და მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის ციფ­რია. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ხუ­თი­ა­ნი­სა და ერ­თი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა, ამი­ტომ იგი ხში­რად ასა­ხავს ცნო­ბი­ე­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას. ამ ციფ­რის გავ­ლე­ნით შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სო­ცი­ო­ლო­გე­ბი ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას. თუ მისი ვიბ­რა­ცია თქვენს გვარს ემ­თხვე­ვა, ეს იმის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ თქვენ გაქვთ უნა­რი თა­ვად უმ­კურ­ნა­ლოთ სა­კუ­თარ თავს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

ციფ­რი 7 – ოკულ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ციფ­რია. ასე­თი ხალ­ხი ად­ვი­ლად ადაპ­ტი­რებს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში. თუ შვი­დი­ა­ნი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად ხდე­ბა ფა­ტა­ლუ­რი და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში კი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი გეხ­მა­რე­ბათ.

ციფ­რი 8 – მუდ­მი­ვი ტრანსფორ­მა­ცი­ის, და­ცე­მი­სა და აღ­ზე­ვე­ბის ციფ­რია. რვი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც წესი, მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი­თა და სირ­თუ­ლე­ე­ბით არის სავ­სე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამის ხარ­ჯზე ისი­ნი იზ­რდი­ე­ბი­ან პი­როვ­ნუ­ლად და იძე­ნენ სიბ­რძნეს. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ კარ­გად გე­ხერ­ხე­ბათ ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა და ად­ვი­ლად ახერ­ხებთ მსხვილ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვას.

ციფ­რი 9 – ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ციფ­რია. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია, ფან­ტა­ზი­ის უნა­რი და ფა­ქი­ზი აღ­ქმის ნიჭი. ცხრი­ა­ნე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი და არ­ტის­ტუ­ლე­ბი არი­ან. მათ კარ­გად ეხერ­ხე­ბათ სხვებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით, ამი­ტომ მათ­ში ბევრ მსა­ხი­ობს ან შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს ვხვდე­ბით. თუ ეს ციფ­რი თქვე­ნი გვა­რის ვიბ­რა­ცი­ას ემ­თხვე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა თქვე­ნი ჰო­ბია და შე­გიძ­ლი­ათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­ფა­სე­ბე­ლი იყოთ ამ კუ­თხით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

 სად უნდა ვნახოთ ნუმეროლოგია 

 

Sofo
7

9 ivnisi

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ბედისწერაა ჩაშიფრული თქვენს სახელში ნუმეროლოგიის მიხედვით

რა ბედისწერაა ჩაშიფრული თქვენს სახელში ნუმეროლოგიის მიხედვით

ცნობილი ფაქტია, რიცხვების მაგია ნებისმიერი ადამიანის ბედისწერაზე ახდენს გარკვეულ გავლენას. ამას ჯერ კიდევ პითაგორა ამტკიცებდა საკუთარ სწავლებებში. თუმცა, გარდა კონკრეტული დაბადების თარიღისა, ადამიანის ბედის ფორმირებაში მისი სახელი/გვარი და ამ მეთოდით მიღებული ნუმეროლოგიური ვიბრაციაც თამაშობს დიდ როლს. სახელისა და გვარის მიხედვით ორნიშნა კოდის გამოთვლა საკმაოდ მარტივი საქმეა. საჭიროა ანბანური რიგის იხედვით გადათვალოთ თქვენი სახელისა და გვარის შემადგენელი ასოები. ასე მაგალითად, სახელი ნინო – "ნ" მეცამეტე ასოა, "ი" მეცხრე და ა.შ.

1+3 +9+1+3+1+4=22

გაითვალისწინეთ, შეკრებილი რიცხვების საბოლოო ჯამი აუცილებლად ერთნიშნა უნდა იყოს. ამიტომ ამ შემთხვევაში 2+2 = 4 მივიღეთ ციფრი 4. შესაბამისად, მას ვინც ამ სახელს ატარებს (ოღონდ, არამხოლოდ პასპორტის მონაცემებით, არამედ რეალურადაც ასე უნდა მიმართავდნენ ადამიანს), მისი სახელის ციფრი გახლავთ 4. იგივე მეთოდით უკვე გვარის ნუმეროლოგიური ვიბრაციაც გამოითვალება. შედეგები კი ქვემოთ მოცემულ დახასიათებაში წაიკითხეთ.

ციფრი 1 – ეს "ლიდერების" პროგრამაა. ამიტომ ერთიანის მფლობელი, თუ იგი მისი სახელის ვიბრაციას ემთხვევა, ყოველთვის ცდილობს იყოს გამორჩეული სხვებისგან. მას უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერ საქმეში. თუ ეს რიცხვი თქვენს გვარს შეესაბამება ე.ი. მებრძოლისა და მაქსიმალისტის ხასიათი გაგაჩნით. გიყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება და არასოდეს კარგავთ ოპტიმიზმს, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი.

ციფრი 2 – ორიანის ენერგეტიკა თავის თავში შემგროვებლის, მატერიალური რესურსის მომმარაგებლის და კარგი შემსრულებლის ფუნქციას ითვალისწინებს. ამიტომ ორიანები, როგორც წესი, კარგად გამოიმუშავებენ ფინანსურად. თუ ეს ციფრი თქვენი სახელის შესაბამისია, იგი მოგცემთ უნარს წარმატებული იყოთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დაგეგმვისას. თუ მას თქვენი გვარი შეესაბამება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მოახერხებთ კარგი სპონსორების მოძიებას.

ციფრი 3 – კომუნიკაციის ციფრია. ამიტომ ამ ციფრის ვიბრაციით შესანიშნავი სარეკლამო მენეჯერები, პიარის სპეციალისტები, მასწავლებლები და ჟურნალისტები იბადებიან. სამიანის ენერგეტიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებით აწარმოოთ ნებისმიერი სახის მოლაპარაკება. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს რომ შეძლებთ კარგი სამწერლო კარიერა გაიკეთოთ ან სამეცნიერო-კვლევით სფეროებში დაკავდეთ.

ციფრი 4 – პატრიოტების, ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ხალხის ციფრია. ოთხიანი განასახიერებს წინაპრებს, ფესვებს, ტრადიციებს. იგი "კრავს" ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ანუ ოჯახს. თუ ამ ციფრის ვიბრაცია თქვენი გვარის ციფრს ემთხვევა, ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის ყველაზე დიდი დასაყრდენი ოჯახია და ზოგადად პროფესიული კუთხითაც ცდილობთ "ოჯახურ" ატმოსფეროში იმუშაოთ.

ციფრი 5 – გენიოსებისა და განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით დაჯილდოებული ადამიანების ციფრია. მასში გაერთიანებულია ხუთი უმთავრესი უნარი: სმენა, მხედველობა, გემოვნება, გამოხატვისა და აღქმის ნიჭი. თუკი ეს ციფრი თქვენი გვარის შესაბამისობას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის დამახასიათებელია კარგი თანამოაზრეების პოვნა და მათი მეშვეობით წარმატების მიღწევა.

ციფრი 6 – მკურნალების, განმანათლებლებისა და მოაზროვნეების ციფრია. მასში გაერთიანებულია ხუთიანისა და ერთიანის ენერგეტიკა, ამიტომ იგი ხშირად ასახავს ცნობიერების ახალ ეტაპზე გადასვლას. ამ ციფრის გავლენით შესანიშნავი ექიმები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები ევლინებიან ქვეყანას. თუ მისი ვიბრაცია თქვენს გვარს ემთხვევა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენ გაქვთ უნარი თავად უმკურნალოთ საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.

ციფრი 7 – ოკულტური შესაძლებლობებით დაჯილდოებული, განსაკუთრებული სულიერებით გამორჩეული ადამიანების ციფრია. ასეთი ხალხი ადვილად ადაპტირებს ნებისმიერი სახის სამეცნიერო სფეროში. თუ შვიდიანი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება ფატალური და უცნაური შემთხვევები. სირთულეების დაძლევაში კი ფსიქოლოგიური კონცენტრაციის უნარი გეხმარებათ.

ციფრი 8 – მუდმივი ტრანსფორმაციის, დაცემისა და აღზევების ციფრია. რვიანების ცხოვრება, როგორც წესი, მუდმივი ცვლილებებითა და სირთულეებით არის სავსე, თუმცა ყველაფერი ამის ხარჯზე ისინი იზრდიებიან პიროვნულად და იძენენ სიბრძნეს. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას შეესაბამება, ეს მიანიშნებს იმას, რომ კარგად გეხერხებათ ფინანსური სახსრების აკუმულირება და ადვილად ახერხებთ მსხვილბიუჯეტიანი პროექტების მართვას.

ციფრი 9 – ხელოვანი ადამიანების ციფრია. მასში გაერთიანებულია ძლიერი ინტუიცია, ფანტაზიის უნარი და ფაქიზი აღქმის ნიჭი. ცხრიანები ნიჭიერები და არტისტულები არიან. მათ კარგად ეხერხებათ სხვებზე ზემოქმედება საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებით, ამიტომ მათში ბევრ მსახიობს ან შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს ვხვდებით. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნება თქვენი ჰობია და შეგიძლიათ შესანიშნავი შემფასებელი იყოთ ამ კუთხით.