საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის თქვენი მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებები უნდა განავითაროთ საკუთარ თავში?
რა არის თქვენი მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებები უნდა განავითაროთ საკუთარ თავში?

ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ამ­ქვეყ­ნად და­ბა­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი მი­სი­ით ხდე­ბა. თუმ­ცა, ჩვენ, გარ­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მი­სი­ი­სა, წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაც მოგ­ვყვე­ბა თან, ყო­ველ ახალ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში მოვ­ლი­ნე­ბი­სას.

ხში­რად ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, იმ შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც წინა ინ­კარ­ნა­ცი­ი­სას და­ვუშ­ვით და მათი მეშ­ვე­ო­ბით თავი და­ვი­ზა­რა­ლეთ ან სუ­ლაც სხვას და­ვუ­შა­ვეთ რამე. ადა­მი­ა­ნის მიერ წი­ნა­მორ­ბედ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას და იმას, თუ ახ­ლან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რა თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­ნა­ვი­თა­როს მან სა­კუ­თარ თავ­ში, მთვა­რის კვან­ძე­ბის ე.წ. რა­ხუს და კე­ტუს მდე­ბა­რე­ო­ბა მი­უ­თი­თებს. იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ნი­შან­ში, ზო­დი­ა­ქოს მე­რამ­დე­ნე სახ­ლში და რა სა­ხის ას­პექ­ტა­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა ჩვენს პი­რად რუ­კა­ში კე­ტუს - ანუ დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის მდე­ბა­რე­ო­ბა, ას­ტრო­ლოგს შე­უძ­ლია ივა­რა­უ­დოს, თუ რა სა­ხის ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და ჩვენ წინა ინ­კარ­ნა­ცი­ის მან­ძილ­ზე, ხოლო რა­ხუს მდე­ბა­რე­ო­ბა პი­რი­ქით, მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­ი­მი­სოდ, რომ აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ და წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ.

არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ სწო­რედ რა­ხუს მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით სა­ზღვრა­ვენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ასე­ვე იმას, თუ რა პრო­ფე­სი­აა პი­როვ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ღე­ბი და გა­მო­სა­დე­გი. ეს იმი­ტომ რომ, სწო­რედ აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის სფე­რობ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა იძ­ლე­ვა შანსს სა­ი­მი­სოდ, რომ ჩვენ­ში რა­ხუს პო­ტენ­ცი­ა­ლი გან­ვა­ვი­თა­როთ და აღ­მა­ვა­ლი მი­სია პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ. ასე მა­გა­ლი­თად, ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი იბა­დე­ბა აღ­მა­ვა­ლი კვან­ძით ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს იმი­ტომ, რომ ლომი თე­ატ­რა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას "კუ­რი­რებს", თუკი ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ ქმულ­თან ერ­თად, თქვე­ნი რახუ ლო­მის ზო­დი­ა­ქოს გარ­და, მე­ხუ­თე ანუ ლო­მის­ვე სახ­ლშია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ეს ერ­თი­ო­რად ამ­ტკი­ცებს იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ თქვენ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ტა­ლან­ტი, სა­შუ­ა­ლო­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რა­ხუს ამ­გვა­რი კომ­ბი­ნა­ცია მარ­ტო­ო­დენ სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით როდი ხა­სი­ათ­დე­ბა, აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ლომ­ში ზო­გა­დად ლი­დე­რის თვი­სე­ბებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზეც მი­უ­თი­თებს ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის რუ­კა­ში. ზუს­ტად იმა­ვე პრინ­ცი­პით ხდე­ბა იმ პრო­ფე­სი­ის გან­სა­ზღვრა, რო­მელ­საც სა­სურ­ვე­ლია არა­სო­დეს მოვ­კი­დოთ ხელი თუკი ჩვე­ნი დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ანუ კეტუ ამ პრო­ფე­სი­ის აღმნიშ­ვნელ ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც დაღ­მა­ვალ კვანძს ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში ფლობს, უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფი­ლის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად, თუ მის პი­რად კო­მსოგ­რა­მა­ში, შავი მთვა­რის ანუ ლი­ლი­ტის იგი­ვე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ო­ბაც ამ­ძი­მებს სუ­რათს, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აკ­რძა­ლუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა. რად­გან შან­სი იმი­სა, რომ მისი დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის გან­ვი­თა­რე­ბა, პლუს ლი­ლი­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მას რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, დიდ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­სა და ხში­რად ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვებ­საც უქა­დის პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე.

რა­ხუს (აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი) და კე­ტუს (დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი) გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი

Astrologia

პრო­ფე­სი­ე­ბი რა­ხუს და კე­ტუს სხვა­დას­ხვა ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით

ვერ­ძში - სამ­ხედ­რო სფე­რო, სპორ­ტუ­ლი სარ­ბი­ე­ლი, იუ­რის­პუ­დენ­ცია.

კუ­რო­ში - ფი­ნან­სე­ბი, მე­ნე­ჯმენ­ტი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა.

ტყუპ­ში - სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რეკ­ლა­მა, კრე­ა­ტი­ვი.

კირჩხიბ­ში - სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი, ბიზ­ნე­სი სახ­ლი­დან, ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ვაჭ­რო­ბა.

ლომ­ში - თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­რეკ­ლა­მო ან პი­ა­რის სფე­რო.

ქალ­წულ­ში - სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, ფარ­მა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, მე­ნე­ჯმენ­ტი.

სას­წორ­ში - სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ე­ბი, მო­დის ინ­დუსტრია, სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა.

მო­რი­ელ­ში - კვლე­ვი­თი სფე­რო, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა, კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა.

მშვილ­დო­სან­ში - პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სპორ­ტუ­ლი სარ­ბი­ე­ლი.

თხის რქა­ში - პო­ლი­ტი­კა, მარ­თვა და მე­ნე­ჯმენ­ტი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სფე­რო.

მერ­წყუ­ლი - ინ­ტერ­ნეტ-კო­მერ­ცია, მარ­კე­ტინ­გი, ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

თევ­ზებ­ში - სა­რე­ჟი­სო­რო საქ­მი­ა­ნო­ბა, ფსი­ქო­ლო­გია, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა არის თქვენი მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებები უნდა განავითაროთ საკუთარ თავში?

რა არის თქვენი მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებები უნდა განავითაროთ საკუთარ თავში?

ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით, ნებისმიერი ადამიანის ამქვეყნად დაბადება, კონკრეტული მისიით ხდება. თუმცა, ჩვენ, გარდა ზემოთ ხსენებული მისიისა, წინა ინკარნაციაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაც მოგვყვება თან, ყოველ ახალ ინკარნაციაში მოვლინებისას.

ხშირად ეს გამოცდილება, იმ შეცდომების შესახებაც მოიცავს ინფორმაციას, რომლებიც წინა ინკარნაციისას დავუშვით და მათი მეშვეობით თავი დავიზარალეთ ან სულაც სხვას დავუშავეთ რამე. ადამიანის მიერ წინამორბედ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებას და იმას, თუ ახლანდელი ცხოვრების მანძილზე, კონკრეტულად რა თვისებები უნდა განავითაროს მან საკუთარ თავში, მთვარის კვანძების ე.წ. რახუს და კეტუს მდებარეობა მიუთითებს. იმის მიხედვით, თუ რომელ ნიშანში, ზოდიაქოს მერამდენე სახლში და რა სახის ასპექტაციით ხასიათდება ჩვენს პირად რუკაში კეტუს - ანუ დაღმავალი კვანძის მდებარეობა, ასტროლოგს შეუძლია ივარაუდოს, თუ რა სახის ნეგატიური გამოცდილება დაგვიგროვდა ჩვენ წინა ინკარნაციის მანძილზე, ხოლო რახუს მდებარეობა პირიქით, მიგვანიშნებს იმაზე, თუ კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება, საიმისოდ, რომ აღმავალი კვანძის დანიშნულება პირნათლად შევასრულოთ და წარსულის შეცდომები მაქსიმალურად გავანეიტრალოთ.

არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ სწორედ რახუს მდებარეობის მიხედვით საზღვრავენ ასტროლოგები ასევე იმას, თუ რა პროფესიაა პიროვნებისთვის ყველაზე მეტად მისაღები და გამოსადეგი. ეს იმიტომ რომ, სწორედ აღმავალი კვანძის სფერობში მოღვაწეობა იძლევა შანსს საიმისოდ, რომ ჩვენში რახუს პოტენციალი განვავითაროთ და აღმავალი მისია პირნათლად შევასრულოთ. ასე მაგალითად, ბევრი მსახიობი იბადება აღმავალი კვანძით ლომის ზოდიაქოში. ეს იმიტომ, რომ ლომი თეატრალურ ხელოვნებას "კურირებს", თუკი ყოველივე ზემოთ ქმულთან ერთად, თქვენი რახუ ლომის ზოდიაქოს გარდა, მეხუთე ანუ ლომისვე სახლშია განთავსებული, ეს ერთიორად ამტკიცებს იმის ალბათობას, რომ თქვენში სამსახიობო ტალანტი, საშუალოზე ბევრად მაღალი იქნება. თუმცა, რახუს ამგვარი კომბინაცია მარტოოდენ სამსახიობო ნიჭით როდი ხასიათდება, აღმავალი კვანძი ლომში ზოგადად ლიდერის თვისებებსა და ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების პერსპექტივებზეც მიუთითებს ამა თუ იმ ადამიანის რუკაში. ზუსტად იმავე პრინციპით ხდება იმ პროფესიის განსაზღვრა, რომელსაც სასურველია არასოდეს მოვკიდოთ ხელი თუკი ჩვენი დაღმავალი კვანძი ანუ კეტუ ამ პროფესიის აღმნიშვნელ ნიშანში იმყოფება. ასე მაგალითად, ადამიანისთვის, რომელიც დაღმავალ კვანძს ქალწულის ზოდიაქოში ფლობს, უკუჩვენება აქვს სამედიცინო პროფილის მქონე ნებისმიერ საქმიანობას. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ მის პირად კომსოგრამაში, შავი მთვარის ანუ ლილიტის იგივე ქალწულის ზოდიაქოში მდებარეობაც ამძიმებს სურათს, ასტროლოგიურად ამგვარი ადამიანისთვის ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია სამედიცინო პრაქტიკა. რადგან შანსი იმისა, რომ მისი დაღმავალი კვანძის განვითარება, პლუს ლილიტის გააქტიურება, მას როგორც პროფესიონალს, დიდ წარუმატებლობასა და ხშირად ტრაგიკულ შემთხვევებსაც უქადის პროფესიულ სარბიელზე.

რახუს (აღმავალი კვანძი) და კეტუს (დაღმავალი კვანძი) გრაფიკული გამოსახულებები

Astrologia

პროფესიები რახუს და კეტუს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში განლაგების მიხედვით

ვერძში - სამხედრო სფერო, სპორტული სარბიელი, იურისპუდენცია.

კუროში - ფინანსები, მენეჯმენტი, კვების ობიექტები, კოსმეტიკური საშუალების წარმოება.

ტყუპში - საგამომცემლო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რეკლამა, კრეატივი.

კირჩხიბში - სარესტორნო ბიზნესი, ბიზნესი სახლიდან, ანტიკვარიატით ვაჭრობა.

ლომში - თეატრალური ხელოვნება, სარეკლამო ან პიარის სფერო.

ქალწულში - სამედიცინო სფერო, ფარმაცია, სოციალური სამსახური, მენეჯმენტი.

სასწორში - სახელოვნებო სფეროები, მოდის ინდუსტრია, საკონსულტაციო საქმიანობა.

მორიელში - კვლევითი სფერო, ძალოვანი სტრუქტურა, საგამოძიებო საქმიანობა, კრიმინალისტიკა.

მშვილდოსანში - პედაგოგიური საქმიანობა, საერთაშორისო ურთიერთობები, სპორტული სარბიელი.

თხის რქაში - პოლიტიკა, მართვა და მენეჯმენტი, ადმინისტრაციული სფერო.

მერწყული - ინტერნეტ-კომერცია, მარკეტინგი, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება.

თევზებში - სარეჟისორო საქმიანობა, ფსიქოლოგია, სოციალური სამსახური.

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

ნუმეროლოგიური გამოთვლები: რას მოიტანს 2020 წელი თქვენს ცხოვრებაში და რა ცვლილებებია გარდაუვალი?