მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ჭკვიანები - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გააჩნიათ უმაღლესი IQ?
ყველაზე ჭკვიანები - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გააჩნიათ უმაღლესი IQ?

რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი ქა­ლე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი შიში გა­აჩ­ნი­ათ. ძა­ლი­ან ცოტა მა­მა­კაცს მოს­წონს ქალი, რო­მე­ლიც მას პრო­ფე­სი­ულ ან ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებ­ში ას­წავ­ლის ჭკუ­ას, მით უმე­ტეს აძ­ლევს ერ­თობ კომ­პე­ტენ­ტურ შე­ნიშ­ვნებს. თუმ­ცა, გო­ნი­ე­რე­ბაც ხომ სწო­რედ ის არის, რომ ქალ­მა თა­ვი­სი სი­ჭკვი­ა­ნე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის სა­ბურ­ველს მო­არ­გოს და მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სა­კუ­თა­რი გო­ნი­ე­რე­ბა და­დე­ბი­თი კუ­თხით წარ­მო­ა­ჩი­ნოს?.. წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ას­ტრო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ "მა­მა­კა­ცუ­რი აზ­როვ­ნე­ბა" გა­აჩ­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ ისეთ საქ­მეს არ­თმე­ვენ თავს უპ­რობ­ლე­მოდ, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტად მა­მა­კა­ცუ­რია.

ვერ­ძი - თან­და­ყო­ლი­ლი გამ­ჭრი­ა­ხო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პა­ტა­რა ასაკ­შიც ახერ­ხებს და­ა­მარ­ცხოს ეზოს "ყო­ჩე­ბი" და მო­ნო­პო­ლია აი­ღოს თა­ნა­ტო­ლებ­ზე. ამ ქალს ეად­ვი­ლე­ბა და მოს­წონს ლი­დე­რო­ბა, რაც ნე­ბის­მი­ერ მამრს ულა­ხავს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ქალი ვერ­ძი სა­ოც­რად გამ­ძლე, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და გამ­ჭრი­ა­ხია. აქვს უნა­რი ალღო აუ­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის საქ­მეს თუნ­დაც ყვე­ლა­ზე "მა­მა­კა­ცურს". ერ­თა­დერ­თი ნაკ­ლი მის ხა­სი­ათ­ში არის ის, რომ იგი ზედ­მე­ტად გუ­ლუბ­რყვი­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ამი­ტომ როცა უსა­მარ­თლო­ბას წა­ა­წყდე­ბა და ბრა­ზობს, მრის­ხა­ნე­ბა წა­მის მე­ა­სედ­ში უბინ­დავს გო­ნე­ბას. რის გა­მოც მისი, რო­გორც ჭკვი­ა­ნი ქა­ლის იმი­ჯი შე­საძ­ლოა თვალ­სა და ხელს შუა და­იმ­სხვრეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში.

მო­რი­ე­ლი - მას­ში ქა­ლურ შტრი­ხებ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბია. ამი­ტომ საკ­მა­ოდ დიდი დრო სჭირ­დე­ბა ქალ მო­რი­ელს ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იმის ბო­ლომ­დე გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, რომ ბუ­ნე­ბამ ქა­ლად ყოფ­ნა არ­გუ­ნა წი­ლად. მის­თვის მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­სა­ღე­ბი და მარ­ტი­ვია, იმი­ტომ რომ გუ­ლი­სამ­რე­ვად ეჩ­ვე­ნე­ბა ათას­გვა­რი სა­ხის ქა­ლუ­რი ეშ­მა­კო­ბა და ინ­ტრი­გე­ბი. პირ­და­პი­რი და სწორ­ხა­ზო­ვა­ნია ყო­ველ­თვის. ამას­თან ერ­თად, გამ­ჭრი­ა­ხო­ბის გარ­და, სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი აღ­ქმაც გა­აჩ­ნია და ადა­მი­ა­ნებს გამ­ჭოლ ხე­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის და უშეც­დო­მოდ ცნობს "აფე­რის­ტებს". ამ­გვა­რი ქა­ლის ნაკ­ლი მისი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ხა­სი­ა­თია. იგი არა­სო­დეს ეგუ­ე­ბა წა­გე­ბას.

თხის რქა - პა­ტა­რა ასა­კი­დან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, არა­ბავ­შვუ­რად მშვი­დი და სე­რი­ო­ზუ­ლია. თუკი თავს ცელ­ქო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს კი­დეც, მისი სა­მე­გობ­რო წრე ყო­ველ­თვის ბი­ჭე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ამ ქალს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა მა­მა­კა­ცებ­თან მე­გობ­რო­ბა და კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც არა­ნაკ­ლე­ბი ოს­ტა­ტო­ბით უწევს მათ უკვე დიდ ასაკ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის კუ­თხით. იგი ყო­ველ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკონ­ტრო­ლებს ემო­ცი­ებს და იშ­ვი­ა­თა­დაა კონ­ფლიქ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რის როლ­ში. თუმ­ცა სი­ჯი­უ­ტე, რომ­ლი­თაც იგი ბუ­ნე­ბამ და­ა­ჯილ­დო­ვა ნე­ბის­მი­ერ მამრს გა­მო­იყ­ვანს წყო­ბი­დან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
13

ტყუპი ყველაზე ინტელექტუალურია! პ.ს ჰაერის ნიშნები და არა ბოღმა მორიელი 😂😂

888
23

რამდენი გონებაჩლუნგი ვერძი არსებობს.მორიელი კი ჭკვიანი არა,მაგრამ შხამიანი და ბოროტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ყველაზე ჭკვიანები - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გააჩნიათ უმაღლესი IQ?

ყველაზე ჭკვიანები - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გააჩნიათ უმაღლესი IQ?

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ჭკვიანი და გონიერი ქალების მიმართ გარკვეული შიში გააჩნიათ. ძალიან ცოტა მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას პროფესიულ ან ზოგადად ცხოვრებისეულ საკითხებში ასწავლის ჭკუას, მით უმეტეს აძლევს ერთობ კომპეტენტურ შენიშვნებს. თუმცა, გონიერებაც ხომ სწორედ ის არის, რომ ქალმა თავისი სიჭკვიანე დიპლომატიურობის საბურველს მოარგოს და მამაკაცთან ურთიერთობისას საკუთარი გონიერება დადებითი კუთხით წარმოაჩინოს?.. წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანი ქალების საუკეთესო სამეულს, რომელთა შესახებაც ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მათ "მამაკაცური აზროვნება" გააჩნიათ. შესაბამისად, ნებისმიერ ისეთ საქმეს ართმევენ თავს უპრობლემოდ, რომელიც ჭეშმარიტად მამაკაცურია.

ვერძი - თანდაყოლილი გამჭრიახობით გამოირჩევა. პატარა ასაკშიც ახერხებს დაამარცხოს ეზოს "ყოჩები" და მონოპოლია აიღოს თანატოლებზე. ამ ქალს ეადვილება და მოსწონს ლიდერობა, რაც ნებისმიერ მამრს ულახავს თავმოყვარეობას. ქალი ვერძი საოცრად გამძლე, სიცოცხლისუნარიანი და გამჭრიახია. აქვს უნარი ალღო აუღოს ნებისმიერი სირთულის საქმეს თუნდაც ყველაზე "მამაკაცურს". ერთადერთი ნაკლი მის ხასიათში არის ის, რომ იგი ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ, ამიტომ როცა უსამართლობას წააწყდება და ბრაზობს, მრისხანება წამის მეასედში უბინდავს გონებას. რის გამოც მისი, როგორც ჭკვიანი ქალის იმიჯი შესაძლოა თვალსა და ხელს შუა დაიმსხვრეს საზოგადოების თვალში.

მორიელი - მასში ქალურ შტრიხებზე გაცილებით მეტი მამაკაცური თვისებებია. ამიტომ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ქალ მორიელს ბავშვობიდან მოყოლებული იმის ბოლომდე გასაცნობიერებლად, რომ ბუნებამ ქალად ყოფნა არგუნა წილად. მისთვის მამაკაცის ცხოვრება გაცილებით უფრო მისაღები და მარტივია, იმიტომ რომ გულისამრევად ეჩვენება ათასგვარი სახის ქალური ეშმაკობა და ინტრიგები. პირდაპირი და სწორხაზოვანია ყოველთვის. ამასთან ერთად, გამჭრიახობის გარდა, საოცარი ინტუიციური აღქმაც გააჩნია და ადამიანებს გამჭოლ ხედავს. შესაბამისად, ყოველთვის და უშეცდომოდ ცნობს "აფერისტებს". ამგვარი ქალის ნაკლი მისი შურისმაძიებელი ხასიათია. იგი არასოდეს ეგუება წაგებას.

თხის რქა - პატარა ასაკიდან გაწონასწორებული, არაბავშვურად მშვიდი და სერიოზულია. თუკი თავს ცელქობის უფლებას აძლევს კიდეც, მისი სამეგობრო წრე ყოველთვის ბიჭების საზოგადოებით შემოიფარგლება. ამ ქალს შესანიშნავად ეხერხება მამაკაცებთან მეგობრობა და კონკურენციასაც არანაკლები ოსტატობით უწევს მათ უკვე დიდ ასაკში, პროფესიული საქმიანობის კუთხით. იგი ყოველთვის შესანიშნავად აკონტროლებს ემოციებს და იშვიათადაა კონფლიქტის ინიციატორის როლში. თუმცა სიჯიუტე, რომლითაც იგი ბუნებამ დააჯილდოვა ნებისმიერ მამრს გამოიყვანს წყობიდან.