ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია სიყვარულსა და პირად ურთიერთობაში. ზოგი თუ მონოგამია, ვიღაცისთვის ჰაერივით აუცილებელია მრავალფეროვნება. ეს ხალხი პოლიგამიას ოსტატურად უძებნის ახსნას. დღეს გვინდა ზოდიაქოს ის ნიშნები გაგაცნოთ, რომლებიც ორმაგი რომანებისკენ ყველაზე მეტადაა მიდრეკილი:
ტყუპი - თუკი ტყუპის სიმბოლოს დააკვირდებით შეკითხვაც აღარ დაგრჩებათ, ეს ხომ ჩანასახშივე გაორებული ნიშანია, რომელსაც ორი პროფესია, ორი ჰობი და ორი სიყვარული სჭირდება მუდამ, თავი რომ ბედნიერ და სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს. თუმცა, თუკი ტყუპი ხვდება მრავალმხრივად საინტერესო, ინტელექტუალურ და მხიარულ პარტნიორს სავსებით შესაძლებელია გულმა აღარ გაუწიოს ღალატისკენ.
სასწორი - უფრო ხშირად ხათრის გამო ღალატობს, ვიდრე ვნების ან ფიზიკური მოთხოვნილების გავლენით. იცოდით? სასწორის ნიშნით ამ ქვეყნად ყველაზე ხათრიანი ხალხი ევლინება ქვეყანას. გარდა ამისა, ფლირტაობაშიც მას ბადალი არ მოეძებნება. ჰოდა, ზოგჯერ ეს ფლირტი უფრო სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაიზრდება ხოლმე სასწორის შემთხვევაში. გამოსავალი არსებობს, თუკი სასწორის მტკიცე ხასიათისა და ძლიერი პარტნიორი შეხვდა ცხოვრების გზაზე. ზუსტადაც რომ ხათრისა და პატივისცემის გამო იგი უკან დაიხევს ღალატზე და მარტოონ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლება.
მშვილდოსანი - ყველაზე ძნელად მოსახელთებელია ჩამოთვლილთაგან. მშვილდოსნების დიდი ნაწილი არამხოლოდ ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ რომანებზეც კია წამსვლელი ხშირ შემთხვევაში. პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს მასშტაბსა და გაფართოებაზე აგებს პასუხს. ჰოდა, მშვილდოსნებმაც რა ქნან? მოსწონთ ეს მასშტაბი და რაოდენობა. თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს. პარტნიორი, რომელიც მშვილდოსანს სრულ თავისუფლებას მისცემს და არასოდეს ეცდება მისთვის ჭკუის სწავლებას შესაძლებელია ერთადერთ და განუმეორებელ მეორე ნახევრად იქცეს მშვილდოსანის ცხოვრებაში.