პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2 ოქ­ტომ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით სას­წო­რი-ვერ­ძის ღერძზე. მის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნოთ ჩვენს სა­იტ­ზე; ახლა კი ვნა­ხოთ, რას მო­გი­ტანთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა (მომ­დევ­ნო ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე) თქვე­ნი ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პროგ­ნო­ზი წა­ი­კი­თხეთ თქვე­ნი მზის და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ამ ორ­კვი­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში უა­რის თქმა მო­გი­წევთ ზო­გი­ერთ საქ­მე­ზე, თე­მა­ზე, კავ­შირ­ზე, იმა­ზე, რა­საც თქვენ­თვის შე­დე­გი აღარ მო­აქვს. სა­სურ­ვე­ლია, მზად იყოთ, რათა ახალმთვა­რე­ო­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეთ და გა­უ­თა­ვი­სუფ­ლოთ ად­გი­ლი ახალს:

  • ვერ­ძი

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­ში ხდე­ბა. ამი­ტომ მთა­ვარ როლ­ში ხართ. მი­ი­ღებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­სუ­ხებს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, დო­კუ­მენ­ტებს. თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ წარ­მო­ა­ჩენთ სა­კუ­თარ თავს სო­ცი­უმ­ში. ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით, რა იმი­ჯით, პრო­ფე­სი­უ­ლი ნიღ­ბით გსურთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მო­ჩე­ნა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ დიპ­ლო­მი და პრო­ფე­სი­ამ წარ­მო­გა­ჩი­ნოთ სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით. ან გა­და­წყვტი­ოთ, ვინ გინ­დათ რომ გახ­დეთ, რო­გორ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ცოდ­ნა. ან მიხ­ვდეთ, რომ ის, რა­საც ადრე აკე­თებ­დით, აღარ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ და უნდა შე­იც­ვა­ლოთ მი­მარ­თუ­ლე­ბა. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც. იქ­ნებ დროა, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დი­ოთ?!

  • კურო

შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა ან გამ­ჟღავ­ნდეს ის სა­ი­დუმ­ლო, რა­საც აქამ­დე გულ­დას­მით მა­ლავ­დით. მი­ი­ღოთ პა­სუ­ხი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე. მო­გინ­დეთ და­ას­რუ­ლოთ ფა­რუ­ლი კავ­ში­რი ან საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­ი­ღებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ბუ­თებს. და­ფიქ­რდე­ბით, რა მი­ი­ღეთ დღემ­დე, რა მო­გი­ტა­ნათ თქვენ­მა გან­მარ­ტო­ე­ბამ და ახლა რო­გორ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­აგ­რძე­ლოთ მოქ­მე­დე­ბა და ცხოვ­რე­ბა.

  • ტყუ­პი

თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­პყრო­ბი­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­კენ. შე­იძ­ლე­ბა აის­რუ­ლოთ სურ­ვი­ლე­ბი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ფული სა­ჩუქ­რა­დაც მი­ი­ღოს ან წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის ახლა გა­და­გი­ხა­დონ. წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა გე­ლო­დე­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან მო­გინ­დე­ბათ მე­გობ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა. აღარ მო­გინ­დე­ბათ პარტნი­ორ­თან ერ­თად გზის გაგ­რძე­ლე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სწავ­ლა, პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც მუ­შა­ობ­დით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, იმ მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ, რაც ახლა მოხ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რათა ახალმთვა­რე­ო­ბას ახა­ლი გეგ­მე­ბით შეხ­ვდეთ.

  • კირჩხი­ბი

კა­რი­ე­რა და სო­ცი­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. თუ ელო­დე­ბო­დით მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას ან და­წი­ნა­უ­რე­ბას ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე, მი­ი­ღებთ პა­სუხს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოს კა­რი­ე­რა ან და­ხუ­როს პი­რა­დი ბიზ­ნე­სი. რათა მო­მა­ვალ­ში ახალ სფე­რო­ში მო­სინ­ჯოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ და­ას­რუ­ლოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ­გვა­რად მი­ი­ღოთ ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი.

  • ლომი

აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ­თან, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. თუ სა­სა­მარ­თლო უწყე­ბი­დან ელო­დე­ბო­დით ცნო­ბას, იმა­საც მი­ი­ღებთ. ან თუ ემიგ­რა­ცი­ა­ში ფიქ­რობ­დით წას­ვლას, გა­და­წყვეტთ ამ სა­კითხს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რი უცხო­ელ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან (დას­რულ­დეს პრო­ექ­ტი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა) ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რა, უცხო­ელთნ. ან სუ­ლაც სხვა ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა და ემიგ­რა­ცი­ა­ში ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით გა­ემ­გზავ­როთ. შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გსურ­დათ და მი­ი­ღებთ სა­სურ­ველს, ან შე­მოგ­თა­ვა­ზონ, რომ თქვენ ჩა­ა­ტა­როთ ლექ­ცი­ე­ბი.

  • ქალ­წუ­ლი

და­ფიქ­რდით, რად­გან ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დიდ შან­სებს გაძ­ლევთ. თქვენ უნდა მო­აგ­ვა­როთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა სა­ბუ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გაქვთ და პა­სუხს ელო­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა თქვენ მო­გი­წი­ოთ პარტნი­ო­რე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბამ, მათ­თვის ფუ­ლის გა­ყო­ფამ. თუ გსურ­დათ კრე­დი­ტის აღე­ბა, პა­სუხს ამ პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღებთ. ან პი­რი­ქით, და­ხუ­რავთ კრე­დიტს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მი­ი­ღებთ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ან თან­ხას ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. ან თუ ადრე ფსი­ქო­ლო­გის, ეზო­ტე­რი­კო­სის რჩე­ვა გჭირ­დე­ბო­დათ, ახა­ლა თა­ვად, თქვე­ნი ძა­ლე­ბით გა­უმკლავ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ას.

  • სას­წო­რი

შე­დეგს მი­ი­ღებთ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან; ან აღარ გა­აგ­რძე­ლოთ საქ­მი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ პი­რი­ქით, შეყ­ვა­რე­ბულ­თან გა­და­წყვი­ტოთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა, და­ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა. მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზონ კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც ადრე სტა­ჟი­ო­რად იყა­ვით.

  • მო­რი­ე­ლი

შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს მი­ტო­ვე­ბა, ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ რუ­ტი­ნის­გან, რაც გთრგუ­ნავ­დათ, გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გაძ­ლევ­დათ. თუ ვინ­მეს მომ­ვლე­ლი იყა­ვით, ან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ ექი­მებ­თან, შე­იძ­ლე­ბა ეს პე­რი­ო­დი დას­რულ­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქით იშო­ვოს სამ­სა­ხუ­რი, თუ გა­ნა­ცხა­დი გქონ­დათ შევ­სე­ბუ­ლი ან მა­ძი­ე­ბე­ლი იყა­ვით. ან თუ უფ­რო­სი ხართ, და­ემ­შვი­დო­ბოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ამო­წუ­რეს სა­კუ­თა­რი თავი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

  • მშვილ­დო­სა­ნი

თუ გსურ­დათ და­ფეხ­მძი­მე­ბა ან თუ ფეხ­მძი­მედ იყა­ვით, მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით. თუ გსურ­დათ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, გა­მოჩ­ნდე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უარი თქვას იმ გა­სარ­თობ­ზე, რის გა­რე­შეც ადრე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა. ანუ წერ­ტი­ლი და­უს­ვას დრო­ის უაზ­როდ ფლან­გვას. თუ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­დით, ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე შე­დეგს მი­ი­ღებთ. თუ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ხართ და ამ­ზა­დებ­დით სპექ­ტაკლს, გა­მო­ფე­ნას, შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ სა­ზო­გა­ო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგეთ, თქვე­ნი შრო­მის შე­დე­გი მი­ი­ღოთ.

  • თხის რქა

თუ რე­მონტს აკე­თებ­დით, და­ას­რუ­ლებთ. ან თუ ავე­ჯის შე­ძე­ნას აპი­რებ­დით, შინ მო­გი­ტა­ნენ. ან შე­იძ­ლე­ბა გა­დახ­ვი­დეთ თქვენს სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად. თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა ან გა­ყიდ­ვა გქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტონ. ანუ სა­ბო­ლო­ოდ და­ეს­მე­ვა წერ­ტი­ლი უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ად­გი­ლებ­ში გა­და­წყვი­ტოს სა­ცხოვ­რებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა­ან ემიგ­რა­ცი­ი­დან. ან ბი­ნა­ში მი­ი­ღოთ თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი კუ­თხე, სა­დაც და­ბი­ნავ­დე­ბით.

  • მერ­წყუ­ლი

კი­თხვებს მი­ი­ღებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლებ­საც ელო­დით. შე­იძ­ლე­ბა და­გი­ბეჭ­დონ სტა­ტია, წიგ­ნი. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდეს თქვენს და-ძმებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. თუ გსურ­დათ, რა­ი­მე კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა და თქვენს რიგს ელო­დით, მა­გის პა­სუხ­საც მი­ი­ღებთ. წერ­ტილს და­უს­ვამთ მე­ზობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს. გა­ერ­კვე­ვით მან­ქა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში - იყი­დით ან გა­ყი­დით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ზო­გი­ერთ მე­გო­ბარ­თან. შემ­ცირ­დეს ინ­ტერ­ნეტ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

  • თევ­ზე­ბი

მი­ი­ღებთ თან­ხას, რო­მელ­საც ელო­დე­ბო­დით ან იმის შე­დეგს, რა­ზეც ამ­დე­ნი ხანი მუ­შა­ობ­დით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს (ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა), ცოდ­ნას თავი მო­უ­ყა­როს და გა­და­წყვი­ტოს, რა ხერ­ხს უნდა მი­მარ­თოს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს. ან შე­იძ­ლე­ბა ადრე თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა იაფი ღირ­და და ახლა გა­ზარ­დოთ თან­ხა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს ის ნივ­თი, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­და ან გა­ნა­ახ­ლოს, გა­მო­ამ­ზე­უ­როს თა­ვი­სი კო­ლექ­ცია. და­ი­წყოთ იმ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც გსურ­დათ, რომ გაგ­რძელ­დეს, რო­მე­ლიც შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. მო­ი­წეს­რი­გეთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი სფე­რო (შე­მო­სა­ვალ-გა­სა­ვა­ლი). თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ხმას­თა­ნაა კავ­შირ­ში (წამ­ყვა­ნი, დიქ­ტო­რი, გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი ან მომ­ღე­რა­ლი ხართ) მე­ტად გა­მოვ­ლინ­დე­ბა თქვე­ნი ცოდ­ნა, მო­გე­ცე­მათ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლის შან­სი და შე­იძ­ლე­ბა ამით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2 ოქტომბერს სავსემთვარეობას ველოდებით სასწორი-ვერძის ღერძზე. მის შესახებ შეგიძლიათ სრულ ინფორმაციას გაეცნოთ ჩვენს საიტზე; ახლა კი ვნახოთ, რას მოგიტანთ სავსემთვარეობა (მომდევნო ახალმთვარეობამდე) თქვენი ზოდიაქის ნიშნის გათვალისწინებით. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზის და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ორკვირიან მონაკვეთში უარის თქმა მოგიწევთ ზოგიერთ საქმეზე, თემაზე, კავშირზე, იმაზე, რასაც თქვენთვის შედეგი აღარ მოაქვს. სასურველია, მზად იყოთ, რათა ახალმთვარეობას მომზადებული შეხვდეთ და გაუთავისუფლოთ ადგილი ახალს:

  • ვერძი

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება. ამიტომ მთავარ როლში ხართ. მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან პასუხებს, გადაწყვეტილებებს, დოკუმენტებს. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს სოციუმში. ჩამოყალიბდებით, რა იმიჯით, პროფესიული ნიღბით გსურთ საზოგადოებაში წარმოჩენა. შეიძლება მიიღოთ დიპლომი და პროფესიამ წარმოგაჩინოთ სრულიად სხვა კუთხით. ან გადაწყვტიოთ, ვინ გინდათ რომ გახდეთ, როგორ გამოავლინოთ თქვენი ცოდნა. ან მიხვდეთ, რომ ის, რასაც ადრე აკეთებდით, აღარ გაკმაყოფილებთ და უნდა შეიცვალოთ მიმართულება. ჩამოყალიბდით საკუთარ ჯანმრთელობაზეც. იქნებ დროა, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ?!

  • კურო

შეიძლება დასრულდეს თქვენი მარტოობა, მკურნალობა ან გამჟღავნდეს ის საიდუმლო, რასაც აქამდე გულდასმით მალავდით. მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. მოგინდეთ დაასრულოთ ფარული კავშირი ან საქმიანობა. საზღვარგარეთიდან მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საბუთებს. დაფიქრდებით, რა მიიღეთ დღემდე, რა მოგიტანათ თქვენმა განმარტოებამ და ახლა როგორ, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ მოქმედება და ცხოვრება.

  • ტყუპი

თქვენი ყურადღება მიპყრობილი იქნება სოციალური ქსელებისკენ. შეიძლება აისრულოთ სურვილები. ზოგმა შეიძლება ფული საჩუქრადაც მიიღოს ან წარსულში შესრულებული საქმისთვის ახლა გადაგიხადონ. წარმატება და აღიარება გელოდებათ საზოგადოებაში კარგად შესრულებული საქმეებისთვის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ ადამიანთან მოგინდებათ მეგობრობის დასრულება. აღარ მოგინდებათ პარტნიორთან ერთად გზის გაგრძელება. ან შეიძლება დაასრულოთ სწავლა, პროექტები, რომლებზეც მუშაობდით. იყავით დაკვირვებული, იმ მოვლენების მიმართ, რაც ახლა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რათა ახალმთვარეობას ახალი გეგმებით შეხვდეთ.

  • კირჩხიბი

კარიერა და სოციალური მიღწევები იქნება თქვენთვის აქტუალური. თუ ელოდებოდით მუშაობის დაწყებას ან დაწინაურებას ამ სავსემთვარეობაზე, მიიღებთ პასუხს. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოს კარიერა ან დახუროს პირადი ბიზნესი. რათა მომავალში ახალ სფეროში მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები. არ არის გამორიცხული, რომ დაასრულოთ სასიყვარულო ურთიერთობა და ამგვარად მიიღოთ ახალი სოციალური სტატუსი.

  • ლომი

აქტუალური გახდება საზღვარგარეთთან, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ სასამართლო უწყებიდან ელოდებოდით ცნობას, იმასაც მიიღებთ. ან თუ ემიგრაციაში ფიქრობდით წასვლას, გადაწყვეტთ ამ საკითხს. არ არის გამორიცხული, გაწყვიტოთ კავშირი უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან (დასრულდეს პროექტი, ხელშეკრულება) ან სასიყვარულო მიმოწერა, უცხოელთნ. ან სულაც სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ ურთიერთობა და ემიგრაციაში ქორწინების მიზნით გაემგზავროთ. შეიძლება სწავლის გაგრძელება გსურდათ და მიიღებთ სასურველს, ან შემოგთავაზონ, რომ თქვენ ჩაატაროთ ლექციები.

  • ქალწული

დაფიქრდით, რადგან ეს სავსემთვარეობა დიდ შანსებს გაძლევთ. თქვენ უნდა მოაგვაროთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება საბუთები გამზადებული გაქვთ და პასუხს ელოდებით. შეიძლება თქვენ მოგიწიოთ პარტნიორებისთვის ფინანსური საკითხების მოგვარებამ, მათთვის ფულის გაყოფამ. თუ გსურდათ კრედიტის აღება, პასუხს ამ პერიოდში მიიღებთ. ან პირიქით, დახურავთ კრედიტს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მიიღებთ ფინანსურ დახმარებას ან თანხას ადრე შესრულებული საქმიანობისთვის. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოს ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ან თუ ადრე ფსიქოლოგის, ეზოტერიკოსის რჩევა გჭირდებოდათ, ახალა თავად, თქვენი ძალებით გაუმკლავდეთ სიტუაციას.

  • სასწორი

შედეგს მიიღებთ პარტნიორულ ურთიერთობებში. შეიძლება დაასრულოთ სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან; ან აღარ გააგრძელოთ საქმიანი კონტრაქტი. გამორიცხული არაა, რომ პირიქით, შეყვარებულთან გადაწყვიტოთ ერთად ცხოვრება, დაქორწინება, შვილების გაჩენა. მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ, რადგან შეიძლება შემოგთავაზონ კონტრაქტის გაფორმება კომპანიაში, სადაც ადრე სტაჟიორად იყავით.

  • მორიელი

შეიძლება მოგინდეთ დაქვემდებარებული სამუშაოს მიტოვება, ან გათავისუფლება იმ რუტინისგან, რაც გთრგუნავდათ, განვითარების შესაძლებლობას არ გაძლევდათ. თუ ვინმეს მომვლელი იყავით, ან მუდმივი კონტაქტი გქონდათ ექიმებთან, შეიძლება ეს პერიოდი დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთმა შეიძლება პირიქით იშოვოს სამსახური, თუ განაცხადი გქონდათ შევსებული ან მაძიებელი იყავით. ან თუ უფროსი ხართ, დაემშვიდობოთ ადამიანებს, რომლებმაც ამოწურეს საკუთარი თავი ამ თანამდებობაზე.

  • მშვილდოსანი

თუ გსურდათ დაფეხმძიმება ან თუ ფეხმძიმედ იყავით, მშობელი გახდებით. თუ გსურდათ, თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩენილიყო, გამოჩნდება. ზოგიერთმა შეიძლება უარი თქვას იმ გასართობზე, რის გარეშეც ადრე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ანუ წერტილი დაუსვას დროის უაზროდ ფლანგვას. თუ შემოქმედებით პროექტზე მუშაობდით, ამ სავსემთვარეობაზე შედეგს მიიღებთ. თუ შემოქმედი ადამიანი ხართ და ამზადებდით სპექტაკლს, გამოფენას, შანსი მოგეცემათ, რომ საზოგაოების წინაშე წარდგეთ, თქვენი შრომის შედეგი მიიღოთ.

  • თხის რქა

თუ რემონტს აკეთებდით, დაასრულებთ. ან თუ ავეჯის შეძენას აპირებდით, შინ მოგიტანენ. ან შეიძლება გადახვიდეთ თქვენს სახლში საცხოვრებლად. თუ უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა გქონდათ გადაწყვეტილი, ხელშეკრულებას გააფორმებთ. შეყვარებულებმა შეიძლება ერთად ცხოვრება გადაწყვიტონ. ანუ საბოლოოდ დაესმევა წერტილი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზოგიერთმა შეიძლება მშობლიურ ადგილებში გადაწყვიტოს საცხოვრებლად დაბრუნებაან ემიგრაციიდან. ან ბინაში მიიღოთ თქვენი კუთვნილი კუთხე, სადაც დაბინავდებით.

  • მერწყული

კითხვებს მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, დოკუმენტებს, რომლებსაც ელოდით. შეიძლება დაგიბეჭდონ სტატია, წიგნი. საბოლოოდ გადაწყდეს თქვენს და-ძმებთან დაკავშირებული საკითხები. თუ გსურდათ, რაიმე კურსებზე ჩაწერა და თქვენს რიგს ელოდით, მაგის პასუხსაც მიიღებთ. წერტილს დაუსვამთ მეზობლებთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს. გაერკვევით მანქანასთან დაკავშირებულ საკითხებში - იყიდით ან გაყიდით. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოს ურთიერთობა ზოგიერთ მეგობართან. შემცირდეს ინტერნეტდამოკიდებულება.

  • თევზები

მიიღებთ თანხას, რომელსაც ელოდებოდით ან იმის შედეგს, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდით. ზოგიერთმა შეიძლება თავის შესაძლებლობებს (ღირებულებები, უძრავი ქონება), ცოდნას თავი მოუყაროს და გადაწყვიტოს, რა ხერხს უნდა მიმართოს, მატერიალური მდგომარეობა რომ გაიუმჯობესოს. ან შეიძლება ადრე თქვენი მომსახურება იაფი ღირდა და ახლა გაზარდოთ თანხა. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოს ის ნივთი, რაზეც ოცნებობდა ან განაახლოს, გამოამზეუროს თავისი კოლექცია. დაიწყოთ იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც გსურდათ, რომ გაგრძელდეს, რომელიც შეჩერებული იყო. მოიწესრიგეთ თქვენი ფინანსური სფერო (შემოსავალ-გასავალი). თუ თქვენი საქმიანობა ხმასთანაა კავშირში (წამყვანი, დიქტორი, გამხმოვანებელი ან მომღერალი ხართ) მეტად გამოვლინდება თქვენი ცოდნა, მოგეცემათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შანსი და შეიძლება ამით გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან