აირჩიეთ 6-დან ერთ-ერთი ბანქო (დიდხანს არ იფიქროთ, ისე), ჩაიფიქრეთ სურვილი და წაიკითხეთ შედეგები.
1. თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან საკმაოდ რომანტიკულია, მაგრამ ხანდახან გგონიათ, რომ ამ ურთიერთობას სიღრმე აკლია. შესაძლოა, საჭიროა დრო იმისათვის, რომ ორივე გაიზარდოთ.
2. მისთვის კარგი მეგობარი ხართ, ყოველთვის გვერდში ეგულებით და რთულ სიტუაციაში მისი დასაყრდენი ხართ. თუმცა თქვენ მეტი გინდათ მისგან; გსურთ, მისთვის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ ქალი იყოთ. ყველაფერი წინ გაქვთ.
3. ოცნების მამაკაცს მეგობრების წრეში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნობთ. სავარაუდოდ, ღირს ყურადღება მიაქციოთ თქვენი დაქალის შეყვარებულის მეგობარს. თუ მას მეგობრობა შეუძლია, სიყვარულსაც შეძლებს!
4. პათოლოგიურად არ გყოფნით სიყვარული. მამაკაცები არ გიყურებენ, როგორც ქალს. იქნებ აჯობებს, იმიჯი შეიცვალოთ და უფრო ქალური გახდეთ? კრიტიკულად მიუდექით საკუთარ თავს!
5. საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გელით, სადაც სიყვარულიც ბევრი იქნება და მისგან მონიჭებული ბედნიერებაც. თუმცა, ფრთხილად იყავით, ვინმემ არ გამოგიყენოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ ვინმეს დაუმეგობრდებით.
6. საყვარელ ადამიანთან თქვენი დამოკიდებულება უახლოეს მომავალში შეიცვლება. შესაძლოა, უბრალოდ იჩხუბოთ ან დროებით დაშორდეთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიპლომატიურად შეგიძლიათ ურთიერთობების დარეგულირება.