თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და იმ ციფრს, რომელშიც დაიბადეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ის უნიკალური თვისებებით აჯილდოებს ადამიანს.
პირველი - ლიდერი ადამიანების ციფრია. მას მოეთხოვება ფეხი აუწყოს მზის ენერგიას და მუდმივად იყოს მოქმედებაში. ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია გამუდმებით გასცეს და მიიღოს ენერგია გარშემო მყოფთაგან. ამგვარი ურთიერთბალანსის გარეშე იგი დაავადდება ან დეპრესიულ მდგომარეობამდე მივა.
2 – მფლობელს მაქსიმალისტური ხასიათის თვისებებითა და რადიკალიზმით აჯილდოებს. ასეთი ადამიანები გამუდმებით იმყოფებიან ზღვარზე და იშვიათად ახერხებენ ოქროს შუალედის პოვნას.
3 – ადამიანს აიძულებს იყოს საკუთარი საქმის პროფესიონალი. ნებისმიერი რამ ცხოვრებაში თავისი ხელით აკეთოს და ნაკლებად იქონიოს სხვების დახმარების იმედი. მათგან შესანიშნავი იუველირები, მეწარმეები და კულინარები გამოდიან.
4 – კომუნიკაბელური და ინფორმაციული ადამიანების ციფრია. ასეთი ხალხი მუდმივად საჭიროებს ვერბალურ კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან. მისთვის სიკვდილის ტოლფასია ინფორმაციულ ვაკუუმში დიდი ხნით ყოფნა. ოთხიანების პროფესიაც ხშირად უკავშირდება კომუნიკაციას – პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რეკლამა.
5-ში წესრიგის მოყვარული ადამიანები იბადებიან. მისი ენერგეტიკის მქონე ხალხი ძირითადად კანონმორჩილებით გამოირჩევა. მათ ახასიათებთ საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და შეხედულებების მკაცრად გათვალისწინება, დაცვა. ხშირად ვხვდებით მათში იურისტებს, მენეჯერებს და ფინანსისტებს.
6 – ბოჰემური, რომანტიკული და მეოცნებე ადამიანების ციფრია. მათთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია ჰარმონიული პარტნიორის პოვნა და სტაბილური ოჯახის შექმნა. სადაც სიყვარულისა და სითბოს ატმოსფერო იარსებებს, რისი შექმნაც ექვსიანებს შესანიშნავად ეხერხებათ.
7 – ასკეტი, მკაცრი და პრინციპული ადამიანების ციფრია. შვიდიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაგროვებას და ინტელექტის გაღრმავებას ისწრაფვიან. შესაბამისად, მათ დიდ პატივს სცემენ და ხშირად მიმართავენ რჩევისთვის სხვები.
8 – რეფორმატორების ციფრია. მათ არ შეუძლიათ იცხოვრონ როგორც რიგითმა ადამიანებმა. ამიტომ გამუდმებით ცდილობენ შეცვალონ გარემო ან შეიცვალონ თავად. ისინი მუდამ დაკავებული არიან ნოვატორული იდეების განხორციელებით, მოსწონთ ყველაფერი ახალი და არატრადიციული.
9 – სულიერად მდიდარი და ემოციური ადამიანების ციფრია. მათი უმრავლესობა ძალიან მორწმუნე და გულმოწყალეა. ცდილობენ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ და ამის პროპაგანდას სხვებთანაც აქტიურად ეწევიან.
10 – ხასიათის სიმტკიცით, მიზანმიმართულობითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. მათთვის აუცილებელია ცოდნის დაგროვება და შემდგომში ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება-გადაცემა. ისინი ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობას და საკმაოდ კარგად ახერხებენ თავი გაართვან ამგვარ პოსტს.
11 – ამ ადამიანების მთავარი ამოცანა ცხოვრებაში საკუთარი ჭეშმარიტი მოწოდების მიგნებაა. მათთვის გამუდმებით მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთების, იქნება ეს პროფესია, პარტნიორი თუ მოღვაწეობის სფერო.
12-ში პრაგმატულად მოაზროვნე და წინდახედული ხალხი იბადება. მათთვის აუცილებელია ცხოვრებაში მუდმივად ემსახურონ ადამიანების კეთილდღეობას. იყვნენ საჭირონი და აუცილებელნი.
13 – ამგვარი ადამიანისთვის აუცილებელია იყოს სასარგებლო სხვებისთვის. ემსახუროს ხალხს საკუთარი პროფესიონალიზმის და გონიერების ხარჯზე.
14 – ადამიანში აყალიბებს მეთოდურობას და დეტალური ანალიზის უნარს. მათ უყვართ საზოგადოებაში მიღებული ნორმების დაცვა და უმეტესად კანონმორჩილი მოქალაქეები არიან.
15-ში დამოუკიდებელი და პრინციპული ხალხი ევლინება ქვეყანას. მათ ყოველთვის იციან რა უნდათ და როგორ მიაღწიონ მიზანს.
16 – დაბადებიდან ბრძენ და ინტელექტუალ პიროვნებას იძლევა. მას ახასიათებს სიჯიუტე და ლიდერის თვისებები. რასაც შესანიშნავად იყენებს ცხოვრებაში.
17 – გამომგონებელი და კრეატიული ადამიანების რიცხვია. მათ აქვთ ნიჭი ფაქტობრივად არაფრისგან შექმნან შედევრი. თუმცა ხშირად მარტოობისკენ არიან მიდრეკილნი.
18 – იდეალისტი და მეოცნებე ხალხის რიცხვია. უყვართ როცა სხვები ემორჩილებიან და სურვილებს უსრულებენ. თუმცა ზოგჯერ მათი ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულება გამაღიზიანებელი ხდება სხვებისთვის.
19-ში დაბადებულებს ბავშვობიდან გააჩნიათ ფესვგადგმული შეხედულებები, რომელიც მათ მშობლებმა ჩააგონეს. რაც ხშირად უშლით ხელს სამომავლოდ პროგრესულად იაზროვნონ. აუცილებელია, ისწავლონ ნოვაციის მიღება და გაცილებით უფრო ლოიალური ხედვა.
ადამიანი, რომელიც 20 რიცხვში დაიბადა, დაჯილდოებულია თანდაყოლილი ჰარმონიის გრძნობით. მას იშვიათად უძნელდება ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთება და ძალა შესწევს, სხვასაც დაეხმაროს ამაში.
21 – არის შემოქმედი და რეფორმატორი ხალხის რიცხვი. თუმცა მათი სასიცოცხლო პოტენციალი სწორ კალაპოტში თუ არ არის მიმართული ადრეული ასაკიდან, მათგან შეიძლება დიქტატორი ან ტირანი დადგეს.
22 – ასეთი ადამიანი გონებაგაფანტულობით და არასტაბილური ხასიათით გამოირჩევა. მისთვის აუცილებელია მეტი დაკვირვებულობა ისწავლოს ცხოვრებაში, რათა დაცული იყოს შეცდომების დაშვებისგან.
23-ში დაბადებულებს ვურჩევთ ნებისმიერი გადაწყვეტილება ხანგრძლივი აწონ-დაწონის შედეგად მიიღონ. მხოლოდ გააზრებულ ქმედებებს შეუძლია მათთვის წარმატების მოტანა. სპონტანურობა მათი მტერია.
24-ში დაბადებულ ადამიანებს, გააჩნიათ შესანიშნავი პროფესიული ალღო და იშვიათ ცდებიან არჩევანში. მათი გამომძიებლის ინსტინქტი და მიზანსწრაფულობა კი ხშირად ხდება საყოველთაო აღიარების მიზეზი.
25 – ლიდერული თვისებების მქონე, ავტორიტეტული ადამიანების რიცხვია. თუმცა ამ ავტორიტეტს ისინი ყოველთვის იმსახურებენ საკუთარი ჭკუითა და შორსმჭვრეტელობით.
26 – ამ რიცხვში დაბადებული ადამიანების მთავარი საზრუნავი ამქვეყნად, პარტნიორის სწორად შერჩევაა. იმიტომ რომ, მხოლოდ მისი მეშვეობით ახერხებენ ისინი საკუთარი პიროვნების სწორად იდენტიფიკაციას.
27-ში დაბადებულები, ხშირად საკუთარ იდეალს მთელი ცხოვრების მანძილზე დაეძებენ. მათი მოთხოვნები იმდენად მაღალია, რომ დაწესებულ სტანდარტებს ხშირად ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ შეეფერებიან. ამას კი მარტოობა მოსდევს.
28-ში ძირითადად საკუთარი სფეროს პროფესიონალები და უბადლო ოსტატები იბადებიან. მათ აქვთ ძალა, სრულყოფილებამდე დაიყვანონ საკუთარი ცოდნა და შედევრები შექმნან.
29 – იდეალისტები და გამოუსწორებელი მეოცნებეები არიან. თუმცა საკმაოდ ხშირად არწევენ ცხოვრებაში სასურველ მიზანს, რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოთ ეს სხვებს. ისინი წარმატებით იყენებენ წინაპრების გამოცდილებას და ხშირად ცდილობენ ახლებურად გამოიყენონ რჩევები და მეთოდები, რომელიც დრომ გამოცადა.
30 – აქტიური, დინამიკური ცხოვრების სტილის მოყვარული ნოვატორების რიცხვია. ამ ადამიანებს უნარი აქვთ, ნებისმიერი პროექტი თუ წამოწყება დაძრან ადგილიდან. მათი ეს ბრძოლისუნარიანობა კი სხვებისთვისაც გადამდები და სტიმულის მომცემია.
31-ში შემეცნებითი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ხალხი იბადება. მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობს მიიღოს ცოდნა და თვალსაწიერი გაიფართოოს. ეს არის "მარადმწვანე სტუდენტი", რომელიც არ იღლება ახალ-ახალი სფეროების აღმოჩენითა და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ეწაფება ნებისმიერ სიახლეს.