მიხეილ ცაგარელი: კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მიხეილ ცაგარელი: კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა და უარყოფითი ენერგიების გაძლიერება მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუქმნის პრობლემებს.

ვერძი – დაძაბული, საკმაოდ დისჰარმონიული კვირაა. განუხორციელებელი იდეები სერიოზულად გაგიფუჭებენ განწყობას, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება კი, მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ, რადგან ვერ შეძლებთ სიტუაციის, გარშემო მყოფთა მოთხოვნების შეფასებას და ფეხის აწყობას. ნუ ენდობით სხვათა დაპირებებს და ნურც თქვენ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ, მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, ახალი პროექტებში ინევსტიციის ჩადებას და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას.

Astrologia

წყარო fortuna.ge
კურო – რთული, პრობლემებით სავსე კვირაა, რადგან ან საერთოდ ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას ან მოგიწევთ გეგმების რადიკალურად შეცვლა. თავი შეიკავეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან, რაც მხოლოდ ზარალს მოგიტანთ და საეჭვო ადამიანებთან თანამშრომლობისგან, რადგან ბევრი ეცდება თქვენს ავანტურაში, საკუთარ მაქინაციებში გაბმას და მოტყუებას, არ ღირს არც კარგად ნაცნობების, მეგობრების და კოლეგების ნდობა და მათთვის საიდუმლოს განდობა, იმოქმედეთ საღი გონებით, თუმცა ფარულად და მოერიდეთ ყველა სარისკო გარიგებას.

Astrologia

ტყუპი – დინამიკური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, უამრავი ახალი და საინტერესო იდეის ჩამოყალიბებას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებასა და გაცემული დაპირებების შესრულებაში. არაა გამორიცხული შეგექმნებათ სერიოზული ფინანსური სირთულეები, რადგან გაუთვალისწინებელი პრობლემები სრულად ამოწურავენ თქვენს დანაზოგს. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, მიჰყევით ძველ საქმეებს და იმოქმედეთ მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობ სფეროში.

Astrologia

კირჩხიბი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც გააძლიერებენ ინტრიგებს და ჭორებს თქვენს ზურგს უკან, კოლეგების ან პარტნიორების კონტროლი კი, ინიციატივის გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ და შეზღუდავთ თავისუფლებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ იმ გადადებული საქმეების დასრულება, რომლებიც სრულად გამოგფიტავთ და დაგცლით ენერგიისგან. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ერთდროულად რამდენიმე საქმეს შეჭიდება და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ როგორც საკუთარ, ისე გარშემო მყოფთა სურვილებსა და ზრახვებში გარკვევა, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდება.

Astrologia

ლომი – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა თქვენზეც ნეგატიურად აისახება, გამოიწვევს გაღიზიანებას და გუნების გაფუჭებას, ვერ შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას, ურთიერთობა დაგეძაბებათ როგორც კოლეგებთან და მეგობრებთან, ისე საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან, არ დაგაკმაყოფილებთ სამუშაო პირობები, რომელთა შეცვლა ან გაუმჯობესება ძალიან გაგიჭირდებათ. ამ კვირაში ნამდვილად არ ღირს ცვლილებების განხორციელება და ხელმძღვანელებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რადგან მხოლოდ რეპუტაციას გაიფუჭებთ, სასურველ შედეგს კი, ვერ მიაღწვეთ.

Astrologia

ქალწული – რთული, წინააღმდეგობებით სავსე კვირაა, რადგან მოჭარბებული სიამაყე, ზედმეტი ამბიციები და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, მხოლოდ ცუდ სამსახურს გაგიწევთ და რეპუტაციის, ინტერესების დაცვას გაიძულებთ, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემმოციები, იმოქმედეთ ფრთხილად და წინასწარ გათვალეთ ყველა ნაბიჯი, რადგან კონკურენტები და ფარული მტრები ნებისმიერ თქვენს შეცდომას საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას ეცდებიან.
წყარო fortuna.ge

Astrologia

სასწორი – ნაკლებად სტაბილურ კვირაში არ ღირს მოგზაურობა, რადგან არაა გამორიცხული დაკარგოთ ბაგაჟი ან წინასწარ გაუთვალისწინებელმა ფინანსურმა ხარჯებმა გაგიფუჭოთ განწყობა. გეგმების შეცვლა მოგიწევთ სამსახურშიც, რისი მიზეზიც დამძიმებული ჯანმრთელობა ან იმ საქმეთა მოზღვავება გახდება, რომელთა გადადება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოერიდეთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ინტელექტუალური, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და კოლეგათა, ხელმძღვანელთა შეზღუდვისგან თავის დაღწევა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიმშვიდე და მოთმინება, რადგან გაღიზიანება და პრეტენზიების გამოთქმა, მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

Astrologia

მორიელი – დისჰარმონიული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა. უსიამოვნებები გელით როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. იმოქმედეთ ფრთხილად, აკონტროლეთ ფინანსები და უაცილებლად დაფარეთ ყველა ვალი, რათა პრობლემები არ შეგექმნათ საგადასახადო სამსახურებთან. ანგარიში გაუწიეთ გავლენიან პარტნიორებს, რომლებიც მართალია მაქსიმალურად შეგიზრუდავენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას, მაგრამ მაინც არ ღირს უკმაყოფილების გამოთქმა და კონფლიქტში ჩაბმა, რადგან ასე მხოლოდ დაამძიმებთ საკუთარ მდგომარეობას და შეაფერხებთ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
Astrologia

მშვილდოსანი – დაძაბული, საკმაოდ კონფლიქტური კვირაა, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭერდებათ თანასწორუფლებიანობის მოპოვება და პარტნიორებთან თქვენთვის სასურველ პირობებზე შეთანხმება. თავი შეკავეთ უკმაყოფილების გამოთქმისგან, რადგან პრეტენზიები მხოლოდ თქვენდამი ნდობას შეამცირებს, პარტნიორთა პროტესტს გამოიწვევს და კიდევ უფრო გაართულებს თანამშრომლობას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები და მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, რადგან სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვა, შეცდომებს დაგაშვებინებთ და სერიოზული ზარალის მიზეზიც გახდება. მოუსმინეთ კომპეტენტურ კოლეგებს და გაითვალისწინეთ მათი გამოცდილება, ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

თხის რქა – დაძაბული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან საერთო ენის მოძიება გაგიჭირდებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან, მიზეზი კი, ისევ თქვენი სიჯიუტე და უკომპრომისობა გახდება. არაა გამორიცხული უნდობლობა გამოგიცხადონ კოლეგებმა და ერთგვარ იზოლაციაში მოგაქციონ, რაც დასახულ გეგმებზე, იდეების განხორციელებაზე გათქმევინებთ უარს და არსებულ სიტუაციაზე დაფიქრებას გაიძულებთ. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ახალი ნაცნობების მიმართ, რომლებიც მოულოდნელ კონკურენციას გაგიწევენ და სერიოზულად შეაფერხებენ თქვენს პროფესიულ განვითარებას, მეგობრები კი, თანადგომის ნაცვლად ისევ თქვენ მოგთხოვენ დახმარებას.

Astrologia

წყარო fortuna.ge
მერწყული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ შინაგანი დისკომფორტი და დაძაბულობა გეგმების განხორციელების ნაცვლად მიმდინარე მოვლენების გადაფასებას, თავიდან გააზრებას და ერთგვარ ტრანსფორმაციას გაიძულებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები, ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს, რომლებიც არაფერს მოერიდებიან თქვენთვის პრობლემების შესაქმნელად. ნაკლებად სასიკეთო კვირაა ბინის ან სამსახურის შესაცვლელად, ახალი ნაცნობების შესაძენად ან მეგობრებთან ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად.

Astrologia

თევზები – საკმაოდ რთული, ნეგატიური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მოულოდნელი არასასიამოვნო ცვლილებები კი, უარყოფითად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დათმობა და სხვათა სურვილებს მორგება, არაა გამორიცხული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის. იმოქმედეთ ფრთხილად და გააზრებულად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას კი, გამოიჩინეთ მაქსიმალური თავდაჭერა და დიპლომატია, რათა ზედმეტი პირდაპირობით არ დაძაბოთ სიტუაცია.
Astrologia

წყარო fortuna.ge

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?