სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე
"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­სი­ი­სა და კარ­მუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"რო­დე­საც ამ ქვეყ­ნად მო­დი­ვართ, მუ­დამ გვაქვს არ­ჩე­ვა­ნი - სად და­ვი­ბა­დოთ, ვის გვერ­დით ვი­ცხოვ­როთ, ვინ გვიყ­ვარ­დეს, ვინ გვძულ­დეს... ვირ­ჩევთ ჩარ­ჩოს და მერე... არ­ჩე­ვა­ნი უკვე მხო­ლოდ ამ ჩარ­ჩოს ფარ­გლებ­შია - წა­ვი­დეთ ერთი კი­დის­კენ, თუ მე­ო­რი­სა­კენ, თუ ად­გი­ლი ვტკეპ­ნოთ.

საქ­მე ისაა, პირ­ვან­დე­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჩვენ აღარ გვახ­სოვს. ეს იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ თუ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ეს მხო­ლოდ რო­ლია, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით ტკი­ვი­ლებ­საც, სი­ხა­რულ­საც. არა­და იმი­ტომ ვი­ბა­დე­ბით, რომ გან­ცდე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვიწ­მინ­დოთ, გავ­სუფ­თავ­დეთ, ავ­მაღ­ლდეთ პირ­ველ­ყო­ფილ სის­რუ­ლემ­დე.

რის­თვი­საა ეს სა­ჭი­რო?

ალ­ბათ იმის­თვის, რომ რად­გან ჩვენ აბ­სო­ლუ­ტის ანუ ღმერ­თის ნა­წი­ლე­ბი ვართ, უნდა შე­ვე­სა­ბა­მე­ბო­დეთ მის ქათ­ქა­თა სი­ნათ­ლეს, და ყო­ვე­ლი ბნე­ლი­სა­გან გან­ვთა­ვი­სუფ­ლდეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვეც­ნო­ბი­ერს ახ­სოვს, სწო­რედ ამი­ტომ სიზ­მარ­ში გა­დას­ვლი­სას, ან მე­დი­ტი­რე­ბი­სას რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა მოგ­ვე­წო­დოს და­სახ­მა­რებ­ლად, რომ იმ გზა­ზე მოვ­მარ­თოთ ჩვე­ნი თავი, რის­თვი­საც მო­ვე­დით ამ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში. ვინც მი­ნიშ­ნე­ბებს ვერ ხვდე­ბა, იმას სამ­ყა­რო გაფრ­თხი­ლე­ბებს უგ­ზავ­ნის. ეს სიგ­ნა­ლე­ბი შე­საძ­ლოა იყოს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, ან ავად­მყო­ფო­ბე­ბი. ზოგ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

რო­გორც წესი ასე­თი მო­მენ­ტე­ბი კარ­მულ წლებს ემ­თხვე­ვა... თუ ამ სიგ­ნა­ლებს ადა­მი­ა­ნი ყურს არ ათხო­ვებს, შე­საძ­ლოა ის დრო­ე­ბით წა­იყ­ვა­ნონ და ასე ვთქვათ, კარ­გად შე­ა­ჯან­ჯღა­რონ. კლი­ნი­კურ სიკ­ვდილ­ზე ვსა­უბ­რობ. უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცოტა ხან­ში "აგ­ნე­ბენ" თა­ვი­ანთ გზას - ზოგი "მო­უ­ლოდ­ნე­ლად" ხატ­ვას იწყებს, ზოგი ქველ­მოქ­მე­დე­ბით კავ­დე­ბა, ზოგი ეზო­თე­რი­ა­ში ებ­მე­ბა...

ცვლი­ლე­ბე­ბი მრა­ვალ­გვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს... მაგ­რამ ყვე­ლა ჩვენს უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შეც­ვლას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჰო, კი­დევ - სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი... ალ­ბათ შეხ­ვედ­რი­ხართ ვი­ღა­ცას და პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე რა­ღაც გიგ­რძვნი­ათ, ზოგ­ჯერ უსი­ა­მოვ­ნო, ზოგ­ჯერ პი­რი­ქით. ხან­და­ხან გგო­ნე­ბი­ათ, რომ მთე­ლი სი­ცო­ცხლე იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, რო­გორც წესი ასე­თი შეგ­რძნე­ბა ორი­ვე მხა­რეს აქვს ხოლ­მე. და არც ცდე­ბით - მარ­თლა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იც­ნობ­დით, ოღონდ... სხვა ცხოვ­რე­ბა­ში. იქ შე­საძ­ლოა დები იყა­ვით, ან ძმე­ბი, ან მე­უღ­ლე­ე­ბი, ან დედა-შვი­ლი, შე­საძ­ლოა გძულ­დათ ერ­თმა­ნე­თი, მტრობ­დით კი­დეც. და ახლა მა­შინ დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად შეხ­ვდით.

მი­ნა­ხავს სი­ნას­ტრია, სა­დაც თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა. მაგ­რამ წყვი­ლი არა­და არ ქორ­წინ­დე­ბა. რა­ტომ? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხახახა
4

ყველა მოსაზრებას აქვს,არსებობის უფლება!: :))))

ცოფი
2

ამასაც არაუშავს აი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე

"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ადამიანის ცხოვრებისეული მისიისა და კარმული ურთიერთობების შესახებ წერს:

"როდესაც ამ ქვეყნად მოდივართ, მუდამ გვაქვს არჩევანი - სად დავიბადოთ, ვის გვერდით ვიცხოვროთ, ვინ გვიყვარდეს, ვინ გვძულდეს... ვირჩევთ ჩარჩოს და მერე... არჩევანი უკვე მხოლოდ ამ ჩარჩოს ფარგლებშია - წავიდეთ ერთი კიდისკენ, თუ მეორისაკენ, თუ ადგილი ვტკეპნოთ.

საქმე ისაა, პირვანდელი არჩევანი ჩვენ აღარ გვახსოვს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თუ გვეცოდინება, რომ ეს მხოლოდ როლია, არასერიოზულად მივუდგებით ტკივილებსაც, სიხარულსაც. არადა იმიტომ ვიბადებით, რომ განცდების საშუალებით გავიწმინდოთ, გავსუფთავდეთ, ავმაღლდეთ პირველყოფილ სისრულემდე.

რისთვისაა ეს საჭირო?

ალბათ იმისთვის, რომ რადგან ჩვენ აბსოლუტის ანუ ღმერთის ნაწილები ვართ, უნდა შევესაბამებოდეთ მის ქათქათა სინათლეს, და ყოველი ბნელისაგან განვთავისუფლდეთ. ეს ყველაფერი ქვეცნობიერს ახსოვს, სწორედ ამიტომ სიზმარში გადასვლისას, ან მედიტირებისას რაღაც ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა მოგვეწოდოს დასახმარებლად, რომ იმ გზაზე მოვმართოთ ჩვენი თავი, რისთვისაც მოვედით ამ ინკარნაციაში. ვინც მინიშნებებს ვერ ხვდება, იმას სამყარო გაფრთხილებებს უგზავნის. ეს სიგნალები შესაძლოა იყოს დაბრკოლებები, ან ავადმყოფობები. ზოგჯერ სერიოზული პრობლემები.

როგორც წესი ასეთი მომენტები კარმულ წლებს ემთხვევა... თუ ამ სიგნალებს ადამიანი ყურს არ ათხოვებს, შესაძლოა ის დროებით წაიყვანონ და ასე ვთქვათ, კარგად შეაჯანჯღარონ. კლინიკურ სიკვდილზე ვსაუბრობ. უკან დაბრუნებული ადამიანები ცოტა ხანში ''აგნებენ'' თავიანთ გზას - ზოგი ''მოულოდნელად'' ხატვას იწყებს, ზოგი ქველმოქმედებით კავდება, ზოგი ეზოთერიაში ებმება...

ცვლილებები მრავალგვარი შეიძლება იყოს... მაგრამ ყველა ჩვენს უკეთესობისაკენ შეცვლას ემსახურება. ჰო, კიდევ - სხვა ადამიანები... ალბათ შეხვედრიხართ ვიღაცას და პირველი დანახვისთანავე რაღაც გიგრძვნიათ, ზოგჯერ უსიამოვნო, ზოგჯერ პირიქით. ხანდახან გგონებიათ, რომ მთელი სიცოცხლე იცნობდით ერთმანეთს, როგორც წესი ასეთი შეგრძნება ორივე მხარეს აქვს ხოლმე. და არც ცდებით - მართლა მთელი ცხოვრება იცნობდით, ოღონდ... სხვა ცხოვრებაში. იქ შესაძლოა დები იყავით, ან ძმები, ან მეუღლეები, ან დედა-შვილი, შესაძლოა გძულდათ ერთმანეთი, მტრობდით კიდეც. და ახლა მაშინ დაგროვილი ვალების გასასტუმრებლად შეხვდით.

მინახავს სინასტრია, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. მაგრამ წყვილი არადა არ ქორწინდება. რატომ? წაიკითხეთ სრულად